„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2017
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/153/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 92 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-11
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო საკანონმდებლო სამსახურის შესახებ“ საქართველოს (www.matsne.gov.ge), მაცნე 11.11.2015, კანონის (საქართველოს სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) 126 მუხლის: 1 1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისათვის 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. “; 2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა შრომის ანაზღაურების საკითხისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; 3. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2018 წლის 1 აპრილამდე საჯარო დაწესებულებას აქვს ამ კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგების კორექტირების უფლება. ბიურო, ამავე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგების მონიტორინგისა და საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ბიუროს რეკომენდაციისა და ამავე პუნქტის საფუძველზე მოახდინოს საშტატო ნუსხების კორექტირება. 4. მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა საჯარო სამსახურის სისტემა და განსაზღვრა საჯარო სექტორში დასაქმებული პირების არამხოლოდ სამართლებრივი სტატუსი, არამედ ასევე, ვალდებულება განხორციელებულიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიებად დაყოფის გათვალისწინებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ ახალი კანონის მიღება. გარდა ამისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 29 ივნისის საქართველოს კანონის საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც დადგინდა 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე გარდამავალი პერიოდი და განისაზღვრა გარდამავალ პერიოდში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების წესი. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება საჭიროებს სისტემის საფუძვლიან ანალიზს, რომელიც დღეის მდგომარეობით ხორციელდება კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით. აღნიშნული ანალიზის პროცესში გამოიკვეთა, რომ შემდგომი ხარვეზების თავიდან აცილებისათვის, კანონის პროექტის მოსამზადებელი სამუშაო მოითხოვს იმაზე მეტ დროს, ვიდრე თავდაპირველი დაგეგმვის ეტაპზე იყო გათვალისწინებული. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით 1261-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება 2018 წლის 31 დეკემბრამდე. ხოლო ვინაიდან „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და იგეგმება მისი მიღება და ამოქმედება 2018 წლის 1 იანვრიდან, წარმოდგენილ პროექტში დამატებით გათვალისწინებულია, რომ გარდამავალი პერიოდი შრომის ანაზღაურებისა და წახალისების მიზნებისთვის დასრულდეს 2017 წლის 31 დეკემბერს. აგრეთვე, გარდამავალ პერიოდში გათვალისწინებულია საჯარო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე, სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მონიტორინგის მექანიზმის შექმნის აუცილებლობა და ბიუროსათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, საჯარო სამსახურის სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს გახანგრძლივება 2018 კანონის პროექტით წლის დეკემბრამდე. 31 დადგენილი აგრეთვე, გარდამავალი პერიოდის გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებზე, სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მონიტორინგის მექანიზმის შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით დადგენილი გარდამავალი პერიოდი გაგრძელდება 2018 წლის 31 დეკემბრამდე და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებზე, სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იქმნება მონიტორინგის მექანიზმი. კერძოდ. ბიუროს ეძლევა ფუნქცია, რომ განახორციელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგების მონიტორინგი და საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები. საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნება, ბიუროს რეკომენდაციისა და აღნიშნული ნორმების საფუძველზე მოახდინოს საშტატო ნუსხების კორექტირება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება მუხლი 1261. გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი 1. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. 2. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. გარდამავალ პერიოდში ამ კანონის მოქმედება ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022-Iს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებზე, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია გათვალისწინებულ ამ საჯარო ვაკანტურ სამართლის იურიდიული თანამდებობაზე (გარდა ამ პირის საშტატო მუხლის მე-3 ნუსხით პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) გამოაცხადოს ღია კონკურსი ან განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის კარიერული განვითარება (უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა) ან ჰორიზონტალური გადაყვანა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის კარიერული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე კონკურსის წესით არის დანიშნული. ღია კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის კარიერული განვითარების წესი და პირობები დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 5. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულება (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) უფლებამოსილია პირველი, მეორე და მესამე რანგების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოაცხადოს ღია კონკურსი ამ კანონით დადგენილი წესით. 6. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილე კანდიდატი თავისუფლდება მოხელის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისგან. 7. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულებას აქვს ამ კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგების კორექტირების უფლება. 8. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულების მოხელის მიმართ არ გამოიყენება მოხელის შეფასებისა და წახალისებისათვის ამ კანონით დადგენილი ნორმები. 9. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, გარდამავალ პერიოდში: ა) საქართველოს მინისტრებმა და სახელმწიფო მინისტრებმა უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების დამტკიცებული საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების ცვლილება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით; ბ) შესაძლებელია საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა აჭარბებდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებიდან გამომდინარე; გ) 2017 წლის 1 სექტემბრამდე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე (შტატგარეშე მოსამსახურეებზე) არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები. საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა იმავე მუხლით დადგენილი წესით, არაუგვიანეს 2017 წლის 1 სექტემბრისა უზრუნველყონ შესაბამისი შეზღუდვებიდან გამონაკლისის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება.