„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილბეა: 1. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა უსაფრთხოების და პრობაციის სამსახურის, სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები;“. 2. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს სამინისტროს, თავდაცვის საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და შინაგან პრობაციის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ იმ სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ამ სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების იმ მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;“. 3. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა უსაფრთხოების საქართველოს და სამსახურის შინაგან პრობაციის და საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე სამედიცინო საქართველოს დეპარტამენტის, სასჯელაღსრულებისა პენიტენციური და პრობაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ მოსამსახურეთა სიას ადგენენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები და გადასცემენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას: დ.ა) მორიგი საერთო, რიგგარეშე და შუალედური არჩევნებისას − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა; დ.ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა;“. 4. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;“. 5. 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;“. 6. 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.“. 7. 991 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;“. 8. 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;“. 9. 136-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რაც ითვალისწინებს რიგ სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კოდექსის: 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, 46-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 991 „ზ“ ქვეპუნქტში, 112-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტში, 136-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში ხორციელდება ერთგვაროვანი ცვლილება და ამოღებულ იქნა ტერმინი „საქართველოს დაზვერვის სამსახური“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებები. მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 24. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა 1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები. [ 1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები. ( ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ყველა სახის ოქმის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით გამოქვეყნების მომდევნო დღიდან ) ] 2. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 3. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 4. საუბნო საარჩევნო კომისიის 7 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები. [4. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები. ( ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ყველა სახის ოქმის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით გამოქვეყნების მომდევნო დღიდან ) ] 4 1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: ა) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 8 წლის განმავლობაში; ბ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 8 წლის განმავლობაში; გ) ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა); დ) საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი; ე) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები; ვ) სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები – საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, მერი და მათი მოადგილეები; [ ზ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და მათი მოადგილეები; ( ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ] თ) სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს შინაგან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, უსაფრთხოებისა სამსახურისა და და დაზვერვის საქართველოს სამსახურების, ფინანსთა საქმეთა, თავდაცვის და საქართველოს სახელმწიფო სახელმწიფო სამინისტროს დაცვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები; ი) მოსამართლეები და მათი თანაშემწეები; კ) პროკურატურის თანამშრომლები; ლ) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი; მ) დამკვირვებელი. 6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა). მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ დადგენილი მოთხოვნები. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად საჯარო მოსამსახურის დანიშვნის/არჩევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში დროებით შეიძლება შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 31. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი 1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით. 2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“); ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი; ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში); თ) სქესი. 3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 4. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის. 5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება: ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან ბათილად ცნობის გამო, ან რომელთაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროისთვის იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, თუ ეს პირები არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა რეგისტრაციას არ გაივლიან სააგენტოში; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ სააგენტოსთვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, აგრეთვე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ იმ სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ამ სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების იმ მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება; ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან; ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებებად ცნო და რომლებიც, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არიან მოთავსებული; ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და არჩევნების დღისათვის სასჯელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იქნებიან პენიტენციური დაწესებულებიდან. 6. ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს − საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები − იმავე ვადებში საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ცესკოს; ბ) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის − თვითმმართველი ერთეულის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ ცესკოს და სააგენტოს. 7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის ერთიანი სიის საჯარო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7 1. ამომრჩეველთა ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირს გადაეცემა მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი. 7 2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 85-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 85 2 და 85 4მუხლების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თვითმმართველი ქალაქის/ თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოს, მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია გადაეცეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე). ცესკოს მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემების შემცველი ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაცვისა და გაუმჟღავნებლობისათვის პასუხისმგებელია შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ორგანო. 8. საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა. მონაცემებში/ამომრჩეველთა ამ სიებში კომისიის განკარგულება ცვლილების შეტანაზე ამომრჩეველთა შესახებ უარის შესახებ თქმის დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს. 81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართვის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია. 9. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. 10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში. 11. საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, ხოლო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსია (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები). ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. 12. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს. 13. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-15-დან მე-12 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. 14. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში. მუხლი 32. ამომრჩეველთა სპეციალური სია + 1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ: ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ეს პირები სიაში შეჰყავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა; ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; გ 1) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არაუგვიანეს 4 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ მოსამსახურეთა სიას ადგენენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები და გადასცემენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას: დ.ა) მორიგი საერთო, რიგგარეშე და შუალედური არჩევნებისას − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა; დ.ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა; დ1) შუალედური არჩევნებისას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა რიგგარეშე არჩევნებისას − ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების ის მოსამსახურეები, რომლებიც ბოლო მორიგი არჩევნებისას შესაბამის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში იქნენ შეყვანილი; ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს ცესკოს. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან; ვ) (ამოღებულია - 22.06.2016, №5441). 1 1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების იმ სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი, რომლებიც მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, ამ მოსამსახურეთა სიის შედგენისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის, მათთვის არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები, აგრეთვე იმ განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი და შესაბამის პირთა კატეგორიები, რომლებიც კენჭისყრის დღეს სამუშაო ადგილს ამ პირობების გამო ვერ დატოვებენ. 12. (ამოღებულია - 26.07.2017, №1274). 2. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს მათ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. 4. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლები მონაწილეობენ: ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ისინი ადგილსამყოფელს იცვლიან ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისას – ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე; ბ) საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში, თუ ისინი ხმას აძლევენ სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე. 51. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს მაჟორიტარული ან/და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ მუხლის 52, 53 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით. 52. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი პროპორციული/მაჟორიტარული საარჩევნო საქართველოს სისტემით პარლამენტის ჩატარებულ არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში მონაწილეობის მიზნით ხმას აძლევს შესაბამისი სამხედრო დანაყოფის/ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე (უბნებზე). 53. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს: ა) საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში; ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე განთავსებულია არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ მცირე 6 თვით ან მეტი ვადით, ან თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე; გ) საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში, თუ კენჭისყრის დღეს იგი საზღვარგარეთ იმყოფება. 54. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეები, გარდა იმავე საქართველოს პარლამენტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროპორციული/მაჟორიტარული შემთხვევებისა, საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის) მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია: ა) შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ მცირე 6 თვით ან მეტი ვადით, მონაწილეობს საკრებულოს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და მერის/გამგებლის არჩევნებში; ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები ვადით, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. [6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია: ა) შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ მცირე 6 თვით ან მეტი ვადით, მონაწილეობს საკრებულოს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და მერის არჩევნებში; ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები ვადით, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის თვითმმართველობის მიხედვით. ორგანოების ( ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ] 7. (ამოღებულია - 22.06.2016, №5441). 7 1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გამონაკლისია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ფოტოსურათების გარეშე შეიტანება, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიძლება ფოტოსურათების გარეშე იქნეს შეტანილი. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ასევე მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამომრჩეველთა მიერ შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ. 8. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება „გადასატანი ყუთი“, ასევე მისი შეყვანის მიზეზი და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. მუხლი 39. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები + 1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა. 4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა: ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირისა; ბ) (ამოღებულია - 22.06.2016, №5438); გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა; ე) მოსამართლისა; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა; ზ) პროკურატურის თანამდებობის პირისა; თ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა; ი) საარჩევნო კომისიის წევრისა. 5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს: ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა; ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება; გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა; დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა; ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა. 6. საერთაშორისო რეგისტრირდება დამკვირვებელი ცესკოში. ორგანიზაცია ამასთანავე, ცესკო არჩევნებზე დაკვირვების უფლებამოსილია მიზნით ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას ცესკოში. მუხლი 45. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) 1 1. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით. 2. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა. 3. პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. 31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ იმავე პუნქტით დადგენილი წესების დარღვევა არის ამ კანონით გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარების წესების დარღვევა. 4. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: ა) საარჩევნო კომისიის წევრისა; ბ) მოსამართლისა; გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა; დ) გენერალური აუდიტორისა; ე) საქართველოს სახალხო დამცველისა; ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა. 5. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები; ბ) სასამართლოები; გ) სამხედრო ნაწილები. 6. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება. 7. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად. 8. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართად სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს. 9. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი (თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ცესკოს ვებგვერდზე. 10. საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მიმართვაზე თანხმობად. 11. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. მუხლი 46. სააგიტაციო მასალა + 1. სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვე-ვაში. 2. აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა. 3. აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი. 5. ამ მუხლის შესაბამისად სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების თაობაზე ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 6. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე რიგითი ნომრის აღნიშვნა საარჩევნო სუბიექტს ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიენიჭება აღნიშნული ნომერი. 7. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები წარედგინება იმ საარჩევნო კომისიას, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული სააგიტაციო მასალის გამოშვების თარიღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა. 7 1. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული. 8. შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა; წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მუხლი 991. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან + 1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ ცესკოსთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ შემდეგი თანამდებობის პირები: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები; დ) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; ე) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები; ვ) საკრებულოთა თავმჯდომარეები, გამგებლები, ქალაქების მერები; [ ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი; ( ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ] მორიგი ზ) სამინისტროების, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის არჩევნების შედეგების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; თ) მოსამართლეები; ი) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; კ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები; ლ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; მ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები; ნ) პროკურორები, მათი მოადგილეები და თანაშემწეები, გამომძიებლები; ო) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის გადადგომის/გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ წარედგინება ცესკოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა, იგი უქმდება. მუხლი 112. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან + 1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები (გარდა საქართველოს პრემიერმინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წევრებისა); დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს; ე) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; ვ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები; ზ) საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ქალაქის მერი; [ ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ] თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და მერი; ( ამოქმედდეს 2017 წლის მორიგი თავდაცვის არჩევნების შედეგების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; ი) მოსამართლეები; კ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; ლ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები; მ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; ნ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები; ო) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; პ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება. [მუხლი 136. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა + ( ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ] 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის, თვითმმართველი ქალაქის მერობის ან თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ: ა) საქართველოს პრეზიდენტს; ბ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს; გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს; ე) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეებს; ვ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს; ზ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეებს; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს; ი) მოსამართლეს; კ) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს; ლ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრებს (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები); მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს; ნ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრებს; ო) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს და მის მოადგილეებს; პ) პროკურორს, მის მოადგილეს, თანაშემწეს და გამომძიებელს. [1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ: ა) საქართველოს პრეზიდენტს; ბ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს; გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრს; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს; ე) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ვ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს; ზ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეს; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს; ი) მოსამართლეს; კ) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს; ლ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს (რომელიც არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი); მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს; ნ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრებს; ო) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს და მის მოადგილეს; პ) პროკურორს, მის მოადგილეს და თანაშემწეს, გამომძიებელს. ( ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ] 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარდგენამდე.