„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეები, მათ შორის სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი) შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მებრძოლები და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის დროს მონაწილეობდნენ მთავრობის საბრძოლო დავალებათა შესრულებაში;“. 2. მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე: ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების ითვალისწინებს რიგ უწყებებში განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილებების თანახმად, კანონის შესაბამის მუხლებში არსებულ სახელმწიფო ორგანოების ჩამონათვალს ემატება დაზვერვის სამსახური, რათა ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი რეგულაცია გავრცელდეს ასევე დაზვერვის სამსახურის ყოფილ მოსამსახურეებზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ვალდებულებებს. ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 7. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები 1. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: ა ) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), რომლებიც გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან დროებით იმყოფებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ან სამშობლს დაცვის სხვა საბრძოლო ოპერაციების დროს მოქმედი არმიის შემადგენლობის სამხედრო ნაწილებში, შტატებსა და დაწეს ებულებებში, აგრეთვე ომის წლებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი პარტიზანები და იატაქვეშა ორგანიზაციების წევრები; ბ ) სახედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), აგრეთვე შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთარუთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის წლებში გადიოდნენ სამსახურს ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დანიშვნისათვის, რაც დაწესებულია მოქმნდი არმიის სამხედრო ნაწილთა სამხედრო მომსახურისათვის; გ ) არმიის, ფლოტის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებაყოფდობით დაქირავებული პირები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკავათ საშტატო თანამდებობები მოქმედი არმიის შემადგნლობაში შემავალ სამხედრო ნაწილებში, შტატებსა და დაწესებულებეში ან რომელიც ამ პერიოდში იმყოფებოდნენ ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურებაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რაც დაწესებულია მოქმედი არმიის სამხედრო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებისათვის; დ ) დაზვერვისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სპეციალურ დავალებებს ასრულებდნენ მოქმედი არმიის ნაწილებში, მტრის ზურგში ან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე; ე) სამხედრო ობიექტებისა და საწარმოების, სახალხო კომისარიატების მუშამოსამსახურეები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადაყვანილნი იყვნენ სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობაზე და ასრულებდნენ მოქმედი არმიისა და ფლოტისათვის სამხედრო დაკვეთებს, აგრეთვე ზურგის მუშაკები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ომის წლებში მამაცური შრომისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მათ შორის, კულტურისა და ხელოვნების) მუშაკები, ცენტრალური გაზეთების, ჟურნალების, სატელეგრაფო სააგენტოს, საინფორმაციო ბიუროთა კორესპონდენტები, დოკუმენტური კინოფილმების ცენტრალური სტუდიის (კინოქრონიკის) კინოოპერატორები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში მივლინებულნი იყვნენ მოქმედ არმიაში სსრ კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 7 ივლისის №6139 დადგენილებითა და მის საფუძველზე საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატისა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ბ) 1944 წლის 21 ივლისის ერთობლივი დადგენილებით, ამიერკავკასიაში მშენებარე მეტალურგიული ქარხნის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით სამხედრო მობილიზაციით გაწვეული მეტალურგები; ვ) გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მებრძოლები და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის დროს მონაწილეობდნენ მთავრობის საბრძოლო დავალებათა შესრულებაში; ზ ) პირები, რომლებიც პარტიზანული რაზმების, იატაქვეშელთა ჯგეფებისა და ანტიფაშისტური ფორმირებების შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ფაშისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში სახელმწიფოთა ტერიტორიაზე; თ ) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვილები (გადამდგარნი), რომლებიც 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 3 სექტემბრამდე გადიოდნენ სამხედრო სამსახურს იმ სამხედრო ნაწილებში, დაწესებულებებსა და სამხედრო სასწავლებლებში, რომლებიც არ შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში და დაჯილდოებული არიან მედლით „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის“ ან მედლით „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“; ი ) პირები, რომლებიც ომის წლებში მუშაობდნენ საჰაერო თავდაცვის, ადგილობრივი თავდაცვის ობიექტებზე, აგრეთვე თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობებზე, საზღვაო ბაზებში, აეროდრომებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე მოქმედი ფრონტის ზურგში და რკინგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებზე; კ ) ომის დასაწყისში სხვა სახელმწიფოების ნავსადგურებში ინტერნირებული სატრანსპორტო ფლოტის ხომალდების ეკიპაჟის წევრები; ლ ) პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების დავალებით აგროვებედნენ საბრძოლო მასალებს და სამხედრო ტექნიკას, განნაღმავდნენ ტერიტორიებსა და ობიექტებს; მ ) პირები, რომლებიც ქალაქ ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1944 წლის 27 იანვრამდე მუშაობდნენ მის საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში და დაჯილდოებული არიან მედლით „ლენინგრადის დაცვისათვის“ ან ნიშნით „ლენინგრადის ბლოკადის მცხოვრებს“; ნ ) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცეტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში მყოფი მეომრები და სხვა პირები, რომლებსაც დამატყვევებელი მხარის სასარგებლოდ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ ნებაყოფლობით და ყოფილ არასრულწლოვანი პატიმრები. 2. სამხედრო ნაწილების, შტაბებისა და დაწესებულებების ნუსხას, რომლებიც ომის წლებში შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში, აგრეთვე ქალაქების ნუსხას, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რომელიც დაწესებულია მოქმედი არმიის საბრძოლო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებისათვის, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით. მუხლი 9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: ა) საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დასაცავად და მისი ტერიტრიული მთლიანობის შესანარჩუნებლად; ბ) 1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები; დ ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავები (ეკიპაჟი ), რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რ ეისებს საომარი მოქმედების ზონაში : ე ) (ამოღებულია).