„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ნარჩენების მართვის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ7) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო;“. 2. მე-6 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და ზედამხედველობს ცხოველური ნარჩენების მართვას.“. 3. მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა წარედგინება სამინისტროს. გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი. მოთხოვნის შემთხვევაში გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული მუნიციპალიტეტისთვის და სხვა პირისთვის.“. 4. მე-18 მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები ეკისრება ასევე წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის წარმომქმნელს, რომელიც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საქმიანობას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „ნარჩენების მართვის კოდექსის“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტში, მე-6 მუხლის მე-4 ნაწილში, მე-14 მუხლის მე-2 ნაწილში, მე-18 მუხლის 11 ნაწილში, რომლებითაც ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი/მინისტრით. ამასთან, კანონიდან ამოღებულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ვინაიდან მის ფუნქციებს შეითავსებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგის დადგომა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი გადასახდელს. ან სხვა სახის არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარჩენი – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს; ბ) სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც აქვს ამ კოდექსის III დანართით გათვალისწინებული ერთი ან მეტი მახასიათებელი; გ) არასახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც არ მოიცავს „სახიფათო ნარჩენების“ განმარტება; დ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები; ე) მუნიციპალური ნარჩენები – საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებითა და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია; ვ) ინერტული ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც არ განიცდის მნიშვნელოვან ფიზიკურ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებებს – არ იხსნება, არ იწვის და არ შედის სხვაგვარ ქიმიურ ან ფიზიკურ რეაქციაში, არ განიცდის ბიოდეგრადაციას და სხვა მასალაზე არ ახდენს ისეთ გავლენას, რომელიც გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას; ზ) ბიოდეგრადირებადი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარება ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღის/პარკის ნარჩენები, ქაღალდი, მუყაო; თ) თხევადი ნარჩენები – თხევად მდგომარეობაში არსებული ნარჩენები; ი) სამედიცინო ნარჩენები – სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები; კ) ცხოველური ნარჩენი (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი) – ცხოველის სხეული ან მისი სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) No 1069/2009 რეგულაციის შესაბამისად; ლ) სპეციფიკური ნარჩენი – ისეთი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენი, რომელიც თავისი მახასიათებლებისა და ფართო გავრცელების გამო ნარჩენად გადაქცევის შემდეგ მართვის სპეციფიკური ზომების მიღებასა და მოვლას საჭიროებს (შეფუთვა, ზეთი, საბურავი, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, ბატარეა, აკუმულატორი, ელექტრო- და ელექტრონული მოწყობილობები და სხვა); მ) ისეთი პროდუქტის მწარმოებელი, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს, გადაამუშავებს, დაამუშავებს, ყიდის ან ახორციელებს იმპორტს ისეთი პროდუქტისა, რომელიც თავისი სასიცოცხლო ციკლის ამოწურვის შემდეგ სპეციფიკური ნარჩენი ხდება; ნ) პროდუქტი – ნებისმიერი მოძრავი ნივთი, მათ შორის, ნივთი, რომელიც სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილია. პროდუქტი ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს (მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის), რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ, როგორც ახალი, გამოყენებული ან გადამუშავებული. პროდუქტად არ ითვლება მასთან დაკავშირებული მომსახურება; ო) ბაზარზე განთავსება – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) პროდუქტის ბაზარზე პირველადი მიწოდება ადგილობრივი წარმოების, იმპორტის, ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ. პროდუქტის ყოველი მომდევნო მიწოდება არ ითვლება ბაზარზე განთავსებად; პ) ნარჩენების წარმომქმნელი – პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენები (ნარჩენების თავდაპირველი წარმომქმნელი), ან პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების წინასწარ დამუშავებას, შერევას და სხვა საქმიანობას, რომლის შედეგადაც ნარჩენების მახასიათებლები ან შემადგენლობა იცვლება; ჟ) ნარჩენების მფლობელი – ნარჩენების წარმომქმნელი ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ნარჩენებს; რ) ნარჩენების გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების ტრანსპორტირებას; ს) ოპერატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვების, ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის ან ნარჩენების დამუშავების ობიექტის ან ასეთი ობიექტის ნაწილის მართვის უფლება; ტ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების შეგროვება, დროებითი შენახვა, წინასწარი დამუშავება, ტრანსპორტირება, აღდგენა და განთავსება, ამ საქმიანობების, ღონისძიებებისა და ოპერაციების ზედამხედველობა და ნარჩენების განთავსების ობიექტების შემდგომი მოვლა; უ) ნარჩენების დამუშავება – ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული აღდგენის და განთავსების ოპერაციები, აგრეთვე ნარჩენების წინასწარი დამუშავება აღდგენამდე ან განთავსებამდე; ფ) ნარჩენების წინასწარი დამუშავება – ამ კოდექსის I დანართის R12 კოდით და II დანართის D13 კოდით განსაზღვრული წინასწარი ოპერაციები, რომლებიც ნარჩენების აღდგენამდე ან განთავსებამდე ხორციელდება; ქ) დანაგვიანება – ნარჩენის (ნარჩენების) გარემოში დაგდება (დაყრა), გადაგდება (გადაყრა) ან/და მიტოვება ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა და ობიექტების გარეთ; ღ) პრევენცია – ნივთიერების, მასალის ან პროდუქტის ნარჩენად გადაქცევამდე ზომების მიღება, რაც ამცირებს: ღ.