„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული და მის ბალანსზე რიცხული ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემაზე;“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) დადგენილი წესით დამტკიცებული ისტორიულ - კულტურული და მხატვრული ფასეულობის ობიექტები, კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა ნაგებობები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც აღნიშნული ობიექტები განთავსებულია შესაბამისი პირობებისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე;“. 3. 291 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 291 . მერქნული რესურსის გაცემის წესი სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში და დაცულ ლანდშაფტსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება ამავე სააგენტოს მიერ ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას, შესაბამისად, გასცემს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად.“. 4. 36-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო, ქონების მმართველის თანხმობით, სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნითა და არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არაუმეტეს 49 წლის ვადით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში, 291 მუხლში და 36-ე მუხლის 11 პუნქტში, რის მიხედვითაც არსებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდება ჩანაცვლდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებით, ასევე, მოხდა ჩანაცვლება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელწოდებისა საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს სახელწოდებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებები. მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ მიმართება ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. (ამოღებულია). 3. (ამოღებულია). 4. (ამოღებულია). 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობანაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით; გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე; დ) „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე; დ 1) „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე; ე) „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე; ვ) დაცულ ტერიტორიებზე, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა, სახელმწიფო ტყის ფონდზე, გარდა ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა, ამ კანონის 29 1 მუხლისა და 36-ე მუხლის 11 პუნქტისა; ზ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამების ფარგლებში ფიზიკური პირებისათვის შესყიდულ საქონელზე, აგრეთვე ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მისაქცევი ან მიქცეული ქონებისა) დარიგება-გადაცემაზე; თ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით ქონების გაგზავნა-გადაცემაზე, აგრეთვე საჩუქრის ან ჯილდოს სახით ქონების გადაცემაზე; ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების (მათ შორის, ამ ქონების ჩამოწერის ან/და უტილიზაციის შედეგად მიღებული ქონების) უტილიზაციაზე, გასხვისებაზე და სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით; კ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული და მის ბალანსზე რიცხული ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემაზე; ლ) სისხლის კომპონენტების განკარგვაზე, რომელიც ხორციელდება სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად; მ ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსე ლების სახაზო ნაგებობების − მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების − განთავსების მიზნით განკარგვაზე . სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ა მ მიზნით განკარგვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგ რადი განვითარების მინისტრის ბრძანებით . 6. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო). 6 1. ქონების სააგენტო აგრეთვე ახორციელებს მისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის, დაინტერესებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას, რომლებიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ ან/და რომლებშიც სახელმწიფო ფლობს გარკვეულ წილს/აქციას. 7. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო. დაკავშირებულ სახელმწიფო 8. ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ − სასამართლოში. მუხლი 4. სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება 1. პრივატიზებას არ ექვემდებარება შემდეგი სახელმწიფო ქონება : ა ) წიაღი ; ბ ) წყლის რესურსები ; გ ) ტერიტორიული წყლები ; დ ) კონტინენტური შელფი ; ე) სახელმწიფო ტყის ფონდი, გარდა დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა; ვ ) საჰაერო სივრცე ; ზ ) სახელმწიფო ნაკრძალი ; თ ) ეროვნული პარკი ; ი ) ბუნების ძეგლი ; კ ) აღკვეთილი ; კ 1) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიები ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონები; ლ ) დადგენილი წესით დამტკიცებული ისტორიულ კულტურული და მხატვრული ფასეულობის ობიექტები , კულტურული დასახელოვნებო და ნიშნულების შენობა ნაგებობები , აგრეთვე მიწის ნაკვეთები , რომლებზედაც აღნიშნული ობიექტები განთავსებუ ლიაშესაბამისი პირობებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თან შეთანხმების გარეშე ; მ ) რელიგიური და საკულტო ნაგებობები ( მოქმედი და უმოქმედო ), მათი ნანგრევები , აგრე თვე მიწის ნაკვეთები , რომლებზედაცისინია განთავსებული ; ნ ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწ იფო არქივები ; ო ) განსაკუთრებული მნიშვნელობის კინო -, ფოტო და ფონოდოკუმენტების სახელმწიფო ფონდი ; პ ) საქართველოს სამინისტროების ( უწყებების ) და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების განსაკუთრებული მნიშვნელობისარქივები და ფონდები ; ჟ ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუზეუმო კოლექციები და ფონდები ; რ ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სახლ - მუზეუმები ; ს ) ელექტროენერგეტიკული სექტორის დისპეტჩერიზაციის განმახორციელებელი ქონება ; ტ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული ქონება , რომელშიც ფუნქციონირებს საჯარო სკოლები , საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნი ერო დაწესებულებები ; უ ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები , ჰიდროტექნიკური ნა გებობები , შუქურები , შუქნიშნები დააკვატორია ; ფ ) საავტომობილო გზები (ალტერნატიული მნიშვნელობის გზის არარსებობისას ); ქ ) საჰაერო მოძრაობის , მართვისა და კონტროლის საშუალებები ; ღ ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ - დასაფრენი ზოლები ; ყ ) სიხშირეთა სპექტრი ; შ ) საქართველოს პოზიცია გეოსტაციონარულ ორბიტაზე ; ჩ ) სახელმწიფო პანთეონები ; ც) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსებისათვის გადაცემული ქონება; ძ ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა : ძ . ა ) საძოვარი , გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრ ებისა , რომლებიც დადგენილი წესითშესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართ ველობის (მმართველობის ) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზემდებარე , ფიზიკური ან / და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან / და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა -ნაგებობებზე ; ძ . ბ ) პირუტყვის გადასარეკი ტრასები ; ძ . გ ) წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყელ ი (მკაცრი რეჟიმის ზონა ); ძ . დ ) ისტორიის , კულტურის , ბუნებისა და საკულტო რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწა ; ძ.ე) დაცული ტერიტორიების მიწა, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ძ . ვ ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდ იული პირების უზუფრუქტის ფორმითსარგებლობაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები ; ძ . ზ ) საქართველოს მდინარეების – ენგურის , რიონის , ყვირილის , მტკვრის , ხრამის , თერგის , ქსნის , არაგვის , სუფსის , ბახვი სწყლის , ხობის (ხობისწყლის ), ტეხურის , ცხენისწყლის , ძირულის , ნენსკრის , კინტრიშის , ჯეჯორის , ხანისწყლის , გუბაზეულის , ფარავნის , სტორის , ნაკრის , ხელედულის , ჯონოუ ლის , საკაურის , ჩაქვისწყლის , წაბლარასწყლის , სამყურისწყლის , მაგანის , პირიქითის ალა ზნის , ავანისხევის , დუმალის , ჩელთის , ჩვეშურის (ჩაშურის ), დურუჯის , ჩხოროწყუს , ივრ ის , ლებარდეს , წაჩხურის , ბჟოლისხევის , ჭანისწყლის , მერისის (აკავრეთის ), შავი წყლის , ურაველის , ხუმფრერის , ყვირილისწყლის , ჯუთისწყლის (ჯუთის ), სნოსწყლის , ხდის (ხდი სწყლის ), ამალის , ჩხერის , ქესიის , მნაისისწყლის , ჭოროხის და აჭარის - წყლის – მიმდებარე მიწის ნაკვეთები , რომლებზედაც გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის ა ხალი წყაროების მშენებლობა და რომელთა X და Y კოორდინატებიდამტკიცებულია საქართვ ელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ბ“ − „ძ.დ“ და „ძ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც ქონების მმართველის წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის პრივატიზება დაიშვება მხოლოდ სანიტარ ი ული დაცვითი პირობების გათვალისწინებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ .ბ “ და „ძ .დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფ ლო სამეურნეო დანიშნულების მიწებისპრივატიზება დაიშვება აგრეთვე უსახლკაროდ დარჩენი ლ საქართველოს იმ მოქალაქეებზე , რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენოკუპირებულ ტ ერიტორიებზე . 4. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული ქონების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოზე ან თვითმმართველ ერთეულზე. 5. (ამოღებულია). 6. განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ქონების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მ თავრობა . მუხლი 291 . მერქნული რესურსის გაცემის წესი სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში და დაცულ ლანდშაფტსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება ამავე სააგენტოს მიერ ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას, შესაბამისად, გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად. მუხლი 36. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი 1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. 1 1. ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო, ქონების მმართველის თანხმობით, სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნითა და არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არაუმეტეს 49 წლის ვადით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 12. სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლაპატრონობა. 1 3. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. 2. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. 21. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის უძრავ ნივთზე სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სერვიტუტის უფლების დადგენა ხორციელდება ქონების მმართველის გადაწყვეტილების საფუძველზე. 22. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება იდება შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში. 3. ქონების მმართველი დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც აკრძალულია ამ კანონით, უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე, გადასცემს მხოლოდ სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაშია წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი.