საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ზ. ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „პიონერი საწარმოების შესახებ“ (№16738; 10.08.2017) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#20194/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-14
ბიუროს ნომერი 117

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 20194 11/12/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს მოქალაქე ზ. ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პიონერი საწარმოების შესახებ“ (N16738; 10.08.2017) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზ. ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პიონერი საწარმოების შესახებ“, რომლის მიხედვით საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც 2017 წლის ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყებენ ისეთი პროდუქტის წარმოებას, რომელიც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში დაცული ინფორმაციის თანახმად არ ყოფილა ნაწარმოები საქართველოში 2010 წლის 1 იანვრიდან და ამასთან, იგი აწარმოებს 100 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციას, რომელიც დასაწყობებულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საწყობში, დაიბეგრონ კონცესიური, 9 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით და არ დაიბეგრონ მოგების გადასახადით. კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული რეგულაციით წესდება ინდივიდუალური სამართლებრივი რეჟიმი ხასიათის იწვევს საგადასახადო კონკურენციის შეღავათი შეზღუდვას. და არსებული აგრეთვე, პროექტი წინააღმდეგობაში მოდის: საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილთან, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება ცალკეული პირისთვის; “კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის “ბ“ პუნქტთან, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური აგენტისთვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათების დაწესება, რომლებიც კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით მიანიჭებს უპირატესობას ან შეზღუდავს კონკურენციას დაუშვებელია. გარდა ამისა, „კონცესიურ საშემოსავლო გადასახადს„ არ იცნობს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა და არც საკანონმდებლო წინადადებაშია მისი არსი განმარტებული. ასევე, შემოთავაზებული ჩანაწერი „100 000 აშშ დოლარი“ ეწინააღმდეგება ლარიზაციის პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ეროვნულ ბანკთან ერთად. ამასთანავე ფინანსთა სამინისტროს დასკვნის თანახმად საშემოსავლო გადასახადის კონცესიური, 9%-ანი გადასახადის შემოღებით შესაძლოა მოხდეს საგადასახადო შეღავათის ერთი საწარმოსათვის მინიჭებით მისთვის მონოპოლიური უპირატესობის მინიჭება. უნდა აღინიშნოს, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მეწარმეობის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება და მხარდაჭერა, მაგრამ წარმოდგენილი სახით ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა კომიტეტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის მიერ ცნობილ იქნა უარყოფილად. რომან კაკულია თავმჯდომარე