ა) ნარჩენების რაოდენობას. ეს, სხვა საშუალებებთან ერთად, მიიღწევა პროდუქტის ხელახალი გამოყენებით ან პროდუქტის ვარგისობის ვადის გაგრძელებით; ღ.ბ) წარმოქმნილი ნარჩენების გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას; ღ.გ) მასალაში ან პროდუქტში მავნე ნივთიერებების შემცველობას; ყ) აღდგენა – საქმიანობა, რომლის ძირითადი შედეგია ნარჩენების სასარგებლო მიზნებისთვის გამოყენება იმ მასალების ჩანაცვლებით, რომლებიც სხვა პირობებში რაიმე ფუნქციის შესასრულებლად იქნებოდა გამოყენებული, და რომელიც განსაზღვრულია, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ კოდექსის I დანართით. აღდგენა მოიცავს რეციკლირებას; შ) ხელახალი გამოყენება – ნარჩენად გადაქცევამდე პროდუქტის ან/და მისი კომპონენტის თავდაპირველი დანიშნულებით ხელახლა გამოყენება; ჩ) ხელახალი გამოყენებისთვის მომზადება – აღდგენითი ოპერაცია (კერძოდ, შემოწმება, გასუფთავება ან შეკეთება), რომლის შედეგადაც პროდუქტი ან/და მისი კომპონენტი, რომელიც ნარჩენად იქცა, ყოველგვარი სხვა სახის ზემოქმედების გარეშე მზადაა ხელახალი გამოყენებისთვის; ც) რეციკლირება – აღდგენითი ღონისძიება, რომლის საშუალებითაც ნარჩენი ისეთ პროდუქტად, მასალად ან ნივთიერებად გარდაიქმნება, რომელიც განკუთვნილია თავდაპირველი დანიშნულებით ან სხვა მიზნით გამოყენებისთვის. რეციკლირება მოიცავს ორგანული მასალების გადამუშავებას, მაგრამ არ მოიცავს ენერგიის აღდგენას და მათ ისეთ მასალებად გარდაქმნას, რომლებიც საწვავად ან ამოვსების ოპერაციებისთვის გამოიყენება; ძ) შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რაც ასევე მოიცავს მათ წინასწარ დახარისხებას და წინასწარ დასაწყობებას ნარჩენების დამუშავების ობიექტზე ტრანსპორტირებისათვის; წ) სეპარირებული შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რომლის დროსაც ნარჩენების ნაკადები მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობისათვის განცალკევებულია სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით; ჭ) ტრანსპორტირება – ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანა; ნარჩენების შენახვის ობიექტზე ან/და ნარჩენების ხ) განთავსება – ღონისძიება, რომელიც განსაზღვრულია, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ კოდექსის II დანართით; ჯ) ნარჩენების დამუშავების ობიექტი – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ან არატექნიკური დანაყოფი, სადაც ხორციელდება ნარჩენების დამუშავება (მათ შორის, ნარჩენების გადამტვირთავი სადგური, სხვა ადგილი, სადაც მოწყობილია ასეთი ობიექტი); ჰ) ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტი – ობიექტი, სადაც ინახება ნარჩენები 3 წელზე ნაკლები დროით, თუ ნარჩენები განკუთვნილია აღდგენისთვის, ან 1 წელზე ნაკლები დროით, თუ ნარჩენები განკუთვნილია განთავსებისთვის; ჰ1) ნარჩენების გადამტვირთავი სადგური – ობიექტი, სადაც ხორციელდება ნარჩენების გადატვირთვა ნარჩენების დამუშავების ობიექტზე შემდგომი ტრანსპორტირებისათვის; ჰ2) ნაგავსაყრელი – ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნარჩენები მიწაზე ან მიწის ქვეშ განთავსდება. ნაგავსაყრელი მოიცავს ნარჩენების განთავსების შიდა ობიექტს (საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი, რომელზედაც ნარჩენების წარმომქმნელი კუთვნილ ნარჩენებს განათავსებს), მაგრამ არ მოიცავს ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტს და ნარჩენების გადამტვირთავ სადგურს; ჰ3) არსებული ნაგავსაყრელი – ნაგავსაყრელი, რომელიც ფუნქციონირებს ამ კოდექსის ამოქმედების დროს; ჰ4) ნარჩენების ინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების თერმული დამუშავებისთვის, გამოყოფილი წვის სითბოს აღდგენით ან მისი აღდგენის გარეშე, ნარჩენების დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია; ჰ5) ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ენერგიის მიღება ან მატერიალური პროდუქტის წარმოება, რომელიც ნარჩენებს ძირითად ან დამატებით საწვავად იყენებს ან რომელშიც ნარჩენები თერმულად მუშავდება განთავსებისათვის, დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია; ჰ6) ნებართვა – ნებართვა, რომელიც გაცემულია „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კოდექსის და მის საფუძველზე მიღებული და გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; [ჰ 6 ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გაცემული გადაწყვეტილება; (ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)] ჰ7) სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ჰ8) ფიზიკური და იურიდიული პირები – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირები (გარდა ამ კოდექსის X თავისა); ჰ9) ნარჩენი ზეთი – მინერალური ან სინთეტიკური ლუბრიკანტი ან სხვა სახის საწარმოო ზეთი, რომელიც თავდაპირველი დანიშნულებით გამოყენებისთვის უვარგისი გახდა, კერძოდ, გამოყენებული ძრავას ზეთი, გადაცემათა კოლოფის ზეთი, საპოხი ზეთი, ტურბინის ზეთი, ჰიდრავლიკური ზეთი და სხვა; ჰ10) დაბინძურება – გარემოში დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველი ნარჩენის მოხვედრა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გარემოზე ან ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება; ჰ11) რესურსი – ნებისმიერი პირველადი ან მეორეული მატერიალური ნედლეული, მათ შორის, ნარჩენი, თუ ის სხვა პირველადი ნედლეულის ნაცვლად გამოიყენება. მუხლი 6. ნარჩენების მართვის სფეროში კომპეტენტური ორგანოები 1. ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) ნარჩენების აღრიცხვა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის წარმოება ამ კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად; გ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება ამ კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად; დ) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია და გეგმის განხორციელების ანგარიშის წარდგენა ამ კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად; ე) ამ კოდექსის შესაბამისად ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის გაცემა და რეგისტრაციის წარმოება; [ე) ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და მათი რეგისტრაციის წარმოება; (ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)] ვ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა; ზ) ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. 2. სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად არეგულირებს ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვას ამ კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამინისტროსთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და აკონტროლებს სამედიცინო ნარჩენების მართვას. 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამინისტროსთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და ზედამხედველობს ცხოველური ნარჩენების მართვას. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება გასცემს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობას. 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებენ და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენენ კანონქვემდებარე აქტის/აქტების პროექტს/პროექტებს, რომლითაც/რომლებითაც განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, კერძოდ, მოთხოვნები: ა) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის სტანდარტებისადმი; გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების ბ) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი კონტეინერისადმი; გ) სახიფათო ნარჩენების გამოცდილებისადმი. გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის 7. ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამ ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეს მესამე პირს. 8. ამ კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების მართვა (მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება) ამ კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა). 9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, ოპერირება და დახურვა განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას. მუხლი 14. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა 1. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებულია შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა. გეგმა ძირითადად უნდა მოიცავდეს: ა) წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ ინფორმაციას (კერძოდ, მონაცემებს მათი წარმოშობის, ნარჩენების ნუსხით განსაზღვრული ნარჩენების სახეობების, შემადგენლობის, რაოდენობის შესახებ); ბ) ნარჩენების პრევენციისა და აღდგენისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, განსაკუთრებით – სახიფათო ნარჩენების შემთხვევაში; გ) წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირების მეთოდის, განსაკუთრებით – სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებისგან განცალკევების მეთოდის აღწერას; დ) ნარჩენების დროებითი შენახვის მეთოდებსა და პირობებს; ე) ნარჩენების დამუშავებისთვის გამოყენებულ მეთოდებს ან/და იმ პირის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც ნარჩენები შემდგომი დამუშავებისთვის გადაეცემა. 2. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა წარედგინება სამინისტროს. გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. მოთხოვნის შემთხვევაში გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული მუნიციპალიტეტისთვის და სხვა პირისთვის. 3. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა ახლდება ყოველ 3 წელიწადში ან წარმოქმნილი ნარჩენების სახეობის, რაოდენობის შეცვლის და დამუშავების პროცესში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში. მუხლი 18. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებები 1. ნარჩენების წარმომქმნელი, რომელიც წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენს წარმოქმნის, ვალდებულია: ა) შექმნას და დანერგოს სახიფათო ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემა; ბ) ამ კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო მართვისათვის შესაბამისი ზომების მიღებისთვის; გ) უზრუნველყოს სახიფათო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალის ინფორმირება და შესაბამისი სწავლების ჩატარება. 11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები ეკისრება ასევე წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის წარმომქმნელს, რომელიც ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საქმიანობას. 2. ნარჩენების ზუსტი შემადგენლობის დადგენამდე ეს ნარჩენები სახიფათოდ ითვლება. 3. თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს სახიფათო ნარჩენების დამუშავების ტექნიკური ან/და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, სახიფათო ნარჩენების დამუშავებისათვის უნდა განხორციელდეს მათი ექსპორტი. ექსპორტის განხორციელებამდე სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო დასაწყობება დროებითი შენახვის ობიექტზე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის ერთჯერადი, არაუმეტეს 1 წლით გაგრძელება, თუ დასტურდება, რომ ამით ზიანი არ მიადგება გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. 5. სახიფათო ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ამ კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი. 6. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირება ხორციელდება ამ კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნისა და მე-6 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტის/აქტების შესაბამისად.