„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 92) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
ნიადაგების
გამოკვლევის,
მათი
ნაყოფიერების
შენარჩუნება-ამაღლების
ღონისძიებები ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწებზე შემუშავდება
და ხორციელდება მათივე სახსრებით, მიწის მესაკუთრეთა ნება-სურვილის მიხედვით,
საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს
შესაბამისი სამსახურის ან სათანადო ლიცენზიის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირის
მიერ.“.
2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების
სფეროში სახელმწიფო მართვა
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების
აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს
დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო. სამინისტროს
ფუნქციებია:
ა) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში
სტრატეგიისა და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სახელმწიფო მიზნობრივი
პროგრამების შემუშავება და მართვა;
ბ) ნიადაგების გამოკვლევის, კონსერვაციისა და გაუმჯობესების, აგრეთვე მათი
ნაყოფიერების დონის განსაზღვრისა და ამაღლების და საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების
წარმოების ორგანიზება, შესაბამისი მონიტორინგი და მიწათსარგებლობის პირობების დაცვის
ზედამხედველობა;
გ) ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა (აგროქიმიკატების) გამოცდა,
რეგისტრაცია და კატალოგის პერიოდულად შედგენა, ასევე სათანადო მონიტორინგი და
აგროქიმიკატების ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმება;
დ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ
ნორმატიული
აქტების
შემუშავება,
მეცნიერულ-ტექნიკური
უზრუნველყოფა,
რეკომენდაციების მიღება, რეგლამენტების შემუშავება-დამტკიცება;
ე) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში
სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების კოორდინაცია;
ვ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების მდგომარეობის, სახელმწიფო
მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო
სავარგულების აგროქიმიური მომსახურების, ნიადაგების ნაყოფიერების დამადასტურებელი
ცნობების გაცემისა და მონიტორინგის მდგომარეობის შესახებ მოხსენების მომზადება და
მთავრობისთვის წარდგენა ორ წელიწადში ერთხელ;
ზ) მლაშობი, ბიცობი, მჟავე, ეროზირებული, მელიორირებული, დაზიანებული,
ძლიერდაქვიანებული, განმეორებით დაჭაობებული და სხვა დაბალნაყოფიერი სასოფლოსამეურნეო სავარგულების ინვენტარიზაცია და სათანადო მონიტორინგი, ასევე მიწის
კადასტრის ერთიან სისტემაში ნიადაგის ხარისხობრივ და ეკონომიკური შეფასების მონაცემთა
შემუშავება.“.
3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 12. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების
სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების
სფეროში
სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო, რომელსაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს :
ა) შეამოწმოს ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობა, ნაყოფიერების ამაღლების
საშუალებათა შემოტანის წესების დაცვა, მათი გამოყენების რეგლამენტები და აგროწესები,
ასევე
ნიადაგებზე
აგროტექნიკური,
აგროქიმიური,
აგროსატყეო,
ირიგაციული,
ფიტოსანიტარიული, სანიტარიულ - ჰიგიენური ღონისძიებების განხორციელების ვითარება და
საქართველოს ნორმატიული აქტების სხვა მოთხოვნათა დაცვა;
ბ) შეამოწმოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებათა
გატარების მდგომარეობა და ეფექტიანობა;
გ) შეამოწმოს ნიადაგების რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური
ელემენტებით, ენტომოლოგიური, ჰელმინთოლოგიური, ბაქტერიული და ვირუსული
დაბინძურება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ეფექტიანობა;
დ) მიწათმოქმედებისაგან მოითხოვოს აგროქიმიური , აგროსატყეო , მელიორაციული ,
მცენარეთა დაცვის და სხვა ღონისძიებების შეზღუდვა ან შეწყვეტა , თუ ისინი ზიანს აყენებენ
გარემოს ან სხვის გამგებლობაში არსებულ მიწებს.“.
4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაკვირვება ხორციელდება ნიადაგების ნაყოფიერების შემდეგ კომპონენტებზე:
ნიადაგების ქიმიურ მელიორაციაზე, რეკულტივაციაზე, ეროზიისაგან დაცვის კომპლექსურ
ღონისძიებებზე, ნიადაგებში საკვებ ელემენტთა შემცველობაზე, ნიადაგების დაბინძურებაზე,
ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ნიადაგებზე გვალვის, ეროზიისა და სხვა ექსტრემალური
მოვლენების გავლენებზე. დაკვირვებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს
საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტრო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ
ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან
„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების
აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-11
მუხლში, მე-12 მუხლში და მე-13 მუხლის პირველი პუნქტში, რომლებითაც ხდება
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტროების
ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგის დადგომა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 10. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების
ღონისძიებათა დაფინანსება
1. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები,
რომლებიც დაკავშირებულია აგროტექნიკასთან და სასოფლო-სამეურნეო წარმოების
ტექნოლოგიურ პროცესებთან, ყველა კატეგორიის მიწებზე ხორციელდება ფიზიკური და
იურიდიული პირების სახსრებით.
2. ნიადაგების ქიმიური მელიორაცია და ეროზიისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ
ღონისძიებები სახელმწიფო საკუთრების მიწებზე ხორციელდება საქართველოს ცენტრალური
ბიუჯეტიდან, მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად.
3. ნიადაგების გამოკვლევის, მათი ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების ღონისძიებები
ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწებზე შემუშავდება და
ხორციელდება მათივე სახსრებით, მიწის მესაკუთრეთა ნება-სურვილის მიხედვით,
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ან
სათანადო ლიცენზიის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ.
4. ტერიტორიის ღია კარიერული წესით დამუშავების შედეგად დაზიანებული ნიადაგების
რეკულტივაცია ხორციელდება ამ სამუშაოთა შემსრულებელი ფიზიკური ან იურიდიული
პირის მიერ.
მუხლი 11. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში
სახელმწიფო მართვა
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენაგაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს სოფლის
მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან
ერთად. სამინისტროს ფუნქციებია:
ა) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში
სტრატეგიისა და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სახელმწიფო მიზნობრივი
პროგრამების შემუშავება და მართვა;
ბ) ნიადაგების გამოკვლევის, კონსერვაციისა და გაუმჯობესების, აგრეთვე მათი ნაყოფიერების
დონის განსაზღვრისა და ამაღლების და საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოების
ორგანიზება, შესაბამისი მონიტორინგი და მიწათსარგებლობის პირობების დაცვის
ზედამხედველობა;
გ) ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა (აგროქიმიკატების) გამოცდა,
რეგისტრაცია და კატალოგის პერიოდულად შედგენა, ასევე სათანადო მონიტორინგი და
აგროქიმიკატების ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმება;
დ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ
ნორმატიული
აქტების
შემუშავება,
მეცნიერულ-ტექნიკური
უზრუნველყოფა,
რეკომენდაციების მიღება, რეგლამენტების შემუშავება-დამტკიცება;
ე) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში
სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების კოორდინაცია;
ვ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების მდგომარეობის, სახელმწიფო მიზნობრივი
პროგრამების
განხორციელებისა
და
დაფინანსების,
აგრეთვე
სასოფლო-სამეურნეო
სავარგულების აგროქიმიური მომსახურების, ნიადაგების ნაყოფიერების დამადასტურებელი
ცნობების გაცემისა და მონიტორინგის მდგომარეობის შესახებ მოხსენების მომზადება და
მთავრობისთვის წარდგენა ორ წელიწადში ერთხელ;
ზ)
მლაშობი,
ბიცობი,
მჟავე,
ეროზირებული,
მელიორირებული,
დაზიანებული,
ძლიერდაქვიანებული, განმეორებით დაჭაობებული და სხვა დაბალნაყოფიერი სასოფლოსამეურნეო სავარგულების ინვენტარიზაცია და სათანადო მონიტორინგი, ასევე მიწის
კადასტრის ერთიან სისტემაში ნიადაგის ხარისხობრივ და ეკონომიკური შეფასების მონაცემთა
შემუშავება.
მუხლი 12. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების სფეროში
სახელმწიფო ზედამხედველობა
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების
სფეროში
სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტრო , რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს :
ა ) შეამოწმოს ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობა , ნაყოფიერების ამაღლების
საშუალებათა შემოტანის წესების დაცვა , მათი გამოყენების რეგლამენტები და აგროწესები ,
ასევე ნიადაგებზე აგროტექნიკური , აგროქიმიური , აგროსატყეო , ირიგაციული ,
ფიტოსანიტარიული , სანიტარიულ - ჰიგიენური ღონისძიებების განხორციელების ვითარება
და საქართველოს ნორმატიული აქტების სხვა მოთხოვნათა დაცვა ;
ბ ) შეამოწმოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებათა
გატარების მდგომარეობა და ეფექტიანობა ;
გ) შეამოწმოს ნიადაგების რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური
ელემენტებით, ენტომოლოგიური, ჰელმინთოლოგიური, ბაქტერიული და ვირუსული
დაბინძურება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ეფექტიანობა საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
დ ) მიწათმოქმედებისაგან მოითხოვოს აგროქიმიური , აგროსატყეო , მელიორაციული ,
მცენარეთა დაცვის და სხვა ღონისძიებების შეზღუდვა ან შეწყვეტა , თუ ისინი ზიანს აყენებ ენ
გარემოს ან სხვის გამგებლობაში არსებულ მიწებს .
მუხლი 13. დაკვირვება ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობაზე
1. დაკვირვება ხორციელდება ნიადაგების ნაყოფიერების შემდეგ კომპონენტებზე: ნიადაგების
კომპლექსურ
ქიმიურ
მელიორაციაზე,
რეკულტივაციაზე,
ეროზიისაგან
დაცვის
ღონისძიებებზე, ნიადაგებში საკვებ ელემენტთა შემცველობაზე, ნიადაგების დაბინძურებაზე,
ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ნიადაგებზე გვალვის, ეროზიისა და სხვა ექსტრემალური
მოვლენების გავლენებზე. დაკვირვებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტრო.
2. რკინიგზების, საავტომობილო მაგისტრალების და სხვა სამშენებლო ნაგებობათა მიმდებარე
ტერიტორიების ნიადაგებზე დაკვირვება ხორციელდება ნიადაგის ნაყოფიერების ყველა
კომპონენტზე და შემუშავდება ღონისძიებები, რომლებიც უნდა შეასრულონ სათანადო
მშენებელმა ორგანიზაციებმა.
3. ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობაზე დაკვირვებისა და სათანადო გამოკვლევების
საფუძველზე დგება როგორც ყოველწლიური, ისე პერსპექტიული სახელმწიფო მიზნობრივი
პროგრამები.