„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი. 1 „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N6, 1998 წელი, მუხლი 45) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები - საქართველოს
გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო და
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;“.
ბ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორებისა და აგროქიმიკატების
სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების სამინისტრო;“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების მიმოქცევა, რომელთაც
სარეგისტრაციო გამოცდების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური
ზემოქმედების მაღალი შესაძლებლობა დაუდგინდათ, ხორციელდება სპეციალური ნებართვის
საფუძველზე, ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით, წინასწარ
დასაბუთებული თანხმობის პრინციპის შესაბამისად, რისთვისაც პასუხისმგებელია
საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტრო.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სოფლის მეურნეობაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით,
ალტერნატიული საშუალებებისა და მეთოდების უქონლობის დროს, საშიში მავნებლების,
დაავადებებისა და ინფექციების გადამტანი ორგანიზმების წინააღმდეგ აუცილებელი
ღონისძიებების განხორციელების დაყოვნების საშიშროებისას, მკაცრად შეზღუდული
პესტიციდების შემოტანის ნებართვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს გარემოს გარემოს დაცვის, სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სახელმწიფო მმართველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური
გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო
მოხმარების სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს გარემოს
დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.
2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარების პროცესებს თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში აწესრიგებენ, საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა
და სოფლის განვითარების სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო.“.
5. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიან გამოყენებასა და უსაფრთხო
მოხმარებაზე სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო.“;
ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტრო, ვალდებულია კონტროლი გაუწიოს „პესტიციდების გავრცელებისა და
გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსის“ მოთხოვნების შესრულების დაცვას და
ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს „FAO“ -ს.
7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანაზე,
ტრანსპორტირებაზე,
რეალიზაციაზე, მარკირებაზე, შენახვაზე, გამოყენებაზე, წარმოებაზე (დაფასოებაზე), ბაზარზე
განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხზე კონტროლს ახორციელებს
საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტრო.“.
6. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს
საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო
(შემდგომში – სარეგისტრაციო ორგანო ).“;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სპეციალურ დებულებებსა და წესებს
საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების,
ექსპერტიზისა და რეგისტრაციის შესახებ, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს
დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე აუქმებს რეგისტრაციას და სახელმწიფო
კატალოგიდან იღებს იმ პესტიციდებს, რომელთაც გამოავლინეს ადამიანისა და გარემოსთვის
არახელსაყრელი თვისებები ( საშიშროება );“.
8. მე-10 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. მოპოვებული სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის ან
გარემოს დაცვის თვალსაზრისით პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აკრძალვის ან მკაცრი
შეზღუდვის და საკონტროლო ღონისძიებების შესახებ სავალდებულოა გაეგზავნოს FAO- ს,
რაზედაც პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების სამინისტრო.“.
9. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. რეგისტრაცია შეიძლება ვადამდე შეიზღუდოს ან შეწყდეს, თუ მიღებულია ახალი
მონაცემები პესტიციდების ან აგროქიმიკატების საშიშროების შესახებ, რომლებიც ადრე არ იყო
ცნობილი. ცნობებს შეზღუდვაზე სარეგისტრაციო ორგანო მიუთითებს ყოველწლიური სიის
დამატებებში. შეტყობინებას მიღებულ საკონტროლო ღონისძიებებზე საქართველოს გარემოს
დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო დადგენილი წესით
უგზავნის სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებს.“.
10. მე-12 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10.
საქართველოში
გამოსაყენებლად
ნებადართული
პესტიციდებისა
და
აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგს აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“.
11. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ბიოლოგიური პესტიციდებთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზია
ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიას გასცემს საქართველოს გარემოს
დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“.
12. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
თუ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვერ
ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს გარემოს გარემოს
დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო და უსაფრთხო
მოხმარებაზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უფლებამოსილ
ორგანოებს უფლება აქვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეაჩერონ, შეზღუდონ ან
აკრძალონ პესტიციდების ან აგროქიმიკატების წარმოება.“.
13. 23-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პესტიციდების დამამზადებელი უვარგისი ან აკრძალული პესტიციდებისა და მათი
ტარის განადგურების მეთოდებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს FAO-ს მითითებების
შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტროსთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთან შეთანხმებით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდებისა და მათი ტარის გაუვნებლებისა და
განთავსების კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და
სოფლის განვითარების სამინისტრო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ
ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის „ლ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებში,
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, მე-6 მუხლში, მე-7 მუხლის პირველ, მე-6 და
მე-7 პუნქტებში, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტში, მე-10 მუხლის მე-14 პუნქტში, მე-12 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტებში, მე-13
მუხლში, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტში, 23-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, რომლებითაც
ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტროების ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგის დადგომა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატები – ქიმიური ნივთიერებების კატეგორია,
რომე-ლიც მოიცავს პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს და გამოიყენება სოფლის მეურნეობაში,
აგრეთვე სატყეო, კომუნალურ მეურნეობაში და სხვ.;
ბ ) პესტიციდები – ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები , რომლებიც გამოიყენება მცენარეთა
დაავადებებისა და მათი გადამტანების , მავნებლებისა და სარეველა მცენარეების , შენახული
სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების , მღრღნელების ,
ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ , აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის ,
მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები ) და
მცენარეების შესახმობად (დესიკანტები ), საცავების , საწყობების , სატრანსპორტო
საშუალებების , სათბურების , ნიადაგის , მცენარეული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს
დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის ;
გ) აგროქიმიკატები – სასუქები, ქიმიური მელიორანტები, აგრომადნეულები, საკვები
დანამატები,
რომლებიც
გათვალისწინებულია
მცენარეთა
კვებისათვის,
ნიადაგის
ნაყოფიერების რეგულირებისა და ცხოველთა დამატებითი კვებისათვის;
დ) პესტიციდის მოქმედი ნივთიერება – პესტიციდის ბიოლოგიურად აქტიური ნაწილი,
რომლის სხვადასხვა პრეპარატული ფორმით გამოყენება ზემოქმედებას ახდენს მავნე
ორგანიზმზე ან მცენარის ზრდა-განვითარებაზე;
ე ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია – პროცესი , რომლის
საფუძველზედაც აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო პესტიციდის /
აგროქიმიკატის გამოცდების შედეგებისა და სამეცნიერო მონაცემების , რეგისტრანტის მიერ
წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კომპლექსური შეფასებისა და ანალიზის
შემდეგ იძლევა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საქართველოში წარმოების , შემოტანის ,
შენახვის , რეალიზაციის , გამოყენებისა და რეკლამის უფლებას ;
ვ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხელახალი რეგისტრაცია – სარეგისტრაციო მოწმობის
მოქმედების ვადის გასვლისას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების განმეორებითი
რეგისტრაცია;
ზ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდები – პესტიციდებისა და
აგრო-ქიმიკატების ბიოლოგიური და ეკონომიკური ეფექტურობის, ადამიანისა და
გარემოსათვის უსაფრთხოების შესწავლის რეგლამენტირებული სისტემა;
თ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების რეგლამენტი – აუცილებელი მოთხოვნა
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესისა და პირობების შესახებ;
ი) შემმუშავებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქმნის პესტიციდს ან
აგროქიმიკატს, შეისწავლის მათ აქტივობას, ტოქსიკოლოგიურ თვისებებს და გარემოზე
ზემოქმედებას;
კ) დამამზადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს პესტიციდს ან
აგროქიმიკატს;
ლ) აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები – საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო;
მ) (ამოღებულია) ;
ნ) ფიტოსანიტარიული მდგომარეობა – სავარგულების, ტყეებისა და მცენარეული საფარის
მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია მცენარეთა მავნებლების რიცხოვნობით, მცენარეთა
დაავადებების გავრცელებითა და სარეველა მცენარეების არსებობით;
ო) ფიტოსანიტარიული მონიტორინგი – ორგანიზმთა გავრცელების, რიცხოვნობის,
განვითარების ინტენსივობისა და მავნეობის მოსალოდნელი დონის დადგენა და პროგნოზი;
პ) კომპლექსური დაცვითი ღონისძიებები – მავნე ორგანიზმებისაგან დაცვითი ღონისძიებების
სისტემა, რომლის შესაბამისად გამოიყენება არსებული ურთიერთშემავსებელი ეფექტური
ხერხები და მეთოდები მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის ისეთი დონის დასადგენად, როცა
გამორიცხულია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება;
ჟ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარება – მოქმედების ნორმები და
სტანდარტები, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის, დასაცავი მცენარეებისა და ცხოველების
ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას მათი კონკრეტული სახით
გამოყენების, შემუშავების, გამოცდის, ექსპერტიზის, რეგისტრაციის, წარმოების, მარკირების,
შეფუთვის, რეალიზაციის, შენახვის, ტრანსპორტირების, გაუვნებელყოფის, განთავსების,
რეკლამისა და ექსპორტ-იმპორტის დროს;
რ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენება – მათი რეგლამენტირებული,
მეცნიერულად დასაბუთებული, მიზანდასახული მოხმარება სასოფლო-სამეურნეო წარმოების
გაზრდის, ადამიანის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის, მცენარეებისა და ცხოველების
ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისათვის;
ს) შეფუთვა – ჭურჭელი (ტარა) დამცავი შეხვევით, რომელსაც იყენებენ პესტიციდებისა და
აგროქიმიკატების ტრანსპორტირებისას;
ტ) საშიშროება – ადამიანსა და გარემოზე უარყოფითი გავლენის ალბათობა;
უ) რისკი – პესტიციდის ან აგროქიმიკატის საშიშროების განხორციელების ალბათობის ხარისხი
მისი კონკრეტულ პირობებში გამოყენებისას;
ფ) ნარჩენი რაოდენობა – პესტიციდების მოქმედი ნივთიერება ან წარმოებულნი (გარდაქმნის
პროდუქტები, მეტაბოლიტები), მინარევები, ნიტრატები და ა.შ. კვების პროდუქტებში, სოფლის
მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში, რომელთა არსებობა გამოწვეულია
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებით;
ქ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ზღვრულად დასაშვები ნარჩენი რაოდენობა (ზდნრ) –
ნარჩენი რაოდენობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია, რომელიც გათვალისწინებულია
ნორმატიული აქტებით ან საყოველთაოდ მიღებულია კვების პროდუქტებში, სოფლის
მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში;
ღ) აკრძალული პესტიციდი – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და
გარემოს დაცვის მიზნით ნებისმიერ სფეროში აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს
გადაწყვეტილებით;
ყ) მკაცრად შეზღუდული პესტიციდი – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის
ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით პრაქტიკულად აკრძალულია სარეგისტრაციო
ორგანოს გადაწყვეტილებით, თუმცა დასაშვებია მისი ზოგიერთი სახით გამოყენება;
შ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობა – პრინციპი, რომლის თანახმად საერთაშორისო
ვაჭრობისას არ შეიძლება აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის შემოტანა
სათანადო შეთანხმების გარეშე ან სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილების გვერდის
ავლით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის დარღვევით;
ჩ) საკონტროლო ღონისძიება – პესტიციდების გამოყენების აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის
ღონისძიება;
ც) ანტიდოტები – პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არასწორი ხმარებით გამოწვეული
მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალებანი;
ძ) სახელმწიფო კატალოგი – საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად ნებადართული
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი;
წ) (ამოღებულია) ;
ჭ) რეგისტრანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეაქვს განაცხადი
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციისათვის;
ხ) „FAO“ – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის
ორგანიზაცია;
ჯ ) მცენარეთა დაცვის საშუალებების , ზრდის რეგულატორებისა და აგროქიმიკატების
სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ;
ჰ ) გაუსნებოვნება – დეზინსექციის , დეზინფექციისა და დერატიზაციის ღონისძიებები ,
რომლებიც მიმართულია მავნებლების , მცენარეთა დაავადებებისა და მღრღნელების
წინააღმდეგ .
მუხლი 4. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გავრცელება
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე სავაჭრო
არხებით მიწოდების პროცესი და ქვეყნის შიგნით მათი მიმოქცევა ეფუძნება შემდეგ
პრინციპებს:
ა) პესტიციდები და აგროქიმიკატები შეიძლება გასხვისებულ ან მიმოქცეულ იქნეს ფიზიკურ და
იურიდიულ პირებს შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებით,
თუ ისინი არ არის ამოღებული ხმარებიდან ან მათი მიმოქცევა შეუზღუდავია;
ბ) აკრძალულია იმ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანა, მიმოქცევა, რომლებიც არ
არის შეტანილი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგში;
გ) აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების მიმოქცევა, რომელთაც
სარეგისტრაციო გამოცდების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური
ზემოქმედების მაღალი შესაძლებლობა დაუდგინდათ, ხორციელდება სპეციალური ნებართვის
საფუძველზე, ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით, წინასწარ
დასაბუთებული თანხმობის პრინციპის შესაბამისად, რისთვისაც პასუხისმგებელია
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად.
2. სოფლის მეურნეობაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით ,
ალტერნატიული საშუალებებისა და მეთოდების უქონლობის დროს , საშიში მავნებლების ,
დაავადებებისა და ინფექციების გადამტანი ორგანიზმების წინააღმდეგ აუცილებელი
ღონისძიებების განხორციელების დაყოვნების საშიშროებისას , მკაცრად შეზღუდული
პესტიციდების შემოტანის ნებართვას „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან
შეთანხმებით .
3. ნებართვაში მითითებული უნდა იყოს ხერხი, მიზანი, გამოყენების სახე, დრო, ადგილი,
რაოდენობა, მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდი.
4. ფიზიკური და იურიდიული პირები , რომელთა საქმიანობაც უკავშირდება პესტიციდებისა
და აგროქიმიკატების მიმოქცევასა და გამოყენებას , კალენდარული წლის ბოლოს ინფორმაციას
აწვდიან აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს .
მუხლი 6. სახელმწიფო მმართველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური
გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების
სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტრო .
2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარების პროცესებს თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში აწესრიგებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიან გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე
სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს შრომის ,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო .
2.
სახელმწიფო
კონტროლი
და
ზედამხედველობა ხორციელდება
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, „ FAO“ -ს საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით.
3. მაკონტროლებელ ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, პესტიციდებისა და
აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების მიზნით უფლება აქვთ
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმონ, მიუხედავად საკუთრების
ფორმისა, მიწის ნაკვეთები, სასაწყობო, სარეალიზაციო, აგრეთვე სამრეწველო შენობანაგებობები, სატრანსპორტო საშუალებანი.
4. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა
და უსაფრთხო მოხმარების სფეროში, მოთხოვნისთანავე წარუდგინონ მაკონტროლებელ
ორგანოებს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
5. (ამოღებულია) .
6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ვალდებულია კონტროლი
გაუწიოს „ პესტიციდების გავრცელებისა და გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსის“
მოთხოვნების შესრულების დაცვას და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია
წარუდგინოს „ FAO“ -ს.
7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანაზე , ტრანსპორტირებაზე , რეალიზაციაზე ,
მარკირებაზე , შენახვაზე , გამოყენებაზე , წარმოებაზე (დაფასოებაზე ), ბაზარზე განთავსებული
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო .
მუხლი 8. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდა , ექსპერტიზა , რეგისტრაცია და
კოორდინირება
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სარეგისტრაციო ორგანო ).
2. სარეგისტრაციო ორგანო :
ა ) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს FAO- ს საერთაშორისო კოდექსით , ევროპისა და
ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის –
EPPO- ს სტანდარტებით , ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ;
ბ ) (ამოღებულია);
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სპეციალურ დებულებებსა და წესებს
საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების,
ექსპერტიზისა და რეგისტრაციის შესახებ, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 9. სარეგისტრაციო ორგანოს ამოცანები და უფლებამოსილებანი
1. სარეგისტრაციო ორგანო განსაზღვრავს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სიას და მათი გამოყენების რეგლამენტებს, ორგანიზებასა
და კოორდინაციას უწევს სარეგისტრაციო გამოცდებს, შეისწავლის და აანალიზებს
პესტიციდის/აგროქიმიკატის
გამოცდების
შედეგებსა
და
სამეცნიერო
მონაცემებს,
რეგისტრანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას, ატარებს სახელმწიფო
რეგისტრაციას და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობებს, ადგენს ამკრძალავ სიებს და
პერიოდულად აწარმოებს სახელმწიფო კატალოგს, საჭიროებისას აქვეყნებს დამატებით სიებს,
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .
2. სარეგისტრაციო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული
აგროქიმიკატების რეგისტრაციის შესახებ;
პირების
განაცხადს
პესტიციდებისა
და
ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არგუმენტირებული დასკვნის
საფუძველზე აუქმებს რეგისტრაციას და სახელმწიფო კატალოგიდან იღებს იმ პესტიციდებს,
რომელთაც ადამიანისა და გარემოსთვის არახელსაყრელი თვისებები (საშიშროება)
გამოავლინეს;
გ ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს დებულებებს, ინსტრუქციებს,
წესებს , მეთოდურ მითითებებს;
დ ) უზრუნველყოფს კვლევებში სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენებას;
ე ) მონაწილეობს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სწორად გამოყენების პროპაგანდის
უზრუნველყოფაში.
მუხლი 10. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა
1. საქართველოში ახალი პესტიციდი (მოქმედი ნივთიერება ), გამონაკლისის გარდა , და
აგროქიმიკატი , საჭიროების შემთხვევაში , რომლებსაც ადგენს სარეგისტრაციო ორგანო ,
რეგისტრაციამდე ექვემდებარება სარეგისტრაციო გამოცდებს , რომელთა შედეგები
წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს . ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა
და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ რეგისტრირებული პესტიციდი /
აგროქიმიკატი საქართველოში რეგისტრაციისათვის არ საჭიროებს სარეგისტრაციო გამოცდებს .
2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანობის გამოცდას და შეფასებას ახორციელებენ
შესაბამისი პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები .
3. სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა ტარდება რეგისტრანტის ხარჯზე .
4. სარეგისტრაციო გამოცდები მოიცავს :
ა ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების ბიოლოგიურ , სასოფლო - სამეურნეო და
ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენასა და მათი გამოყენების რეგლამენტების შემუშავებას ;
ბ ) ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შეფასებას ,
ჰიგიენური ნორმატივების , სანიტარიული ნორმებისა და წესების შემუშავებას ;
გ ) გამოყენების რეგლამენტების ეკოლოგიურ შეფასებას .
5. ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან
აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციაზე , ვალდებულია უფასოდ წარმოადგინოს
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშები .
6. სარეგისტრაციო გამოცდების დროს მკვლევრები ვალდებული არიან მინიმუმამდე დაიყვანონ
ცხოველებზე ექსპერიმენტები .
7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეკოლოგიურ და ჰიგიენურ - ტოქსიკოლოგიურ
ექსპერტიზას ახორციელებენ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებები
და ლაბორატორიები .
8. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ექსპერტიზის წესს განსაზღვრავს
სარეგისტრაციო ორგანო .
9. ექსპერტიზის ვადები არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს .
10. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდის და ექსპერტიზის შედეგები წარედგინება
სარეგისტრაციო ორგანოს , რომელიც წყვეტს საკითხს მათი რეგისტრაციაში გატარების შესახებ
და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ერთი თვის ვადაში .
11. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს , რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან
აგროქიმიკატების რეგისტრაციაზე , აგრეთვე მათ შემმუშავებლებს , უფლება არა აქვთ
მონაწილეობა მიიღონ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპერტიზაში .
12. საექსპერტო დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით .
13. თუ სარეგისტრაციო გამოცდების მონაცემები ადასტურებენ პესტიციდის ან აგროქიმიკატის
ადამიანისათვის ან გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებების გამოვლენას , სარეგისტრაციო
ორგანო უფლებამოსილია არ გაატაროს ისინი რეგისტრაციაში .
14. მოპოვებული სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს
დაცვის თვალსაზრისით პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აკრძალვის ან მკაცრი
შეზღუდვის და საკონტროლო ღონისძიებების შესახებ სავალდებულოა გაეგზავნოს FAO- ს ,
რაზედაც პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო .
მუხლი 12. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია
1. სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ ის პესტიციდები და აგროქიმიკატები,
რომლებიც სარეგისტრაციო გამოცდის პროცესში დადებითად შეფასდა. „ FAO“ -ს
საერთაშორისო ჰარმონიზაციის პრინციპების შესაბამისად დგინდება საერთო სტანდარტი „
რისკი/სარგებელი“ , რომლის თანახმად პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეგისტრაციისას
აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სარგებელი და მისი გამოყენებით გამოწვეული
ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგები.
2. სახელმწიფო რეგისტრაციის ვადას ადგენს სარეგისტრაციო ორგანო . პესტიციდის მოქმედი
ნივთიერების რეგისტრაციის ვადა , როგორც წესი , განისაზღვრება 10 წლით , ხოლო მისგან
წარმოებული პროდუქტის – 5 წლით . სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის
შემდეგ შეიძლება პესტიციდების განმეორებითი რეგისტრაცია .
3. ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს რეგისტრაციის შემოკლებული ვადა – 3 წელი ,
თუ წარმოდგენილია რეგლამენტაციის არასრული მონაცემების პაკეტი , წარმოიშვა
დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა , მოსალოდნელია პესტიციდების
მიმოქცევიდან ამოღება , წარმოების შეწყვეტა .
4. რეგისტრაცია შეიძლება ვადამდე შეიზღუდოს ან შეწყდეს , თუ მიღებულია ახალი
მონაცემები პესტიციდების ან აგროქიმიკატების საშიშროების შესახებ , რომლებიც ადრე არ იყო
ცნობილი . ცნობებს შეზღუდვაზე სარეგისტრაციო ორგანო მიუთითებს ყოველწლიური სიის
დამატებებში . შეტყობინებას მიღებულ საკონტროლო ღონისძიებებზე საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტრო დადგენილი წესით უგზავნის სათანადო საერთაშორისო
ორგანიზაციებს .
5. განაცხადი რეგისტრაციაზე შეიძლება წარადგინოს:
ა) შემმუშავებელმა;
ბ) დამამზადებელმა;
გ) ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელიც ახორციელებს პესტიციდის ან აგროქიმიკატის
რეალიზაციას.
6.
პესტიციდებისა
და
აგროქიმიკატების
რეგისტრაციისათვის წარადგინონ:
რეგისტრანტები
ვალდებულნი
არიან
ა) ცნობები განმცხადებლის შესახებ;
ბ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის დასახელება;
გ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობის შესახებ;
დ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების სფეროსა და მისი ეფექტურობის
შესახებ;
ე) მონაცემები პესტიციდით ან აგროქიმიკატით ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოსა და
ბუნებრივი ბალანსისათვის შესაძლო ზიანის მიყენების შესახებ;
ვ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის ლიკვიდაციის ან ნეიტრალიზაციის ხერხების
შესახებ;
ზ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების ინსტრუქცია;
თ) მონაცემები მარკირებისა და შეფუთვის სახის შესახებ;
ი) მონაცემები ანალიზის იმ მეთოდების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია
საიმედოდ განისაზღვროს პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობა და ნარჩენი
რაოდენობა;
კ ) ინფორმაცია მოწამვლის შემთხვევაში პირველადი საექიმო დახმარების შესახებ .
7. თუ გამოცდა აჩვენებს, რომ პესტიციდი და აგროქიმიკატი შეესაბამება მეცნიერების
თანამედროვე მოთხოვნებს და გამოირჩევა ეფექტურობით, არ ეწინააღმდეგება ადამიანის,
მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პრინციპებს, არ ახდენს ბუნების ბალანსზე
მავნე ზეგავლენას, რომლის აღმოფხვრა არსებული მეცნიერული დონის გათვალისწინებით
შეუძლებელია, ისინი გატარდებიან სახელმწიფო რეგისტრაციაში.
8. სარეგისტრაციო ორგანო ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას
რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ .
9. პესტიციდი ან აგროქიმიკატი, რომლის მოხმარება ნებადართულია საქართველოს
ტერიტორიაზე (სოფლის, სატყეო და კომუნალურ მეურნეობებში, სამკურნალო მცენარეებზე და
ეთერზეთოვან კულტურებზე), შეაქვთ სახელმწიფო კატალოგში, რომელიც მოიცავს მათი
გამოყენების რეგლამენტებს (სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ცხოველების მიხედვით),
ჰიგიენურ ნორმატივებს და გარემოსდაცვით ნორმებს.
10. საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
სახელმწიფო კატალოგს აწარმოებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო .
11. რეგისტრაციას არ ექვემდებარება პესტიციდი და აგროქიმიკატი , რომლებიც შემოტანილია
სამეცნიერო - კვლევითი მიზნებისათვის ან / და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმის
საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშროების შემთხვევაში .
12. სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ ინახება
სარეგისტრაციო ორგანოში .
მუხლი 13. ბიოლოგიურ პესტიციდებთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზირება
ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიას გასცემს საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტრო.
მუხლი 16. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება
კანონმდებლობისა და „FAO“-ს ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად;
საქართველოს
ბ) დაიცვას ტექნოლოგიური დისციპლინა და ტექნიკური უსაფრთხოების წესები;
გ) უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მოხმარებლისათვის მოსახერხებელი დაფასოება;
საცალო
ვაჭრობისათვის
და
დ) დაიცვას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეფუთვის, მარკირებისა და შენახვის
საერთაშორისო მოთხოვნები;
ე)
სისტემატურად
შეამოწმოს
სარეალიზაციოდ
აგროქიმიკატების სისუფთავე და ხარისხი;
გამიზნული
პესტიციდებისა
და
ვ) უზრუნველყოს ანალიტიკური სტანდარტების გამოშვება სოფლის მეურნეობის
პროდუქციაში, კვების პროდუქტებში, სამკურნალო ნედლეულში და გარემოში პესტიციდებისა
და აგროქიმიკატების რაოდენობის კონტროლისათვის;
ზ) შეწყვიტოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია და საკუთარი სახსრებით
მოახდინოს მათი უტილიზაცია, თუ შეუძლებელი ხდება აღნიშნული პესტიციდებისა და
აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენება, ტრანსპორტირება და შენახვა, მიუხედავად ყველა
რეკომენდაციისა და წესის შესრულებისა;
თ) (ამოღებულია) ;
ი) აწარმოოს პესტიციდები და აგროქიმიკატები რეალური საჭიროების მიხედვით.
2. აკრძალულია იმ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება, რომელთაც არა აქვთ
გავლილი სახელმწიფო რეგისტრაცია.
3. (ამოღებულია) .
4. თუ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვერ ასრულებს
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს , საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს და უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების
სხვა უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ , კანონმდებლობით დადგენილი წესით ,
შეაჩერონ , შეზღუდონ ან აკრძალონ პესტიციდების ან აგროქიმიკატების წარმოება .
მუხლი 23. პესტიციდების გაუვნებელყოფა და განთავსება
1. უვარგისი და აკრძალული პესტიციდებისა და მათი ჭურჭლის (ტარის ) გაუვნებელყოფა და
განთავსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
2. პესტიციდების დამამზადებელი უვარგისი ან აკრძალული პესტიციდებისა და მათი ტარის
განადგურების მეთოდებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს FAO-ს მითითებების შესაბამისად,
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან , თავიანთი სახსრებით
განახორციელონ გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდების ჩაბარება გაუვნებელყოფისა და
განთავსების მიზნით .
4. გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდებისა და მათი ტარის გაუვნებლებისა და განთავსების
კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.