საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (N07-2/130; 28.09.2017) - ერთი თვით; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (07-2/142; 06.11.2017) - ერთი თვით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-11
ბიუროს ნომერი 116
📜 ტექსტი
წერილი
N 20032
08/12/2017
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად, საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ შემდეგ კანონების
პროექტებზე:
1.
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“; „სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „არბიტრაჟის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საინვესტიციო
საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
(N07-2/130; 28.09.2017).
2. "დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (072/142; 06.11.2017).
საკითხების აქტუალურობიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 152-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით „საჯარო
და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე და მისგან
გამომდინარე პროექტებსა და "დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე და მისგან გამომდინარე
კანონპროექტებზე დადგენილი განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვით.
რომან კაკულია
თავმჯდომარე