„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-18
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 332-ე მუხლის მე‐4 ნაწილი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"4. 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323‐ე–3232,
325‐ე–329‐ე
მუხლებით
გათვალისწინებულ
დანაშაულთა
გამოძიების
დროს
დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე‐2 ნაწილებით დადგენილი წესით.".
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
სისხლის სამართლის პროცესში მოწმის/დაზარალებულის ჩვენება უმნიშვნელოვანეს
მტკიცებულებას
წარმოადგენს.
სწორედ
მოწმის/დაზარალებულის
მიერ
მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს საგამოძიებო ორგანო საქმის
ფაქტობრივ
გარემოებებს.
ზოგიერთ
სისხლის
სამართლის
საქმეზე
კი
მოწმის/დაზარალებულის თანამშრომლობისა და ინფორმაციის მიწოდების გარეშე
პრაქტიკულად
შეუძლებელია
ობიექტური
სურათის
შექმნა,
ცალკეული
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება, დანაშაულის ჩამდენი პირის
იდენტიფიცირება და გამოძიების სწორად წარმართვა. მოწმის/დაზარალებულის
თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპლექსურ და ისეთ სისხლის
სამართლის საქმეებზე, სადაც ჩადენილი დანაშაული სცილდება ერთი ქვეყნის
ფარგლებს და საერთაშორისო ხასიათს იძენს. შესაბამისად, ამგვარ შემთხვევებში,
მართლმსაჯულების
მოწმეთა
სრულფასოვნად
დაკითხვის
იმგვარი
წესის
განხორციელების
არსებობას,
ინტერესი
რომელიც,
მოითხოვს
ერთი
მხრივ,
უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვას და მეორე მხრივ,
მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება სამართალდამცავი ორგანოების ხელში დაადგინონ
ჭეშმარიტება.
2016 წლის 20 თებერვლიდან საქართველოში ამოქმედდა მოწმეთა დაკითხვის ახალი
წესი, რომლის თანახმად, მოწმეს/დაზარალებულს გამოძიების ეტაპზე ინფორმაციის
მიწოდების ვალდებულება არ ეკისრება (განსხვავებით დაკითხვის ძველი წესისგან).
მიუხედავად იმისა, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესი შესაბამისობაშია ადამიანის
უფლებათა
დაცვის
ევროპულ
კონვენციასთან,
მხარეთა
თანასწორობისა
და
სამოქალაქო
თვითშეგნებისა
და
შეჯიბრებითობის
პრინციპთან,
დაბალი
სამართალდამცავ
სისტემასთან
მოქალაქეთა
თანამშრომლობის
კულტურის
ნაკლებობის გამო, აღნიშნული წესი სრულად არ ამოქმედებულა. დადგინდა
ორწლიანი გარდამავალი პერიოდი და ცალკეულ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე
(მათ შორის ტერორიზმის) დანაშაულებთან მიმართებით ახალი წესის ამოქმედება
დაუკავშირდა 2017 და 2018 წლების დადგომას.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ხორციელდება ტერორისტულ დანაშაულებთან
მიმართებით საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოწმეთა დაკითხვის წესის მოქმედების
შენარჩუნება 2019 წლის 1 იანვრამდე შემდეგ გარემოებათა გამო.
ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხის მასშტაბები და სიმძიმე სახელმწიფოს
მხრიდან მოითხოვს იმგვარი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას, რომელიც
მაქსიმალურად უზრუნველყოფს ეფექტიან სისხლისსამართლებრივ დევნას და
სრულფასოვანი გამოძიების წარმოების შესაძლებლობას, რაც პირდაპირ კავშირშია
სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან.
თანამედროვე მსოფლიოს უკანასკნელ ტენდენციას წარმოადგენს ტერორიზმთან
მიმართებით
განსაკუთრებული
გულისხმობს
ადამიანის
სამართლებრივი
ძირითად
უფლებებში
რეჟიმების
უფრო
დადგენა,
ინტენსიური
რაც
ჩარევის
დაშვებას, ვიდრე ეს სხვა დანაშაულებთან მიმართებით არის დადგენილი. ამაზე
მიუთითებს საფრანგეთის 2017 წლის 30 ოქტომბრის კანონი „შიდა უსაფრთხოებისა
და ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ“.
2016 წელს ამოქმედებული მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის მიხედვით გამოკითხვა
არის ნებაყოფლობითი ხასიათის საგამოძიებო მოქმედება და მოქალაქის მხრიდან
თანამშრომლობის
სურვილზეა
ინფორმაცია,
პირი
რომ
დამოკიდებული.
ფლობს
საქმის
თუ
არსებობს
გარემოებათა
ფაქტი
დასადგენად
ან/და
საჭირო
ინფორმაციას და პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს, ბრალდების მხარეს შეუძლია
შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს პირის მოწმედ დაკითხვის
შესახებ. მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მიცემა სავალდებულო ხასიათს
ატარებს. თუმცა, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოწმე უნდა
დაიკითხოს გონივრულ ვადაში, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვიდან
არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა დაკითხვის ინიციატორ მხარესთან შეთანხმებით
შეიძლება გაგრძელდეს, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ
ცხადდება სასამართლოში.
ტერორისტულ დანაშაულთან მიმართებით დაკითხვის მოქნილი პროცედურების
არსებობა და ოპერატიულობა
მნიშვნელოვანი
წინაპირობაა
დანაშაულებრივი
ჯგუფების მხრიდან მოწმეებზე ზეგავლენის, დაშინების და სისხლისსამართლებრივი
დევნის ხელშეშლის თავიდან ასაცილებლად. მითუმეტეს, როცა ამგვარ შემთხვევებში
მოწმეთა დაკითხვის დანიშნულება სცდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეზე
ჭეშმარიტების დადგენას და საერთაშორისო ხასიათს იძენს. ამ შემთხვევაში ასევე
წარმოიშობა მაღალი საჯარო ინტერესი ტერორისტული საქმიანობის შეწყვეტის და
მომავალში
მოსალოდნელი
შესაბამისად,
საფრთხე,
საფრთხეების
რომელიც
დროულად
ტერორიზმიდან
აღკვეთის
კუთხით.
გამომდინარე
შესაძლოა
დაემუქროს სახელმწიფოს და საზოგადოებას, იმდენად მძიმეა, რომ გამართლებული
და ლეგიტიმურია სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მიდგომების დაწესება.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების პრაქტიკაში ასევე
არსებობს
ნორმები,
რომელიც
მნიშვნელოვანი
გარემოებების
არსებობისას
სამართალდამცავ უწყებებს აძლევს მოწმეებთან მიმართებით ოპერატიული და
იძულებითი მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას. კერძოდ, საფრანგეთში
მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციას ან ჟანდარმერიას უფლება აქვს
ნებისმიერ პირს, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, აუკრძალოს
ტერიტორიის დატოვება, დააკავოს და დაკითხოს იგი ადგილზე. აღნიშნული ვადა არ
უნდა აღემატებოდეს 4 საათს. ასევე, მოწმე შეიძლება დაბარებულ იქნეს მოგვიანებით.
მოწმის გამოცხადება კომისარიატსა თუ ჟანდარმერიაში სავალდებულოა. მოწმის
გამოუცხადებლობის
შემთხვევაში,
მოხდება
მისი
იძულებით
მიყვანა.
ამ
შემთხვევაშიც მოწმის დაკითხვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ტერორიზმთან მიმართებით საქართველოს
1998
წლის
20
თებერვლის
გათვალისწინებული
იანვრამდე,
მოწმეთა
აღნიშნულის
სისხლის
სამართლის
დაკითხვის
წესის
შედეგად
კი
საპროცესო
შენარჩუნება
ტერორიზმთან
2019
კოდექსით
წლის
დაკავშირებით
1
უფრო
ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების განხორციელების
ხელშეწყობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის
სამართლის
კოდექსის 323‐ე–3232,
325‐ე–329‐ე მუხლებით
გათვალისწინებულ
დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა იწარმოებს საქართველოს 1998 წლის 20
თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზა-
ცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობისას აღნიშნული კონსულტაციები არ გამართულა.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 332. გამოძიებისას დაკითხვის დროებითი წესი
1. 2016 წლის 20 თებერვლამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998
წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე
მუხლის მე-6 ნაწილისა) დადგენილი წესით.
2.
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
პირის
დაკითხვისას გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მათ შორის, იმ
საქმეზე, რომელზედაც სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე
დაიწყო.
3. 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე, 324-ე,
324 1, 329 1–330 2, 331-ე და 331 1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა
გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით
დადგენილი წესით.
4. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე,
115-ე, 117-ე, 1261, 178-ე, 179-ე, 276-ე, 323-ე–3232, 325-ე–329-ე და 3782 მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
5. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების ჩადენაშიც ედება, გამოძიების
დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი
წესით.