„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-04
ბიუროს ნომერი 112
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 4412 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა:
ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2903
დადგენილი წესით.“.
მუხლით
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და
422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431 −443 , 445 , 447 –4411, 45-464 , 48-ე, 49-ე, 501 , 51-ე–
554 , 56-ე, 57-ე–59-ე, 592 −მე-60, 603 −611 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711 , 721 –78-ე, 791 –81-ე, 821 , 822 ,
84-ე–86-ე, 871 −893 , 912 , 913 , 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001 , 1002 , 1031 , 104-ე და 1051 მუხლებით,
1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281 –1285 , 143-ე, 144-ე, 14410 , 145-ე, 1461 , 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე,
152 2 , 1523 , 153-ე, 1531 და 1533 –1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−1542 , 1551 –
156-ე, 1571 –1581 , 159-ე, 1591 , 1594 –15910 , 163-ე, 164-ე, 1644 , 1651 –1653 , 166-ე და 167-ე მუხლებით,
171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711 , 172-ე, 1724 –1726 , 173-ე, 1734 –1737 , 1739 , 17312 და 174
1 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 , 1752 , 1778 , 1779 , 17711 და 17712 მუხლებით,
17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ
შემთხვევაში), 178-ე, 179 1 –1793 , 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე,
183-ე, 187-ე, 1871 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963 , 1966 , 1971 და 1972 მუხლებით.“.
3. 2296 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2296. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს შესაბამისი ორგანოები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 4412 და
17313 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.
4. 239-ე მუხლის 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„38. ამ კოდექსის 442, 445, 447–4411 და 462–464 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“.
5. 242-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 4412 მუხლით, 981 მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის
მე-2–მე-4 ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე და 115-ე მუხლებით,
128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე, 130-ე მუხლებით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 1794
და 1796-1799
მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა
შემთხვევებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება
დაჯარიმება და ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმი არ შედგება.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის
დადებულ
ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი,
გარდა ამ კოდექსის 4412, 981, 1794 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა.“;
გ) 33 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შეინაარსის 34 ნაწილი:
„34.
ამ
კოდექსის
4412
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინიტროს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო
ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმი.“;
დ) შენიშვნის 31 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 ნაწილი:
32. ამ მუხლის 34 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი
შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი.“.
6. კოდექსს დაემატოს 2903 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2903. ამ კოდექსის 4412 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება
1. ამ კოდექსის 4412 მუხლის დარღვევისთვის პირს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი
ეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა,
საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და
საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე
დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე
ეგზავნება.
3. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის
მისამართზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის ფოსტით
ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე.
4. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში
შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საჯარიმო
ქვითრის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.rama.moh.gov.ge) გამოქვეყნებას.
საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
5. პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის
ვადაში.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში მითითებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის
შემთხვევაში, დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291ე მუხლისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესის
შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ
სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და აღსასრულებლად წარდგენის საფუძველზე.“.
მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა
და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐12 მუხლის თანახმად,
ყველა სახელმწიფო ორგანო და პირი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე
ახორციელებენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალურ
ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებულია კომპეტენტურ ორგანოს
წარუდგინოს ინფორმაცია „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული
პროდუქტის და ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული
სამკურნალო საშუალებების (პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის)
ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის
სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებით
დადგენილი წესის შესაბამისად. მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
აღსანიშნავია, რომ ბრძანების თავდაპირველი ვერსია, სხვა ვალდებულებებთან ერთად,
მოიცავდა ავტორიზებული აფთიაქის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდებას ქვეყნის
შიგნით განხორციელებული მხოლოდ საბითუმო რეალიზაციის შესახებ. აღნიშნულ
ბრძანებაში 2017 წლის 13 აპრილს
განხორციელებული ცვლილების
თანახმად,
ავტორიზებული აფთიაქებს გაუჩნდათ ახალი ვალდებულება, კერძოდ, მიმდინარე წლის 13
ივნისიდან ავტორიზებული აფთიაქი ვალდებული გახდება სააგენტოს ყოველკვარტალურად
მიაწოდოს ინფორმაცია, ასევე, საცალო რეალიზაციის შესახებ, რაც გამოიწვევს ინფორმაციის
მიწოდების სისტემაში ჩართული ავტორიზებული აფთიაქების რაოდენობის გაზრდას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
პროექტის
მიზანია,
განსახორციელებელი
საკანონმდებლო
ცვლილებით,
ადმინისტრირების უფრო მოქნილი მექანიზმების შემუშავებით, შესაძლებელი გახდეს
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც
ბრძანებით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილ ვადაში არ მიაწვდიან კომპეტენტურ
ორგანოს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, მოქმედი კანონის 4412 მუხლს ემატება შენიშვნა, რომლის
მიხედვით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის
სფეროში
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ფაქტის დაფიქსირებისას,
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
საჯარიმო
ქვითარი
გამოიწერება
და
სამართალდამრღვევს საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის მისამართის
მიხედვით.
პროექტის მიხედვით, 4412 მუხლით გათვალისწინებული „წამლისა და ფარმაცევტული
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული
პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობა,
აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა
აღარ განეკუთვნება რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას.
კოდექსის 2296 მუხლში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს
თავიანთი
კომპეტენციის
ფარგლებში
ექნება
4412 მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული
სახდელების დადების უფლება.
კოდექსის 239 მუხლის 38-ე ნაწილი განსახორციელებელი ცვლილება, აღარ
ითვალისწინებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ 4412 მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენას.
კოდექსის 242-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, 4412 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს უფლებამოსილი პირი
სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად იქნება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
ამასთან 242-ე მუხლის შენიშვნაში განისაზღვრა, რომ საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი
შევსებისა და წარდგენის წესს დაამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი.
კოდექსს ემატება 2903 მუხლი, რომლის თანახმად,
ამ კოდექსის 4412 მუხლის დარღვევისთვის პირს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი
ეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის
ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე
სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი
დაბრუნებიდან არაუადრეს 30‐ე დღისა და არაუგვიანეს მე‐60 დღისა აღნიშნულ
პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება.
საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის
მისამართზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას
განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე.
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში
შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საჯარიმო
ქვითრის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.rama.moh.gov.ge) გამოქვეყნებას.
საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30‐ე დღეს.
საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის
ვადაში. მითითებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაჯარიმების შესახებ
დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291‐ე მუხლისა და „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი
ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სააღსრულებო ფურცლის
გამოწერისა და აღსასრულებლად წარდგენის საფუძველზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
სახის
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 4412 . „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის
სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობა
საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური
ბრუნვის
სფეროში
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
ინფორმაციის
მიუწოდებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42 1 და 42 2 მუხლებით, 43-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, 43 1 −44 3 , 44 5 , 44 7 –46 4 , 48-ე, 49-ე, 50 1 , 51-ე–55 4 , 56-ე, 57-ე–59-ე, 59 2 −მე-60, 60
3 −61 1 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 71 1 , 72 1 –78-ე, 79 1 –81-ე, 82 1 , 82 2 , 84-ე–86-ე, 87 1 −89 3 , 91 2 , 91
3 , 94-ე, 95-ე, 99-ე, 100 1 , 100 2 , 103 1 , 104-ე და 105 1 მუხლებით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128
1 –128 5 , 143-ე, 144-ე, 144 10 , 145-ე, 146 1 , 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 152 2 , 152 3 , 153-ე, 153 1 და 153
3 –153 5 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−154 2 , 155 1 –156-ე, 157 1 –158 1 , 159-ე, 159
1 , 159 4 –159 10 , 163-ე, 164-ე, 164 4 , 165 1 –165 3 , 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3
ნაწილით, 171 1 , 172-ე, 172 4 –172 6 , 173-ე, 173 4 –173 7 , 173 9 , 173 12 და 174 1 მუხლებით, 174
15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175 1 , 175 2 , 177 8 , 177 9 , 177 11 და 177 12მუხლებით, 177 13 მუხლით
(მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179
1 –179 3 , 180-ე და 181-ე მუხლებით, 181 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 187 1 , 189-ე,
192-ე, 195-ე, 196 3 , 196 6 , 197 1 და 197 2 მუხლებით.
მუხლი 2296 . საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
შესაბამისი ორგანოები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის
ორგანოებს
თავიანთი
კომპეტენციის
ფარგლებში
აქვთ
ამ
კოდექსის
173
13
მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ
საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ
კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური;
2 1 . ამ კოდექსის 42 3 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო.
3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 95-ე, 1281 და 173
5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ტექნიკური
ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები.
4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51 2, 51 4−53 2, 54-ე, 54 1, 55 1, 55 4, 56-ე, 57-ე–59-ე, 59 3, მე-60, 60
3, 61 1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4–69 6, 71-ე, 71 1, 72 1−77-ე, 78-ე და 79 1–79 5 მუხლებით, 79 6 მუხლით
(ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 82 1–82 4, 84-ე−86-ე, 87 1–87
3 და 89-ე–89 3 მუხლებით, 91 3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103 1, 104-ე და 128 2–128 5 მუხლებით, 151ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 173 5 მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.
[4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51 2 , 51 4 −53 2 , 54-ე, 54 1 , 55 1 , 55 4 , 56-ე, 57-ე–59-ე, 59 3 , მე-60,
3
60 , 61 1 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4–69 6 , 71-ე, 71 1 , 72 1 −78-ე და 79 1 –79 5 მუხლებით, 79 6 მუხლით
(ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79 7, 79 8 , 82 1 –82 4 , 84-ე−86ე, 87 1 –87 3 და 89-ე–89 3 მუხლებით, 91 3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103 1 , 104-ე და 128 2 –128
5 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 173 5 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
დაწესებულებების
უფლებამოსილი
თანამშრომლები. ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )]
4 1. ამ კოდექსის 59 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები.
42 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).
43 . ამ კოდექსის 51-ე და 512 და 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
5. (ამოღებულია);
6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ უფლებამოსილი მუშაკები თავისი
კომპეტენციის ფარგლებში.
7. (ამოღებულია);
8. (ამოღებულია);
9. ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.
10.
ამ
კოდექსის
88ე
და
144
10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საამისოდ
უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ
უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ
დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
101 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 88ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები.
11.
ამ
კოდექსის
1071
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და სამდინარო
ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
12. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების
დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები;
13. ამ კოდექსის 45-ე, 58 3, 81-ე, 86 1, 107-ე, 107 5, 114 1, 114 2, 116-ე–116 3, 118-ე−123-ე, 125-ე და
127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 139 5, 150-ე და
153 3 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 174 1, 174 15, 174 16, 175 2, 176 1, 177 1,
180-ე–183-ე, 190-ე, 190 2, 191-ე და 199 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე,
166-ე და 197 2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.
131 . ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ
ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის თანამშრომელი.
132
.
ამ
კოდექსის
173
ე მუხლით გათვალისწინებულ ი ადმინისტრაციულ ი სამართალდარღვევ ის შესახებ
ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების პოლიციელი.
14. ამ კოდექსის 43 1, 43 2, 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3 და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6
ნაწილით, 119 1 მუხლით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146 1, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე და
153 4 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 159 1 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმებს
ადგენენ
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები.
15. (ამოღებულია).
16. ამ კოდექსის 153-ე, 1531 , 1541 , 1542 , 1551 , 158-ე, 1581 , 1594 , 163-ე, 1653 და 178-ე
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების
მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო
ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების უფლებამოსილი პირები.
161 .
ამ
კოდექსის
15910 მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯან მ რთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა ორგანოების
უფლებამოსილი პირები.
17. (ამოღებულია).
18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს
შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე;
19. ამ კოდექსის 66 4 და 91 2 მუხლებით, 91 3 მუხლის პირველი ნაწილით, 127 1 მუხლის მე-2
ნაწილით და 153-ე, 153 1, 153 5, 155 1–155 6, 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 4, 165-ე–165 3, 178-ე, 179 3, 194ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების
უფლებამოსილი პირები.
[19. ამ კოდექსის 66 4 და 91 2 მუხლებით, 91 3 მუხლის პირველი ნაწილით, 127 1 მუხლის მე-2
ნაწილით, 153-ე, 153 1 , 153 5 , 155 1 და 155 2 მუხლებით, 155 3 მუხლის პირველი–მე-10 და მე-13–
მე-20 ნაწილებით, 155 5 , 155 6 , 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 4 , 165-ე–165 3 , 171 5 , 178-ე, 179 3 , 194-ე და
195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი
პირები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
[19 1 . ამ კოდექსის 155 8 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი
ორგანოების უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან) ]
20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს
ადგენს სახალხო დამცველი;
5
21.
ამ
კოდექსის
173
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და
ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
2
22.
ამ
კოდექსის
179
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
23.
ამ
კოდექსის
1742
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია,
მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ უფლებამოსილი პირები ან/და
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
24.
1778,
1779
და
17710
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის
სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის
ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები;
241. ( ამოღებულია);
242. ( ამოღებულია);
243. (ამოღებულია);
25. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
26. (ამოღებულია – 01.07.2011, №5004);
27. ამ კოდექსის 55 5, 77 1, 77 2, 107 2 და 107 3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125
2 და 125 3 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135 1, 146 1, 150 1, 151
1, 152 2 და 152 3 მუხლებითა და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური
პირი ან იურიდიული პირი.
28. ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და ადმინისტრაციული
სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო
ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს.
29.
ამ
კოდექსის
91
2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგ
ენს საქართველოსფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ო
რგანოს დასკვნის საფუძველზე.
30. (ამოღებულია);
31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-651,
66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ
უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
32. (ამოღებულია);
1
33.
ამ
კოდექსის
157
–157
4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ად
გენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესა
ბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები ;
34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
35. ამ კოდექსის 141–142-ე, 1441–1449 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის
სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საამისოდ უფლებამოსილი
პირები;
[35. ამ კოდექსის 141-ე–142-ე, 144 1 და 144 3 –144 5 მუხლებით და 155 3 მუხლის მე-11–მე-12
ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და
გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების,
ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ, ამ
კოდექსის 56-ე, 57-ე და 57 2 მუხლებით, 91 3 მუხლის მე-2 ნაწილით და 96 2 და 173 5 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი
თანამდებობის პირი.
37. ამ კოდექსის 159 5–159 9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები.
38. ამ კოდექსის 44 2, 44 5, 44 7–44 12 და 46 2–46 4 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
[38. ამ კოდექსის 44 2 , 44 5 , 44 7 –44 12 , 46 2 –46 4 და 155 7 მუხლებით და 171 1 მუხლით (მხოლოდ
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ კუთვნილ
ტერიტორიებზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1
მაისიდან)]
39. ამ კოდექსის 105 2 მუხლითა და 164 5 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული
პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო;
391. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
40. (ამოღებულია);
41. ამ კოდექსის 582
მუხლითა და 86- ე მუხლის მე -9 და მე 10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა საქართველოს შ
ინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულს
ამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შე
საბამისი ორგანოები ( საქართველოსგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრ
ოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად ). ამ კოდექსის 86- ემუხლის პი
რველი
,
მე
-2,
მე
-5–
მე
-10
და
მე
-12–
მე
15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათასასაზღვრო ზო
ლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შ
ემთხვევაში ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები ( საქართველოსგარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად ).
42. ამ კოდექსის 461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
43. (ამოღებულია);
44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული
ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
45. ამ კოდექსის 1781–1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 1783 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ერთობლივად
ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები.
46. ამ კოდექსის 425–429 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი
სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები;
47. ამ კოდექსის 139 2 და 139 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების
უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო
ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს,
ხოლო 139 4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.
471 .
ამ
კოდექსის
109-ე
და
111-ე−1115 მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმებს
ადგენენსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემა
ვალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
−
სამოქალაქო
ავიაციის
სააგენტოს უფლებამოსილი პირები.
48. ამ კოდექსის 155 3 –155 6 , 1711–171 3 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
[48. ამ კოდექსის 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და
ფარმაცევტული დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური
დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო
ტრანსპორტისა)
მძღოლის,
რკინიგზის,
საზღვაო
და
საჰაერო
ტრანსპორტის
მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ
რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 171 3 და 191-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
49. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
50. ამ კოდექსის 96 1 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო
ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
51. ამ კოდექსის 44 4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,
სოფლის მეურნეობის სამინისტროების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი
სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
52. (ამოღებულია).
521 . ამ კოდექსის 1291
მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში ოქმებს
ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის
გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან მის
მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45ე,
166-ე,
1972
და
1973
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
შემთხვევაში
აღნიშნული
მუხლებით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
54. (ამოღებულია - 28.12.2011, №5662).
