„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
14.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ირიე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი
ნომერი
#07-3/112/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-18
ბიუროს ნომერი 119

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76): 30-ე მუხლის 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 71. პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე − ყველა პარტიულ სიაში), რომლის შედეგების საფუძველზედაც მიიღო დაფინანსება, კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 30%-ით. 1. 2. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. ის პარტიები, რომლებიც 2017 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით იღებენ ამ კანონის 30-ე მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრულ დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, შეუნარჩუნდებათ ამ დანამატის მიღების უფლება შესაბამისი არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსების ახალი ოდენობების განსაზღვრის დღის ჩათვლით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/79/9 – 28.06.2017). აღნიშნული ორგანული კანონის პროექტის I მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს, კომიტეტმა მიიჩნია, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ინიციატივას თან უნდა დაერთოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი (ამოღებულ უნდა იქნეს ორგანული კანონის 30-ე მუხლის 7 პუნქტი) 1 და მოხდეს ამ კანონპროექტის დამატებით ინიცირება. კომიტეტმა მიიჩნია, რომ ვინაიდან I მოსმენით განხილული ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებით ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას ექნება ვალდებულება პროპორციულ სიებში სქესთა 50%-იანი ბალანსის დაცვის, შესაბამისად, გენდერული ნიშნით წამახალისებელი დაფინანსების ნორმა (30-ე მუხლის მე-71 პუნქტი) სამართლებრივ აზრს კარგავს და ამოღებულ უნდა იქნეს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, საქართველოს ორგანული კანონის პროექტით „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ გათვალისწინებული ცვლილებებისა და საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ დებულებების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში და ხდება 30-ე მუხლის 71 პუნქტის ამოღება, რომლის თანახმად: „პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე − ყველა პარტიულ სიაში), რომლის შედეგების საფუძველზედაც მიიღო დაფინანსება, კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 30%-ით.“. ამასთან, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლს დაემატება მე-13 პუნქტი, რომლის თანახმად: „ის პარტიები, რომლებიც 2017 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით იღებენ ამ კანონის 30-ე მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრულ დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, შეუნარჩუნდებათ ამ დანამატის მიღების უფლება შესაბამისი არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსების ახალი ოდენობების განსაზღვრის დღის ჩათვლით.“. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) რეგლამენტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რამდენადაც კანონპროექტი ითვალისწინებს საბაზო დაფინანსებაზე გენდერულ ასპექტთან დაკავშირებული დანამატის (საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით) გაუქმებას, შემდგომი საპარლამენტო/ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსების ახალი ოდენობის განსაზღვრის შემდეგი პერიოდიდან კანონპროექტი ზეგავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემცირების მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით, გენდერულ ასპექტებთან დაკავშირებულ დანამატს იღებს 15 პოლიტიკური პარტია/საარჩევნო სუბიექტი, მ.შ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, 9 პოლიტიკური პარტია/საარჩევნო სუბიექტი, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით კი - 6 პოლიტიკური პარტია/საარჩევნო სუბიექტი. შესაბამისი მიმართულებით პარტიებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი წლიური თანხა ჯამურად შეადგენს 885,000 ლარს, ხოლო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301-ე მუხლის მე-4 მუხლის შესაბამისად, პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასარიცხი თანხა აღნიშნული კომპონენტის შესაბამისად შეადგენს 442,500 ლარს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: შემდგომი საპარლამენტო/ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსების ახალი ოდენობის განსაზღვრის შემდეგი პერიოდიდან კანონპროექტი ზეგავლენას მოახდენს შესაბამისი პოლიტიკური პარტია/საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებაზე. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით საქართველო გაიზიარებს ევროსაბჭოსა და ეუთოს რეკომენდაციებს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ინიცირებული კანონპროექტი შესაბამისობაშია მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან. ორმხრივ და საქართველოს მრავალმხრივ ორმხრივ და დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task force). დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, დიმიტრი ცქიტიშვილი და ირინე ფრუიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, დიმიტრი ცქიტიშვილი და ირინე ფრუიძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ იმ მუხლ(ებ)ის მოქმედი (სრული) რედაქცია, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 30 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილი თანხა პარტიებს გადაეცემათ ამ მუხლით დადგენილი წესით. პარტიის დაფინანსების უფლება წარმოიშობა საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის მომდევნო დღიდან, აგრეთვე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების საერთო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმის გამოქვეყნების მომდევნო დღიდან. პარტიის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ამ კანონის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის, პარტიის მიერ საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესახებ ინფორმაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების საერთო არჩევნების შედეგების საფუძველზე. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპარლამენტო ფრაქციის შექმნის/გაუქმების შესახებ ინფორმაცია ასეთი ფაქტის დადგომის შემდეგ, დაუყოვნებლივ წერილობით მიეწოდება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით). 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა შედგება საბაზო ნაწილის, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისი კომპონენტისაგან. 4. პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსება გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით: Z=B+(M*600*12)+(L*100*12)+(V*1,5)+(W*1)+(H), სადაც Z არის პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობა; B – საბაზო დაფინანსების ოდენობა; M – პროპორციული სისტემით არჩეული 30 და 30-მდე პარლამენტის წევრთა რაოდენობა; L – პროპორციული სისტემით არჩეული 30 წევრის ზემოთ პარლამენტის წევრთა რაოდენობა; V – 200 000 ამომრჩევლამდე მიღებული ხმების ოდენობა; W – 200 000 ამომრჩევლის ზემოთ მიღებული ხმების ოდენობა; H – პარტია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომლის წევრიც არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, თუ იგი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას. ამ ფორმულის მიზნებისთვის H=300 000 ლარს. 5. საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში არის 300 000 ლარი. 6. თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას ან საარჩევნო ბლოკს ბოლო საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მიღებული აქვს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 6% ან მეტი, მისი საბაზო დაფინანსების ოდენობა გაორმაგდება. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის M და L ნულის ტოლია, თუ პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილება შეწყდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. M და L ასევე იცვლება შესაბამისი ოდენობით (მცირდება ან იზრდება), თუ პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ 3 თვის ვადაში დატოვეს პარტია ან შეუერთდნენ პარტიას, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების მქონე პარტია, რომელსაც ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დატოვებს ან/და შეუერთდება პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. პარტიის მიერ ამ პუნქტის საფუძველზე მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ცვლილება აისახება და ძალაში შევა მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრული, 3-თვიანი ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. 71. პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე − ყველა პარტიულ სიაში), რომლის შედეგების საფუძველზედაც მიიღო დაფინანსება, კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 30%-ით. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის, უკანასკნელი საპარლამენტო ან უკანასკნელი ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნების შედეგები გამოყენებული იქნება პარტიის შეხედულებისამებრ, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით. 9. თუ ამ მუხლის მიზნებისათვის გამოიყენება საარჩევნო ბლოკის მიერ შესაბამის არჩევნებში ნაჩვენები შედეგები, მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა შესაბამის საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა რაოდენობაზე. 10. საბაზო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს შორის. 11. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ყოველწლიურად, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით აცნობებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის მიერ მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 12. საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნების წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ თანხის გამოყენება შეიძლება რეკლამის განსათავსებლად მხოლოდ შესაბამისი საერთო არჩევნების დანიშვნის შემდეგ არჩევნების დღემდე, ხოლო განმეორებითი კენჭისყრის, არჩევნების მეორე ტურის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევებში − შესაბამისი კენჭისყრის დღემდე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამ პუნქტის შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები. მუხლი 39 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პარტიები ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 1998 წლის 1 მარტამდე. 2. ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში პარტიაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე‐12 მუხლით, აგრეთვე 22‐ე მუხლის მე‐2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. 3. (ამოღებულია). 4. (ამოღებულია). 5. (ამოღებულია). 6. (ამოღებულია). 7. ამ კანონის 30‐ე მუხლის მე‐10 პუნქტით დადგენილი წესი 2011 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება იმ პარტიაზე, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს 2007 წლის 1 ოქტომბრამდე ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. 8. (ამოღებულია). 9. ამ კანონის 30‐ე მუხლის მე‐6 პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგებზე. 10. 2009 წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების შესახებ პარტიებმა წინასწარი წერილობითი თანხმობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ არა უგვიანეს 2009 წლის 31 იანვრისა. 11. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე 7 საარჩევნო სუბიექტს, რომლებიც არ არიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ერთჯერადად მიეცეს საბაზო დაფინანსების ოდენობის ნახევარი. ასეთი საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ პუნქტის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში. თუ პარტიამ დადგენილ ვადაში არ წარადგინა შესაბამისი მოთხოვნა, იგი კარგავს ასეთი დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მას წერილობით აცნობებს. 12. ამ მუხლის მე‐11 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი თანხა შესაბამის სუბიექტებს მიეცეთ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.