„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებისა და 24-ე მუხლის
54-ე პუნქტისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე
ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება,
აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხოლო „ნავთობისა და
გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის
მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ
ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ
კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით
გათვალისწინებულ საქმიანობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის
სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ
ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72 4 პუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობას, საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე და საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების
სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოზე, თუ ისინი ახორციელებენ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3
პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–10 1 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.“.
2. მე-91 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფები.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან მიმართებაში,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ეს კანონი, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან მიმართებაში,
ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
ცვლილებების
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ
შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კანონის პირველი მუხლის მე-2
პუნქტსა და 91 მუხლის მე-4 პუნქტებში, კერძოდ: პირველი მუხლის მე-2 პუნქტში
მითითებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტო შეიცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა
და სოფლის განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოთი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შეცვლება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოთი; ასევე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურზე.
91 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფები შეიცვლება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება, თუმცა მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ
გადასახდელის დადგენას.
ან
სხვა
სახის
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროქტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროქტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება
პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის
მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან
საზოგადოებრივ
ინტერესებს
ან
დაკავშირებულია
სახელმწიფო
რესურსებით
სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება
გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე
აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა
და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის,
მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.
2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 54-ე
პუნქტისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან
ქმედებაზე,
თუ
მას
ახორციელებს
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება,
ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროზე არ
ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ
კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ
ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე
პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ.
საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72 4 პუნქტით
გათვალისწინებულ საქმიანობას, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოზე, თუ ისინი ახორციელებენ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3
პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–10 1 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.
2 1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე და 24-ე პუნქტებით
გათვალისწინებულ
საქმიანობებზე,
თუ
მათ
ახორციელებს
ქალაქ
თბილისის
თვითმმართველი ერთეული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ
დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და
საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
22 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებისას
სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
23. ამ კანონის 24-ე მუხლის 171−175 და 27-ე−274 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვების
გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „სამხედრო და
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
24. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის საქმიანობაზე.
3. წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები
რეგულირდება „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 91. სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის
შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო
პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გამცემი ორგანო და მათი გაცემის
საფუძველი
1. სამხედრო პროდუქციის დამზადებას, წარმოებას, სამხედრო პროდუქციის შეკეთებას
(მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), სამხედრო პროდუქციით ვაჭრობას
ახორციელებს აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირი ან
ინდივიდუალური მეწარმე შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.
2. ამ კანონის მე-6 მუხლის 101–103 პუნქტებით განსაზღვრულ გენერალურ ლიცენზიებს
გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. ამ კანონის მე-6 მუხლის 101–103 პუნქტებით განსაზღვრული გენერალური ლიცენზიების
მისაღებად იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ ამავე კანონით
განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს:
ა) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
ბ) იმ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის,
პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, ნასამართლობის,
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე
არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობების წარმოდგენით), რომლებსაც
უშუალო შეხება აქვთ სამხედრო პროდუქციის დამზადებასთან, წარმოებასთან, შეკეთებასთან
(მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობასთან;
გ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა
განხორციელდეს სამხედრო პროდუქციის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა
და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა;
დ)
შესაბამის
შენობა-ნაგებობაში
დამადასტურებელი დოკუმენტი;
სახანძრო
უსაფრთხოების
ნორმების
დაცვის
ე) შესაბამისი შენობა-ნაგებობის ტექნიკური
უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
უსაფრთხოების
ნორმების
დაცვის
ვ) შესაბამისი შენობა-ნაგებობის სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი
დოკუმენტი;
ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი
კომისიის რეკომენდაცია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამისი
ტერიტორიული დანაყოფები.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს
მქონე
(დაცვისათვის
შესაბამისი
შენობა-ნაგებობის
დაცვის
უფლებამოსილების
პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური).