„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 149) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაწესებულებები არიან:
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი ქვედანაყოფი,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო
ქვედანაყოფები.“;
ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაწესებულებები, თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სფეროებში:
ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი
ქვედანაყოფი - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ,
ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროებში;“.
2. მე-9 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს დაზვერვის სისტემის მთავარი ორგანოა საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი ქვედანაყოფი.
2. სადაზვერვო დაწესებულება ვალდებულია თავის მიერ მოპოვებული სადაზვერვო
ინფორმაცია დადგენილი წესითა და ფორმით მიაწოდოს საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილ ქვედანაყოფს.
3. სადაზვერვო დაწესებულებებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის წესს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავებს საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი ქვედანაყოფი და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
განხორციელდა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალიდან
დაზვერვის სამსახურის ამოღება. აღნიშნული ცვლილების განხორციელების შედეგად
საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ნუსხაში საქართველოს
დაზვერვის სამსახურს ჩაანაცვლებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
შესაბამისი უფლებამოსილი ქვედანაყოფი, რომელიც ამავდროულად იქნება საქართველოს
დაზვერვის სისტემის მთავარი ორგანო. ყოველივე ამის გათვალისწინებით პროექტის
თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტი და ყალიბდება ახალი რედაქციით, ასევე ცვლილება შედის მე-9 მუხლის პირველმე-3 პუნქტებში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 7. საქართველოს დაზვერვის სისტემა
1. სადაზვერვო დაწესებულებათა ერთობლიობა ქმნის საქართველოს დაზვერვის სისტემას.
2. საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაწესებულებები არიან: საქართველოს
დაზვერვის სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები
და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი
ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები.
3. საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაწესებულებები, თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სფეროებში:
ა) საქართველოს დაზვერვის სამსახური – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ,
სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და საერთაშორისო ტერორიზმთან
ბრძოლის სფეროებში;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები – სამხედრო,
სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ, სამხედრო-ეკონომიკურ, სამხედროტექნიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს
სადაზვერვო ქვედანაყოფები – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული
წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის
კონტროლის სფეროებში.
4. სადაზვერვო დაწესებულებების სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და საქმიანობის წესი
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5. სადაზვერვო დაწესებულებების მოსამსახურეებზე ვრცელდება იმ დაწესებულებათა
მოსამსახურეების სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა
სამსახურშიც ისინი ირიცხებიან.
6. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე
საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაწესებულების მოსამსახურეები შეიძლება
მივლენილ იქნენ დაზვერვის სისტემაში შემავალ სხვა დაწესებულებაში.
7. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს სადაზვერვო საქმიანობის განმახორციელებელი
თანამდებობის პირის ან სადაზვერვო დაწესებულების მოქმედებებში, გარდა კანონით
საამისოდ უფლებამოსილი პირისა.
8. პირი, რომელიც დაიშვება სადაზვერვო დაწესებულების მონაცემებთან, გადის სახელმწიფო
საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისათვის აუცილებელ პროცედურას. ეს
პროცედურა მოითხოვს პირის მიერ ამ მონაცემთა გაუმჟღავნებლობის შესახებ წერილობითი
ვალდებულების აღებას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
9. სადაზვერვო დაწესებულებათა ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე
დოკუმენტები „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
განსაიდუმლოების შემდეგ მუდმივი შენახვისათვის გადაეცემა საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს –საქართველოს ეროვნულ არქივს.
10. სადაზვერვო დაწესებულებათა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს მათი
საკადრო შემადგენლობისა და იმ პირთა ან/და ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც მათთან
კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ), აგრეთვე ამ დაწესებულებათა
მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, ინახება ამ დაწესებულებათა
არქივებში და განსაიდუმლოებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია ამ კანონის მე-14 მუხლის
მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
11. არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირთა ან ორგანიზაციათა შესახებ,
რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სადაზვერვო
დაწესებულებასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი
პირისა .
მუხლი 9. საქართველოს დაზვერვის სისტემის მართვა
1. საქართველოს დაზვერვის სისტემის მთავარი ორგანოა საქართველოს დაზვერვის
სამსახური.
2. სადაზვერვო დაწესებულება ვალდებულია თავის მიერ მოპოვებული სადაზვერვო
ინფორმაცია დადგენილი წესითა და ფორმით მიაწოდოს საქართველოს დაზვერვის
სამსახურს.
3. სადაზვერვო დაწესებულებებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის წესს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავებს საქართველოს დაზვერვის
სამსახური და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას სადაზვერვო დაწესებულებასა
და უცხო ქვეყნების დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებს შორის
საუწყებათაშორისო მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის მიზანშეწონილობის შესახებ.