„საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ.200) მე2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საშიში ნივთიერება – ელემენტი, რთული ნივთიერება ან ნაერთი, მათ შორის, ნავთობი, ბუნებრივი გაზი და მისგან გამოყოფილი სხვა გაზები და ნივთიერებები (ბუნებრივი, გადაუმუშავებელი რადიაქტიური ნივთიერებების გარდა);“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში, საიდანაც ხდება მითითების ამოღება - საქართველოს ძველი საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლზე და ასევე, „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფეროში გამოფრქვეულ და წყლის ობიექტებში ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ფარდობითი საშიშროების კოეფიციენტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1997 წლის 25 ნოემბრის №139 ბრძანებაზე. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია უპირველესად სამინისტროს სახელწოდების საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვლად საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს სახელწოდებით. ამასთან, ზემოაღნიშნული მინისტრის ბრძანებია ძალადაკარგულია. შესაბამისად კანონის მოქმედი ჩანაწერი არ არის რელევანტური და საჭიროებს ცვლილებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებები. მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ მიმართება ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საშიში ნივთიერება – ელემენტი, რთული ნივთიერება ან ნაერთი, მათ შორის, ნავთობი, ბუნებრივი გაზი და მისგან გამოყოფილი სხვა გაზები და ნივთიერებები (ბუნებრივი, გადაუმუშავებელი რადიაქტიური ნივთიერებების გარდა), აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლით, ამავე კოდექსის საფუძველზე და „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფეროში გამოფრქვეულ და წყლის ობიექტებში ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ფარდობითი საშიშროების კოეფიციენტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1997 წლის 25 ნოემბრის №139 ბრძანებით განსაზღვრული ნივთიერებები, რომელთაც პირდაპირ ან გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმებში დაგროვების შედეგად შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ადამიანს, გარემოსა და ქონებას; ბ) ზიანის კომპენსაცია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის (შემდგომ – ზიანი) ანაზღაურება; გ) ნავთობი – თხევადი ნახშირწყალბადი ან მისგან მიღებული ნივთიერება, მათ შორის, ნედლი და საპოხი ნავთობი, ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი, მაზუთი, ნავთობის ნარჩენები, სხვა ნავთობპროდუქტები ან მათი თანმდევი პროდუქტები; დ) დაბინძურება – საშიში ნივთიერების განთავსება, გამოშვება, გადაღვრა, გაჟონვა, გადატუმბვა, დაღვრა, დაცლა, გარემოში გადაყრა, მათ შორის, საშიში ნივთიერების შემცველი კონტეინერების, ცისტერნების და სხვა დახურული სათავსების მიტოვება ან დაცლა; ავტომობილის, მატარებლის, თვითმფრინავის ან გემის ძრავის გამონაბოლქვის, აგრეთვე ისეთი დაბინძურების გარდა, რომელიც ზიანს აყენებს მხოლოდ სამუშაო ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს, თუ მათ შეუძლიათ პრეტენზია წაუყენონ თავიანთ უშუალო უფროსს; ე) პირველადი რეაგირება – ყველა ზომის მიღება, რომელიც საჭიროა: ე.ა) საშიში ნივთიერებით დაბინძურებისა და დამაბინძურებელი საშიში ნივთიერების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად; ე.ბ) საშიში ნივთიერებით გარემოს დაბინძურების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსადმი არსებული ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეტყობინებისა და სახელმწიფო ორგანოების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე დაბინძურების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებისა და ამ ორგანოებთან თანამშრომლობისათვის; იმ პირის ევაკუაციის მიზნით, რომელიც დაშავდა ან რომლის ჯანმრთელობასაც საფრთხე შეექმნა გარემოს საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად, ასევე მისი დროებითი თავშესაფრით, პირველადი საჭიროების საგნებით და პირველადი სამედიცინო დახმარებით უზრუნველსაყოფად; ე.გ) საშიში ნივთიერებით გამოწვეული შესაძლო ზიანისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად; ვ) პასუხისმგებელი პირი – პირი, რომელიც საშიში ნივთიერების (ცალკე ან სხვა ნივთიერებებთან ერთად) წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენების ან განთავსების დროს საშიში ნივთიერებით აბინძურებს გარემოს, აგრეთვე პირი, რომელიც ფლობს ან აკონტროლებს საშიშ ნივთიერებას; ასევე პირი, რომელიც სხვა პირის სახელით ახორციელებს საშიში ნივთიერების წარმოებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებას, გამოყენებას ან განთავსებას; ზ) ნედლი ნავთობი – წიაღში ბუნებრივად წარმოქმნილი გადაუმუშავებელი თხევადი ნახშირწყალბადების ნარევი, აგრეთვე იმგვარად გადამუშავებული ნედლი ნავთობი, რომ შესაძლებელი იყოს მისი ტრანსპორტირება, ასევე ნედლი ნავთობი, რომლისგანაც გამოყოფილია დისტილაციური ფრაქციები ან რომელსაც დამატებული აქვს ეს ფრაქციები.