„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ.
12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის
ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობათა მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუთვნი,
რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი
მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობებს, ფუჭი
ქანის სანაყაროებს, აგრეთვე კუდებისა თუ სხვა ნარჩენების განთავსების ადგილებს და იგი
განეკუთვნება სარეკულტივაციო მიწებს. კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური
პირობების გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესებისა და მისი ზომების
განსაზღვრის საკითხს განიხილავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული
ორგანო. დაწესებული მიწის მინაკუთვნი შეიტანება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო
ფონდში წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესის შესაბამისად,
როგორც წიაღის ფონდის მიწები, რის შემდგომაც ხორციელდება მათი აღირიცხვა საჯარო
რეესტრში. წიაღის ფონდის მიწებზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს
წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ტექნოგენური
საბადოთი დაფარული მიწის ფართობების განაშენიანება, ხოლო წიაღით სარგებლობის სხვა
ობიექტების დროებითი განაშენიანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ
მონაკვეთში იგი არ გამოიყენება წიაღით სარგებლობისათვის. ასეთ შემთხვევაში, როცა
რომელიმე ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე ჯერ არ დაწყებულა წიაღით სარგებლობა,
სასოფლო-სამეურნეო მიზნით შესაძლებელია მიწის შესაბამისი ფართობით სარგებლობა
ერთ წლამდე ვადით, ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის
ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო)
სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - წიაღის ეროვნულ
სააგენტოსთან, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის
მფლობელთან შეთანხმების გარეშე.“.
2. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 20. ლიცენზიის ფორმა
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმას ამტკიცებს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ( შემდგომ – მინისტრი ).“.
3. 31-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის
პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - წიაღის ეროვნული სააგენტო.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის
ლიცენზიის პირობების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესს“
ადგენს საქართველოს მთავრობა.“.
4. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დასაშვებია დასახლებული პუნქტების, სამრეწველო კომპლექსების, სხვა სამეურნეო და
საყოფაცხოვრებო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა მხოლოდ იმ ფართობზე, სადაც
სასარგებლო წიაღისეულის საბადო (ტექნოგენური საბადოს გარდა) არ არსებობს, რაც
დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს
დასკვნით.“.
მუხლი 2.
ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის
პირობების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს
მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო
მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური
გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების
მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ
ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან
„წიაღის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით, კანონის მე-8 მუხლის
საქართველოს
გარემოსა
და ბუნებრივი
რესურსების
დაცვის
პირველ პუნქტში
სამინისტრო ჩანაცვლებულია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირით - წიაღის ეროვნული სააგენტოთი; მე-20 მუხლში საქართველოს
გარემოსა
და
ბუნებრივი
რესურსების დაცვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
რედაქციით,
წიაღით
სარგებლობის
მინისტრი ჩანაცვლებულია საქართველოს
მინისტრით. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი
სახელმწიფო
კონტროლს
ახორციელებს
სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,
ცვლილება კი ითვალისწინებს
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით
სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლს სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ; 31-ე მუხლის მე-3
პუნქტის მიხედვით, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის
ლიცენზიის პირობების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესს დაადგენს
საქართველოს მთავრობა.; 39-ე მუხლის მე-3 პუნქტში საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა ჩანაცვლებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
წიაღის ეროვნული სააგენტოს დასკვნით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
პროექტით
გათვალისწინებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების
წყაროა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით
გათვალისწინებული ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპრექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება,
მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 8. მიწის მინაკუთვნი
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობ
ის ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობების მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუ
თვნი , რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველსაყოფად . მიწის მინაკუ
თვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს , მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყო
ბებს , ფუჭი ქანის სანაყაროებს , აგრეთვე კუდებისა თუ სხვა ნარჩენების განთავსების
ადგილებს და განეკუთვნება სარეკულტივაციო მიწებს . კონკრეტული გეოლოგიური
და სამთო ტექნიკური პირობების გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესების და მისი
ზომების განსაზღვრის საკითხს განიხილავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტ
რაციული ორგანო . დაწესებული მიწის მინაკუთვნი, როგორც წიაღის ფონდის მიწები ,
შეიტანება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში წიაღის შესახებ ერთიანი სა
ხელმწიფო ფონდის მართვის წესის შესაბამისად და აღირიცხება საჯარო რეესტრში .
წიაღის ფონდის მიწებზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღი
თ სარგებლობა . ამ კანონის 39ე მუხლის თანახმად , დასაშვებია ტექნოგენური საბადოთი დაფარული მიწის ფართო
ბების განაშენიანება , ხოლო წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების დროებითი განაშ
ენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ დროის მოცემულ მონაკვეთში ის
ინი არ გამოიყენება წიაღით სარგებლობისათვის . იმ შემთხვევაში , როცა რომელიმე ო
ბიექტზე ან ობიექტის ნაწილზე ჯერ არ დაწყებულა წიაღით სარგებლობა , შესაძლებ
ელია მიწის შესაბამისი ფართობით სასოფლო სამეურნეო მიზნით სარგებლობა 1 წლამდე ვადით , ამ კანონის მოთხოვნათა გათვა
ლისწინებით . აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით , იჯარით
ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროსთან ( შემდგომ –
სამინისტრო ) შეთანხმების , ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში –
აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე .
2. მიწის მინაკუთვნის ზომებს და მისი გამოყენების პირობებს კონკრეტული გეოლოგიურ
ი და სამთოტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით განსაზღვრავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი
ადმინისტრაციული ორგანო.
3. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №495 ).
4. (ამოღებულია).
5. წიაღით სარგებლობის დასრულებისას ან წიაღით სარგებლობის სხვა მიზეზით
შეწყვეტისას , თუ არ არსებობს წიაღით შემდგომი სარგებლობის პერსპექტივა , სარეკუ
ლტივაციო სამუშაოების ჩატარება ეკისრება წიაღით მოსარგებლეს , გარდა საქართველ
ოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
მუხლი 20. ლიცენზიის ფორმა
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმას ამტკიცებს საქართველო
ს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისდაცვის მინისტრი ( შემდგომ – მინისტრი ).
მუხლი 31. სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი წიაღით სარგებლობაზე
1. წიაღზე, მის მდგომარეობასა და სარგებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და
კონტროლის ძირითადი მიზანია დაადგინონ, როგორ ასრულებენ წიაღით მოსარგებლენი
წიაღის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს და გამოვლენილი დარღვევების
აღმოსაფხვრელად მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
2. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება:
ა) ნებისმიერი წიაღით მოსარგებლის მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით
სარგებლობასთან;
ბ) წიაღის შესწავლის ნებისმიერი სტადია, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინროგეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური, გეოეკოლოგიური და სხვა სამუშაოები, წიაღის
შესწავლის სამუშაოთა მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება როგორც ბუნებრივი, ასევე
ტექნოგენური წარმოშობის საბადოებიდან;
დ) წიაღის გამოყენება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული
მიზნებით;
ე) წიაღის დაცვა და მისი რესურსების რაციონალური და კომპლექსური დამუშავება,
ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების მიმართულება, მეთოდიკა,
კომპლექსურობა და ხარისხი, აგრეთვე წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოქმნილი
დანაკარგების ოდენობა და მათი შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან და
წესებთან;
ვ) წიაღის და წიაღით სარგებლობის სამუშაოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ზ) წიაღით სარგებლობის ობიექტების კონსერვაცია და ლიკვიდაცია;
თ) წიაღით სარგებლობის კანონიერების და ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების
დაცვა;
ი) წიაღით სარგებლობის ნებისმიერ სტადიაში წიაღით სარგებლობის სტანდარტების,
ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესრულება;
კ) წიაღის შესწავლის მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი;
ლ) წიაღით სარგებლობის დროს სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების წესებისა და ნორმების
დაცვა;
მ) იმ ღონისძიებათა სისწორე და დროულობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის
უსაფრთხოებას, ბუნებრივი გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების, შენობებისა და
ნაგებობების, მოქმედი და დაკონსერვებული სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების დაცვას
წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან;
ნ) სამთო გვირაბებში, მიწის ზედაპირზე და წყლის ობიექტებში ნავთობის, გაზისა და
მიწისქვეშ დასაცავად შენახული სხვა ნივთიერებისა და მასალების, წიაღში ჩაშვებული
ჩამდინარე წყლების, წიაღში ჩამარხული მავნე ნივთიერებებისა და წარმოების ნარჩენების
გაჟონვის თავიდან აცილება;
ო) სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ექსპლუატაციის დროს გეოლოგიურ და
სამარკშეიდერო სამუშაოთა წარმოების წესების დაცვა.
3. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფ
ო საქვეუწყებო
დაწესებულება –
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი).
4. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზე
დამხედველობას
ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგან
ოები.
მუხლი 39. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ფართობის განაშენიანების წესი
1. აკრძალულია დასახლებული პუნქტების, სამრეწველო კომპლექსების, კომუნიკაციების,
სამეურნეო და სხვა ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა, სანამ არ დადასტურდება,
რომ მომავალი განაშენიანების ფართობზე არ არსებობს სასარგებლო წიაღისეულის საბადო
(ტექნოგენური საბადოს გარდა) ან გამოვლინება. სასარგებლო წიაღისეულის საბადოს
ფართობების განაშენიანება დასაშვებია, თუ განაშენიანების მსურველი წიაღისეულის
მესაკუთრეს კომპენსაციის სახით გადაუხდის სასარგებლო წიაღისეულის იმ სახეობის
საფასურს (შესაბამისი წიაღისეულით სარგებლობისათვის „ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
მოსაკრებლის ოდენობით), რომლით სარგებლობასაც იგი ზღუდავს ან აფერხებს დაგეგმილი
განაშენიანებით. თუ განაშენიანება ხორციელდება ლიცენზიით გათვალისწინებულ
ფართობზე, ამ შემთხვევაში აუცილებელია ლიცენზიის მფლობელის თანხმობა.
2. წიაღით უნებართვოდ სარგებლობისა და წიაღისეულის საბადოთა ფართობების (წიაღის
ფონდის
მიწების)
თვითნებური
განაშენიანება
წყდება
გაწეული
ხარჯების
აუნაზღაურებლად. თუ წიაღისეულის საბადოთა ფართობებზე (წიაღის ფონდის მიწებზე)
არსებული განაშენიანება არსებითად ზღუდავს ან აფერხებს წიაღით სარგებლობის
შესაძლებლობას, მაშინ გამოიყენება ამ კანონითა და „აუცილებელი საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული წესები და პროცედურები.
3. დასაშვებია დასახლებული პუნქტების, სამრეწველო კომპლექსების, სხვა სამეურნეო და
საყოფაცხოვრებო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა მხოლოდ იმ ფართობზე, სადაც
სასარგებლო წიაღისეულის საბადო (ტექნოგენური საბადოს გარდა) არ არსებობს, რაც
დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს
დასკვნით.