საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი პროექტების (N07-3/96; 19.10.2017) განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ

წერილი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.11.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#18949/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

წერილი
N 18949 27/11/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში წარმოდგენილია კანონპროექტები: ,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ორგანული კანონის პროექტი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/96/9 – 19.10.2017). კანონპროექტზე წამყვანია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. იმ გარემოების გამო, რომ წამყვან კომიტეტს დასკვნის წარმოსადგენად ესაჭიროება დამატებითი დრო, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კანონპროქტების განხილვის ვადის გაგრძელება 3 კვირით 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე