საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დადებითი დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციების (თ. ჭავჭანიძე, ს. ჯიბუტი, თ. აქუბარდია, ს. ბეროშვილი) მიერ წარმოდგენილ „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტსა და თანმდევ პროექტებთან დაკავშირებულ (N21841, 14.11.2017) საკანონმდებლო წინადადებაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-14
ბიუროს ნომერი 117
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 20203
11/12/2017
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით კომიტეტის 2017 წლის 11 დეკემბრის სხდომის დასკვნას საქართველოს
პარლამენტში შემოსული არასამთავრობო ორგანიზაციების (თ. ჭავჭანიძე, ს. ჯიბუტი, თ.
აქუბარდია, ს. ბეროშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
,,ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონის პროექტზე და
თანმდევ კანონპროექტებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N21841; 14.11.2017)
დასკვნა
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტში შემოსული არასამთავრობო
ორგანიზაციების (თ. ჭავჭანიძე, ს. ჯიბუტი, თ. აქუბარდია, ს. ბეროშვილი) მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,ადამიანის კომპანიონ ცხოველთა
კეთილდღეობის შესახებ“ კანონის პროექტზე და თანმდევ კანონპროექტებში ცვლილების
შეტანის თაობაზე“. საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის რეგლამენტის 150-ე
მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა ცნო მისაღებად. კომიტეტმა
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პრინციპების დონეზე მოიწონა, ამასთან
მიაჩნია, რომ საკითხის უკეთ დამუშავებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის
მოსამზადებლად საჭიროა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და განისაზღვროს მისი
შემადგენლობა.
პატივისცემით,
ზაზა ხუციშვილი
თავმჯდომარის პირველი მოადგილე