„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე
ნომერი
#07-3/110/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-18
ბიუროს ნომერი 119

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება: 1. 205-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის განხორციელების წარმოადგენს საპარლამენტო გაძლიერება. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზანი რეგლამენტის პროექტის მიღების მიზანს ზედამხედველობის გაძლიერება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სამთავრობო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტისათვის პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდენის ვალდებულების სიხშირის ზრდა. ა. გ ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი რეგლამენტის პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული, პრემიერ-მინისტრის გამოცხადების წესში ცვლილების შეტანა. კერძოდ, ინიციატივის თანახმად, „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. ბ ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) რეგლამენტის პროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ფინანსური ვალდებულების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება: რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: რეგლამენტის პროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო , არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ,ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არის ე ) რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძე ვ ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც ცვლილება შედის მუხლი 205 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ერთხელ, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. 2. პარლამენტს უფლება აქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის რიგგარეშე წარდგენა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტისათვის ამ ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის შემადგენლობის ერთი მეოთხედისა, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს. 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში.