„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ”
საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №29-30/5, 11 დეკემბერი, 1996, გვ. 6) მე-9
მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის
ამაღლების მიზნით, სამხედრო-საბრძოლო ტექნიკის წარმოებასა და რეალიზაციაში ახალი
სახეობებისა და მოდიფიცირებული იარაღის შექმნასა და გამოცდაში;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ
ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში,
რის მიხედვითაც, უცხო ქვეყნისა და კერძო ინვესტორებისათვის, მართვის უფლების
მინიჭების გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირების დასაშვებობის სხვა
გამონაკლისებთან ერთად დასაშვებია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით,
სამხედრო-საბრძოლო ტექნიკის წარმოებასა და რეალიზაციაში ახალი სახეობებისა და
მოდიფიცირებული იარაღის შექმნასა და გამოცდაში, მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან
შეთანხმებით, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს
რეკომენდაციისა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება, თუმცა მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ
გადასახდელის დადგენას.
ან
სხვა
სახის
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროქტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
მიმართება
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროქტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 9. აკრძალვა და შეზღუდვა ინვესტიციის განხორციელების სფეროში +
1. საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება აკრძალულია:
ა) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნაში, წარმოებასა და
გავრცელებაში;
ბ) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოცდის პოლიგონების
მშენებლობაში;
გ) უცხო ქვეყნიდან ბირთვული და სახიფათო ნარჩენების აღდგენისა და განთავსების
მიზნით შემოტანაში;
დ) ადამიანის კლონირებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების
ჩატარებაში;
ე) ნარკოტიკული საშუალებების წარმოებაში;
ვ) დამაძინებელი ყაყაჩოს, კოკას ბუჩქისა და კანაფის მცენარის კულტივირებაში;
ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ საქმიანობაში ;
თ) ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის,
ტეტრაეთილტყვიის, აგრეთვე ფალსიფიცირებული (არასტანდარტული) საყოფაცხოვრებოკომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტში ან რეალიზაციაში (იმპორტში
ტეტრაეთილტყვიის ინვესტირება დაიშვება მხოლოდ წარმოების ტექნოლოგიით
ნებადართულ აუცილებელ შემთხვევებში) .
2. მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსთვისაა ინვესტირება დასაშვები:
ა) ფულადი ნიშნების, მონეტების, სახელმწიფო ჯილდოების ნიშნების, საფოსტო მარკების
წარმოებაში;
ბ) ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმის დადამღვასთან დაკავშირებულ
საქმიანობაში;
გ) სამედიცინო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებების იმპორტთან, ექსპორტთან,
გადაზიდვასთან, საბითუმო რეალიზაციასთან და ახალი ნარკოტიკული საშუალებების
შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული პრეპარატების
წარმოებასთან, გადამუშავებასთან, იმპორტთან, ექსპორტთან, გადაზიდვასთან, საბითუმო
რეალიზაციასთან და ახალი სახეობების შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
ე) ენერგეტიკის სადისპეტჩერო საქმიანობაში.
3. უცხო ქვეყნისა და კერძო ინვესტორებისათვის, მართვის უფლების მინიჭების გარეშე,
საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება დასაშვებია:
ა) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და საზღვაო ნავსადგურების აკვატორიებში
საზღვაო-სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებასთან, მისი უსაფრთხოების
უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სადისპეტჩერო საქმიანობაში;
გ) საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მოძრაობის რეგულირებასთან,
ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
დ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეკომენდაციით, ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, სამხედრო-საბრძოლო ტექნიკის წარმოებასა და
რეალიზაციაში ახალი სახეობებისა და მოდიფიცირებული იარაღის შექმნასა და გამოცდაში;
ე) სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში;
ვ) სამშვიდობო დანიშნულებით ბირთვული ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებულ
საქმიანობაში .