„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ.13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“. 2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“. 3. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ლიცენზიას საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო. 4. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 58. მიწის მასის ზღვაში ჩაყრა და ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება საქართველოს საზღვაო სივრცეში მიწის მასის ზღვაში ჩაყრა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, ხოლო ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება საქართველოს საზღვაო სივრცეში შეიძლება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალურად განსაზღვრულ რაიონებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ცვლილებების ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტებში და ამოღება ხდება ამავე პუნქტის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტების, ცვლილება შედის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტში და 58-ე მუხლში, რომლებითაც ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი. ამასთან, კანონიდან ხდება „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს“ ამოღება, ვინაიდან აღნიშნული სამინისტრო აღარ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგის დადგომა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ მიმართება ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 7. საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლი 1. საქართველოს ახორციელებენ: საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლს ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო; ბ) (ამოღებულია); გ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო; დ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 2. ყველა გემი, რომელიც ახორციელებს ნაოსნობას საქართველოს საზღვაო სივრცეში, ვალდებულია დაიცვას გემების ცნობათა სისტემის მოთხოვნები. მუხლი 23. საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვა 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვას ახორციელებენ: ა) (ამოღებულია); ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; დ) (ამოღებულია); ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო. 2. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებენ: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური; ბ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო; გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; დ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; ე) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 3. დაუშვებელია სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვის ფუნქციების სხვა უწყებებისა და ორგანოებისათვის გადაცემა. 4. (ამოღებულია). მუხლი 35. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ზღვის ცოცხალი რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა 1. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აკრძალულია ცოცხალი რესურსების რეწვა, თუ საქართველოსა და გემის დროშის სახელმწიფოს შორის არ არსებობს ცოცხალი რესურსების რეწვის შესახებ ხელშეკრულება. 2. საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით ყოველწლიურად, ყველაზე უფრო სანდო მონაცემების მიხედვით, ადგენს ყველა სახეობის ცოცხალი რესურსის რეწვის დასაშვებ კვოტას. 3. თუ საქართველოს სარეწ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ აითვისონ ცოცხალი რესურსების რეწვის კვოტები, ან თუ არსებობს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის ცოცხალი რესურსების რეწვის შესახებ სპეციალური ხელშეკრულება, დასაშვებია ლიცენზიების გაცემით ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სხვა ქვეყნებისათვის ცოცხალი რესურსების რეწვის კვოტების გადაცემა. 4. ლიცენზიას საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 5. უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დართო ნება, საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აწარმოონ ცოცხალი რესურსების რეწვა, ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა. 6. თუ უცხო ქვეყნის სარეწ გემს არა აქვს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების რეწვის სპეციალური ნებართვა, ამ ზონაში ნაოსნობის დროს სარეწი იარაღები სამუშაო მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეს. მუხლი 58. მიწის მასის ზღვაში ჩაყრა და ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება საქართველოს საზღვაო სივრცეში საქართველოს საზღვაო სივრცეში მიწის მასის ზღვაში ჩაყრა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების თანხმობით, ხოლო ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება − საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალურად განსაზღვრულ რაიონებში.