„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ
იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
1. „ზ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. „კ3“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. „ლ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ2)
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
(გარდა
კულტურული,
საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის
შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა,
აგრეთვე სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი) ხელმძღვანელი და მისი
მოადგილე;“.
4. „მ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი:
„ძ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
ცვლილებების
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ
შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ხდება კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ2“, „კ3“ და „მ1“
ქვეპუნქტების ამოღება. თანამდებობის პირთა ჩამონათვალიდან ხდება საქართველოს
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის და მისი მოადგილის ამოღება;
ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების
საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ამოღება. კანონის მე-2
მუხლის პირველი პუნქტს ემატება „ძ“ ქვეპუნქტი და ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში
„თანამდებობის
პირი“
ემატება
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
უშუალო
დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ
გადასახდელის დადგენას.
ან
სხვა
სახის
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროქტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
მიმართება
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროქტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 2
1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი
პირები:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი
ორგანოების წევრები;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები;
ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე;
ე1 ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე;
ე 2) აფხაზეთისა
მოადგილეები;
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
მინისტრები
და
მათი
ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;
ზ1) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში –
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე;
ზ2) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში –
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი (გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს
მდივანი ინიშნება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს
შემადგენლობიდან) და მისი მოადგილე;
თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი
მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე სამმართველოს უფროსი და მისი
მოადგილე;
თ1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის
ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები;
ი)
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
სტრუქტურული
ქვედანაყოფის
ი1) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილე;
კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
სტრუქტურული
ქვედანაყოფის
კ1 ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, დეპარტამენტების
უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები ;
კ2) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და
მისი მოადგილე;
კ3) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი
მოადგილე;
ლ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა
ხელმძღვანელები;
ლ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო,
სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო
სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა) ხელმძღვანელი და მისი
მოადგილე;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების,
ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი
მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;
მ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში შემავალი
მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები,
აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
ორგანოს ხელმძღვანელი;
ო) გენერალური
აუდიტორი ,
მისი
მოადგილე, სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების
ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული
ერთეულების ხელმძღვანელები;
პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი;
რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი;
ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და
კომისიის მდივანი;
უ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე;
ფ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების
თანამდებობის პირები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი, მისი
მოადგილე და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ქ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1973);
ღ) მოსამართლე;
ყ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავარი
პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან
გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.
თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;
შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი
დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი;
მითითების
საფუძველზე
არჩეული,
ჩ) (ამოღებულია - 27.10.2015, №4358);
ც) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე.
2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე
იგულისხმება:
ა) (ამოღებულია - 27.10.2015, №4358);
ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
(გარდა
კულტურული,
საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო საქმიანობისათვის შექმნილი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი;
გ) იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს
შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა (რომელთა
შვილობილი საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.