„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 235) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ტყის ფონდის მართვასთან დაკავშირებული საკითხების
საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის
მოწესრიგება, რომელსაც
ახორციელებს
მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).“.
2. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი
სააგენტო არის ამ კანონით შექმნილი, საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი.“.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სააგენტოს უფროსი
სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა
და სოფლის განვითარების მინისტრი (შემდგომ - მინისტრი).“.
4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის,
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ცვლილებების
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ
შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის პირველ, 41, მე-7 და მე-11 მუხლებში,
რომლებითაც ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა
და სოფლის განვითარების სამინისტროთი/მინისტრით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
კანონპროექტის
გამოყოფას.
არ
მიღება
დაკავშირებით
მოითხოვს
ბიუჯეტიდან
აუცილებელი
ხარჯების
დამატებითი
სახსრების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპრექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრვი
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ :
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ტყის ფონდის მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება,
რასაც ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული
სატყეო სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
მუხლი 41. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი
სააგენტო არის ამ კანონით შექმნილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 7. სააგენტოს უფროსი
სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).
მუხლი 11. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).
გარემოსა
და