„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.016631) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“; 2. მე-6 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რადიოაქტიური ნარჩენების სახელმწიფო მართვის ფუნქციის შესასრულებლად მარეგულირებელი ორგანოს სისტემაში იქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი (შემდგომ – მინისტრი), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) სურსათში, სასმელ წყალში, ცხოველის საკვებში და ნიადაგში რადიონუკლიდების შემცველობაზე კონტროლის განხორციელება.“. 3. მე-9 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. 4. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შეფასებისა და მისი ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.“; 5. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მარეგულირებელი ორგანო ინსპექტირებას ახორციელებს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“; 6. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველოში ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის სახელმწიფო სისტემის შექმნასა და დანერგვას „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის ბრძანებით.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-18 პუნქტში, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში და მე-7 პუნქტში ემატება „თ“ ქვეპუნქტი, ხდება მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის ამოღება, ცვლილება შედის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში, 25-ე მუხლის პირველ პუნქტში, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში, რომლებითაც ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი/მინისტრით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგის დადგომა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ მიმართება ეწინააღმდეგება დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. ტერმინთა განმარტებანი 1. ავარიული დასხივება – ფიზიკური პირის მიერ საგანგებო სიტუაციის დროს მიღებული დასხივება. საგანგებო სიტუაციის შედეგების შერბილების ღონისძიებები ს მონაწილე პირებისთვის იგი არის საგანგებო სიტუაციით განპირობებული არაგეგმური და მუშაობის ნორმალურ პირობებში მიღებული დასხივებ ებ ის ჯამურ ი მნიშვნელობა. 2. ავარიული სიტუაციის ზონა – განსაზღვრული ზონა, სადაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად ხორციელდება განსაკუთრებული ზომები რადიაციული ავარიის შედეგების შესამცირებლად. 3. ავტორიზაცია – ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის მარეგულირებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილების მინიჭების მიზნით შესაბამისი დოკუმენტის (ლიცენზიისა და ნებართვის) გაცემის პროცედურა . 4. ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიები − ვალდებულებათა სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (აესს) და მის წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმება, რომლის თანახმადაც , წევრმა ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს ბირთვული მასალები სამხედრო მიზნით , ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კი უფლებამოსილია გააკონტროლოს წევრი ქვეყნის მიერ ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 5. ბირთვული და რადიაციული ობიექტი − ობიექტი (ნაგებობებისა და აღჭურვილობის ჩათვლით), სადაც ხორციელდება მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობა. 6. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება − ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. 7. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასება − ლიცენზირებადი საქმიანობის ბირთვული და რადიაციულ ი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყოვლისმომცველი შეფასება. 8. ბირთვული (ხლეჩადი) მასალა − ურანი - 233; ურანი-235 -ით ან ურანი- 233-ით გამდიდრებული ურანი; ამ იზოტოპების შემცველი ურანი, რომლის შემადგენლობა ემთხვევა ბუნებრივს, მაგრამ რომელიც არ არის მადან ი ან მადნის ნარჩენ ი ; გაღარიბებული ურანი; პლუტონიუმი, გარდა პლუტონიუმ - 238-ისა, რომელშიც იზოტოპური კონცენტრაცია აღემატება 80%-ს; თორიუმი მეტალური, შენადნობის, სინჯის, ქიმიური მინარევის ან კონცენტრატის სახით ; ნებისმიერი მასალა, რომელიც ხდება ხლეჩადი მის შემადგენლობაში მყოფი იზოტოპების ნეიტრონებთან ურთიერთქმედებისას და რომელიც წარმოქმნის მაიონებელ გამოსხივებას ბირთვული ხლეჩადი პროცესის დროს . 9. ბუნებრივი გამოსხივება − ბუნებაში არსებული რადიონუკლიდების გამოსხივების და კოსმოსური გამოსხივების ერთობლიობა. 10. დაკვირვების ზონა – ზონა, რომელიც არ არის საკონტროლო ზონა და სადაც ხორციელდება პროფესიული დასხივების მონიტორინგი, მიუხედავად რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების სპეციალური მოთხოვნების არარსებობისა. 11. დასაშვები დოზური ზღვარი – ინდივიდის მიერ პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შედეგად მაიონებელი გამოსხივების მიღებული დოზის ზღვრული მნიშვნელობა, რომელიც არ უნდა იყოს გადამეტებული. 12. დეკომისია – ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამიზნულია ბირთვული და რადიაციული ობიექტის (გარდა რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა, იმ ობიექტებისა , სადაც განლაგებულია მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი მოწყობილობები, სამთო მრეწველობის ნარჩენ ებ ისა და რადიოაქტიური წყაროების გადამ ამ უშავებ ელ ი იმ საწარმოებისა, რომლებმაც შეიძლება შეწყვიტონ საქმიანობა დეკომისიის გარეშე) მთლიანად ან ნაწილობრივ მარეგული რე ბელი კონტროლიდან გამოყვანისთვის . 13. კვალიფიციური ექსპერტი − ფიზიკური პირი, რომელიც შესაბამისი სტრუქტურებისგან მიღებული სერტიფიკატის, პროფესიული ლიცენზიის ან აკადემიური კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, დადგენილი წესით აღიარებულია შესაბამის სფეროში ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე პირად. 14. მაიონებელი გამოსხივება – გამოსხივება, რომელსაც აქვს გარემოში იონური წყვილების წარმოქმნის უნარი. 15. მაიონებელი გამოსხივების გენერატორი – დანადგარი, ასევე მისი ნაწილი, რომე ლიც არ შეიცავს რადიოაქტიურ მასალებს, მაგრამ ტექნიკური მონაცემების საფუძველზე შეუძლია მაიონებელი გამოსხივების გენერირება. 16. მაიონებელი გამოსხივების წყარო − რადიოაქტიური ნივთიერება, მისი შემცველი ან მაგენერირებელი მოწყობილობა, რომელიც ასხივებს ან აქვს უნარი, დასხივებისას გამოიწვიოს ნივთიერების იონიზაცია. 17. მარეგულირებელი კონტროლი − მარეგულირებელი ორგანოს მიერ ბირთვული და რადიაციული ობიექტების ან საქმიანობის კონტროლისა და რეგულირების ნებისმიერი ფორმა, რომლის მიზანია მაიონებელი გამოსხივებისაგან დაცვის ან/და რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოების და დაცულობის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 18. სამინისტრო − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 19. მონიტორინგის ზონა − ზონა, რომლის სხვადასხვა უბ ა ნზე ხდება დასხივების დოზისა და დაბინძურების დონის გაზომვა დასხივების კონტროლის ან/და შეფასების მიზნით. 20. მოსახლეობის დასხივება − ფიზიკური პირების დასხივება მაიონებელი გამოსხივების წყაროს ზემოქმედების შედეგად, გარდა პროფესიული, სამედიცინო და ადგილობრივი ბუნებრივი ნორმალური ფონური გამოსხივებით განპირობებული დასხივებისა . 21. მუშაკი − ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონით რეგულირებადი საქმიანობის ფარგლებში მუშაობს მაიონებელ გამოსხივებასთან. 22. ოპერატორი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება ან შეტყობინება ამ კანონით რეგულირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად ან მიღებული აქვს ამგვარი უფლება. 23. პროფესიული დასხივება − მუშაკის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს მიღებული დასხივება, გარდა რეგულირებიდან გამორიცხული გამოსხივებისა და რეგულირებიდან განთავისუფლებული რადიოაქტიური წყაროებიდან ან საქმიანობის შედეგად მიღებული დასხივებისა. 24. რადიაციული ავარია − მოულოდნელი შემთხვევა, ბირთვული და რადიაციული ობიექტის მართვაში დაშვებული შეცდომების, აღჭურვილობის გაუმართავობისა და სხვა დარღვევების ჩათვლით, რომელთა შედეგების უგულებელყოფა შეუძლებელია რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. რადიაციული ავარია შესაძლებელია იყოს საობიექტო, ადგილობრივი, ეროვნული ან ტრანსსასაზღვრო მასშტაბის. 25. რადიაციული დასხივება − ქმედება ან პირობები, რომლის (რომელთა) დროსაც ადამიანი იმყოფება მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ. რადიაციული დასხივება შეიძლება იყოს გარეგანი (დასხივება სხეულის გარეთ არსებული წყაროებიდან) და შინაგანი (დასხივება სხეულის შიგნით არსებული წყაროებიდან). 26. რადიაციული დაცვის პროგრამა − ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი იმ დოკუმენტების ერთობლიობა, რომლებ იც ადასტურებს მის მიერ კონკრეტული სახის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ამ კანონით განსაზღვრული რადიაციული უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფის გარანტიებს. 27. რადიაციული ინციდენტი − დაუგეგმავი შემთხვევა, რომელიც განპირობებულია ოპერატორის შეცდომით, მოწყობილობის გაუმართავობით; წინასაავარიო სიტუაცია, რადიოაქტიური წყაროს დაკარგვა, უნებართვო ქმე დება, როგორც წინასწარგანზრახული, ისე უნებლიე, რომლის შედეგების უგულებელყოფა შეუძლებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 28. რადიაციული რისკი − საფრთხის, საშიშროების, არსებული ან პოტენციური დასხივების შედეგად წარმოქმნილი მავნე შედეგების ალბათობა. 29. რადიოაქტიური დაბინძურება − ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აიროვან მასალებში რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მათ შემდგომ განვითარებას. 30. რადიოაქტიური ნარჩენები – ნაკეთობები, მათ შორის, გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობა, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება, რომელიც შეიცავს რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის კონცენტრაციის რადიონუკლიდებს ან დაბინძურებულია ასეთი რადიონუკლიდებით და რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის. 30 1. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები მათი შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე. 302. რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, გარდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით. 303. რადიოაქტიური ნარჩენების საცავი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით. 31. რადიოაქტიური ნივთიერება – ნივთიერება (რადიოაქტიური წყარო ან მასალა), რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არის მაიონებელი გამოსხივების წყარო. 32. რეგულირებიდან ამოღება – მარეგულირებელი ორგანოს მიერ რადიოაქტიური მასალების ან ბირთვული და რადიაციული ობიექტების ამოღება შემდგომი რეგულირების სფეროდან , დაშვებული საქმიანობების ფარგლებში . 33. რეგულირებიდან ამოღების დონე − მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი დონე, გამოხატული კუთრი აქტივობის ან სრული (მთლიანი) აქტივობის ერთეულებში, რომლის მიღწევისას ან რომელზე უფრო დაბალი მაჩვენებლის არსებობისას რადიაციული წყარო შესაძლებელია ამოღებულ იქნ ე ს რეგულირებიდან. 34. რეგულირებიდან გამორიცხვა – დასხივების განსაკუთრებული კატეგორიების გამიზნული გამორიცხვა კონტროლის სფეროდან. ამგვარი დასხივება აღინიშნება ტერმინით „გამორიცხული დასხივება “. 35. რეგულირებიდან განთავისუფლება − შემთხვევა, როდესაც უსაფრთხოების ნორმების ზოგიერთი მოთხოვნ ა შეიძლება უგულებელყოფილ იქნ ე ს. 36. რეგულირებიდან განთავისუფლების დონე − მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი სიდიდე, გამოხ ატ ული კუთრი აქტივობის, სრული აქტივობის, დოზის სიმძლავრის ან რადიაციული ენერგიის ერთეულებში, რომლის მიღწევისას ან რომლის ქვემოთ რადიაციული წყარო შესაძლებელია ამოღებულ იქნეს კონტროლის სფეროდან . 37. საგანგებო სიტუაცია − ბირთვულ და რადიაციულ ობიექტზე, გარკვეულ ტერიტორიაზე ან აკვატორიაში ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურების, ხანძრის, ავარიის, კატასტროფის ან სხვა სახის უბედურების, აგრეთვე დაზიანების საბრძოლო საშუალებათა გამოყენების შედეგად წარმოქმნილი სიტუაცია, როდესაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზარალდება მოსახლეობა და ზიანდება ბუნებრივი გარემო . 38. საკონტროლო ზონა − განსაზღვრული ზონა, რომელშიც პროფესიული დასხივების (დასხივება , მიღებული ბირთვული და რადიაციული ობიექტის ნორმალური მუშაობის რეჟიმში) კონტროლის მიზნით შემოღებულია ან შესაძლებელია შემოღებულ იქნ ე ს დაცვის სპეციალური ზომები ან უსაფრთხოების მოთხოვნები, რათა ნორმალურ სამუშაო პირობებში თავიდან იქნ ე ს აცილებული რადიოაქტიური დაბინძურების გავრცელება და დასხივება, ასევე შე ი ზღუდ ოს პოტენციური დასხივების დონ ე . 39. სამედიცინო დასხივება − დასხივება, რომელსაც იღებს: პაციენტი სამედიცინო დიაგნოსტიკის ან მკურნალობის დროს; პირი, რომ ე ლიც გამიზნულად და ნებაყოფლობით ეხმარება პაციენტს კომფორტული პირობების შექმნაში (გარდა პროფესი ული დასხივების ქვეშ მყოფი პირისა); სტუდენტი და მოხალისე, რომლებიც სწავლების ფარგლებში ჩართული არიან სა მედი ცინ ობიოლოგიურ პროგრამებში. 40. უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყარო − რადიოაქტიური წყარო, რომელიც არ იმყოფება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ (ეს წყარო ან არასდროს ყო ფილა მარეგულირებელი კონტროლის ქვეშ, ან და იქნა მიტოვებული, დაკარგული ან გადაადგილებული , ან/და მასზე განხორციელდა უკანონო ქმედება). 41. ფიზიკური დაცვა − ავტორიზებულ ობიექტებზე მაიონებელი გამოსხივების წყაროების დაცვის ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართული ა ბირთვული და რადიოაქტიური მასალების მიტაცების ან უკანონო გადატანის აღკვეთ ისკენ ან ამ სისტემის მიმართ საბოტაჟის დაუშვებლობ ისკენ . 42. ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემა − სამართლებრივი, კვლევითი და საინჟინრო ღონისძიებები, რომელთა მიზანია ბირთვული ტერორ ი ზმის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების დატაცების ან მათთან არაკანონიერი მოპყრობის თავიდან აცილება. საერთაშორისო 43. შეტყობინება − შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის ან ორგანიზაციისათვის დროულად წარდგენილი ანგარიში საგანგებო სიტუაციის ან შესაძლო საგანგებო სიტუაციის დეტალების აღწერით; ან ზომები, რომლებიც გატარებულ იქნა საგანგებო სიტუაციის შედეგად შექმნილი პირობების გასარკვევად, ამ სიტუაციაზე რეაგირების პასუხისმგებლობის მქონე ყველა ორგანიზაციის თვის განგაშის რეჟიმში შეტყობინების მიზნით. 44. ჩარევა − ქმედება, რომლის მიზანია იმ მაიონებელი გამოსხივების წყაროებით განპირობებული დასხივების ან დასხივების პოტენციური რისკის შემცირება ან თავიდან აცილება, რომლებიც არ იმყოფებიან კონტროლის ქვეშ ან არ კონტროლდებიან რადიაციული ავარიის შემდეგ. მუხლი 6. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება 1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების მიზნით სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (მარეგულირებელი ორგანო). 2. მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებია: ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო რეგულირების ღონისძიებების განხორციელება; ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია ამ კანონის IV თავის შესაბამისად; გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ინსპექტირების განხორციელებით; დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) რადიოაქტიური ნივთიერებებისა და შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემის ფუნქციონირების კონტროლი; ვ) ბირთვული და რადიაციული ავარიებისა და ინციდენტებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა; თ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა; ი) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების გაწევა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. 3. რადიოაქტიური ნარჩენების სახელმწიფო მართვის ფუნქციის შესასრულებლად მარეგულირებელი ორგანოს სისტემაში იქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ფუნქციები განისაზღვრება „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი: ა) ანგარიშვალდებულია, მათ შორის, მინისტრის წინაშე; ბ) 6 თვეში ერთხელ მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. 6. მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა; დ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კანონების პროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია; ე) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტებისათვის „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის/გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა; [ე) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტებისათვის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება; (ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)] ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კონტროლი; ზ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა. მუხლი 9. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები არიან : ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობისა და მაიონებელი გამოსხივების კონტროლის ხელსაწყოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო − ეროვნული და ტრანსსასაზღვრო რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათი შედეგების ლიკვიდაციის, ბირთვული და რადიაციული ობიექტების (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შემცველი ობიექტებისა) ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი; რადიოაქტიური მასალების გადაზიდვის, იმპორტის, ექსპორტისა დატრანზიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადიოაქტიური მასალების არალეგალური მიმოქცევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის ღონისძიებების კოორდინაცია; ბ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო − თავდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული ობიექტების უსაფრთხოება და ფიზიკური დაცვა, ბირთვული ავარიის შემთხვევაში – საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმის ფარგლებში ავარიის შედეგების ლიკვიდაციის და კანონით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობაში მონაწილეობა; დ) (ამოღებულია – 25.03.2013, №488); ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ავარიის დროს დოზური ზღვრების დადგენა, ავარი აზე რეაგირების გეგმის ფარგლებში ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა, რადიოფარმაპრეპარატების რეგისტრაცია, დასხივების ქვეშ მყოფ მუშაკთა პერიოდული სამედიცინო შემოწმების წესის დადგენა ; ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო − სურსათში, სასმელ წყალში, ცხოველის საკვებში და ნიადაგში რადიონუკლიდების შემცველობაზე კონტროლის განხორციელება; ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია; თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვების გაცემა, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი. მუხლი 11. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები 1. დაუშვებელია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება ამ კანონის IV თავით გათვალისწინებული ავტორიზაციის გარეშე. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“. 2. ავტორიზაციის მიზნით ოპერატორი (საქმიანობის განმახორციელებელი) მარეგულირებელ ორგანოს წარუდგენს რადიაციული დაცვის პროგრამას ან, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რადიაციული რისკიდან გამომდინარე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასების ანგარიშს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების გზები. 3. მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია 10 წელიწადში ერთხელ მარეგულირებელ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასების განახლებული ანგარიში. 4. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასების ანგარიში შეიძლება წარედგინოს მარეგულირებელ ორგანოს მისი მოთხოვნის თანახმად და მის მიერ ვე დაწესებულ ვადებში. მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება ანგარიშის განხილვისათვის მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და დაამტკიცოს ანგარიში ან უარი თქვას მის დამტკიცებაზე. 5. მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შეფასებისა და მისი ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. 6. დაუშვებელია, ოპერატორმა მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის გარეშე საქმიანობაში ისეთი ცვლილება შეიტანოს, რომელიც გავლენას მოახდენს მუშაკთა ან/და გარემოს რადიაციულ უსაფრთხოებაზე. მუხლი 25. ინსპექტირების პირობები 1. მარეგულირებელი ორგანო ინსპექტირებას ახორციელებს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 2. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიავლინოს ინსპექტორი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ადგილზე ან იმ საქმიანობის/სამუშაოთა წარმოების ადგილზე, აუცილებლობა. რომლისთვისაც/რომელთათვისაც დადგინდება ინსპექტირების მუხლი 45. ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების აღსრულება 1. „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე “ საქართველოს რესპუბლიკისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმებიდან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 24 აპრილის № 211 1- IIს დადგენილებით) (შემდგომ − შეთანხმება) გამომდინარე , საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოში უსაფრთხოების ზომები ბირთვული იარაღისა და ბირთვული მასალების გაუვრცელებლობის მიზნით. 2. სამინისტრო ახორციელებს შეთანხმებიდან და „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე “ საქართველოს რესპუბლიკ ი ს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმების დამატებითი ოქმიდან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 24 აპრილის № 211 2- IIს დადგენილებით) (შემდგომ − დამატებითი ოქმი) გამომდინარე , საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ორგანიზებასა და კოორდინაციას. 3. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) შეთანხმებიდან და დამატებითი ოქმიდან გამომდინარე , საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას ; ბ) შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაციის შეგროვებას და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის მიწოდებას ; გ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა საქმიანობ ი ს განხორციელებას შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნათა თანახმად; დ) შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის საფუძველზე ინფორმაციის გავრცელებასთან (მიწოდებასთან) დაკავშირებით მოქმედებათა კოორდინაციას საქართველოს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებთან; ე) ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველოში ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის სახელმწიფო სისტემის შექმნასა და დანერგვას „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით.