საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია) 2017 წლის 13-17 ნოემბერს ქ. ბერლინში, ქ. მაგდებურგში და ქ. ბრემენში (გერმანია) ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-11
ბიუროს ნომერი 116
📜 ტექსტი
წერილი
N 19934
07/12/2017
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად, გიგზავნით ნატო-ს
საპარალამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2017 წლის 13-17 ნოემბერს ქ. ბერლინში, ქ. მაგდებურგში და ქ.
ბრემენში (გერმანია) ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: 7 ფურცელი.
პატივისცემით,
ირაკლი სესიაშვილი
თავმჯდომარე
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა
ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის შეხვედრები
ქ. ბერლინი, ქ. მაგდებურგი და ქ. ბრემენი
გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა
13-17 ნოემბერი, 2017
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაციის
ანგარიში
WWW.PARLIAMENT.GE
ანგარიში
მოამზადა
29 ნოემბერი, 2017
ნატო-ს
საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანმა
სპეციალისტმა საერთაშორისო ურთიერთობებში - დავით ღუჭაშვილმა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის შემადგენლობა
ძირითადი შემადგენლობა
ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული
ოცნება“;
არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
გიორგი კანდელაკი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“;
სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“.
სათადარიგო შემადგენლობა
ირაკლი ბერაია - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
ცოტნე ზურაბიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
სერგი
კაპანაძე
-
„მოძრაობა
თავისუფლებისათვის-ევროპული
საქართველო“;
ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები,
რომელშიც
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია იღებს მონაწილეობას *
„როუზ-როს“-ის სემინარი ქ. ბათუმი, საქართველო
23-25 აპრილი;
ასამბლეის საგაზაფხულო სესია ქ. ვარშავა, პოლონეთი
25-28 მაისი;
„როუზ-როს“-ის სემინარი ქ. სკოპიე, მაკედონია ან ქ. პრიშტინაში, კოსოვო
ივნისი;
„როუზ-როს“-ის სემინარი ქ. ანტალია, თურქეთი
ოქტომბერი;
ასამბლეის წლიური სესია ქ. ჰალიფაქსი, კანადა
16-19 ნოემბერი.
*ზემოთ აღნიშნული ღონისძიებათა სია შესაძლებელია გაიზარდოს ან შემცირდეს
წინასიტყვაობა
13-17 ნოემბერს ქ. ბერლინში, ქ. მაგდებურგში და ქ. ბრემენში გაიმართა ნატო-ს
საპარლამენტო ასამბლეის ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის
შეხვედრები.
შეხვედრების ფარგლებში, დეპუტატები თანამედროვე უსაფრთხოების სფეროში
არსებულ გამოწვევებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს გაეცნენ.
ასევე, შეხვედრები შედგა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს და გერმანიის
მოწინავე კვლევით ინსტიტუტების წამომადგენლებთან.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციას ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეაში
ხელმძღვანელობდა
ირაკლი
სესიაშვილი.
შემადგენლობაში, ასევე შედიოდა, ბატონი ირაკლი ბერაია.
დელეგაციის
ანგარიშის მოკლე შინაარსი
მიმდინარე წლის 13-17 ნოემბერს, ქ. ბერლინში, ქ. მაგდებურგში და ქ.
ბრემენში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტექნოლოგიისა და
უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის შეხვედრები;
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა:
ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი);
ირაკლი ბერაია;
დავით ღუჭაშვილი (დელეგაციის მდივანი).
ევროპული თანამგზავრი „გალელეო“;
„ეირ ბასის“ სამხედო მფრინავი ხომალდი A400M.
ანგარიში
1. 13-17 ნოემბერს ქ. ბერლინში, ქ. მაგდებურგში და ქ. ბრემენში გერმანიის
ფედერალურ რესპუბლიკაში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის
ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის შეხვედრები. ვიზიტის
ფარგლებში,
დეპუტატებმა
მონაწილეობა
მიიღეს
შეხვედრებში,
რომლებიც
თანამედროვე
ტექნოლოგიებში
მიღწევებს
გამოწვევებს
და
მუდმივმოქმედ
დელეგაციას
დისკუსიებში
და
არსებულ
ეხებოდა.
საქართველოს
პარლამენტის
ნატო-ს
საპარლამენტო
ასამბლეაში
ხელმძღვანელობდა ირაკლი სესიაშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში,
ასევე შედიოდა, ბატონი ირაკლი ბერაია.
2. შეხვედრებზე, დეპუტატები გერმანიის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების
კვლევით პროექტებს გაეცნენ, სადაც, ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე,
კოსმოსის კვლევებზე და საჰაერო ხომალდების დიზაინსა და მის შემდგომ
ექსპლუატაციაზე აწარმოებენ კვლევებს.
3. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრისას, მომხსენებელმა
აღნიშნა, რომ სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს კვლევით
ინსტიტუტებთან, რომლებიც ინფორმაციის მოპოვებაზე, ანალიზზე და მის
შენახვაზე მუშაობენ.
4. შეხვედრების დროს არაერთხელ აღინიშნა, რომ გერმანიის მთავრობა
აქტიურადაა
ჩართული
თანამედროვე
ტექნოლოგიების
შექმნის
და
კვლევების პროცესებში, ვინაიდან აღნიშნულ დარგში ლიდერის სტატუსის
შენარჩუნება სურთ. მაგალითად, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ
მიღწევად ითვლება, რომ დღეს გერმანიის მთლიანი ელექტრო მოხმარების
35%-ი სუფთა ენერგიაზე მოდის (მზის ენერგია, ქარის ენერგია და სხა).
5. აგრეთვე დეპუტატებს შესაძლებლობა ქონდათ ქ. ბრემენში „ეარ ბასის“
სამხედო მფრინავი ხომალდი A400M დაეთვალიერებინათ, რომელზეც
ევროკავშირის სამი ქვეყანა ერთობლივად მუშაობს. დეპუტატები, ასევე
გაეცნენ, ევროპულ თანამგზავრს „გალელეო“-ს. რომელიც ამერიკული
თანამგზავრული სისტემის GPS-ს ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. აღინიშნა,
რომ თუ ადრე „გალელეო“-ს თანამგზავრის შექმნისთვის თერთმეტი კვირა
იყო საჭირო, დღეს ეს დრო ექვს კვირამდე შემცირდა. ეს იმ ახალი
ტექნოლოგიების განვითარების სისწრაფის მაჩვანებელია, რომლებიც ჩვენს
ყოველდღიურ ცხვირებში უკვე გამოიყენება.
6. ასევე, აღინიშნა რომ ამ მომენტისათვის დამზადებულია 35 „გალელეო“-ს
ტიპის თანამგზავრი, ხოლო მეორე თაობის ევროპული თანამგზავრი უკვე
შემუშავების პროცესშია.
7. ზემოთ აღნიშნული თანამგზავრის ფუნქცია არამხოლოდ სამოქალაქო
დანიშნულებისაა, არამდე სამხედროსიც. კერძოდ, როგორც მომხსენებელმა
თქვა, „გალელეო“-ს 40 000 კმ-ის მანძილზე შეუძლია რაკეტის გაშვების
ფაქტის დაფიქსირება. ასევე, აღინიშნა, რომ მუშავდება კოსმოსური
თავდაცვითი მექანიზმების შექმნა, მაგრამ ამ მიმართულებით არასაკმარისი
ფინანსებია გამოყოფილი.
8. გერმანიაში ვიზიტისას ცალსახად გამოჩნდა, რომ ქვეყნა აგრძელებს თავისი
ძალებით ისეთი ტექნოლოგიების შექმნას, რომლებშიც მხოლოდ გერმანიაში
დამზადებული კომპონენტები ან ინოვაციები იქნება გამოყენებული.