„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი შიოლაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი მეშველიანი, რომან მუჩიაშვილი, გოჩა ენუქიძე
ნომერი
#07-3/111/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-18
ბიუროს ნომერი 119

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 156-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი: „23. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დაშვებული ზღვრული რაოდენობის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ამ კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ რიგ მუნიციპალიტეტებში ადგილმდებარეობიდან, სპეციფიკიდან და დასახლებული პუნქტების რაოდენობიდან გამომდინარე აუცილებელია მუნიციპალიტეტის მერის მიერ დანიშნული წარმომადგენლების საქმიანობა, რათა უფრო ეფექტური გახდეს მმართველობის ადგილობრივ დონეზე განხორციელება. დადგენილი შეზღუდვების მიხედვით დღეს მოქმედი ხსენებული კანონმდებლობით კუთხით შეუძლებელია თვითმმართველობის ფუნქციონირების ეფექტიანად განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ იმ შეზღუდვის აღმოფხვრას, რაც ხელს უშლის თვითმმართველობის ორგანოს ეფექტიანი ფუნქციონირების განხორციელებას, რაც გამოიხატება მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმომადგენლების დანიშვნის რაოდენობის შეზღუდვაში. ა.გ. კანონპროექტის ძირითადი არსი: კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა „მუნიციპალიტეტის შრომითი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტს. იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტი 5 ერთეულზე ნაკლებია, შესაძლებელია შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის 5 ერთეულამდე გაზრდა“. ცვლილების შეტანის გზით ხსენებული მუხლის რაოდენობრივი შეზღუდვის მოქმედება არ გავრცელდება 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერის მიერ დანიშნულ წარმომადგენლებზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი ზეგავლენას მოახდენს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: 2 კანონპროექტი ზეგავლენას მოახდენს ადგილობრივი თვითმმართველი ნაერთი ბიუჯეტის ერთეულების გადასახდელებზე, ბიუჯეტების ასიგნებების გადანაწილების გავლენით საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს ბ.ვ.) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას და არც არსებულ ოდენობებში ცვლილებების შეტანას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ.) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ.) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია სხვა პირს ან ორგანოს. დ.ბ.) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი შეფასება არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი შიოლაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, კობა ლურსმანაშვილი, გოგი მეშველიანი, რომან მუჩიაშვილი და გოჩა ენუქიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი შიოლაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, კობა ლურსმანაშვილი, გოგი მეშველიანი, რომან მუჩიაშვილი და გოჩა ენუქიძე. 3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ იმ მუხლის მოქმედი რედაქცია რომელშიც შედის ცვლილება: მუხლი 156. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ხარჯების ანაზღაურების დროებითი წესები 1. გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეულისა. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000-ზე ნაკლებია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000-ზე მეტია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. 2. მუნიციპალიტეტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტს. იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტი 5 ერთეულზე ნაკლებია, შესაძლებელია შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის 5 ერთეულამდე გაზრდა. 21. 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დაშვებულ ზღვრულ რაოდენობას შეიძლება აღემატებოდეს მხოლოდ 2017 წლის 1 ივლისამდე საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პირთა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში. 22. ამ მუხლის 21 პუნქტის გათვალისწინებით, 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამავე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაშვებული ზღვრული რაოდენობების ჯამს. 4 3. გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს. 4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება თვითმმართველ ქალაქ თბილისზე, აგრეთვე ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებზე. 5. ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება თბილისის საკრებულოს წევრზე. 5