საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, ბექა ოდიშარია) 2017 წლის 23-25 ნოემბერს ქ. რომში (იტალია) ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#19935/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-11
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

წერილი
N 19935 07/12/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად, გიგზავნით ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2017 წლის 23-25 ნოემბერს ქ. რომში (იტალია) ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 7 ფურცელი. პატივისცემით, ირაკლი სესიაშვილი თავმჯდომარე
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასამბლეის ხმელთაშუა და აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის ტრანსატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვე-კომიტეტის შეხვედრა ქ. რომი იტალიის რესპუბლიკა 23-25 ნოემბერი, 2017 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაციის ანგარიში WWW.PARLIAMENT.GE ანგარიში მოამზადა 1 დეკემბერი, 2017 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა საერთაშორისო ურთიერთობებში - დავით ღუჭაშვილმა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა ძირითადი შემადგენლობა  ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  გიორგი კანდელაკი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“;  სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“. სათადარიგო შემადგენლობა  ირაკლი ბერაია - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  ცოტნე ზურაბიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  სერგი კაპანაძე - „მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველო“;  ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნება“. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია იღებს მონაწილეობას *  „როუზ-როს“-ის სემინარი ქ. ბათუმი, საქართველო 23-25 აპრილი;  ასამბლეის საგაზაფხულო სესია ქ. ვარშავა, პოლონეთი 25-28 მაისი;  „როუზ-როს“-ის სემინარი ქ. სკოპიე, მაკედონია ან ქ. პრიშტინაში, კოსოვო ივნისი;  „როუზ-როს“-ის სემინარი ქ. ანტალია, თურქეთი ოქტომბერი;  ასამბლეის წლიური სესია ქ. ჰალიფაქსი, კანადა 16-19 ნოემბერი. *ზემოთ აღნიშნული ღონისძიებათა სია შესაძლებელია გაიზარდოს ან შემცირდეს წინასიტყვაობა მიმდინარე წლის 23-25 ნოემბერს, იტალიის დედაქალაქში რომში, გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის ტრანსატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვე-კომიტეტის შეხვედრა. აღნიშნულ ღონისძიებაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა ისეთი საკითხები როგორებიცაა: ტერორისტული საფრთხეების გავლენა ევროკავშირზე და აღმოსავლეთ ბალკანეთზე, რადიკალური ხედვების და ექსტრემიზმის აღმოფხვრა, შაჰერის მიგრაციის კრიზისი და სირიაში არსებული ვითარება, ახლო აღმოსავლეთზე ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპული ხედვები, ერაყში და სირიაში არსებული ვითარება. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ხელმძღვანელობდა ირაკლი სესიაშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე შედიოდნენ ირკალი ბერაია და ბექა ოდიშარია. ანგარიშის მოკლე შინაარსი  მიმდინარე წლის 23-25 ნოემბერს, ქ. რომში, გაიმართა ასამბლეის ხმელთაშუა და აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის ტრანსატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვე-კომიტეტის შეხვედრა;  საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა:  ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი);  ირაკლი ბერაია;  ბექა ოდიშარია  დავით ღუჭაშვილი (დელეგაციის მდივანი).  ტერორიზმი, ისლამი და აფრიკიდან წამოსული ლტოლვილთა ნაკადი. ანგარიში 1. 23-25 ნოემბერს, იტალიის საპარლამენტო ასამბლეის დედაქალაქში რომში, გაიმართა ნატო-ს ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის ტრანსატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვე-კომიტეტის შეხვედრა. ღონისძიების მთავარი თემა იყო არალეგალური მიგრაცია, ტერორიზმი და რადიკალური ისლამი. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო ასამბლეაში ხელმძღვანელობდა დელეგაციას ირაკლი ნატო-ს სესიაშვილი. დელეგაციაში შემადგენლობაში, ასევე, შედიოდნენ ირკალი ბერაია და ბექა ოდიშარია. 2. სამდღიანი შეხვედრის ფარგლებში, დეპუტატებს შესაძლებლობა ქონდათ მოესმინათ იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლა. იტალიის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში საერთაშორისო საკითხებთან არსებობს, დაკავშირებით აქედან დაკავშირებით შეთანხმებული/ერთიანი გამომდინარე იტალიის საერთაშორისო პარლამენტში პოზიცია არ პოლიტიკასთან ხანგძლივი დებატები მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, იმ პრობლემების კასკადი, რომლებსაც ევროკავშირი ცდილობს გაუმკლავდეს, თავისი შინაარსიდან არის ძალზედ კომპლექსური. შესაბამისად გამოსავალი, მხოლოდ სამხედრო/პოლიციურ ძალას არ უნდა გულისხმობდეს და პრობლემის გადაჭრის უნდა უფრო ფართო ხედვას უნდა მოიცავდეს. პრემიერმა მიგრაციის თემის საუბრისას აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას „ერასუმსის“ მსგავსი პროგრამა აფრიკის რეგიონთან, რომელიც ადამიანების კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. 3. ასევე, იტალიის იუსტიცის მინისტრმა ტერორიზმზე საფურისას განმარტა, რომ თანამდროვე ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენება ტერორისტული ჯგუფების მიერ. აქედან გამომდინარე ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ევროპის ერთიანი ძალისხმევა. ამასთან აუცილებელია ამ პროცესებში ცენტრალური აფრიკის ქვეყნების ჩართულობაც. 4. დისკუსიის ფარგლებში აღინიშნა, რომ იტალიის პენიტენციური დაწესებულებიდან შემოსული ინფორმაციის დამუშავების მიზნით ცალკე დეპარატამენტი შეიქმნა. შეგროვებული ინფორმაცია ეგზავნება რელევანტურ უწყებებს, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლაში არიან ჩართულები. 5. შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა, რომ აფრიკის კონტინენტიდან წამოსული მიგრანტების მხოლოდ 30% აღწევს ევროპას. უნდა ითქვას, რომ მიგრაციის თემის განხილვისას, აფრიკიდან წამოსულ მიგრანტებს ტერორიზმთან და ტერორისტებთან დაკავშირების გამო, დარბაზში რამდენიმე მწვავე პოზიცია დაფიქსირდა. 6. შეხვედრის ფარგლებში, დეპუტატებმა თანამედროვე ტერორიზმში ისლამური რელიგიის ფაქტორი განიხილეს. აღინიშნა, რომ საზოგადებაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური ტერორიზმის ხელშეწყობა, რომელიც მუსლიმ ახალგაზრდებში რადიკალური განწყობების წარმოქმნას უწყობს ხელს. 7. ქვე-კომიტეტის შეხვედრის ბოლო დღეს, დეპუტატებმა ნეაპოლში ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის ბაზა და ბაზაზე არსებული ნატო-ს სამხერთის სტრატეგიული ჰაბი მოინახულეს, რომელიც ინფორმაციას ღია წყაროებიდან აგროვებს და დამუშავების შემდეგ რელევანტურ უწყებებს უზიარებს.