„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №12 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) „სამინისტრო“ – საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების სამინისტრო;“.
2. მე-13 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა და
სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის სახელმწიფო მართვა;
ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა და
სასარგებლო
წიაღისეულისა)
სარგებლობის
სფეროში
სახელმწიფო
კონტროლის
განხორციელება;
3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი 4 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს გარემოს
მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებას.“.
4. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების
სახელმწიფო აღრიცხვას, ანგარიშგებასა და შეფასებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად თავისი
კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტრო
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 57. სახელმწიფო კონტროლი
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა და
სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირებისა) სარგებლობის სფეროში
სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების
ახორციელებენ
სამინისტრო,
სამინისტროს
სახელმწიფო
საქვეუწყებო
ფარგლებში
დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ −
დეპარტამენტი) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირები − ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.
2. დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და
გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის
ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო
კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ინსპექტირებას, რომელიც
მოიცავს რეგულირების ობიექტის:
ა) გეგმურ ან არაგეგმურ შემოწმებას;
ბ) დათვალიერებას.
3. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების საფუძველია საქართველოს
გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის ან
დეპარტამენტის უფროსის (ან დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის) მიერ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. ამ აქტის გასაჩივრება არ იწვევს რეგულირების ობიექტის შემოწმების
შეჩერებას. რეგულირების ობიექტის დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს.
4. სასაზღვრო ზოლში შემოწმების განხორციელების პერიოდები თანხმდება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს
სასაზღვრო პოლიციასთან.
5. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის
მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების
კონტროლისა) სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების
დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა და
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის
პირობების შესრულების კონტროლისა) შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი
რესურსებისა (გარდა ნავთობისა და გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების
ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) და
გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული
ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების
ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა)
გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს
დათვალიერება ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა და სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების
შესრულების კონტროლისა) მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის,
სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების
საფუძველზე; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის
შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების
კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის,
მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში
განთავსებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა და სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების
შესრულების კონტროლისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები,
ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული
ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც
მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის
უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;
ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
უფლებამოსილებები.
6. დეპარტამენტი ვალდებულია რეგულირების ობიექტის შემოწმების ან დათვალიერების
განხორციელებისას მხოლოდ იმ გონივრული ვადით და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში
შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო
საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რომლებიც საჭიროა მხოლოდ
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების
შესრულების კონტროლისა) სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად, და დადგენილი წესით მიიღოს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.
7. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა და
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის
პირობების შესრულების კონტროლისა) სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტის
საქმიანობა უკანონოდ ხორციელდება ან/და ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მეყსეული და
უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას
ან/და მტკიცებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს რეგულირების
ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი,
აგრეგატი, მოწყობილობა) და დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით
სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შუამდგომლობის
წარდგენისას დეპარტამენტმა უნდა დაასაბუთოს რეგულირების ობიექტის
საქმიანობის
შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა. თუ რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერება
შეუძლებელია ან ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რეგულირების ობიექტს, დეპარტამენტი
უფლებამოსილია ამ საფუძვლის გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში შესაბამისი
შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
8. დეპარტამენტის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა
და გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის
ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო
კონტროლის სხვა მოთხოვნები და წესები განისაზღვრება „საქართველოსგარემოს დაცვის,
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო
კონტროლის განხორციელების წესით“.
9. იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება,
რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით
(გარდა ნავთობისა და გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით
სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სარგებლობის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ეკისრება დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა საბიუჯეტო
ორგანიზაციისა).
10. დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივსაშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ცეცხლსასროლი იარაღის
სასაზღვრო ზონასა და ზოლში გამოყენებისას მან უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო
საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური
ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად,
ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ
ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „გარემოს
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-4 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტში, მე-13 მუხლის „ბ“ და „გ“ გვეპუნქტებში, მე-14 მუხლის პირველ
პუნქტში, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 57-ე მუხლში, რომლებითაც ხდება საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროების ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და
სოფლის განვითარების სამინისტროთი. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ ბუნებრივი
რესურსების - სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით ფუნქციები გადაეცა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მიზანშეწონილი გახდა
საგამონაკლისო წესში ნავთობსა და გაზთან ერთად მითითება გაკეთდეს ასევე სასარგებლო
წიაღისეულზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგის დადგომა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
სახის
სახის
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
ანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 4. ძირითადი ცნებების განმარტებანი
ამ კანონში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული
მითითება, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „გარემო“ _ ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული)
გარემოს ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და
არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ
და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს;
ბ) „ბუნებრივი გარემო“ _ გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს
ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ
ბუნებრივ ლანდშაფტებს;
გ) „ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო“ _ გარემოს შემადგენელი
ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და
შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ
ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენულ ლანდშაფტებს;
დ) „გარემოს დაცვა“ _ ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურსამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს
გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას;
დ1) გარემოს დაცვის სფერო − ატმოსფერული ჰაერის , წყლის , მიწის , წიაღისა და
ბიომრავალფეროვნების დაცვის , ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების ,
ნარჩენების რეგულირების , ქიმიური უსაფრთხოების , ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სფერო ;
დ2) გარემოსდაცვითი ინფორმაცია – წერილობითი, ვიზუალური, ელექტრონული,
ზეპირი ან ნებისმიერი მატერიალური ფორმით წარმოდგენილი ყველა სახის ინფორმაცია
შემდეგ საკითხებზე:
დ2.ა) გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა, როგორებიცაა ჰაერი,
ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა, ლანდშაფტი, ბუნებრივი ობიექტები, მათ შორის, ჭაობი,
სანაპირო ზოლი და საზღვაო ტერიტორია, ბიომრავალფეროვნება და მისი კომპონენტები,
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ჩათვლით, და ამ ელემენტების
ურთიერთქმედება;
დ2.ბ) ფაქტორები, როგორებიცაა ენერგია, ხმაური, რადიაცია, აგრეთვე ნარჩენები, მათ
შორის, რადიოაქტიური ნარჩენები, ქიმიური ნივთიერებები, ემისიები და სხვა სახის
დაბინძურება, რომლებიც გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“
ქვეპუნქტში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებზე;
დ2.გ) ღონისძიებები (ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩათვლით), როგორებიცაა
პოლიტიკა, კანონმდებლობა, გეგმები, პროგრამები, გარემოსდაცვითი შეთანხმებები, და
საქმიანობები, რომლებიც გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ და „დ
2.ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებსა და ფაქტორებზე, ასევე იმ
ღონისძიებებსა და საქმიანობებზე, რომლებიც განკუთვნილია ამ ელემენტების დასაცავად;
დ2.დ) ანგარიშები გარემოსდაცვითი კანონმდებლობის განხორციელების შესახებ;
დაშვებები,
დ2.ე) ხარჯთსარგებლიანობა და სხვა ეკონომიკური ანალიზები და
2
რომლებიც გამოიყენება ამ მუხლის „დ .გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიებებისა და
საქმიანობების ფარგლებში;
დ2.ვ) ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება, მათ შორის, კვებითი
ჯაჭვის დაბინძურება, ადამიანის ცხოვრების პირობები, კულტურული ობიექტების და მათთან
დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, იმდენად, რამდენადაც მათზე გავლენას
ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოს
შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა ან ამ მუხლის „დ2.ბ“ და „დ2.გ“ ქვეპუნქტებში
მითითებული ფაქტორები, ღონისძიებები და საქმიანობები ამ ელემენტების მეშვეობით;
ე) „ბუნებრივი რესურსები“ _ ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები;
ვ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა” _ ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობის რეგულირება, აღრიცხვა, ლიცენზირება, ზედამხედველობა და
კონტროლი;
ზ) „საქმიანობა“ – „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა;
თ) „საქმიანობის სუბიექტი“ _ საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან
იურიდიული პირი;
[ზ) საქმიანობა – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე
ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა;
თ) საქმიანობის სუბიექტი – საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ადმინისტრაციული
ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული
წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; (ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)]
თ1) რეგულირების ობიექტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა
ორგანიზაციული წარმონაქმნი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
სფეროში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი (მათ შორის, საქმიანობის სუბიექტი), სახელმწიფო
ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელზედაც ვრცელდება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს
კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული
გარემოსდაცვითი მოთხოვნები;
ი) „დაცული ტერიტორია“ _ ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა
და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით
განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის
დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული
ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის _ უნიკალური, იშვიათი და
დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი
წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო,
საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის
განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად;
კ) „მდგრადი განვითარება“ _ საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც
საზოგადოების
ეკონომიკური
განვითარებისა
და
გარემოს
დაცვის
ინტერესების
გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და
მომავალი თაობების უფლებას _ ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი
ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი;
ლ) „მდგრადი განვითარების პრინციპები“ _ პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და
განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and
Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს
დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის _ დღის
წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ
არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში;
მ) „გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა“ _ გარემოს
დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება დაბინძურების
აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომპონენტების _ მიწის, წყლისა და
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომპლექსურ) კონტროლს;
ნ) „საუკეთესო ტექნოლოგია“ _ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო,
გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო
ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან
გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი
ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა
ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული
გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს,
ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია საქმიანობის სუბიექტისათვის;
ო) „საუკეთესო ტექნიკა“ _ საუკეთესო ტექნოლოგია და მისი მართვის, ორგანიზაციის,
ზედამხედველობის, კონტროლის მეთოდები და განხორციელების საშუალებები;
პ) „ბიომრავალფეროვნება“ _ ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და
წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას
სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში;
ჟ) „სამეურნეო ობიექტი“ _ საქმიანობის ობიექტი;
რ) „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია“ _ ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულისაგან
რესურსთდამზოგველი და საუკეთესო ტექნოლოგიითა და ტექნიკით წარმოებული პროდუქცია;
ს) „უფრო სუფთა წარმოება“ _ საწარმოო პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება
ინტეგრირებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის უწყვეტი გამოყენება;
ტ ) სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტრო ;
უ) „გარემოს დაცვის სამენეჯმენტო სისტემა“ _ საქმიანობის ობიექტის მართვის
სისტემისა და ბიზნეს-სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს გარემოზე
ზემოქმედების საკითხებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ, ობიექტის
ფუნქციონირების ყველა ასპექტს (გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმის, გარემოსდაცვითი
პოლიტიკის, ორგანიზაციისა და კადრების, გარემოს დაცვის ნორმების რეესტრის ჩათვლით);
ფ) (ამოღებულია).
მუხლი 13. სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა)
სარგებლობის სახელმწიფო მართვა;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა)
სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
გ1) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო
მართვისა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის
ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში
არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების,
გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის
მომზადება;
ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება;
ზ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი;
თ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის
სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი;
ი) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი;
კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან
ამოღების რეგულირება;
ლ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
მ) გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების
ხელშეწყობა;
ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება;
ო) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება;
ო1) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების
ლიცენზიის გაცემა;
პ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა;
[პ) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
(ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)]
ჟ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;
[ჟ) (ამოღებულია - 01.06.2017, №891) ; (ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)]
რ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების,
მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის ნებართვის გაცემა;
რ 1) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და
ტრანზიტის ნებართვის გაცემა;
რ 2) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა;
რ3) ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტზე წინასწარ დასაბუთებული
თანხმობის გაცემა;
ს) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა მონიტორინგი;
ტ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების
ღონისძიებების ორგანიზება;
უ) ნარჩენების მართვის ორგანიზება;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
მუხლი 14. ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ
1. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრი 4 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს გარემოს მდგომარეობის
შესახებ ეროვნულ მოხსენებას.
2. სახელმწიფო ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული
არიან, მოთხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა უსასყიდლოდ მიაწოდონ სამინისტროს მათ
ხელთ არსებული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.
3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესს ადგენს
საქართველოს მთავრობა.
გზით
მისი
4.
სავალდებულოა
ეროვნული
მოხსენების
გამოქვეყნების
საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა.
5. ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ხარჯები
ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 26. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების აღრიცხვა,
ანგარიშგება და შეფასება
1. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების აღრიცხვა,
ანგარიშგება და შეფასება მოიცავს გარემოს მდგომარეობის და ბუნებრივი რესურსების
კადასტრების შედგენას, სტატისტიკას, ინვენტარიზაციას, პასპორტიზაციას, კარტოგრაფირებას.
2. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების სახელმწიფო
აღრიცხვას, ანგარიშგებასა და შეფასებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან
და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს და
კოორდინაციას უწევს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 57. სახელმწიფო კონტროლი
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა)
სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული
უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ −
დეპარტამენტი) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირები − ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.
2. დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ინსპექტირებას,
რომელიც მოიცავს რეგულირების ობიექტის:
ა) გეგმურ ან არაგეგმურ შემოწმებას;
ბ) დათვალიერებას.
3. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების საფუძველია საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ან დეპარტამენტის უფროსის (ან
დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამ აქტის
გასაჩივრება არ იწვევს რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერებას. რეგულირების ობიექტის
დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემას არ საჭიროებს.
4. სასაზღვრო ზოლში შემოწმების განხორციელების პერიოდები თანხმდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან −
საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან.
5. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან
კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის
დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და
საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის
მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება
ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის,
სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების
საფუძველზე; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის
შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების
კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის,
მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში
განთავსებული ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში
არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის,
რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში
დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;
ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
უფლებამოსილებები.
6.
დეპარტამენტი
ვალდებულია
რეგულირების
ობიექტის
შემოწმების
ან
დათვალიერების განხორციელებისას მხოლოდ იმ გონივრული ვადით და საქმიანობის მხოლოდ
იმ ნაწილში შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, მცურავი
სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რომლებიც
საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად, და დადგენილი
წესით მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.
7. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში
რეგულირების ობიექტის საქმიანობა უკანონოდ ხორციელდება ან/და ამ საქმიანობის შედეგად
შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის
სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან/და მტკიცებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია
დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში
დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა) და დაუყოვნებლივ მიმართოს
შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით. შუამდგომლობის წარდგენისას დეპარტამენტმა უნდა დაასაბუთოს რეგულირების
ობიექტის საქმიანობის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა. თუ რეგულირების ობიექტის
საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რეგულირების
ობიექტს, დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ საფუძვლის გამოვლენიდან 24 საათის
განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. დეპარტამენტის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
სფეროში სახელმწიფო კონტროლის სხვა მოთხოვნები და წესები განისაზღვრება „საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო
კონტროლის განხორციელების წესით“.
9. იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების
ანაზღაურება, რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დამრღვევ რეგულირების
ობიექტს (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა).
10. დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივსაშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ცეცხლსასროლი იარაღის
სასაზღვრო ზონასა და ზოლში გამოყენებისას მან უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო
საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.