„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების
შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების
შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
(პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34), 22 იანვარი, 1997) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც საქართველოს თავდაცვის,
შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ფინანსთა სამინისტროების,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო
უშიშროების სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის,
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის,
დაზვერვის სამსახურის, ფინანსური პოლიციის) საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების
მოსამსახურეები და მუშაკები (მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი)),
საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო
პირები – მოხალისეები, რომლებიც:
ა) დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის;
ბ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ
სამსახურებრივ მოვალეობას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების
შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
ცვლილებების
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ
შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
პაკეტით
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების
შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილებების თანახმად, კანონის შესაბამის მუხლებში არსებულ სახელმწიფო
ორგანოების ჩამონათვალს ემატება დაზვერვის სამსახური, რათა ზემოაღნიშნული კანონით
დადგენილი
რეგულაცია
გავრცელდეს
ასევე
დაზვერვის
სამსახურის
ყოფილ
მოსამსახურეებზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთარვობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისათვის,
თავისუფლებისა
და
დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების
შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის,
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ,
მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების (შემდგომში ოჯახის)
სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს
მათთვის კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.
2. ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც იყვნენ საქართველოს
თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ფინანსთა
სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (მათ შორის,
ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის
სახელმწიფო დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის
სახელმწიფო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციის) საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების
მოსამსახურეები და მუშაკები (მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი)),
საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო
პირები – მოხალისეები, რომლებიც:
ა) დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის;
ბ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ
სამსახურებრივ მოვალეობას.
3. ეს კანონი აგრეთვე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც 2008 წლის 1 აგვისტოდან საომარი
მდგომარეობის გაუქმებამდე საქართველოს ტერიტორიაზე დაიღუპნენ სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას ან რომლებიც იმავე გარემოების გათვალისწინებით შემდგომ
სასამართლომ
აღიარა
უგზო-უკვლოდ
დაკარგულებად
ან/და
გამოაცხადა
გარდაცვლილებად.