55. ამ კოდექსის 185-ე, 185 1 და 185 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
56.
ამ
კოდექსის
128
2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსები
ს დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
57. ამ კოდექსის 99-ე და 165 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების
სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
58. (ამოღებულია).
59. (ამოღებულია – 27.12.2011, №5653).
60. ამ კოდექსის 172 4, 172 5, 173 6, 173 7, 173 9 და 175 1 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოების და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი
პირები, ხოლო ამ კოდექსის 172 7 და 173 13 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების
საამისოდ უფლებამოსილი პირები.
60 1. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოების უფლებამოსილი პირები.
2.
60
ამ
კოდექსის
177-ე
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების
ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი.
61. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
62. ამ კოდექსის 149- ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევ
ათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგე
ტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესე
ბის შესაბამისად .
63.
ამ
კოდექსის
17312
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო .
64. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში
შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა
და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის
სასწავლო
ცენტრის
ტერიტორიაზე
მყოფი
სამინისტროს
სისტემის
მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს
ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი.
65.
ამ
კოდექსის
15911
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილი
პირები.
66. ამ კოდექსის 196 1, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების
უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ
უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.
67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის
რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო
მოსამსახურეს.
68.
ამ
კოდექსის
1726
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,
ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი
თანამდებობის პირები.
69.
ამ
კოდექსის
17712
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი პირები.
70.
ამ
კოდექსის
1537
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის
საამისოდ უფლებამოსილი პირი.
[71. ამ კოდექსის 171 1 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების შენობანაგებობაში
ჩადენილი
დარღვევებისათვის)
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები.
72. ამ კოდექსის 171 2 და 171 4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
[73. ამ კოდექსის 177 13 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს (გარდა ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა) ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს უფლებამოსილი პირი. ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს
ადგენს პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )]
მუხლი 242. შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას
ოქმი არ შედგება
1. ამ კოდექსის 98 1 მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2–მე-4
ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე
მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლით, 130-ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 179 4 და 179 6−179 9 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა
შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება
სამართალდამრღვევის დაჯარიმება და მისთვის ჯარიმის გადახდევინება, ხოლო
გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი არ დგება.
[1. ამ კოდექსის 98 1 მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებით, 112-ე, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლით, 130ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), 179 4 და 179 5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება და მისთვის
ჯარიმის
გადახდევინება,
ხოლო
გაფრთხილება
ფორმდება
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ
დგება. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
2. ამ კოდექსის 86 1, 107 5, 114 2, 116-ე–116 3 და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი
ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1, 190-ე
და 190 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას
ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 და 2 1 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა
ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო
ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმი.
3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის
დადებულ
ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი,
გარდა ამ კოდექსის 98 1, 179 4 და 179 6−179 9 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა.
3 1 . ამ კოდექსის 55 5 , 151 1 და 152 3 მუხლებითა და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში
სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
3 2. ამ კოდექსის 98 1, 179 4 და 179 6−179 9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის
ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო
ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმი.
[3 3 . ამ კოდექსის 177 13 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო
ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმი. ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )]
4. ამ კოდექსის 107 4 მუხლით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125
2 მუხლით და 125 3 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების ჩადენისას, ამ კოდექსის 209 3 მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების
მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. თუ სამართალდამრღვევი ან
ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი
(ოქმი) განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო ერთი
ეგზემპლარი ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
4 1 . ამ კოდექსის 209 3 მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა
ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო
ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმი. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ გახდის ამ კოდექსის 209 3 მუხლის 2 1 ნაწილით
გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის შეფარდებულ ადმინისტრაციულ სახდელს,
მაშინ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
5. ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე
არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზევე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი –
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ივსება ბურთულიანი
კალმით ან/და ელექტრონული ფორმით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი
შევსებისა და შინაგან საქმეთა ორგანოში წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი.
2. ამ მუხლის 3 1, მე-4, 4 1 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის
ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
3. ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა
და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
[3 1 . ამ მუხლის 3 3 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის გამოწერის
უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესს, საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი
შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრი. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )]
4. რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის
გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
ფორმას, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.