„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
01.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ე. ხოშტარია, ლ. ქებურია, ს. რატიანი, ს. კაპანაძე, ზ. ჭიაბერაშვილი
ნომერი
#07-3/107/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-11
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (სქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კანონის 99-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი: „უ1) საჯარო დაწესებულების, სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი (არაკომერციული) - უმაღლესი იურიდიული საგანმანათლებლო პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობიდან მიღებული მოგება;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებ ის შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია მაღალი საგადასახადო ტვირთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებით. დღეს უნივერსიტეტების ძირითად შემოსავალს (90-95%) სწავლების გადასახადი წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო ერთი ხელით აძლევს სტუდენტს გრანტს, ხოლო მეორე ხელით - უკანვე ართმევს უნივერსიტეტს იმ ფულს, რომელიც მან სტუდენტის განათლებას უნდა მოახმაროს. დღეს მოქმედებს განსხვავებული მიდგომა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან (სკოლებთან) მიმართებაში, რადგან მხოლოდ სკოლები არიან გათავისუფლებული მოგების გადასახადიდან, ხოლო უნივერსიტეტები - არა. ასევე, 2017 წლიდან, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, იურიდიული პირები რომლებიც არ გაიტანენ მოგებას, გათავისუფლებულები არიან მოგების გადასახადიდან. გამომდინარე აქედან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ასეთი მიდგომა უსამართლოა. გარდა ამისა, კერძო უმაღლეს სასწავლებლებთანაც არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, ვინაიდან, თუ დამფუძნებელმა თანხა არ გაიტანა, ისინი მოგებით არ იბეგრებიან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ამოქმედდეს განსაკუთრებული მექანიზმი, რაც მოგების გადასახადის საერთოდ გაუქმებას უნდა ითვალისწინებდეს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც არ არიან მოგების მიღებაზე ორიენტირებულნი, შეუმცირდეთ საგადასახადო ტვირთი, რის შედეგადაც უნივერსიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა დაზოგილი თანხა მოახმარონ სწავლებისა და სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევარებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნას და ა.შ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან. შესაბამისი ცვლილება შედის კანონის 99-ე მუხლის პირველ პუნქტში და ემატება „უ1 ქვეპუნქტი, რის შემდეგაც მოგების გადასახადისაგან გათავისუფლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის შემოსავლების საშემოსავლო სამსახურიდან ნაწილზე. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით1 უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 2014 წელს - შეადგენდა 3 808 324 ლარს, 2015 წელს - 1 619 964 ლარს, 2016 წელს - 5 671 980 ლარს, ხოლო 2017 წლის 10 თვის მონაცემებით - 2 163 075 ლარს. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე საშუალო წლიური გავლენა არ აღემატება 6 მილიონ ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას. პირიქით, 20-მდე სახელმწიფო უნივერსიტეტი განთავისუფლდება მოგების გადასახადისგან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. 1 წერილი #21-11/180769. 29.11.2017. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები - ელენე ხოშტარია, ლელა ქებურია, სერგო რატიანი და სერგი კაპანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები - ელენე ხოშტარია, ლელა ქებურია, სერგო რატიანი და სერგი კაპანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 99. გადასახადისაგან გათავისუფლება 1. მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება: ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგების გარდა; ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება; გ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოგება; დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება; ე) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება; ვ) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით; ზ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან, ფინანსური მომსახურებიდან ან/და საქართველოს არარეზიდენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება; თ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება; ფასიანი ქაღალდების ი) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება; კ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე; ლ) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება; მ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და ამ ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება ან მოგების განაწილება. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ნ) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით; ო) საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდებით ან/და ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული მოგება ან მოგების განაწილება, თუ საინვესტიციო ფონდი საერთაშორისო ფინანსური კომპანიაა; პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაცემული ქონების ან უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ღირებულება; ჟ) ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება); რ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით; ს) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მათ მიერ ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა) განაწილება; სისტემურ- ტ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა) განაწილება; უ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული მოგება; ფ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება; ქ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგების განაწილება; ღ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით); ყ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან მიღებული პროცენტებიდან მიღებული მოგების განაწილება. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის სასტუმრო მომსახურების (გარდა ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმრო მომსახურებისა) სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.