„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 58) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება და მე-4 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის
კომპეტენცია სახელმწიფო რეზერვის მიმართ“.
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო რეზერვის მარაგის შენახვა და მომსახურება, სახელმწიფო რეზერვის
მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოება, მატერიალურად საპასუხისმგებლო
შენახვის კონტროლი ცენტრალიზებულია და მისი განხორციელება საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების
სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო
მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) განსაკუთრებულ
კომპეტენციას განეკუთვნება.“.
მუხლი 2.
1. 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში არსებულ სსიპ − საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების
დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში
მოქმედი სსიპ - საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა
უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო
რეზერვების
დეპარტამენტის
მოსამსახურეების
კანონმდებლობით
მატერიალური
დადგენილი წესით დანიშვნა ამავე სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შესაბამის
თანამდებობებზე 2018 წლის 1 იანვრიდან.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
ა) 2018 წლის 1 იანვრამდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები), რომელიც (რომლებიც)
ამავე ვადაში უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში
მოქმედი სსიპ - საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვის დეპარტამენტისათვის
საბალანსო მონაცემების მიხედვით გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე
სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა
დოკუმენტაცია) განსაზღვრას;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტივები და ვალდებულებები, ასევე
სამსახურებრივი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა
დოკუმენტაცია) 2018 წლის 1 იანვრიდან გადასცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში
მოქმედი სსიპ - საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვის დეპარტამენტს;
გ) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საქართველოს სახელმწიფო მატერიალური
რეზერვის დეპარტამენტმა 2018 წლის 1 მარტამდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები),
რომელიც (რომლებიც) უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროდან გადაცემული/მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე
სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა
დოკუმენტაცია) აღრიცხვა-ინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ამ კანონის ძალაში შესვლამდე გამოცემული/მიღებული სამართლებრივი აქტები
შესაბამისი
სამართლებრივი
აქტების
ინარჩუნებენ
იურიდიულ
ძალას,
გამოცემამდე/მიღებამდე.
6. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო
დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს
შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ამ კანონის
ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლისა ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
ცვლილებების
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ
შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ
ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, კანონის მე-4 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი
ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში არსებულ სსიპ − საქართველოს სახელმწიფო მატერიალური
რეზერვების დეპარტამენტი გადადის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო
დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების წარმოქმნას.
გამოიწვევს
სახელმწიფოსთვის
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის,
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას და შესაბამისად, არ ადგენს მისი ოდენობის განსაზღვრის
პრინციპს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპოექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
საქართველოს
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური
რეზერვების დეპარტამენტის კომპეტენცია სახელმწიფო რეზერვის მიმართ
1. სახელმწიფო რეზერვის მარაგის შენახვა და მომსახურება, სახელმწიფო რეზერვის
მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოება, მატერიალურად საპასუხისმგებლო
შენახვის კონტროლი ცენტრალიზებულია და მისი განხორციელება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების
დეპარტამენტის
(შემდგომში
–
დეპარტამენტი)
განსაკუთრებულ
კომპეტენციას
განეკუთვნება.
2. დეპარტამენტი:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი
პროექტისათვის სახელმწიფო რეზერვის ხარჯების სტრუქტურას;
წლის
ბიუჯეტის
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო
რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებლის შერჩევას და მასთან ხელშეკრულების
გაფორმებას;
გ) ახორციელებს მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს;
დ) ხელშეკრულების მონაწილე
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მხარეს
წარუდგენს
ამ
კანონის
მე-14
მუხლით
3. სახელმწიფო რეზერვის სისტემის სტრუქტურა და მისი მართვის წესი განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობით.
4. სახელმწიფო რეზერვის სისტემა არ მოიცავს საწარმოებს, დაწესებულებებს,
ორგანიზაციებს, რომლებიც დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე
ახორციელებენ მატერიალურ ფასეულობათა საპასუხისმგებლო შენახვას.
5. სახელმწიფო რეზერვის ობიექტების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ობიექტების, დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.