„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ საქართველოს
გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო და მის
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების
სააგენტო (შემდგომ – დაცული ტერიტორიების სააგენტო) და საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.
2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაცული ტერიტორიის დროებითი ან სამუდამო გაუქმება, მისი ტერიტორიის
შემცირება ან დაცვითი კატეგორიის დაქვეითება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს
გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრების სამინისტროს დასკვნის
საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ, შემდეგ შემთხვევებში:
ა) დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევი რღვევისას;
ბ)
ბიომრავალფეროვნების
აღდგენის
მიზნით
სამუშაოების
ჩატარების
აუცილებლობისას;
გ) დაცული ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის განხორციელების შემდეგ, რომლის
განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.
3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მენეჯმენტის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის დაზუსტებულ
საზღვრებს, ზონებს, მათ ტერიტორიულ ორგანიზებას, დამხმარე ზონის ( ბუფერული ზონის
) და დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის,
ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამას
და ბიუჯეტს, შეიმუშავებს და საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და
სოფლის განვითრების
სამინისტროს წარუდგენს დაცული ტერიტორიების სააგენტო
დაცული ტერიტორიის შექმნისას, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში (დაცული ტერიტორიის
შექმნის უკიდურესი მიზანშეწონილობის და გარანტირებული საბიუჯეტო სახსრების
არარსებობის პირობებში, როდესაც აუცილებელია დონორი ან სხვა არასაბიუჯეტო
ორგანიზაციების სახსრების მოზიდვა ) – შექმნიდან 3 წლის ვადაში .“ .
4. მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის
სახელმწიფო პოლიტიკას, ქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს
საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრების
სამინისტრო.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრების
სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს :
ა) დაცული ტერიტორიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის
დაცვაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ბ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიული ღონისძიებების
შემუშავება და მათი განხილვის ორგანიზება;
გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნორმატიული და მეთოდური
დოკუმენტაციის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;
დ) გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის კოორდინირება;
ე) ფლორისა და ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების
რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება;
ვ) დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინირება;
ზ)
დაცული
ტერიტორიების
სააგენტოს
წარდგინებით
ტერიტორიული
ადმინისტრაციების შექმნა;
თ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მისი ტერიტორიული ადმინისტრაციების
დებულებების დამტკიცება.“;
გ) მე-4 პუნქტის “ე” და “ვ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შეიმუშაოს და საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითრების
სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს დაცული ტერიტორიების
მენეჯმენტის გეგმები;
ვ) შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
და დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა
და სოფლის განვითრების სამინისტროს;“.
5. 181 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს
დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იყენებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და მათი მიზნობრივად
გამოყენებისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების მინისტრის (შემდგომ – მინისტრის) წინაშე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ცვლილებების
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ
შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-14
მუხლის მე-2 პუნქტში, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-18 მუხლის პირველ და მე-3 და მე-4
პუნქტებში, 181 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, რომლებითაც ხდება საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება
საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტროთი/მინისტრით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
კანონპროექტის
გამოყოფას.
არ
მიღება
დაკავშირებით
მოითხოვს
ბიუჯეტიდან
აუცილებელი
ხარჯების
დამატებითი
სახსრების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპრექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრვი
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ :
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 13. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა
1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა საქართველოს განვითარების
სტრატეგიის ნაწილია და მჭიდროდ უკავშირდება როგორც ტერიტორიული დადეგმარების
(ლანდშაფტის დაგეგმარების) სახელმწიფო სისტემის სხვადასხვა (ეროვნული, რეგიონული)
საფეხურს, ასევე, დარგობრივი დაგეგმვის (ბუნების დაცვა, გარემოს შენარჩუნება,
მეცნიერება, განათლება, ჯანდაცვა, ტურიზმი, რეკრეცია, სატყეო მეურნეობა, სანადირო
მეურნეობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, ისტორიისა და
კულტურის ძეგლთა დაცვა და სხვა) მრავალ პროგრამას.
2. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა განსაზღვრავს გეგმარებით რეგიონებს,
დასაცავ ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ კომპლექსებსა და ობიექტებს, ადგენს
დაცული ტერიტორიების რეკომენდებულ კატეგორიებს, საზღვრებს, ზონებს, აკრძალვასა და
დაშვებულ საქმიანობას, აყალიბებს დაცული ტერიტორიების დაარსების პრიორიტეტებსა და
ეტაპებს.
3. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო , საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო ( შემდგომ – დაცული ტერიტორიების სააგენტო ).
მუხლი 14. დაცული ტერიტორიების შექმნა, განვითარება და გაუქმება
1. საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის, ტერიტორიული გაფართოებისა და
დაცვითი კატეგორიის ამაღლების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.
2. დაცული ტერიტორიის დროებითი ან სამუდამო გაუქმება, მისი ტერიტორიის
შემცირება ან დაცვითი კატეგორიის დაქვეითება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე,
საქართველოს პარლამენტის მიერ, შემდეგ შემთხვევებში:
ა) დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევი რღვევისას;
ბ)
ბიომრავალფეროვნების
აღდგენის
მიზნით
სამუშაოების
ჩატარების
აუცილებლობისას;
გ) დაცული ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის განხორციელების შემდეგ, რომლის
განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. ცალკეულ რთულ შემთხვევაში დაზუსტებული ტერიტორიული საზღვრებისა და
ზონების დაცვის, მოვლა-პარტონობისა და მართვის დეტალური პროგრამების (დაცული
მენეჯმენტის
გეგმა)
შემუშავებამდე,
ე.ი.
მუდმივი
კატეგორიის
ტერიტორიის
განსაზღვრამდე, დაარსდება დაცული ტერიტორიის დროებითი კატეგორია, რომლის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.
მუხლი 15. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა
1. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის პირველი ეტაპი (სისტემის დაგეგმვა ეროვნულ
და რეგიონულ დონეებზე) თითოეული დაცული ტერიტორიისათვის ვითარდება
სავალდებულო მენეჯმენტის გეგმის საშუალებით.
2. მენეჯმენტის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის დაზუსტებულ
საზღვრებს, ზონებს, მათ ტერიტორიულ ორგანიზებას, დამხმარე ზონის (ბუფერული ზონის)
და დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის,
ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამას
და ბიუჯეტს, შეიმუშავებს და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს წარუდგენს დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიის
შექმნისას, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში (დაცული ტერიტორიის შექმნის უკიდურესი
მიზანშეწონილობის და გარანტირებული საბიუჯეტო სახსრების არარსებობის პირობებში,
როდესაც აუცილებელია დონორი ან სხვა არასაბიუჯეტო ორგანიზაციების სახსრების
მოზიდვა ) – შექმნიდან 3 წლის ვადაში.
3. მენეჯმენტის გეგმა თითოეული დაცული ტერიტორიის თავისებურებიდან
გამომდინარე
ადგენს
ტერიტორიის
ამოქმედების
სხვადასხვა
ეტაპზე
მისი
ფუნქციონირებისათვის საჭირო ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების
ხელშემწყობ ღონისძიებებს. გეგმა მუშავდება მისი დანერგვის სხვადასხვა ვადისათვის; ან
ვადის გასვლის შემდეგ მუშავდება განახლებული მენეჯმენტის გეგმა.
4. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმას, განახლებულ მენეჯმენტის გეგმას ან
დროებითი რეგულირების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 18. დაცული ტერიტორიების მართვა
1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების , ფუნქციონირებისა და მართვის
სახელმწიფო პოლიტიკას , ქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო .
2. დაცულ ტერიტორიებს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს :
ა) დაცული ტერიტორიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის
დაცვაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ბ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიული ღონისძიებების
შემუშავება და მათი განხილვის ორგანიზება;
გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნორმატიული და მეთოდური
დოკუმენტაციის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;
დ) გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის კოორდინირება;
ე) ფლორისა და ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების
რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება;
ვ) დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინირება;
ზ)
დაცული
ტერიტორიების
სააგენტოს
წარდგინებით
ტერიტორიული
ადმინისტრაციების შექმნა;
თ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მისი ტერიტორიული ადმინისტრაციების
დებულებების დამტკიცება.
4. დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის
ფარგლებში:
ა) მართოს სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები,
აღკვეთილები, ბიოსფერული რეზერვატები, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნები და
საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები;
ბ) სხვა ორგანიზაციებთან ერთად მართოს დაცული ლანდშაფტები და გამონაკლის
შემთხვევებში – აღკვეთილების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის
უბნებისა და ბუნების ძეგლების ცალკეული ზონა;
გ) გააკონტროლოს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები;
დ) გაატაროს დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის,
შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებები;
ე ) შეიმუშაოს და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის
გეგმები ;
ვ) შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
და დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს;
ზ) მოახდინოს მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების
მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
თ) სრულყოს მართვის მექანიზმები და აამაღლოს პერსონალის კვალიფიკაცია;
ი) მოამზადოს რეგულარული მოხსენებები დაცული ტერიტორიების მდგომარეობის
შესახებ;
კ) მოახდინოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრირება და ითანამშრომლოს
ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ფონდებთან;
ლ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი
სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები,
თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა) ორგანიზება;
მ) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო
თანამშრომლობა და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის პროგრამებში;
ნ) ითანამშრომლოს შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო დაწესებულებებთან და
არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ო) ითანამშრომლოს საზოგადოების ფართო ფენებთან;
პ) განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფები;
პ 1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადოს ხელშეკრულებები ამ კანონის
მე-12 მუხლის 2 1−2 5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ჟ) განახორციელოს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და თავისი
დებულებით განსაზღვრული სხვა ქმედებები.
5. დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიების მართვას ახორციელებს
ტერიტორიული ადმინისტრაციების მეშვეობით. ადმინისტრაციასთან შეიძლება შეიქმნას
სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭო.
ადმინისტრაცია
უფლებამოსილია
დაცული
ტერიტორიის კატეგორიისა და თავისი დებულების შესაბამისად განახორციელოს:
ა) დაცული ტერიტორიებისა და მათზე წარმოდგენილი ეკოსისტემების, ფლორისა და
ფაუნის სახეობებისა და მათი გავრცელების არეალების დაცვა და აღდგენა;
ბ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა;
გ) ფლორისა და ფაუნის უცხო სახეობათა გავრცელების აღკვეთა;
დ)
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოებთან,
სამთავრობო
დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოსახლეობის სხვადასხვა
დაინტერესებულ ჯგუფთან თანამშრომლობა;
ე) ტერიტორიის (დაცულ ტერიტორიაზე და ბუფერულ ზონაში), ბუნებრივი
რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიზიტორთა კონტროლი;
ვ) უკანონოდ შემოჭრილ პირთა და სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სატრანსპორტო
საშუალებების დაკავება;
ზ) დაცულ ტერიტორიებზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა
და შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა;
თ)
დაცულ
ტერიტორიაზე
ვიზიტორთა
ეკოტურისტული
მომსახურების
უზრუნველყოფა;
ი) დაცული ტერიტორიის შესაბამისი მენეჯმენტის გეგმის შესრულება;
კ) დაცული ტერიტორიების მდგრადი გამოყენება;
ლ) დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის შექმნა;
მ) ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და თავისი დებულებით
განსაზღვრული სხვა ქმედებები.
მუხლი 181. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობა და
წარმომადგენლობა
1. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე , რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი .
2. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ
პირებთან ურთიერთობისას;
ბ ) იყენებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და მათი მიზნობრივად
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
გამოყენებისათვის
ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრის ( შემდგომ – მინისტრის ) წინაშე ;
გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების
ზუსტი შესრულებისთვის და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების
შესახებ;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს
ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს;
ვ) განსაზღვრავს სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული
ადმინისტრაციების თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების
ზომებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს
სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;
ი) წელიწადში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ტექნიკურ და ფინანსურ ანგარიშებს;
კ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ლ) განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს;
მ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს
კანონმდებლობით და სააგენტოს დებულებით.