„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.10.2013, სარეგისტრაციო კოდი:480140000.05.001.017190) მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ო) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რაც ითვალისწინებს რიგ სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, რედაქციული ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში და ტერმინის საქართველოს დაზვერვის სამსახურის ამოღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ad hoc გადაწყვეტილება – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია; ბ) ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ნაცვალგების პირობებით სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების თაობაზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია; გ) ინდივიდუალური შეთანხმება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცალკეული სახეების დეტალებს; დ) სპონტანური თანამშრომლობა – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმა, რომელიც ხორციელდება საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ინიციატივით, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მოთხოვნის გარეშე; ე) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოვლინებული პირი; ვ) პოლიციის ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ საქართველოში აკრედიტებული თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოვლინებული პირი; ვ1) უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი; ზ) მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმი – ორგანიზაციული ხასიათის შეხვედრა, რომელიც რეგულარულად ან საჭიროებისამებრ იმართება საქართველოში ან საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყანაში მეკავშირე ოფიცრებთან ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებთან, დანაშაულთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად; თ) modus operandi – დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ან დამნაშავის მოქმედების ან საქმიანობის მეთოდი და კრიმინალური ჩვევა, რომლებიც ამ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფისათვის ან დამნაშავისათვის არის დამახასიათებელი; ი) ძებნისადმი დაქვემდებარებული პირები – დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული, მსჯავრდებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები, აგრეთვე სხვები, ვინც იძებნება საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ და ვისი ადგილმდებარეობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურა; კ) ოპერატიული მუშაკი – საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელიც საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობით უფლებამოსილია იმოქმედოს კონსპირაციულად ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის შეგროვების ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით; ლ) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე – მოწმე, დაზარალებული, ბრალდებული, ექსპერტი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილე, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება; მ) სხვა პირი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის ახლო ნათესავი, მასთან დაკავშირებული პირი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სხვა პირი, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება; ნ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ო) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.