„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 159) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტთან შეთანხმებით ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების ოპერაციებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ცვლილებების ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა “ქვეპუნქტში შედის ცვლილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი გადადის საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების წარმოქმნას. გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის, გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას და შესაბამისად, არ ადგენს მისი ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპოექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ საქართველოს ორგანიზაციებში და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 7. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ფარგლებში: ხელისუფლების დაწესებულებები თავიანთი უფლებამოსილების ა ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ საჯარო ს ამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს მატერიალური რეზერვების დეპარტამენტთან შეთანხმებით ახორციელებენ სა მობილიზაციო რეზერვის მატერიალურფასეულობათა დაგროვების , შენახვის , მიწოდების , გაცემის , განახლების , შეცვლის , ჯავშნიდან მოხსნის , გაშვების ოპერაციებს , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ; ბ) ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა შენახვას (სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ საცავებში), მომსახურებას და მასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, აგრეთვე მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ახორციელებენ სამობილიზაციო მარაგის, სამობილიზაციო და სახელმწიფო რეზერვების მატერიალური ფასეულობების, აგრეთვე სურსათის, სამედიცინო საქონლის, ნავთობპროდუქტების ხელშეუხებელი, შეუმცირებელი მარაგების შექმნას, დაგროვებას, შენახვას, განახლებას; დ) სამობილიზაციო რეზერვების შექმნის მიზნით დებენ ხელშეკრულებებს საწარმოებთან, მათ მიერ სამობილიზაციო დავალებების (შეკვეთების) შესრულების, მატერიალურტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) ხელმძღვანელობენ მობილიზაციისათვის მზადყოფნას; ვ) ხელმძღვანელობენ თავიანთი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, ასევე მათდამი დაქვემდებარებული საწარმოების სამობილიზაციო მომზადების განხორციელებას; ზ) მონაწილეობენ სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში; თ) მონაწილეობენ სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში; ი) ორგანიზებას უწევენ სამობილიზაციო მომზადების და მობილიზაციის სამეცნიერო, მატერიალურ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას; კ) მართავენ სამობილიზაციო სტატისტიკურ ანგარიშგებას; მომზადების პროცესს და კონტროლს ლ) მობილიზაციის გამოცხადებისას ორგანიზაციას უწევენ მობილიზაციის რეჟიმზე გადაყვანის ღონისძიებათა კონტროლს; უწევენ სამხედრო მის ძალების მ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკის შესაბამისი დარგების მობილიზაციის დროისათვის დაწესებული მუშაობის რეჟიმზე გადაყვანას; ნ) მობილიზაციისათვის მზადყოფნის პერიოდში ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, საქვეუწყებო დაწესებულებებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში მომუშავე რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სახალხო მეურნეობისათვის დაჯავშნის პროცესს; ო) ორგანიზაციას უწევენ სამობილიზაციო გაშლისა და სამობილიზაციო გეგმებით შესასრულებელ სწავლებასა და სასწავლო-საწვრთნელი ვარჯიშის ჩატარებას; პ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზაციას უწევენ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საჯარისო ტიპის ავტოკოლონების და სხვა სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) უზრუნველყოფენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში მობილიზაციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას.