„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 12.03.2015, სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი: 130030000.05.001.017622) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანიზაციული
ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის
ღონისძიებებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების
რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე ხანგრძლივად
მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ,
რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების
შემცველ ინფორმაციასთან;
დ) აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
ღონისძიებების განხორციელებას.“.
2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების
დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი
ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი
ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან
დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,
მისდამი მოპყრობის, ამ ინფორმაციის მიღების, გაცემისა და შენახვის წესი და პირობები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან
შეთანხმების საფუძველზე
განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.“.
4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს
მთავრობის წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის უფროსის, საქართველოს სახალხო დამცველის, ეროვნული უშიშროების საბჭოს
წევრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სახელმწიფო საიდუმლოებასთან
დაშვება უზრუნველყოფილია თანამდებობაზე მათი არჩევისთანავე/დანიშვნისთანავე.“.
5. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო საიდუმლოებასთან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის იმ მოსამსახურეების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სადაზვერვო
საქმიანობას, დაშვების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. ამ პუნქტით
განსაზღვრულ
მოსამსახურეთა
ნუსხას
ამტკიცებს
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
ცვლილებების
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ
ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან
„სახელმწიფო
საიდუმლოების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:
ცვლილებების თანახმად, კანონის ტექსტიდან ამოღებული იქნება „საქართველოს
დაზვერვის სამსახური“;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ზუსტდება
ფუნქცია - განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის
ღონისძიებები საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო
დაწესებულებების, აგრეთვე ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ
მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით
დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან;
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლების
მქონეთა ჩამონათვალს ემატება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
ასევე,
სახელმწიფო
საიდუმლოებასთან
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის იმ მოსამსახურეების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ
სადაზვერვო საქმიანობას, დაშვების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის მე-3
პუნქტში და ყალიბდება ახალი რედაქციით, სადაც დამატებული იქნება საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ასევე ამოღებულ იქნება მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი,
მე-4 მუხლის მე-7 პუნქტში შედის ცვლილება და ემატება საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური და მე-18-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
მიმართება
ეწინააღმდეგება
მიერ
საერთაშორისო
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ
1. სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას, როგორც
საქართველოს
სუვერენიტეტის,
თავდაცვისა
და
ეროვნული
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, შეიმუშავებს საქართველოს
პარლამენტი.
2.
საქართველოს
სახელმწიფო
ხელისუფლებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული
კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ
სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.
3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანიზაციული
ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის
ღონისძიებებს;
გ) აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
ღონისძიებების განხორციელებას.
4. საქართველოს დაზვერვის სამსახური არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური
დანიშნულების დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს
სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს როგორც
საკუთარ უწყებაში, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
საკონსულო დაწესებულებების და ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ
მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით
დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.
მუხლი 4. სახელმწიფოს უფლებამოსილებანი ინფორმაციის სახელმწიფო
საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში
1. საქართველოს პარლამენტი:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის
საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას;
ბ) საპარლამენტო კონტროლს უწევს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და
შეთანხმებების შესრულებას;
გ) განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის აპარატის იმ თანამდებობის პირების
უფლებამოსილებას, რომლებიც საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საიდუმლოების
დაცვას უზრუნველყოფენ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ინფორმაციის სახელმწიფო
საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში,
ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა სფეროებში, ამ კანონის შესაბამისად
წყვეტს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან
დაკავშირებულ საკითხებს;
ბ) განსაზღვრავს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული
ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება და
რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ;
გ) ამტკიცებს იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებიც საქართველოს
პრეზიდენტის მიერ დასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას
უზრუნველყოფენ.
3. საქართველოს მთავრობა:
ა) ამტკიცებს:
ა.ა) „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის
წესს“;
ა.ბ) სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხას;
ა.გ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული
ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია;
ა.დ)
იმ
უფლებამოსილი
პირების
ნუსხას,
რომლებიც
სახელმწიფო
საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ;
ბ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის
პირების უფლებამოსილებას, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში
სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ამ კანონის შესაბამისად
ინფორმაციის/ცნობების სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან
დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის
ნდობის ჯგუფის წინადადებით მოახდინოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი
ინფორმაციის განსაიდუმლოება.
5.
საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები და მათი ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას;
ბ) უზრუნველყოფენ მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში, დაწესებულებებსა
და ორგანიზაციებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას;
გ)
საქართველოს
მთავრობას
წარუდგენენ
წინადადებებს
სახელმწიფო
საიდუმლოების დაცვის სისტემის სრულყოფის შესახებ.
6. სასამართლო ხელისუფლება:
ა) განიხილავს იმ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და
სამოქალაქო სამართლის საქმეებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ
ინფორმაციას;
ბ) საქმეთა განხილვისას უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას;
გ)
განსაზღვრავს
სახელმწიფო
საიდუმლოების
შემცველი
ინფორმაციის
გავრცელებით ან დაკარგვით მიყენებული ზარალის ოდენობას, აგრეთვე იმ ზარალის
ოდენობას, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის გაცემით მიადგა მის მფლობელს;
დ) განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების იმ თანამდებობის პირების
უფლებამოსილებას, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სახელმწიფო
საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ.
7. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების
დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი
ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი
ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან
დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,
მისდამი მოპყრობის, ამ ინფორმაციის მიღების, გაცემისა და შენახვის წესი და პირობები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს დაზვერვის
სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს სამართლებრივი აქტით.
მუხლი 18. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს
მთავრობის წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო
დამცველის, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
გენერალური აუდიტორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება უზრუნველყოფილია თანამდებობაზე მათი
არჩევისთანავე/დანიშვნისთანავე.
მუხლი 20. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება
1. ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საფუძვლების
არსებობისას სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება, შემოწმების
პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, მიეცემა ქმედუნარიან, 18 წლის ასაკს მიღწეულ
საქართველოს მოქალაქეს.
შესახებ
2.
სახელმწიფო
საიდუმლოებასთან
ინდივიდუალური
დაშვების
გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი
სტრუქტურული
ქვედანაყოფის
თანხმობის
საფუძველზე
იღებს
სახელმწიფო
საიდუმლოებასთან
დაშვების
მქონე
სახელმწიფო
ორგანოს/იურიდიული
პირის
ხელმძღვანელი. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის ქვედანაყოფს.
3. სახელმწიფო საიდუმლოებასთან უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის
დაშვებისა და დაშვების გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი
დადგენილებით.
4. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების
დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი
ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი
ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან
დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო საიდუმლოებასთან საქართველოს დაზვერვის სამსახურის იმ
მოსამსახურეების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას, დაშვების
შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან
შეთანხმების გარეშე იღებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. ამ პუნქტით
განსაზღვრულ საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ნუსხას ამტკიცებს
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
6. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემა ითვალისწინებს:
ა) პირის მიერ „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და
დაცვის წესით“ დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენას;
ბ) პირის შემოწმების პროცედურას;
გ) პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებას;
დ) პირის თანხმობას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა
კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე;
ე) ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას.
7. საიდუმლოობის გრიფების („განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად
საიდუმლო“, „საიდუმლო“, „შეზღუდული სარგებლობისათვის“) შესაბამისად დგინდება
სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების ფორმები.