საქართველოს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 103 ✗ 17
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-18
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
საქართველოს მთავრობის წარდგინება
t.d.Fi-3Cq-L
)st3"J6-3"["t66"
b.: j,:t6o69qxnb Jrt6q,r0g66tr
bqrr'rbol-t Soltqgb.:qr $r6En6oqr66or lr.ljt6or33q,cr[ 0orr36r'rbolr
br6Jbq,cbUE o ts30.>qr66q,r'rbob b.:0ot36obrn 36<n66,:Erb ,,or.r3oUggqrgb.:,
b$6sgo 6r63oorr63b,:, 3gonq,qqXobr".
gt.>6s6ot,.. .. 58 yp61;q.tp.
6rxn66o 33o6o3rB3oqo
<_-/
t---
N3r86
18.12.2017
თავისუფლება, სწრაფი განვითარება,
კეთილდღეობა
სამთავრობო პროგრამა
2018 – 2020
დეკემბერი, 2017
სარჩევი
წინასიტყვაობა ............................................................................................................................................... 4
მთავრობის 4–პუნქტიანი გეგმა .................................................................................................................. 5
1.
დემოკრატიული განვითარება....................................................................................................... 7
1.1
ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა.................................... 7
1.2
ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმები..................................................................... 10
1.3
საჯარო მმართველობის რეფორმა, პოლიტიკის სისტემა და სამოქალაქო საზოგადოება .................................. 13
2.
ეკონომიკური განვითარება ............................................................................................................ 16
2.1
მაკროეკონომიკური სტაბილურობა ............................................................................................................................. 16
2.2
დასაქმება ........................................................................................................................................................................... 17
2.3
ბიზნესგარემო ................................................................................................................................................................... 18
2.4
ეკონომიკური რეფორმები.............................................................................................................................................. 19
2.4.1
2.4.2
2.4.3
2.4.4
კაპიტალის ბაზრის რეფორმა .................................................................................................................................... 20
საპენსიო რეფორმა ...................................................................................................................................................... 20
მიწის რეფორმა ............................................................................................................................................................ 21
საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება და სახელმწიფო ინვესტიციების მართვა.. ........... 21
2.5
სივრცითი მოწყობა .......................................................................................................................................................... 22
2.6
მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა........................................................................................................... 22
2.7
საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები .............................................................................................................................. 23
2.8
ინფრასტრუქტურული განვითარება ........................................................................................................................... 24
2.9
დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა ...................................................................................................................... 25
2.9.1
2.9.2
2.9.3
2.9.4
2.9.5
ენერგეტიკა ................................................................................................................................................................... 26
გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება ........................................................................ 27
ტრანსპორტი ................................................................................................................................................................ 30
ტურიზმი ...................................................................................................................................................................... 31
კავშირგაბმულობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები ....................................................................................... 32
2.10
რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკა ............................................................................................................... 33
2.11
ბუნებრივი რესურსების მართვა ............................................................................................................................... 34
3.
სოციალური განვითარება ............................................................................................................ 36
3.1
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ...................................................................................... 36
3.1.1
3.1.2
ჯანმრთელობის დაცვა ............................................................................................................................................... 36
სოციალური დაცვა ...................................................................................................................................................... 37
3.2
განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა............................................................................................................... 39
3.2.1
3.2.2
3.2.3
3.2.4
3.2.5
ადრეული და სკოლამდელი განათლება ................................................................................................................ 39
ზოგადი განათლება .................................................................................................................................................... 40
პროფესიული განათლება .......................................................................................................................................... 41
უმაღლესი განათლება ................................................................................................................................................ 42
მეცნიერება .................................................................................................................................................................... 43
2
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
3.2.6
ახალგაზრდობის პოლიტიკა ..................................................................................................................................... 44
3.3
კულტურა და სპორტი .................................................................................................................................................... 45
3.3.1
3.3.2
კულტურა ..................................................................................................................................................................... 45
სპორტი .......................................................................................................................................................................... 47
4.
საგარეო ურთიერთობები, უსაფრთხოება და თავდაცვა ......................................................... 48
4.1
საგარეო ურთიერთობები ............................................................................................................................................... 48
4.1.1
უსაფრთხოება და სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაციია და ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზით .......................................... 49
4.1.2
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ....................................................................... 50
4.1.3
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ............................................................................................... 52
4.1.4
მსოფლიო მასშტაბით საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაცია ................................................ 52
4.1.5
ქართულ დიასპორასთან კავშირების გამყარება და საქართველოს განვითარების პროცესში მათი
ჩართულობის ხელშეწყობა ........................................................................................................................................................ 53
4.2
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება........................................................................................................... 56
3
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
წინასიტყვაობა
2012 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ დაიწყო ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც
ეფუძნება დემოკრატიის უმთავრეს პრინციპებს: სამართლიანობას, თავისუფლებას, თანასწორობას,
კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებათა პატივისცემას, სადაც ხელშეუხებელია საკუთრება,
თავისუფალია ბიზნესი, ხელისუფლების გავლენისგან გათავისუფლებულია სასამართლო და მედია,
პოლიცია არ ემსახურება ერთ პოლიტიკურ ძალას, სადაც ყველას აქვს განათლებისა და სამედიცინო
დახმარების მიღების საშუალება. მთავრობის ძალისხმევა მიმართულია რეალური და გეგმაზომიერი
რეფორმების განხორციელებისკენ.
მთავრობა აგრძელებს თანამიმდევრულ მუშაობას კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით, რათა
სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა კიდევ უფრო
დაუახლოვდეს საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს; ხელშეუხებელი არის და მომავალშიც იქნება
გამოხატვის
თავისუფლება; კონკურენტული მედია გარემო და მედიის დამოუკიდებლობა;
გაგრძელდება განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს
თითოეული მოქალაქისათვის; დაიხვეწება სახელმწიფო სოციალური პროგრამები; გაჩნდება ახალი
სამუშაო ადგილები და დაიძლევა სიღარიბე.
პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავაც დარჩება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა,
მეწარმეობისა და ახალი ბიზნესის წახალისება, სოფლის მეურნეობის განვითარება და მსოფლიო
ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირება.
გამყარდება ქვეყნის უსაფრთხოება და საქართველოს რეგიონალური პოზიციები, გაგრძელდება
ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნით და კიდევ უფრო
გაღრმავდება ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესები; საგარეო პოლიტიკის დღის
წესრიგის მთავარი თემა იქნება ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა და, საერთაშორისო
თანამეგობრობის ჩართულობით, ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა. გაგრძელდება მუშაობა აფხაზებსა და
ოსებთან პირდაპირი დიალოგისა და შერიგების პროცესის დასაწყებად.
მართვის განახლებული მიდგომა
საქართველოს მთავრობის მართვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა
მთავრობის
სტრუქტურული
და
ფუნქციური
ცვლილებები,
რომლის
შედეგად
მთავრობის
შემადგენლობაში შემავალი სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატების რაოდენობა
შემცირდა თვრამეტიდან თოთხმეტამდე. სამინისტროების სტრუქტურული და ფუნქციური ანალიზის
საფუძველზე მოხდა საქართველოს ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების,
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების შერწყმა შესაბამისად ეკონომიკის, სოფლის
მეურნეობის, კულტურისა და განათლების სამინისტროებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს
შეუერთდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის აპარატი. სინერგიის მიზანია ეფექტური საჯარო სამსახურის, კიდევ უფრო მეტად მოქნილი
4
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება და სახელმწიფო სფეროებს შორის თანაბარი შესაძლებლობების
უზრუნველყოფა.
მთავრობის 4–პუნქტიანი გეგმა
საქართველოს
სწრაფი
განვითარებისთვის
გაგრძელდება
რეფორმების
4-პუნქტიანი
გეგმის
განხორციელება, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ
გამოწვევებს და განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. ამ გეგმით, მთავრობა ფოკუსირებას
მოახდენს ზუსტად იმ მიმართულებებზე, რომლებიც მოიტანს თვისებრივ ცვლილებებს ქვეყნის
განვითარებაში, უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ ზრდას და მოსახლეობის
კეთილდღეობის
ამაღლებას.
4–პუნქტიანი გეგმით მთავრობა განახორციელებს შემდეგ რეფორმებს:
განათლების რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანური კაპიტალის განვითარებას
და მის მაქსიმალურ, ეფექტიან ჩართვას ქვეყნის განვითარებაში. პროფესიული განათლების
სისტემაში დაინერგება დუალური ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომა საჯაროკერძო პარტნიორობის გზით. ამ მიდგომით, კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად
სასწავლებელი და დამსაქმებელი ერთობლივად განახორციელებენ სასწავლო პროგრამებს და
გაინაწილებენ სტუდენტის მიერ მისაღწევ კომპეტენციებს. უმაღლესი განათლება დაეფუძნება
ეკონომიკის
საჭიროებებს
და
მოთხოვნებს.
შრომის
ბაზრის
ანალიზის
საფუძველზე,
განისაზღვრება და დაფინანსდება უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები.
ამასთან, გათვალისწინებული იქნება ქვეყნის სოციალურ-კულტურული თუ სახელმწიფოებრივი
განვითარებისათვის აუცილებელი სხვა მიმართულებების სპეციფიკა და საჭიროებები. შედეგად,
გაიზრდება სტუდენტებისა და მომავალი დასაქმებულების კონკურენტუნარიანობა და შრომის
ბაზრისათვის მზაობის ხარისხი.
ეკონომიკური რეფორმა,
მაქსიმალურ
რომელიც
ორიენტირებული
იქნება
კერძო
სექტორის
წახალისებასა და მის გაძლიერებაზე. ამ მიმართულებით მთავრობას აქვს
გადაწყვეტილებების მთელი პაკეტი, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის კეთებას უფრო მიმზიდველს
და მომგებიანს გახდის. შექმნილი მნიშვნელოვანი საგადასახადო სტიმულებით, კერძოდ
მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, კერძო სექტორს რჩება ასეულობით მილიონი ლარი,
რაც წაახალისებს ინვესტიციებს, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას და შექმნის ათიათასობით
სამუშაო ადგილს. ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი
ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში. საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ იქნება
კიდევ უფრო მეგობრული და მაქსიმალურად წაახალისებს ინვესტიციებს. გაგრძელდება და
გაფართოვდება მეწარმეობის, დამწყები ბიზნესისა და ინოვაციების ხელშემწყობი პროგრამები,
რაც უზრუნველყოფს დამატებით სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში.
