საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/80; 25.05.2017) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 2017 წლის 22 დეკემბრამდე გაგრძელების შესახებ

წერილი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.11.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#19349/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-30
ბიუროს ნომერი 110

📜 ტექსტი

წერილი
N 19349 29/11/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/80; 25.05.2017 წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სავალდებულო კომიტეტია - აგრარულ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის კომიტეტები იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წამყვან კომიტეტს დასკვნის მოსამზადებლად ესაჭიროება დამატებითი დრო, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კანონპროქტის განხილვის ვადის გაგრძელება 3 კვირით, 2017 წლის 22 დეკემბრამდე. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე