„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის
პირველი პუნქტის:
1. „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1) საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტროს
და
მის
სისტემაში
შემავალი
დაწესებულებების
მიერ
სახელმწიფო
კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;“.
2. „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის
სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;“.
3. „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო და
საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე
ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, აგრეთვე საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან
წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებასთან
დაკავშირებულ საქმიანობაზე;“.
4. „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სურსათის ეროვნული სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე;“.
5. „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოსა და მისი ტერიტორიული დანაყოფების მიერ სახელმწიფო
სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტისა და სამოქალაქო უსაფრთხოების
კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა,
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ამოქმედდეს
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს
მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო
მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური
გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების
მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ
ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „სამეწარმეო
საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტში,
კერძოდ „ე1“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტრო შეიცვლება - საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და
საქართველოს
სოფლის განვითარების სამინისტროთი; „ზ1“ ქვეპუნქტში მითითებული
ენერგეტიკის სამინისტრო შეიცვლება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროთი; „თ“ ქვეპუნქტში მითითებულ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი
ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ
ღონისძიებებს
ემატება აგრეთვე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წიაღის ეროვნული
სააგენტოს მიერ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის
პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე; „კ“
ქვეპუნქტში მითითებული
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო
შეიცვლება ჩანაწერით - საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი – სურსათის ეროვნული სააგენტოთი; „მ“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და მისი ტერიტორიული დანაყოფები შეიცვლება
ჩანაწერით - საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოსა და მისი ტერიტორიული დანაყოფებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 5
1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის
საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ
საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე;
დ) (ამოღებულია) ;
ე) (ამოღებულია) ;
ე1) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მის
სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთ
ან დაკავშირებულ საქმიანობაზე;
ე 2) ( ამოღებულია – 25.03.2013, №489);
ვ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ზ) (ამოღებულია);
ზ1 ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვ
ითარების სამინისტროსსისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკურ
ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსსაქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებ
ულ საქმიანობაზე;
თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო და
საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე
ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე;
ი ) მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების
შემოწმებაზე , თუ ისხორციელდება შერჩევითი კონტროლით , კალენდარული წლის განმავლობაშ
ი ერთხელ;
ი 1) სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
კ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
მ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამა
რთლის იურიდიული პირის–
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და მისი ტერიტორიული დანაყოფების მიერ სახელმწ
იფო სახანძროზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტისა და სამოქალაქო უსაფრთხოები
ს კატეგორიისთვის მიკუთვნებულიობიექტის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქ
ართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ნ) მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
დაწესებულებებში
ესთეტიკური
და
კოსმეტიკური
პროცედურების განხორციელებისას:
ნ.ა) ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში
ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და
კონტროლის სანიტარიული ნორმების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი
კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება;
ნ.ბ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პირობების
შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის
განმავლობაში ერთხელ ხორციელდება.
2. ყველა მაკონტროლებელ ორგანოს ეკრძალება, მოსთხოვოს მეწარმეს ისეთი ინფორმაციის
წარდგენა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. სახელმწიფო აუდიტის
სამსახური საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა შემოწმებისას
უფლებამოსილია შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი
დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა მათი კამერალური წესით შემოწმების მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ცალკეული იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი შეიძლება განხორციელდეს
მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებულ მოქმედებაზე. ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც სამეწარმეო
საქმიანობის კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი
ორგანოს თხოვნით, შემოწმების უფლებას მოიპოვებს მოსამართლის ბრძანებით. სასამართლოში
შემოწმების შესახებ შუამდგომლობით შედის მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მოსამართლეს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას
მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევების შესახებ. მოსამართლე საკითხს იხილავს
ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე.
განსახორციელებულ შემოწმებაზე არ მოქმედებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის
მოთხოვნები.