„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ.244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. 2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციებისა და წინადადებების საფუძველზე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. მე-13 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო, ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, ერთობლივად ატარებენ ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებებს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრებისთვის ვაქცინით უზრუნველყოფისათვის, ცხოველთა ცოფის ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის, ცხოველთა ვაქცინაციის მონაცემთა ერთიანი ინფორმაციული ბანკის წარმოებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“; 4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სურსათით გამოწვეული დაავადებების პრევენციის კომპლექსურ ღონისძიებათა დაგეგმვისა და გატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო, დადგენილი წესის შესაბამისად, რეგულარულად აწვდის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგებსა და მონაცემებს.“. 5. 23-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით; ბ) წყლის ობიექტების დაცვას ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები; გ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვასა და გატარებას. დ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს და სასმელი წყლის გარე, შერჩევით ლაბორატორიულ კონტროლს.“. 6. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით სპეციალიზებული სურსათის (დიეტური, დიაბეტური, ფორტიფიცირებული), აგრეთვე ბავშვთა (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტების უვნებლობის ნორმებისა და ეტიკეტირების წესების დადგენა;“. 7. 33-ე მუხლი ამოღებულ იქნეს; 8. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ბ) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით; გ) წყლის ობიექტების დაცვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები; დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება; ე) დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ორგანიზება; ვ) ხმაურის, ვიბრაციის, არამაიონებელი გამოსხივების მონიტორინგის ორგანიზება; ზ) რადიაციული ფონის მონიტორინგის ორგანიზება; თ) მაიონებელი გამოსხივების გამომყენებელ ობიექტებში დოზიმეტრული მონიტორინგის უზრუნველყოფა; ი) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირება; კ) სურსათის უვნებლობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ლ) სურსათის უვნებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; მ) განსაკუთრებით საშიში ინფექციებით მკვდარი ცხოველისა და ფრინველის სამარხების მოწყობის ნორმების დადგენა და მათი აღრიცხვა; ნ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია; ო) პესტიციდების ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შენახვა-დასაწყობების პირობების სახელმწიფო ზედამხედველობა; პ) ცხოველთა ვაქცინაცია ეპიზოოტიის საფრთხის შემთხვევაში; ჟ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის და სასმელი წყლის გარე, შერჩევითი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება; რ) სამინისტროსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს, მათ შორის, ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას.“; 9. 35-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობენ სამინისტროსთან და საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროებთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან მიმართებაში, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ეს კანონი, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან მიმართებაში, ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში და სწორდება ტექნიკური ხარვეზი. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ნაცვლად, ცვლილებების შესაბამისად გაიწერება საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. მე-12 მუხლის პირველ პუნქტში და „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს“ ნაცვლად, მიეთითება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ცვლილება შედის ასევე მე-13 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში, კანონიდან ხდება 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამოღება და ცვლილება შედის ამავე მუხლის მე-3 პუნქტში, ცვლილება შედის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, კანონიდან ხდება 33-ე მუხლის ამოღება, რომელიც ერთიანდება 34-ე მუხლთან და ყალიბდება ახლებურად, ცვლილება შედის ასევე 35-ე მუხლის მე-8 პუნქტში, რომლებითაც ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგის დადგომა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 11. პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსება 1. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტი. 2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. 3. გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს იზოლირებული ან/და კარანტინში მოთავსებული პირის სამედიცინო მომსახურებას. 5. მცირეწლოვნის ან/და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების იურიდიულ საფუძველს და სავარაუდო ხანგრძლივობას. მუხლი 12. საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის უფლება -მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს 1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეკომენდაციებისა და წინადადებების საფუძველზე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის დებულებას. 3. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის უფლება-მოვალეობებია: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიით და პანდემიით გამოწვეული სიტუაციის მართვის კოორდინაცია; ბ) ეპიდემიური კერის საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით გადაწყვეტილების მიღება; გ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის სამედიცინო შემოწმების გავლის მოთხოვნა; დ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირის მიმართ შესაბამისი სამსახურების მეშვეობით საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; ე) საჭიროების შემთხვევაში ეპიდემიურ კერაში მყოფი პირის ევაკუაციის უზრუნველყოფა; ვ) ეპიდემიის დროს ეპიდემიურ კერაში ფიზიკური პირების შესვლისა და კერიდან მათი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა; ზ) ეპიდემიურ კერაში ტრანსპორტის შესვლისა და კერიდან მისი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა; თ) ნებისმიერი ტიპის უზრუნველყოფა; ბარგის, საქონლისა და საფოსტო გზავნილის ინსპექტირების ი) სათანადო ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით მატერიალური რესურსებისა და ტრანსპორტის მობილიზება; კ) ეპიდემიის დროს საზოგადოების მასმედიის მეშვეობით ინფორმირების უზრუნველყოფა; ლ) ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციისა და იზოლაციის ორგანიზება; მ) ავადმყოფებთან კონტაქტში მყოფი პირების მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; ნ) სურსათის წარმოების, მიწოდებისა და ტრანსპორტირების კონტროლის უზრუნველყოფა; ო) მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგებისა და დაბინძურებული წყლის გაუვნებლების სამუშაოების ორგანიზება; პ) გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების უზრუნველყოფა; ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად საგანგებო სიტუაციის ზონიდან გამომავალ ყველა მარშრუტზე საკონტროლო პუნქტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მუხლი 13. ზოონოზური დაავადებების კონტროლი 1. ზოონოზური დაავადებისაგან მოსახლეობის დასაცავად დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ინფორმირების წესი განისაზღვრება ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესით. 2. სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში ერთობლივად ატარებენ ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებებს. 3. სამინისტრო შეიმუშავებს ცოფის პრევენციის სახელმწიფო პროგრამას და განსაზღვრავს მოსახლეობის ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის პოლიტიკას. 4. ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრებისთვის ვაქცინით უზრუნველყოფისათვის, ცხოველთა ცოფის ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის, ცხოველთა ვაქცინაციის მონაცემთა ერთიანი ინფორმაციული ბანკის წარმოებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1920-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.230 საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ. მუხლი 14. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლი 1. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლისათვის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების კოორდინაციის წესები განისაზღვრება ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესით. 2. სურსათით გამოწვეული დაავადებების პრევენციის კომპლექსურ ღონისძიებათა დაგეგმვისა და გატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადგენილი წესის შესაბამისად, რეგულარულად აწვდის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგებსა და მონაცემებს. მუხლი 23. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის უზრუნველყოფა 1. სამინისტრო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის ხარისხობრივ ნორმებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს და სასმელი წყლის გარე, შერჩევით ლაბორატორიულ კონტროლს. 3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს : ა) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით; ბ) წყლის ობიექტების დაცვას ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები; გ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვასა და გატარებას. 4. წყლის ხარისხის შიდა კონტროლს და გარე ლაბორატორიულ აუდიტს აწარმოებენ აკრედიტებული დამოუკიდებელი ლაბორატორიები. მუხლი 31. სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში 1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მონიტორინგის განხორციელება; გ) ამ კანონის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება; დ) არაგადამდები დაავადებების სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; ე) ბიოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა; ვ) ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრა; ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოლიტიკის განსაზღვრა; თ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცება; ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. 2. სამინისტრო განსაზღვრავს: ა) იმ გადამდები დაავადებების ჩამონათვალს, რომელთა მატარებლობაზე ეჭვის შემთხვევაში ეპიდჩვენების დროს ფიზიკური პირი ვალდებულია ჩაიტაროს სათანადო სამედიცინო შემოწმება; ბ) შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ნორმებს; გ) გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების პრევენციის, მართვისა და აღკვეთის ღონისძიებებსა და მეთოდებს. 3. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) ნორმატიული აქტით სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების წესების განსაზღვრა; ბ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დადგენა; გ) იმ ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დადგენა, რომელთა გამოყენებაც დაუშვებელია საყოფაცხოვრებო, პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის, სინთეზური ნედლეულისა და მასალების წარმოებაში; დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით სპეციალიზებული სურსათის (დიეტური, დიაბეტური, ფორტიფიცირებული), აგრეთვე ბავშვთა (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტების უვნებლობის ნორმებისა და ეტიკეტირების წესების დადგენა; ე) განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებისა და ნორმების, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ვ) შრომის უსაფრთხოების ნორმების დადგენა; ზ) პროფესიულ დაავადებათა ნუსხის და ამ დაავადებათა პროფილაქტიკის წესების დადგენა. 4. სამინისტრო ახორციელებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ზედამხედველობასა და მონიტორინგს. 5. სამინისტრო ახორციელებს მონიტორინგს ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4631 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. მუხლი 33. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) სურსათის უვნებლობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) სურსათის უვნებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; გ) განსაკუთრებით საშიში ინფექციებით მკვდარი ცხოველისა და ფრინველის სამარხების მოწყობის ნორმების დადგენა და მათი აღრიცხვა; დ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია; ე) პესტიციდების ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შენახვა-დასაწყობების პირობების სახელმწიფო ზედამხედველობა; ვ) ცხოველთა ვაქცინაცია ეპიზოოტიის საფრთხის შემთხვევაში; ზ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის და სასმელი წყლის გარე, შერჩევითი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება; თ ) სამინისტროსთან , საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს . მუხლი 34. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ბ) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით; გ) წყლის ობიექტების დაცვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები; დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება; ე) დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ორგანიზება; ვ) ხმაურის, ვიბრაციის, არამაიონებელი გამოსხივების მონიტორინგის ორგანიზება; ზ) რადიაციული ფონის მონიტორინგის ორგანიზება; თ) მაიონებელი გამოსხივების გამომყენებელ ობიექტებში დოზიმეტრული მონიტორინგის უზრუნველყოფა; ი) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირება; კ) სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაცია ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს. მუხლი 35. სხვა სამინისტროების კომპეტენციები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში 1. სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. 2. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა: ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. 3. სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებისათვის ადგენს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. 4. პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კომპეტენციაა: ა) პენიტენციურ დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. 5. სამინისტრო და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისათვის ერთობლივად ადგენენ შესაბამის სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. 6. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ მიაწოდონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელმაც შესაძლებელია საშიშროება შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. 7. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილი წესით გადასცემენ სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკურ მონაცემებს. 8. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობენ სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს.