„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ.
„საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-4-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4 უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში
შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას
და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას
იღებს 2 კვირის ვადაში.
5. უცხო სახელმწიფოს ატომური გემის საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში
შემოსვლის ნებართვის მისაღებად გემის მფლობელი ქვეყანა გემის შემოსვლამდე
არაუგვიანეს 30 დღისა დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს
პრემიერ-მინისტრის წინაშე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 კვირის ვადაში
განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ
სახელმწიფოს თანხმობის ან უარის შესახებ ეცნობება გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 14
დღისა.“.
2. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომელთა
საქმიანობაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სასაზღვრო
რეჟიმის დაცვასთან, არიან:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
დ) საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტრო;
ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ცვლილებების
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ
შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-18 მუხლის მე-4-5 პუნქტებში, რის
მიხედვითაც უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში
შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობის განმხილველ
და დასკვნას გამცემ და ასევე უცხო სახელმწიფოს ატომური გემის საქართველოს პორტებსა
და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად გემის მფლობელი ქვეყანა გემის
შემოსვლამდე შუამდგომლობის განმხილველ და დასკვნის წარმდგენ უწყებად განისაზღვრა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და
კრიზისების მართვის საბჭოს რეკომენდაციისა. გარდა აღნიშნულისა, ცვლილება შედის
კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლითაც საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
სახელწოდებები ჩანაცვლდა საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და
სოფლის განვითარების სამინისტროთი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება, თუმცა მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ
გადასახდელის დადგენას.
ან
სხვა
სახის
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროქტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
მიმართება
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროქტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 18. საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს არასამხედრო,
სამხედრო და ატომური გემების შემოსვლის წესი
1. უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემის შემოსვლა საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში
ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, რის აღსაკვეთადაც
საქართველო მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრულ ზომებს.
2. უცხო სახელმწიფოს არასამხედრო და სამხედრო გემები საქართველოს პორტებსა და შიგა
წყლებში შეიძლება შემოვიდნენ, თუ პორტები ღიაა ასეთი გემების შემოსვლისათვის. ღია
პორტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სანაოსნო საშუალებათა შემოსვლის,
ყოფნის, სატვირთო და სამგზავრო ოპერაციების ჩატარების, ნაპირთან კავშირის, ეკიპაჟის
წევრთა ნაპირზე ჩამოსვლის და სხვა წესები დგინდება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და
დაცვის წესით“.
3. უცხო სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას
ასრულებს, საქართველოს პორტებსა და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის ნებართვის
მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წინაშე შემოსვლამდე
არა უგვიანეს 14 დღისა. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება,
ტიპი, ბორტზე მყოფ მგზავრთა სია და სხვა მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო თავის გადაწყვეტილებას
აცნობებს გემის მფლობელს (მის წარმომადგენელს) შემოსვლამდე არა უგვიანეს 7 დღისა. ეს
მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც ახორციელებენ სამაშველო ან ზღვის
დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოებს.
4. უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის
ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს
პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა
და კრიზისების მართვის საბჭო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას
წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კვირის
ვადაში.
5. უცხო სახელმწიფოს ატომური გემის საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის
ნებართვის მისაღებად გემის მფლობელი ქვეყანა გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა
დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის
წინაშე. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 1 კვირის ვადაში
განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ
სახელმწიფოს თანხმობის ან უარის შესახებ ეცნობება გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 14
დღისა.
მუხლი 33. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტები
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტები არიან:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომელთა საქმიანობაც
დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის
დაცვასთან, არიან:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ე) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
ვ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ ორგანოთა უფლებამოსილებები
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას განისაზღვრება „სახელმწიფო საზღვრის
რეჟიმისა და დაცვის წესით“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.