სივრცითი მოწყობა -
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა არის ქვეყნის მდგრადი
განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. სივრცითი
5
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
მოწყობის რეფორმის ფარგლებში მომზადდება ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების
რეგულირების გეგმები. სწორი სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის
ტურისტული ქვეყანა, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი შემოსავლების მიღებისა და
წლის განმავლობაში მათი სტაბილური
განაწილების
საშუალებას. მთელი საქართველოს
მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი,
რომელიც ყველა რეგიონს მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან. გეოგრაფიული მდებარეობა
აღარ
იქნება
ბარიერი
ბიზნესის
წარმოებისა
და
გადაადგილებისთვის.
საქართველოს
საავტომობილო გზების ქსელი გახდება მიმზიდველი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის, ხელს
შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, განაპირა და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის
მეურნეობის
განვითარებას,
რეგიონების
დაკავშირებასა
და
ზოგადი
ეკონომიკის
დივერსიფიცირებას. სწორი დაგეგმარებით და გააზრებული სივრცითი მოწყობით საქართველო
ეფექტიანად აითვისებს ქვეყნის განვითარების პოტენციალს და მსოფლიო რუკაზე გაძლიერდება
საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის, მნიშვნელობა.
საჯარო
მმართველობის
რეფორმა
უზრუნველყოფს
სახელმწიფო
სერვისების
პოლიტიკის შემუშავებასა და მომსახურების ხარისხის დახვეწას. ასევე, უწყებების მუშაობის
ეფექტიანობის ამაღლებას. უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის საჭიროა მმართველობის
ეფექტიანობის გაზრდა. რეფორმის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი „ბიზნესსახლი“, სადაც ყველა
შესაბამისი
სახელმწიფო
უწყება
ბიზნესს
ერთი
ფანჯრის
პრინციპით
მოემსახურება.
გაძლიერდება საზოგადოების ჩართულობა მმართველობის პროცესში და უზრუნველყოფილი
იქნება პროცესების ეფექტიანი მონიტორინგის საშუალება. მოხდება ონლაინ მომსახურების
დახვეწა და გაუმჯობესება, ახალი დისტანციური სერვისების დამატება და სახელმწიფო
სერვისების
საფასურის
მმართველობისა
და
ოპტიმიზაცია.
გადაწყვეტილების
გაძლიერდება
მიღების
საზოგადოების
პროცესში.
ჩართულობა
უზრუნველყოფილი
იქნება
პროცესების ეფექტიანი საზოგადოებრივი მონიტორინგის საშუალება.
ეს რეფორმები უზრუნველყოფს ეკონომიკის უფრო სწრაფ ზრდას და თვისებრივ გარდაქმნას ქვეყნის
განვითარებაში. მმართველობის რეფორმა უზრუნველყოფს სწრაფი განვითარების მიზნის მისაღწევად
საჭირო გადაწყვეტილებების სწრაფ და ეფექტიან აღსრულებას.
4–პუნქტიანი გეგმის განხორციელებით მივიღებთ თანამედროვე, განვითარებული და საერთაშორისო
სტანდარტის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანას, ქვეყნის განვითარებაში ეფექტიანად ჩართული
ადამიანული კაპიტალით, უსაფრთხო და სტაბილური ბიზნესგარემოთი და ეფექტიანი სახელმწიფო
მმართველობით.
სწორედ
ეს
კომპონენტები
განაპირობებს
უფრო
სწრაფ
განვითარებასა
და
კეთილდღეობის ზრდას. ეს არის გზა, რომელიც თვისებრივ გარდატეხას შეიტანს ქვეყნის ეკონომიკაში,
რაც ახალი, სწრაფი განვითარების ეტაპის დაწყების საწინდარი გახდება.
6
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
1. დემოკრატიული განვითარება
2012-2017 წლებში საქართველომ მიაღწია ფუნდამენტურ წინსვლას დემოკრატიული განვითარების
ყველა მიმართულებით: ადამიანის ღირსების, მისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა იქცა
ხელისუფლების საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად, თვისებრივად ამაღლდა მმართველობისა და
პოლიტიკური სისტემების დემოკრატიულობის, აგრეთვე სამოქალაქო სექტორის გადაწყვეტილების
მიღების პროცესში ჩართულობის ხარისხი.
მთავრობის მიერ მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად ადამიანებს
დაუბრუნდათ
სახელმწიფო
უწყებების
და
სამართლებრივი
მიმართ
სისტემის
რწმენა.
ამას
ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი
საჩივრების მკვეთრი კლების ტენდენცია. კერძოდ, 2010 წელს წარდგენილი იყო 375 საჩივარი, 2011
წელს - 395, 2012 წელს - 367. ეს მონაცემები დაახლოებით ხუთჯერ შემცირდა 2015-2017 წლებში,
კერძოდ, 2015 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი იქნა მხოლოდ 80 საჩივარი, 2016 წელს 74, ხოლო 2017 წელს (ივლისის მონაცემებით) - 44.
აღნიშნული მიმართულებით კვლავაც აქტიურად გაგრძელდება მთავრობის მუშაობა, რათა მიღწეული
შედეგები იყოს კიდევ უფრო მყარი და შეუქცევადი.
1.1 ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა
გარდამავალი დემოკრატიის რთული ეტაპის გადალახვა მნიშვნელოვნად განაპირობა წარსულში
ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული პრობლემების ეფექტიანად დაძლევამ. ბოლო ხუთი წლის
განმავლობაში შეიქმნა და დაიხვეწა ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები,
როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ისე სისტემური რეფორმების გზით.
საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებას
განახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის პრინციპების შესაბამისად.
სისხლის სამართლის პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად გაგრძელდება
სისხლის
სამართლის
რეფორმა
სამოქალაქო
სექტორის
ჩართულობით
და
საერთაშორისო
სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაბამისად.
სისხლის
სამართლის
რეფორმის
პრიორიტეტებად
რჩება
დანაშაულის
თავიდან
აცილებაზე,
სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებაზე, სასამართლოს და მოსამართლის
როლის გაძლიერებაზე, სასჯელის ლიბერალიზაციაზე, დაზარალებულის უფლებების დაცვასა და
მჯავრდებულის
რეაბილიტაციაზე
ორიენტირებული
სისხლის
სამართლის
პოლიტიკის
განხორციელება.
2015 წელს საქართველომ მიიღო მთელი რეგიონის მასშტაბით უნიკალური და სამაგალითო
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
კოდექსი,
რომელიც
მაქსიმალურად
ასახავს
ბავშვთა
მართლმსაჯულების სფეროში საერთაშორისო სამართლის სტანდარტებსა და ნორმებს. გაგრძელდება
7
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
მუშაობა ამ კოდექსის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და მისი პრინციპებისა და ნორმების პრაქტიკაში
დამკვიდრების მიზნით.
სასჯელაღსრულების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით:
გათავისუფლებისათვის
დაწესებულებაში
და
მომზადების,
დაბალი
არასრულწლოვანთა
რისკის
თავისუფლების
სარეაბილიტაციო
აღკვეთის
დაწესებულებაში
მყოფი
მსჯავრდებულებისთვის შესაძლებელი გახდება უმაღლესი განათლების მიღება; სულ უფრო
მეტი მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომი გახდება პროფესიული განათლება;
მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ბიზნესის
დაინტერესება პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო კერების შექმნისთვის;
გაძლიერდება პატიმართა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, მათ შორის, სხვადასხვა
დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაციის პროგრამები;
დაინერგება
არასაპატიმრო
სასჯელის
ახალი
სახე
-
შინაპატიმრობა
სრულწლოვანი
მსჯავრდებულებისთვის, რომლის აღსრულების კონტროლი განხორციელდება ელექტრონული
მონიტორინგის
მეშვეობით;
მოხდება
შინაპატიმრობის
გამოყენება
პირობით
ვადამდე
გათავისუფლების პროცესშიც;
შეიქმნება ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათავისუფლებისათვის მოამზადებს
დაბალი და საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებულს;
გაუმჯობესდება პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული პროცედურები და
ადგილობრივი
საბჭოს
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილების
გასაჩივრების
მექანიზმი;
ამოქმედდება უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გათავისუფლების ეფექტური
მექანიზმი; გაუმჯობესდება ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო მსჯავრდებულის
სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, ასევე განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმი;
გაუმჯობესდება ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა;
დაინერგება ახალი არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება - წინა სასამართლო პრობაცია, რაც
საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, მნიშვნელოვნად შეამცირებს
წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების რაოდენობას;
გაგრძელდება მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია დაბალი,
საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის კატეგორიებად, რაც ხელს შეუწყობს პენიტენციურ
დაწესებულებებში კრიმინალურ სუბკულტურასთან ეფექტიან ბრძოლას, მსჯავრდებულთა
შორის ძალადობის მინიმუმამდე შემცირებას და, საბოლოოდ, განმეორებითი დანაშაულის
რისკის შემცირებას;
გაგრძელდება სასჯელის აღსრულება ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად;
გაგრძელდება
პენიტენციური
დაწესებულებების
ეტაპობრივი
რეაბილიტაცია
და
მოდერნიზაცია;
გაგრძელდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებისა და ინფრასტრუქტურული
განვითარების ხელშეწყობა. მუშაობა გაგრძელდება
პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების
მიწოდების გაუმჯობესებისათვის;
გაგრძელდება მუშაობა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებისა და
პენიტენციური
დაწესებულებიდან გათავისუფლების ალტერნატიული მექანიზმების შემუშავების მიზნით.
8
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
სახელმწიფოს მიერ კვლავაც უზრუნველყოფილი იქნება საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა.
გაგრძელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი. კონსტიტუციის ფარგლებში და საერთაშორისო
ვალდებულებების შესაბამისად, ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა
თითოეულ ადამიანს აღუდგეს წინა ხელისუფლების მიერ დარღვეული უფლება.
კიდევ უფრო დაიხვეწება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გახდება პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ზედამხედველობის სისტემა. გაგრძელდება
შიდა
და
გარე
კონტროლის
მექანიზმების
განვითარება,
რომლებიც
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებათა განხორციელებისას უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას
უფრო მაღალი სტანდარტით. აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება იმგვარად, რომ დაცული
იყოს გონივრული ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ქვეყნისა და ადამიანების
უსაფრთხოების ინტერესებს შორის. განხორციელდება ქმედითი ღონისძიებები პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების
ასამაღლებლად.
გატარდება ქმედითი ღონისძიებები თანასწორობის უფლების რეალიზებისათვის და ადამიანების
ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად.
უზრუნველყოფილი იქნება რწმენის თავისუფლების დაცვა ყველა რელიგიური გაერთიანებისა და
თითოეული ადამიანისთვის.
ხელისუფლება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში შემწყნარებლობის
კულტურის შემდგომ განვითარებას.
ეთნიკური
უმცირესობების
უფლებების
დაცვისა
და
რეალიზების
უზრუნველსაყოფად
განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020
წლების სამოქმედო გეგმა. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა,
ექნება
შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში,
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.
განსაკუთრებით
პრიორიტეტული
იქნება
სახელმწიფო
ენის
ცოდნის
დონის
გაუმჯობესება,
შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა, გაფართოვდება
წვდომა სახელმწიფო ენის პროგრამებზე აკადემიური პროცესის მიღმაც. უზრუნველყოფილი იქნება
ქართული ენის მიზნობრივი სწავლება საჯარო სექტორში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენლებისათვის.
კომპაქტურად
დასახლებულ
რეგიონებში
საზოგადოებრივ
მომსახურებაზე
ეთნიკური
ხელმისაწვდომობა.
უმცირესობებისთვის
გაუმჯობესდება
განათლების სტრატეგიული
დოკუმენტის
შესაბამისად, გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ხარისხიან
განათლებაზე ხელმისაწვდომობა განათლების ყველა საფეხურზე. გაუმჯობესდება მედიასა და
ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და, შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების ერთიან საინფორმაციო
სივრცეში ჩართვა, რაც წარმატებული სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი წინაპირობაა.
ეთნიკური
უმცირესობებით
დასახლებულ
რეგიონებში
გაგრძელდება
ინფრასტრუქტურის,
სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება, მათ შორის, სახელმწიფოს შესაბამის
9
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
პროგრამებსა და სერვისებზე მათთვის გასაგებ ენაზე სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
გაზრდით. უზრუნველყოფილი იქნება ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის
შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობები, ტოლერანტული გარემოს წახალისება მთლიანად
საზოგადოებაში.
განხორციელდება
ქმედითი
ღონისძიებები
საზოგადოებრივი
ცხოვრების
ყველა
სფეროში,
განსაკუთრებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში, და გადაწყვეტილების მიღების დონეზე,
გენდერული თანასწორობის დასაცავად. უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი და ქმედითი რეაგირება
გენდერული უთანასწორობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის თითოეულ ფაქტზე.
ხელისუფლება ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.
გაგრძელდება ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლისათვის საკანონმდებლო რეფორმის
განხორციელება.
სტამბულის
კონვენციის
ჩარჩო
სტანდარტებიდან
გამომდინარე,
რომლის
რატიფიცირებაც საქართველომ 2017 წლის აპრილში მოახდინა. გაუმჯობესდება ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთათვის სამართლებრივი დაცვა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებისა და
თავშესაფრის ხელმისაწვდომობა. გაგრძელდება ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერებისა და
შესაბამისი პირებისათვის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ზრუნვა. გაგრძელდება მუშაობა ქალთა და
ბავშვთა უფლებების დაცვის გარანტიების გაძლიერების მიზნით.
დაცული იქნება შშმ პირთა უფლებები გონივრული მისადაგების პრინციპის საფუძველზე, მათი
საჭიროებების
გათვალისწინებით.
საზოგადოებრივ
და
პოლიტიკურ
ცხოვრებაში
შშმ
პირთა
სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს შშმ პირთა
დასაქმებას, ასევე ინფრასტრუქტურის შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით ადაპტირებას.
ხელისუფლება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების, გადაადგილებისა და
მოგზაურობის თანაბარ ხელმისაწვდომობას შესაბამისი სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის
გზით.
გაგრძელდება აქტიური ბრძოლა ტრეფიკინგის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ.
1.2
ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმები
მომდევნო 3 წლის განმავლობაში საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება ადამიანის უფლებების
დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.
ძლიერი, კვალიფიციური და დამოუკიდებელი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი.
მთავრობის მოქმედებები მიმართული იქნება სასამართლო სისტემის ნდობის ამაღლებისკენ. ჩვენი
პრიორიტეტია
თითოეული
მოქალაქის
და
კერძო
სექტორის
რწმენის
ამაღლება
ქართული
მართლმსაჯულებისადმი.
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეოთხე ეტაპზე ყურადღება გამახვილდება სასამართლოში
დაგროვილი და ჯერაც გადაუწყვეტელი საქმეების რაოდენობის შემცირებაზე, დისციპლინური
პასუხისმგებლობის
საფუძვლების
გადასინჯვაზე,
იუსტიციის
10
|
უმაღლესი
2 0 1 8 - 2 0 2 0
საბჭოს
მუშაობის
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
პროცედურების გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა, საერთო სასამართლოების სისტემაში შეიქმნება
კომერციული კოლეგიები და პალატები, რომლებიც სპეციალიზებული იქნება კომერციული და
საგადასახადო საქმეების განხილვაზე - რეფორმის შედეგად მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების
ხარისხი და სისწრაფე კომერციულ და საგადასახადო დავებზე. საკანონმდებლო და ინსტიტუციური
მექანიზმების მეშვეობით ხელი შეეწყობა მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული
საშუალების, დამკვიდრებას და განვითარებას. მედიაციის პროცესში სათანადოდ მომზადებული,
მიუკერძოებელი მესამე პირი დაეხმარება მოქალაქეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სამოქალაქო
დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით,
სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში. ამ ღონისძიებებმა მთლიანობაში ხელი უნდა შეუწყოს
საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას
და ეკონომიკის წინსვლას.
უზრუნველყოფილი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა.
პროკურატურა
კვლავაც
იმუშავებს
როგორც
საზოგადოების
ინტერესებსა
და
საჭიროებებზე
ორიენტირებული სისტემა, რაც ბრალდებულთა და პროცესის მონაწილე სხვა მხარეთა უფლებების
მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. დანაშაულთან ბრძოლის სფეროში შემუშავდება ახალი
მიდგომები, დაიხვეწება და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოვდება არსებული
საგამოძიებო და საპროკურორო პრაქტიკა. გაიზრდება საზოგადოების მონაწილეობა დანაშაულის
პრევენციის
უზრუნველყოფის
პროცესში.
რიგითი
პროკურორის
დამოუკიდებლობის
უზრუნველყოფის მიზნით, დაიხვეწება პროკურორთა თანამდებობაზე დანიშვნის, დისციპლინური
პასუხისმგებლობის, გათავისუფლებისა და წახალისების (მათ შორის დაწინაურების) სისტემა.
შემუშავდება პროკურორთა საქმიანობის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი შეფასების კრიტერიუმები.
გაგრძელდება პროკურორთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო
საქმიანობის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის გაგრძელდება ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის
სისტემის დანერგვა და მისი მოცვის გეოგრაფიული არეალის გაფართოება.
ოპერატიული ინფორმაციის მიღებისა და ამ ინფორმაციის ეფექტიანად გამოყენების,
ასევე
საპოლიციო რესურსების ოპტიმალურად განაწილების მიზნით განხორციელდება ახლადშექმნილი
„E-Police”-ის და ინტერაქტიული რუკის სრულყოფა.
განხორციელდება საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება, რაც გულისხმობს უფრო მოქნილ,
მოდერნიზებულ და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულ ქვედანაყოფად ჩამოყალიბებას.
განხორციელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა ქვეყნის მასშტაბით. საპოლიციო საქმიანობაში
ტექნოლოგიების როლის გაზრდის მიზნით შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ქვეყანაში
უზრუნველყოფს
პრევენციული
მიმართულებების
გაძლიერებას
და
უსაფრთხოების
ხარისხის
გაზრდას, რაც ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამოძიების ხარისხსა და განავითარებს
კრიმინალური პოლიციის შესაძლებლობებს.
პოლიციის სანდოობისა და საიმედოობის გაზრდისათვის უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების
11
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
ჩართვა უსაფრთხოებასა და მართლწესრიგთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და
გადაწყვეტაში,
ამ
მიზნით,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროში,
მიმდინარეობს
საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს
პოლიციასა და მოსახლეობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას საზოგადოებაში არსებული
პრობლემების ერთობლივი გამოვლენისა და გადაჭრის მიზნით.
დაგეგმილ ვადებში დასრულდება საზღვრის მართვის სისტემის რეფორმა, რაც უზრუნველყოფს
სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზაციას, სტანდარტიზაციასა და უნიფიკაციას. განსაკუთრებული
ყურადღება დაეთმობა არალეგალურ მიგრაციას და მასთან დაკავშირებული რისკების მართვას, ამ
კუთხით სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებასა და სხვა უწყებებთან კოორდინაციის
ამაღლებას.
სამინისტრო განახორციელებს ახალ მიდგომებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რომელიც
გულისხმობს პრევენციული ქმედებების განხორციელებას და არა რეპრესიული ხასიათის მიდგომებს.
გაგრძელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება, რომელიც ქვეითთა,
მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების გაუმჯობესებას მოემსახურება და შეამცირებს გზებზე
უბედურ შემთხვევებს.
მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საგზაო
მოძრაობის ადმინისტრირების სფეროში. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება
შინაგან
საქმეთა სამინისტროში ახლად დანერგილი ქულათა დაგროვების სისტემის დახვეწა, მართვის
მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდის პრაქტიკული კომპონენტის საქალაქო პირობებში ინტეგრირება
და უკონტაქტო პატრულირების, ჭკვიანი და სექციური რადარების არეალის გაფართოება.
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილია არსებული საგზაო უსაფრთხოების
სოციალური კამპანიების გაფართოება და უფრო მეტად გავრცელება.
გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან, 2017 წლის აპრილში
ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და
სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცემს
შესაძლებლობას უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვალოს ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური
მონაცემები, ევროპოლისგან მიიღოს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო ინფორმაცია, წარგზავნოს
მეკავშირე ოფიცერი ევროპოლის შტაბბინაში, რაც ევროპის საპოლიციო სამსახურებთან კიდევ უფრო
მჭიდრო და ეფექტიანი კავშირების დამყარების საფუძველი გახდება.
ინტენსიურ ფაზაში გადავა თანამშრომლობა და მოლაპარაკებები ევროკავშირის სისხლის სამართლის
სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (ევროჯასტთან).
პოლიციის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ჩამოყალიბდება ადამიანური
რესურსების მართვის ქმედითი სისტემა, რათა კარიერული წინსვლა დაეფუძნოს ობიექტურ
კრიტერიუმებს, დამსახურებასა და კვალიფიკაციას.
შსს აკადემია გახდება მეტად მორგებული სისტემის განვითარების საჭიროებებზე: დაინერგება ახალი
პროგრამები, შეიცვლება სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების შინაარსი და სამიზნე ჯგუფები,
12
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
განახლდება ტექნოლოგიები, აკადემიის ბაზაზე შეიქმნება პოლიციის საერთაშორისო სასწავლო
ცენტრი.
პოლიციის საზოგადოებასთან დაახლოების კუთხით, რეფორმირების პროცესი წარიმართება იმგვარად,
რომ სისტემა მაქსიმალურად მოემსახუროს საზოგადოებასთან თანამშრომლობის მიზანს.
გაძლიერდება, ერთის მხრივ, საერთაშორისო თანამშრომლობა, ხოლო მეორეს მხრივ აქტიური
კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო წრეებთან, მედიასა და ბიზნესსექტორთან
ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ოჯახში ძალადობა, ორგანიზებული დანაშაული,
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), გენდერული თანასწორობა და სხვა.
გაგრძელდება მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი მომსახურების უფრო
მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ხარისხის ამაღლების, აგრეთვე ამ სფეროს შემდგომი
განვითარებისა და მოქალაქეებისთვის დამატებითი მომსახურების სახეების შეთავაზების მიზნით.
უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებელი და ქმედითი
საქმიანობა.
გარანტირებული იქნება სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა, მისი აქტიური
თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტსა და სხვა საჯარო სტრუქტურებთან.
1.3
საჯარო მმართველობის რეფორმა, პოლიტიკის სისტემა და სამოქალაქო საზოგადოება
ხელისუფლება განახორციელებს ქმედით და სამართლიან პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს საჯარო
მმართველობისა და პოლიტიკის სისტემის შემდგომი გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების
ჩართულობა.
2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც
2017 წლის პირველ ივლისს ამოქმედდა და შეიქმნა სამართლებრივი საფუძვლები კარიერულ
პრინციპზე, დამსახურებაზე, ანგარიშვალდებულებასა და კეთილსინდისიერებაზე
დაფუძნებული
საჯარო სამსახურის სისტემის დასანერგად. ახალი კანონის შესაბამისად, ჩამოყალიბდა პროფესიული
საჯარო მოხელის ინსტიტუტი, მკაცრად გაიმიჯნა საჯარო მოსამსახურეების კატეგორიები, შეიქმნა
მოხელის თანამდებობათა ერთიანი რანგირების სისტემა და საფუძველი ჩაეყარა სამართლიანი
ანაზღაურების სისტემის ფორმირებას, მომზადდა კანონპროექტი “საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ”, რომელიც განსახილველად წარედგინა საქართველოს პარლამენტს, ასევე
შემუშავდა და ამოქმედდა საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები, რომელიც
ამკვიდრებს საჯარო მოხელის პროფესიულ სტანდარტებს.
კვლავ გაგრძელდება პოლიტიკის დაგეგმვისა და მონიტორინგის ერთიანი სისტემის დანერგვა ქვეყნის
მასშტაბით, რაც ეფუძნება გამჭვირვალე, შედეგზე ორიენტირებული, საზოგადოების ჩართულობის
პრინციპსა და ანგარიშვალდებულებაზე აგებული სისტემის ჩამოყალიბების იდეას. პოლიტიკის
დაგეგმვისა და მონიტორინგის ერთიანი სისტემა საფუძვლად დაედება გაეროს მდგრადი განვითარების
13
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
მიზნების ნაციონალურ დონეზე იმპლემენტაციას და მათ ინტეგრაციას ეროვნული დაგეგმვის
დოკუმენტებში.
საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება აქტიური მუშაობა საჯარო
ფინანსების
მართვის,
ანგარიშვალდებულებისა
და
თვითმმართველობების
მმართველობითი
შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, რათა მიღწეულ იქნეს ამ რეფორმის სრულმასშტაბიანი,
წარმატებული განხორციელება.
გაძლიერდება
ადგილობრივი
თვითმმართველობა.
სუბსიდიარობის
პრინციპის
საფუძველზე
გაიზრდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება სოციალურ–
ეკონომიკური
განვითარების
დაგეგმვის
უწყვეტ
და
თანამიმდევრულ
პროცესს
დაეფუძნება.
ფისკალური დეცენტრალიზაციის, აგრეთვე მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებსა და რესურსებს
შორის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად გაიზრდება ადგილობრივი ბიუჯეტების
შემოსავლების ხვედრითი წილი ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებში. გაძლიერდება ადგილობრივი
თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები.
საზოგადოებრივი
მომსახურების
ხარისხის
გაუმჯობესებისა
და
ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად სათანადოდ აღიჭურვება მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ორგანოები.
ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო გაფართოვდება „საზოგადოებრივი ცენტრების“
არსებული
ქსელი,
რომლის
მეშვეობით
განხორციელდება
სახელმწიფო
და
ადგილობრივი
საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება ყოველ დიდ ან/და ცენტრიდან დაცილებულ დასახლებაში.
უზრუნველყოფილი იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯების
ქმედითი
კოორდინაცია,
მიმართულებით
სამოქალაქო
განათლებისა
და
საზოგადოების
საზოგადოების
მონაწილეობის
უზრუნველყოფა,
ინფორმირებულობის
დონის
ამ
გაზრდა,
ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვა და გაძლიერება. 2017 წლის პირველი იანვრიდან
მოქმედებს
თანამდებობის
პირთა
ქონებრივი
მდგომარეობის
ამსახველი
დეკლარაციების
მონიტორინგის სისტემა, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციას და
თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდას.
საქართველო, როგორც კორუფციასთან ბრძოლის კუთხით რეგიონის აღიარებული ლიდერი და ღია
მმართველობის პარტნიორობის (OGP) თანათავმჯდომარე ქვეყანა, გააგრძელებს მუშაობას იმისათვის,
რომ კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადოს თავისი მიღწევები კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. ამ
მიზნით იგი კვლავაც მჭიდროდ ითანამშრომლებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციასთან (OECD), GRECO-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
2016 წლის ნოემბერში მთავრობამ დაამტკიცა ღია მმართველობის პარტნიორობის მესამე სამოქმედო
გეგმა, რომელიც 24 ამბიციურ და ინოვაციურ ვალდებულებას შეიცავს. მათი განხორციელების შედეგად
საქართველო კიდევ უფრო განიმტკიცებს თავის რეპუტაციას, როგორც ელექტრონული და ღია
მმართველობის სფეროში რეგიონისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა.
დაიხვეწება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები და შემუშავდება
ახალი კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო
14
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
სტანდარტებსა და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან ქართული კანონმდებლობისა და
პრაქტიკის შესაბამისობას, ინფორმაციის თავისუფლებაზე ცალკეულ აქტებში ასახული ნორმების ერთ
საკანონმდებლო აქტში კონსოლიდირებას და არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას.
კიდევ უფრო მოწესრიგდება საჯარო ინფორმაციის გაცემის არსებული პრაქტიკა.
15
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
2.
ეკონომიკური განვითარება
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, რომელიც ძლიერი
კერძო სექტორის წინაპირობაა. შესაბამისად, თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაყრდნობით,
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, ერთი მხრივ, მიმართულია ეკონომიკის სტრუქტურული
გაჯანსაღების,
კერძო
სექტორის
პრობლემების
გადაჭრისკენ,
შემდგომი
რაც
ხელს
განვითარებისა
შეუწყობს
და
ქვეყანაში
კერძო
კერძო
სექტორში
სექტორის
არსებული
გაძლიერებას,
კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სამუშაო ადგილების გენერირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყნის
ეკონომიკური განვითარების სასურველი დონის მიღწევამდე, უზრუნველყოფს მოსახლეობის იმ
ფენების მხარდაჭერას, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ.
ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი.
მთავრობა მიზნად ისახავს ისეთი მოდელის დანერგვას, რომლის პირობებშიც, ეკონომიკური ზრდის
პარალელურად, იზრდება ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მცირდება
უმუშევრობა და
სიღარიბე მოსახლეობაში. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკურ
ეფექტიანობასთან ერთად, იხელმძღვანელებს სოციალური უსაფრთხოებისა და სამართლიანობის
პრინციპებით.
გრძელვადიანი და მაღალი
ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, მთავრობის ეკონომიკური
პოლიტიკის მიზანია ეკონომიკის ფაქტორების მაქსიმალური ჩართვა ქვეყნის განვითარებაში.
მთავრობის მიერ შემუშავებული 4-პუნქტიანი გეგმა მიმართულია ბიზნესის, როგორც ეკონომიკური
ზრდის
მთავარი
მამოძრავებლის,
განვითარებაზე,
ადამიანური
რესურსების
პოტენციალის
მაქსიმალურად გამოყენებასა და ეფექტიანობის ზრდაზე, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და
ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე.
2.1
მაკროეკონომიკური სტაბილურობა
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის, როგორც
ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტის, პრინციპებისადმი ერთგულებას.
ფისკალური დისციპლინა, უმუშევრობის დაბალი დონე და ფასების სტაბილურობა, მონეტარული
პოლიტიკის დამოუკიდებლობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თანდათანობითი შემცირება და
ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის
მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
საქართველო არის მცირე, ღია ეკონომიკის ქვეყანა. შესაბამისად, ის ვერ იქნება იზოლირებული
რეგიონსა
და
გლობალურ
მაკროეკონომიკური
გარემო
ეკონომიკაში
მიმდინარე
მნიშვნელოვანია
მოვლენებისაგან.
ნეგატიური
საგარეო
თუმცა,
შოკების
სტაბილური
ზემოქმედების
შერბილებისათვის.
მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საბიუჯეტო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით:
16
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, რაც მიმართული იქნება სახსრების
გამოთავისუფლებასა და მათ გადანაწილებაზე პრიორიტეტული მიმართულებებით. ამასთან,
შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და მომავალში შეიზღუდება მათი ზრდა;
სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შენარჩუნდება იმ დონეზე,
რომელიც ქვეყნის სტაბილურ საკრედიტო რეიტინგსა და დადებით საინვესტიციო იმიჯს
უზრუნველყოფს;
უზრუნველყოფილი
იქნება
ფისკალური
და
მონეტარული
პოლიტიკის
ეფექტიანი
კოორდინაცია;
ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი მასშტაბური პროექტების დაფინანსების მიზნით,
ბიუჯეტის
შემოსავლების
მობილიზებისთვის,
გამოყენებული
იქნება
კანონმდებლობით
გათვალისწინებული დროებითი ღონისძიებები;
2.2
უზრუნველყოფილი იქნება პროგრამული ბიუჯეტის პრინციპების სრულყოფა;
გაიზრდება ბიუჯეტის გამჭვირვალობა;
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა იქნება ხელშეუხებელი;
ხელი შეეწყობა ლარით დაკრედიტების ზრდას.
დასაქმება
ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი შრომის ბაზარზე
მოსახლეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და დასაქმების ხელშეწყობაა.
უმუშევრობის მაღალი დონე ინკლუზიური განვითარების მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს
წარმოადგენს. შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი და დასაქმების სტრუქტურა, თავის მხრივ,
აერთიანებს მრავალ პრობლემას, რომელთა დაძლევაც ეკონომიკური განვითარების მიზნებიდან
გამომდინარე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ბიზნესისთვის კვალიფიციური სამუშაო ძალის
ნაკლებობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ერთი მხრივ, არსებობს მოთხოვნა კერძო სექტორის
მხრიდან, თუმცა, ეს მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება იმ სამუშაო ძალით, რომელიც შრომის ბაზარზეა
წარმოდგენილი.
შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსის აღმოსაფხვრელად და დასაქმების რაოდენობრივი და
ხარისხობრივი მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად, მთავრობის 4–პუნქტიანი გეგმის შესაბამისად,
გატარდება განათლების რეფორმა, რომლის საფუძველზეც მოხდება ადამიანური კაპიტალის
განვითარება და მოქალაქეთა შესაძლებლობების სრულად რეალიზაციის ხელშეწყობა. ამასთან, ხელი
შეეწყობა დასაქმებას, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, რათა გაიზარდოს სამუშაო ძალის
კონკურენტუნარიანობა და შრომის ბაზრისათვის მზაობის ხარისხი.
გაგრძელდება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და უზრუნველყოფილი იქნება მჭიდრო
კოორდინაცია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა შორის, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის
მოქნილობის ზრდას. სახელმწიფო ინფორმაციულ დახმარებას გაუწევს სამუშაოს მაძიებლებს
პროფესიის არჩევის, მომზადებისა და გადამზადების კუთხით. სახელმწიფო აქტიურად შეუწყობს ხელს
პოტენციური დამსაქმებლების ჩართულობას პროფესიული გადამზადების პროცესში.
17
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
უმაღლესი და პროფესიული განათლება დაეფუძნება არა ასიმეტრიულ მოთხოვნას, რომელიც
რამდენიმე დომინირებული პროფესიით შემოიფარგლება, არამედ რეალურ საჭიროებებს, რომლის
წინაშეც ქვეყანა დგას. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება შრომის ბაზარზე არსებული
დისბალანსის აღმოფხვრა. ამასთან, გათვალისწინებული იქნება ქვეყნის სოციალურ-კულტურული თუ
სახელმწიფოებრივი
განვითარებისთვის
აუცილებელი
სხვა
მიმართულებების
სპეციფიკა
და
საჭიროებები.
2.3
ბიზნესგარემო
გატარებული რეფორმების შედეგად ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) რეიტინგში
აღიარებული წარმატების ფონზე საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ბიზნესგარემოს შემდგომი
გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით აქტიური პოლიტიკის გატარებას, კერძოდ:
დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი;
დაიხვეწება სამოქალაქო, სამეწარმეო, გადახდისუუნარობის, აღსრულებისა და დავების
მოგვარების ალტერნატიული საშუალებების მარეგულირებელი კანონმდებლობა;
უზრუნველყოფილი იქნება საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობა - ამოქმედდება უძრავ
ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული
(არასასამართლო) წესი, როგორც საკუთრების უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალება, იმ
შემთხვევებისათვის, როდესაც არ იქნება საოჯახო, მემკვიდრეობითი, სამეზობლო თუ სხვა
სახის დავა. გარდა ამისა, ალტერნატივის სახით, შეიქმნება ამ კატეგორიის დავებზე სასამართლო
წესით უფლების დაცვის ეფექტიანი საპროცესო მექანიზმი და გამკაცრდება კონტროლი
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებზე;
განხორციელდება საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა;
გაგრძელდება მუშაობა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის
დირექტივებთან ჰარმონიზების მიზნით.
მთავრობის 4–პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, გაგრძელდება
საგადასახადო ადმინისტრირების
გაუმჯობესებასა და გამარტივებაზე მუშაობა. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღარ ხდება
ბიზნესის
ანგარიშების
დაყადაღება.
კომპანიების
საგადასახადო
შემოწმების
ვადა
იქნება
რეგლამენტირებული. გაუქმდება ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის გამოყენება
განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. აღნიშნული ნაბიჯები ბიზნესს მისცემს მეტ თავისუფლებას და
გააჩენს განვითარების დამატებით პოტენციალს ეკონომიკაში.
ხელისუფლების მნიშვნელოვანი მიღწევაა ბიზნესის დაწყების მხარდაჭერის ინოვაციური მექანიზმების
დანერგვა. ქართულ სინამდვილეში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც ქვეყანაში გაჩნდა
„სტარტაპების“ დაფინანსების ინსტრუმენტი. „სტარტაპების“ დაფინანსება იქნება სწრაფი განვითარების
4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.
ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული
პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით.
18
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ეფექტიანი ურთიერთობების ხელშეწყობისთვის შეიქმნება ერთიანი
სივრცე „ბიზნესსახლი“, სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება კერძო ბიზნესს ერთი ფანჯრის
პრინციპით
მოემსახურება.
შედეგად,
ბიზნესს
შეუმცირდება
სახელმწიფოსგან
შესაბამისი
მომსახურების მიღებისთვის საჭირო დრო და რესურსები.
კიდევ უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება არსებული ონლაინსერვისები, შესაძლებელი გახდება
როგორც კომპანიის ელექტრონულად დარეგისტრირება, ისე არსებულ მონაცემებში ცვლილებების
ელექტრონულად განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისვლის გარეშე.
გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად
გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა. გამარტივდება ასევე ბიზნესის ლიკვიდაციის
პროცედურები.
ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს
საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ბიზნესზე იყოს წინასწარ გაანალიზებული,
რითაც ბიზნესს დავიცავთ შესაძლო ნეგატიური გავლენებისგან და შედეგად უზრუნველვყოფთ კერძო
სექტორისთვის რეგულირების ტვირთის და შესაბამისობის ხარჯების შემცირებას.
გამოცხადდება მორატორიუმი ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღებაზე. აღნიშნული
მორატორიუმი შეეხება ნებისმიერი ტიპის საქმიანობას, გარდა იმისა, რომელიც იმპერატიულად
მოთხოვნილია, რომ იყოს ლიცენზირებადი/ნებართვადი საქმიანობა საქართველოს მიერ გაფორმებული
საერთაშორისო შეთანხმებებით. მორატორიუმი გამოცხადდება ასევე ახალი მარეგულირებელი
სტრუქტურების შექმნაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს იმპერატიულად არის მოთხოვნილი
საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით.
გაძლიერდება ინვესტიციების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში ადგილობრივი და
უცხოელი ინვესტორების მიერ ინვესტიციის განხორციელების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის
მიზნით, რომელიც სრულად უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს.
კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის, მოხდება სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოსვლა
ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც აქვს დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების
პოტენციალი. გაძლიერდება ქვეყნის კონკურენტუნარიანი დარგების სახელმწიფო მხარდაჭერა როგორც
ადგილობრივი წარმოების ზრდის, ისე საექსპორტო პოტენციალის გაფართოების მიმართულებით.
2.4
ეკონომიკური რეფორმები
საქართველოში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის, ზოგადად ბიზნესგარემოს გაუმჯობესების
გარდა, საქართველოს მთავრობა გეგმავს მასშტაბური რეფორმების განხორციელებას. ენერგეტიკის,
ბუნებრივი რესურსების მართვის და ეკონომიკის სხვა მიმართულებების ერთი „ქოლგის" ქვეშ მოქცევა
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.
19
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
2.4.1
კაპიტალის ბაზრის რეფორმა
ქვეყანაში განვითარებული კაპიტალის ბაზრის არსებობა გულისხმობს, საბანკო დაკრედიტების
პარალელურად, კომპანიებისათვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიან
შესაძლებლობას. ამით კაპიტალის ბაზარი ქმნის კონკურენტულ გარემოს არა მხოლოდ დაკრედიტების,
არამედ დანაზოგების ეფექტიანად გადანაწილების მიმართულებითაც. მეტიც, თუ რაიმე მიზეზით
საბანკო დაკრედიტება იზღუდება, ობლიგაციების ბაზარი შესაძლოა ასრულებდეს დამბალანსებლის
როლს. კაპიტალის ბაზრის ფუნქცია არა მხოლოდ ბიზნესისათვის ფინანსური რესურსების მიწოდებაა,
არამედ განვითარებული ბაზარი ქვეყნის მოსახლეობის დანაზოგების განთავსების დამატებითი
ინსტრუმენტიცაა. შედეგად, განვითარებული და გამჭვირვალე კაპიტალის ბაზარი ხელს უწყობს
სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას.
საქართველოს რეგიონალურ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების მიზნით, განხორციელდება შემდეგი
ღონისძიებები:
მხარდაჭერილი იქნება კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება. სახელმწიფო და კაპიტალის
ბაზრის რეგულატორები უზრუნველყოფენ სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული
ბაზრის მონაწილეთა ღია და გამჭვირვალე საქმიანობას;
დაიხვეწება შესაბამისი საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები. აღნიშნული ცვლილება გულისხმობს
საგადასახადო სისტემის უფრო მეტად ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულობას, ასევე
სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის თანაბარ პირობებში ჩაყენებას;
ხელი შეეწყობა მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლებას;
დაიხვეწება მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის გარანტიები. მაქსიმალურად
იქნება დაცული წვრილი და ნაკლებად გათვითცნობიერებული ინვესტორების ინტერესები, რაც
კაპიტალის ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
აღნიშნულ
პროცესში
განსაკუთრებული
ყურადღება
დაეთმობა
მარეგულირებლის,
საგანმანათლებლო, კორპორაციული მართვისა და ფინანსური აღრიცხვიანობის საკითხებს.
ზემოაღნიშნული
მიმართულებებით
მიმდინარეობს
შესაბამისი
რეფორმები,
რომელთა
განხორციელების შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბებული კაპიტალის ბაზარი იქნება რესურსების
მოზიდვის მაღალეფექტიანი წყარო. იგი ბაზრის ყველა მონაწილეს მისცემს საშუალებას, მიიღოს
თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საფინანსო მომსახურების სრული სპექტრი. ამასთან,
საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული
მარეგულირებელი გარემო უზრუნველყოფს მაღალი დონის სანდოობასა და ინვესტორთა დაცულობას.
2.4.2
საპენსიო რეფორმა
სახელმწიფო გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო დაგროვებით საპენსიო
სისტემაზე გადასვლა. აღნიშნული რეფორმა კაპიტალის ბაზრის რეფორმის პარალელურად მიმდინარე
პროცესია, იგი ხელს უწყობს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების წარმოქმნას.
20
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
საპენსიო რეფორმის უმთავრესი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება საპენსიო ასაკში,
აგრეთვე არსებული სოციალური სისტემის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება. ფისკალური
სტაბილურობის გათვალისწინებით, კერძო დაგროვებითი პენსია ოპტიმალური მოდელია საპენსიო
უზრუნველყოფის ადეკვატურობის გაუმჯობესების კუთხით. კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას
მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ
გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება.
გარდა ამისა, კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას აქვს ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტი.
კერძო დანაზოგების ზრდა, რაც ნიშნავს გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მობილიზებას,
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და, საბოლოოდ,
დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
2.4.3
მიწის რეფორმა
2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და 2 წლის განმავლობაში იმუშავებს „სახელმწიფო პროექტის
ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური
წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონი, რომელიც მაქსიმალურად
ამარტივებს და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მიწის რეგისტრაციის პროცესს, ახალისებს
რეგისტრაციას
სასოფლო–სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთის
რეგისტრაციისათვის
მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საფასურის ანაზღაურების, ასევე
მომსახურების
მაქსიმალურად
სხვა
საფასურისაგან
გამარტივების
გათავისუფლების
გზით.
და
სახელმწიფო
სარეგისტრაციო
მოქალაქეს
პროცედურების
ეხმარება
საკუთრების
დამადასტურებელი საბუთების მოძიებასა და მედიაციის გზით დავების მოგვარებაში. დამტკიცებულია
მაღალმთიან რეგიონებში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზების
ხელშეწყობის პროგრამა და დაიწყება მისი განხორციელება.
2.4.4
საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება და სახელმწიფო ინვესტიციების
მართვა
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ფაქტორია საჯარო-კერძო თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში
სახელმწიფოსა
და
ბიზნესს
განხორციელდა.
საჯარო-კერძო
შორის
თანამშრომლობით
თანამშრომლობის
არაერთი
სისტემის
კიდევ
მნიშვნელოვანი
უფრო
პროექტი
გასაძლიერებლად,
მთავრობის მიერ შემუშავდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონის პროექტი, რომელიც
წარდგენილია პარლამენტში.
იმ პირობებში, როდესაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვან ფინანსურ
რესურსებს მოითხოვს, განსაკუთრებით ისეთ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და
სხვა.
თანამშრომლობის
აღნიშნული
ფორმა
ხელს
უწყობს
პროექტის
განხორციელებასთან
დაკავშირებული რისკების გადანაწილებას საჯარო და კერძო სექტორებს შორის და სახელმწიფოსა და
ბიზნესის მიერ რესურსების მობილიზებას.
21
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
რეფორმის
განხორციელება
ხელს
შეუწყობს
სახელმწიფოსა
და
კერძო
სექტორს
შორის
თანამშრომლობის გაღრმავებას, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო სწრაფად და
ეფექტიანად განხორციელებას და მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.
დაინერგება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის (PIM) სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის შერჩევისა და განხორციელებისათვის ერთიანი სრული
ციკლის ჩამოყალიბებას წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად. რეფორმის შედეგად
უზრუნველყოფილი იქნება საინვესტიციო პროექტების პრიორიტეტიზაცია სათანადო კვლევისა და
შეფასების საფუძველზე და შედეგად მოხდება სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობის გაზრდა.
2.5
სივრცითი მოწყობა
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა არის ქვეყნის მდგრადი განვითარების და ცხოვრების დონის
ამაღლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომლის ამოცანებია: გააუმჯობესოს ურთიერთკავშირი
ქალაქსა და სოფელს შორის; ხელი შეუწყოს მაღალხარისხიანი მდგრადი ტურიზმის განვითარებას,
ასევე საქართველოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად
ჩამოყალიბებას, შექმნას ინვესტირებისთვის მასტიმულირებელი და მიმზიდველი გარემო, შეამციროს
გარემოზე მავნე ზემოქმედება.
ქვეყნის სივრცითი მოწყობის მიმართულებით, საქართველოს მთავრობა ატარებს აქტიურ პოლიტიკას,
მათ შორის: დასრულდება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; მიმდინარეობს
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება - 4 მუნიციპალიტეტისთვის და 33
სოფლისთვის.
სწორი დაგეგმარებითა და გააზრებული სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის
ტურისტული ქვეყანა, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი შემოსავლების მიღების და წლის
განმავლობაში მათი სტაბილური განაწილების საშუალებას.
2.6
მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა
კერძო სექტორის განვითარების და განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების
მხარდაჭერა
საქართველოს
მთავრობის
ეკონომიკური
პოლიტიკის
ერთ-ერთი
უმთავრესი
პრიორიტეტია, რადგანაც კერძო სექტორი და მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოები მნიშვნელოვან
როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილი შეაქვთ მდგრადი და
ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში.
შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის
განვითარების
სტრატეგიას
(2016-2020
წლებისთვის)“.
აღნიშნული
სტრატეგიის
ეფექტიანი
განხორციელება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, ზრდას და მისი
კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც დასაქმების ზრდისა და ახალი
სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ადგილის
დამკვიდრებისთვის.
22
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
„აწარმოე საქართველოში“ სააგენტო კვლავ აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივი წარმოების
განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებებით მუშაობას.
ადგილობრივი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, გაგრძელდება და კერძო
სექტორისთვის მეტად მოქნილი გახდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე
ხელმისაწვდომობის კომპონენტის გამოყენება.
ასევე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიების ექსპორტის
მიმართულებით მხარდაჭერის კუთხით სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენების გზით, მათ შორის
მიზნობრივ გამოფენებში მონაწილეობა და სავაჭრო მისების ორგანიზება და ა.შ.
აქტიურად
გაგრძელდება
მუშაობა ინვესტიციების
მოზიდვის
მიმართულებითაც,
რომლის
ფარგლებშიც აქცენტი კეთდება მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე სექტორებზე.
ქვეყნის საექსპორტო პოტენციალისა და ქვეყანაში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
მოზიდვის მიზნით, 2018 წლიდან სააგენტოს ფარგლებში ამოქმედდება კომერციული მრჩევლების
ინსტიტუტი,
რომელიც
ხელს
შეუწყობს საქართველოსა
და
მის
სტრატეგიულ
სავაჭრო
და
ინოვაციების
და
საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას.
მცირე
და
საშუალო
ტექნოლოგიების
მეწარმეების
სააგენტოში
მხარდაჭერის
გაგრძელდება
მიზნით,
ფინანსებთან
საქართველოს
წვდომის
კომპონენტი
„სტარტაპ
საქართველო“, გაგრძელდება ბიზნეს ინკუბატორის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს იდეიდან
ბაზრამდე გასვლის პროცესში სახელმწიფო მხარდაჭერას სხვადასხვა ტრენინგებით და მენტორშიფით.
გაგრძელდება მუშაობა სტარტაპებისთვის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარების
მიმართულებით. ხელი შეეწყობა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერნეტთან და
ელექტრონული კომერციის საერთაშორისო პლატფორმებზე წვდომის გაუმჯობესებას.
ქართული კომპანიებისთვის პროდუქციის ექსპორტის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნება ექსპორტის
საკრედიტო სააგენტო, რომელიც საექსპორტო ოპერაციებთან დაკავშირებულ დაზღვევისა და
გარანტიების გაცემის მექანიზმების საშუალებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი
კომპანიების საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას და ექსპორტის ზრდას.
2.7
საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები
საქართველოსთვის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება დანარჩენ მსოფლიოსთან
ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
საქართველო-ევროკავშირის
ასოცირების
შეთანხმების,
კერძოდ,
ღრმა
და
ყოვლისმომცველი
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით, ქართულ ეკონომიკაში შეიქმნა მნიშვნელოვანი
შესაძლებლობები ექსპორტის ზრდის, ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყანაში პროდუქტიულობის
ზრდის კუთხით.
რატიფიცირებულ იქნა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 2017 წლის პირველი სექტემბრიდან შეთანხმება ძალაში
23
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
შევიდა ისლანდიასა და ნორვეგიასთან. უახლოეს მომავალში მოხდება შეთანხმების რატიფიცირება
შვეიცარიის და ლიხტენშტეინის მიერ, რის შემდეგაც შეთანხმება სრულად შევა ძალაში.
საქართველოს მხრიდან რატიფიცირებულ იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი
ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლიც ძალაში შევა მომავალი წლის დასაწყისში.
დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ჰონგ-კონგთან. ხელშეკრულების
ხელმოწერა დაგეგმილია მომავალ წელს.
მომზადდა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის პირველადი
ერთობლივი ვერსია, რისი დასრულების შემდეგაც, კვლევის საბოლოო შედეგების გათვალისწინებით,
დაიწყება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები.
გაგრძელდება პრიორიტეტულ ქვეყნებთან ლიბერალური სავაჭრო რეჟიმების განვითარების კუთხით
მუშაობა. შედეგად, გაიზრდება ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი და საექსპორტო
ბაზრების დივერსიფიცირებულობა.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი
უმთავრესი მიზანია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მიღებული შესაძლებლობის ეფექტიანი და
სწრაფი გამოყენება. ამ მიზნით საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიური პოლიტიკის
განხორციელებას, მათ შორის დაეხმარება ბიზნესს ახალი ბაზრების ათვისებაში.
უცხოური
ინვესტიციების
მოზიდვის
ხელშეწყობის,
ქართული
ექსპორტის
გაზრდისა
და
საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვანი მონაწილეობის მიზნით:
განხორციელდება საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი
ბაზის სრულყოფა და გაფართოება (ინვესტიციების ურთიერთწახალისების, ორმაგი დაბეგვრის
თავიდან აცილების, ვაჭრობის ხელშეწყობის და სხვა მიმართულებით);
ხელი შეეწყობა ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებსა და ბიზნესგაერთიანებებს შორის
პირდაპირი
კავშირების დამყარებას და
თანამშრომლობის განვითარებას, გაგრძელდება
უცხოეთში ქართული ბიზნესის ინტერესების დაცვა.
2.8
ინფრასტრუქტურული განვითარება
ინფრასტრუქტურის
სატრანზიტო
გაუმჯობესება
პროექტებში
საქართველოს
საქართველოს
რეგიონების
მაქსიმალური
განვითარების,
ინტეგრირებისა
და
საერთაშორისო
ეკონომიკური
განვითარების სტიმულირების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
საქართველოს მთავრობა მკაფიო გეგმით განავითარებს ქვეყნის ინფრასტრუქტურას. საქართველოს
გეოგრაფიული მდებარეობისა და სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით,
მთავრობის 4–პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის კომპონენტის ფარგლებში, გაგრძელდება და
სწრაფი ტემპით წარიმართება ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა, არსებული გზების
რეკონსტრუქცია და საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება. ქვეყნის მასშტაბით
აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო და რეგიონების დამაკავშირებელი შიდა
24
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
საავტომობილო გზები. ეს იქნება ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს მჭიდროდ
დააკავშირებს ერთმანეთთან და დედაქალაქთან. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი
ბიზნესის წარმოებისა და გადაადგილებისთვის.
ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში და გაზრდის მისი, როგორც
ტრანზიტული ჰაბის, დატვირთვას. 2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის, 3.5 მილიარდი აშშ
დოლარის
ღირებულების
საგზაო
ინფრასტრუქტურა,
დასრულდება
აღმოსავლეთ-დასავლეთის
ავტობანის მშენებლობა. შედეგად, საქართველოს საავტომობილო გზების ქსელი გახდება მიმზიდველი
სატრანზიტო გადაზიდვებისათვის, ხელი შეეწყობა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, განაპირა და
მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და რეგიონების დაკავშირებას.
ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით
საქართველოს
მთავრობის
განხორციელდება
ერთ-ერთი
პრიორიტეტია.
რამდენიმე
წლის
მომდევნო
ამ
მოსახლეობის უზრუნველყოფა
მიზნის
განმავლობაში.
2020
მიღწევა
ეტაპობრივად
წლისთვის,
24-საათიანი
წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 360 ათასი ადამიანი.
აქტიურად გაგრძელდება წყალმომარაგება–კანალიზაციის და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობარეაბილიტაციის პროექტები მთელ რიგ ქალაქებსა და სოფლებში. განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობა და უახლოეს მომავალში დასრულდება წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სამონტაჟო
სამუშაოები პანკისის ხეობის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საზღვრისპირა სოფლებში, რის
შედეგადაც 20 ათასამდე ადამიანისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდების
ხარისხი.
ნარჩენების მართვა განხორციელდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე
გაუმჯობესდება
მუნიციპალური
ნარჩენების
შეგროვების
სერვისები;
მოხდება
არსებული ნაგავსაყრელების ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა და
ეტაპობრივი დახურვა; ევროსტანდარტების გათვალისწინებით მოეწყობა ახალი რეგიონალური
სანიტარული ნაგავსაყრელები; დაინერგება ნარჩენების სეპარირების და გადამუშავების სისტემები.
ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში რეგიონებში დამატებით აშენდება მაღალსიჩქარიანი
ინტერნეტ
ინფრასტრუქტურა,
რის
შედეგადაც
ქვეყნის
მოსახლეობის
85%-ზე
მეტს
ექნება
მაგისტრალურ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტ ინფრასტრუქტურასთან წვდომა.
2.9
დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკის
ძირეული ტრანსფორმაციის გლობალურ ღონისძიებებთან
ერთად,
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკური ზრდის
მამოძრავებელი დარგების გარდაქმნა-განვითარებაზე.
25
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
2.9.1
ენერგეტიკა
საქართველოს
მთავრობის
ენერგეტიკული
პოლიტიკის
უმთავრესი
მიმართულებაა
ქვეყნის
ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ
ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული
რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით.
ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის მიზნით:
გაგრძელდება მუშაობა ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისების გზით
იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით;
ენერგეტიკის
სექტორში
ინვესტიციების
ხელშეწყობის
შეიქმნება
მიზნით
კიდევ
უფრო
გამჭვირვალე და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო;
განვითარდება ინფრასტრუქტურა გაზისა და ელექტროენერგიის უსაფრთხო და სტაბილური
გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის შესაქმნელად. გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით,
უკვე
დაწყებულია
210-280
მლნ
კუბური
მეტრის
მოცულობის
გაზსაცავის
პროექტის
განხორციელება. 2020 წლის ბოლომდე დამატებით 200 ათასი ოჯახი მიიღებს ბუნებრივ გაზს;
გაძლიერდება საქართველოს სატრანზიტო როლი ენერგეტიკის სფეროში. საქართველო აქტიურად
მონაწილეობს „სამხრეთის ბუნებრივი გაზის დერეფნის“ პროექტის რეალიზაციის პროცესში.
გრძელდება მუშაობა საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდის
მიმართულებით;
დაიხვეწება და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება ენერგეტიკის სფეროს კანონმდებლობა;
„ასოცირების ხელშეკრულების“ ხელმოწერით და ამავდროულად „ენერგეტიკული გაერთიანების“
წევრობით საქართველო კავკასიის რეგიონში ქმნის „ენერგეტიკული გაერთიანების“/ევროკავშირის
ენერგეტიკული კანონმდებლობის გადმოტანის პრეცედენტს. „ენერგეტიკული გაერთიანების“
დამფუძნებელი
ხელშეკრულება
გულისხმობს
რეფორმას
შემდეგი
მიმართულებებით:
კონკურენტული და ლიბერალიზებული ენერგეტიკული ბაზრის ფორმირება; სტაბილური და
უწყვეტი
ენერგომომარაგების
ინფრასტრუქტურის
უზრუნველყოფა;
განვითარების
ხელშეწყობა;
ურთიერთდამაკავშირებელი
განახლებადი
ენერგეტიკული
ენერგიების
განვითარების
ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის ამაღლება.
სექტორში გამჭვირვალობის, კონკურენციისა და დამოუკიდებელი რეგულირების ხელშეწყობით
გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო;
სახელმწიფო ხელს შეუწყობს სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს და ინოვაციების დანერგვას;
პრიორიტეტად დარჩება განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურად ათვისება;
განხორციელდება ენერგოეფექტურობის ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით (შემუშავდება
პირველი
ეროვნული
ენერგოეფექტურობის
მიმართულებებს,
როგორიცაა
მიმდინარეობს
ზემოაღნიშნულ
ენერგეტიკა,
საკითხთან
სამოქმედო
გეგმა,
ინდუსტრია,
რომელიც
ტრანსპორტი
დაკავშირებით
პირველადი
მოიცავს
და
ისეთ
მშენებლობა).
საკანონმდებლო
დოკუმენტაციის მომზადება.
26
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
2.9.2
გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება
გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება,
სოფლის
მეურნეობის
მდგრადი
განვითარების
პარალელურად,
მნიშვნელოვან
გამოწვევას
წარმოადგენს და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საკითხი
განსაკუთრებით
აქტუალურია
კლიმატის
ცვლილებების
პარალელურად.
კლიმატგონივრული
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა ერთდროულად პასუხობს სამ ურთიერთგადამკვეთ
გამოწვევას: სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და
კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობა.
მთავრობა
გააგრძელებს აქტიურ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების
პოლიტიკას, რომლის მიზანიც იქნება მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, მდგრადი
განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის
ამაღლება, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, სასურსათო უსაფრთხოების
უზრუნველყოფა, სურსათის უვნებლობა და სოფლის განვითარება.
განხორციელდება სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება
სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებასა და ეკონომიკური აქტიურობის ზრდაზე.
სასოფლო-სამეურნეო
დარგში
კოოპერაციის
განვითარების
მხარდაჭერა
იქნება
საქართველოს
მთავრობის აგროპოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა
კოოპერატივების
შესაძლებლობების
განვითარებაზე
ორიენტირებული
ღონისძიებების
განხორციელებას.
სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის რაციონალური მართვის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ბაზრის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიზნობრივი
გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება ღონისძიებები ფერმერთა რეესტრისა და
მიწათსარგებლობის გეოინფორმაციული სისტემის შექმნის მიმართულებით.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა დეგრადირებული ნიადაგების გამოკვლევას და მათი
ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებებს. გატარდება ღონისძიებები მიწის დეგრადაციის
შესამცირებლად.
სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვას - შემნახველი,
დამხარისხებელი, შემფუთავი, გადამამუშავებელი და სადისტრიბუციო სექტორების განვითარებას.
ამით
უზრუნველყოფილი
იქნება
დამატებული
ღირებულების
შემქმნელი
სრული
ციკლის
შემადგენელი კომპონენტების ინტეგრაცია.
დაიხვეწება აგროდაზღვევის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ფერმერთა ინტერესების დაცვას.
გაიზრდება მელიორირებული (წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული) მიწების ფართობები.
განვითარდება და გაუმჯობესდება სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემები.
დამტკიცდება სატარიფო მეთოდოლოგია. ხელი შეეწყობა მორწყვის თანამედროვე სისტემების
27
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
დანერგვას და წყალმომხმარებელთა გაერთიანებების ჩამოყალიბებას.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა დარგში დასაქმებულთა ცოდნის ამაღლებას, აგრობიზნესზე
ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას და შესაბამისი ექსტენციის
პაკეტების შემუშავებას. ჩამოყალიბდება თანამედროვე ექსტენციის მოქნილი სისტემა. გაგრძელდება
და გაფართოვდება გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების
ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები.
გაგრძელდება მუშაობა ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის
ასამაღლებლად.
გაგრძელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
სფეროებში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი, მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება და მისი
შემდგომი სრულყოფა.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროები დაუახლოვდება DCFTA-ის
გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას, რაც განხორციელდება
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში. ეს
უზრუნველყოფს ადამიანის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და
კეთილდღეობის, აგრეთვე მცენარეთა სიჯანსაღის დაცვას, შიდა ბაზარზე ევროპული სტანდარტების
დამკვიდრებას
და
აგროსასურსათო
პროდუქტების
საექსპორტო
პოტენციალის
ზრდას,
რაც
მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკონომიკის განვითარებაში და ქვეყნის, როგორც საიმედო სავაჭრო
პარტნიორის, იმიჯის დამკვიდრებაში.
საქართველო-ევროკავშირის
ასოცირების
გაგრძელდება
გარემოსდაცვითი
დანერგვა.
თანამედროვე
საქართველო
ხელშეკრულებებით
გააგრძელებს
ნაკისრი
შესახებ
შეთანხმების
პრინციპებისა
ორმხრივი
ვალდებულებებისა
და
და
და
მოთხოვნების
შესაბამისად,
სტანდარტების
ეტაპობრივი
მრავალმხრივი
მდგრადი
გარემოსდაცვითი
განვითარების
მიზნების
გარემოსდაცვითი მიმართულებების შესრულებას და მწვანე ეკონომიკის პრინციპების ხელშეწყობას.
ქვეყანაში ბიოაგრომეურნეობების განვითარების და ასევე კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის
პრაქტიკის დამკვიდრების მიმართულებით განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას ადგილობრივ
და საერთაშორისო ბაზრებზე.
თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, გაუმჯობესდება გარემოსდაცვითი მმართველობა;
დაინერგება გამჭვირვალე პროცედურებზე დაფუძნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების
სისტემა. საპროექტო იდეის შემუშავების საწყის ეტაპზევე შეფასდება დაგეგმილი საქმიანობის
მიზანშეწონილობა, რაც ინვესტორს დაიცავს ფუჭი ფინანსური დანახარჯებისგან. გადაწყვეტილების
28
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა უფრო ეფექტიანი გახდება. ქვეყნის
სივრცითი
მოწყობისა და ქალაქების განვითარების გეგმებს, აგრეთვე სხვადასხვა სექტორში მომზადებულ გეგმაპროგრამებს ჩაუტარდება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, რაც საშუალებას მისცემს
ქვეყანას,
სხვადასხვა
მნიშვნელოვანი
სექტორის
განვითარების
გეგმარებით
პროცესში
გაითვალისწინოს ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ასპექტები.
გარემოს
დაზიანების
პრევენციისა
და
აღმოფხვრის
(კომპენსაციის)
მიზნით
ჩამოყალიბდება
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემა.
დაინერგება ახალი მარეგულირებელი ნორმები ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებისა და
ბიოლოგიური რესურსებით მდგრადი სარგებლობის მიზნით, მათ შორის, ნადირობისა და თევზჭერის
სფეროებში.
სახელმწიფო
უზრუნველყოფს
დაცული
ტერიტორიების
გაფართოებასა
და
ეკოტურიზმის
ხელშეწყობას.
ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით, დამკვიდრდება ტყეების
მოვლის, დაცვისა და აღდგენის ეფექტიანი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ტყეების რაოდენობრივი
და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნება-გაუმჯობესებას.
კლიმატის
ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი
კატასტორფების საფრთხეების
რისკების
შემცირების მიზნით, გაფართოვდება ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი, გაძლიერდება
მოდელირების შესაძლებლობები და დაინერგება ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემა.
კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად,
გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები: 1) ქვეყანაში სათბურის ეფექტის მქონე აირების გაფრქვევების
შესამცირებლად და 2) კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების მიმართ ქვეყნის ადაპტაციის
უნარის გასაძლიერებლად.
გაუმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების
სისტემა. დაინერგება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები. ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება თბილისის ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამა და
გამკაცრდება თხევადი საწვავის ხარისხობრივი ნორმები, გაუმჯობესდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე
ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის სისტემა და ამაღლდება გაფრქვევებისა და ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების ხარისხი.
გაგრძელდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლა, რომელიც
ეფუძნება სააუზო მართვის ევროპულ პრინციპებს.
გაუმჯობესდება ნარჩენების მართვის საკანონმდებლო ბაზა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად;
დაინერგება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისი მიდგომები სპეციფიკური
ნარჩენების ეფექტიანად მართვისათვის; შეიქმნება სახიფათო და მუნიციპალური ნარჩენების
29
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
ეფექტიანი მართვის სისტემა; განხორციელდება ნარჩენების პრევენციის, ნარჩენების წყაროსთან
სეპარირების, რეციკლირებისა და უსაფრთხოდ განთავსების პროგრამები; დაინერგება ნარჩენების
შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის მართვის სისტემა; დაინერგება ნარჩენების მართვის ხარჯების
ამოღების
სისტემა
„დამბინძურებელი
იხდის“
პრინციპის
შესაბამისად;
განხორციელდება
შესაძლებლოებების გაძლიერების პროგრამები ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ნარჩენების
ინტეგრირებული მართვის სფეროში; დაიხვეწება ქიმიური ნივთიერებების მართვის საკანონმდებლო
ბაზა და შეიქმნება შესაბამისი აღსრულების მექანიზმები.
გაუმჯობესდება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ხარისხი, შეიქმნება რადიოაქტიური
ნარჩენების მართვის ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის და გარემოს დაცვას
რადიაციის შესაძლო მავნე ზეგავლენისგან.
2.9.3
ტრანსპორტი
საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ერთიანი
სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება. ამ
მიმართულებით საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
საფუძველი ჩაეყარა ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობას, რომელიც არა მხოლოდ
მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ
გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად. მომავალში გაგრძელდება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ხელშეწყობა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და
ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს და ჩვენი ქვეყნის გავლით დამატებითი
ტვირთნაკადების მოზიდვის საწინდარია.
ტრანსპორტის სფეროს შემდგომი განვითარებისა და საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის,
პოტენციალის სრულად ათვისებისთვის საქართველოს მთავრობა გაატარებს აქტიურ პოლიტიკას,
კერძოდ:
სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, გაგრძელდება საერთაშორისო
სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაცია და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება.
სხვადასხვა
ქვეყანასთან
გრძელდება
მოლაპარაკებები
საქართველოს
გავლით
ახალი
სატრანსპორტო დერეფნების დაფუძნებისა და მათი განვითარების თვალსაზრისით (მაგ.
სპარსეთის
ყურე-შავი
ზღვის
სატრანსპორტო
დერეფანი
და
ა.შ.);
ამასთან,
არსებული
„სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება (ლაპის ლაზულის
მარშრუტის შეთანხმება) ხელს შეუწყობს მხარეების ტერიტორიებზე ტვირთისა და მგზავრების
დაუბრკოლებელ გადაადგილებას, სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებული აუცილებელი
ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების ჰარმონიზაციას და გამარტივებას.
მოხდება სატრანსპორტო სისტემების სრულყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მულტიმოდალური და ინტერმოდალური გადაზიდვებისა
30
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
და ლოგისტიკური ცენტრების განვითარების
ხელშეწყობის
გზით; მიმდინარეობს მუშაობა
თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მიზნით, რაც
ხელს შეუწყობს ლოგისტიკური სერვისების ერთ კლასტერში თავმოყრას და ქვეყნის სატრანზიტო
და ლოგისტიკურ პოტენციალის სრულად რეალიზებას. ასევე, ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის
მშენებლობა ბიძგს მისცემს ქუთაისში სატვირთო ტერმინალის განვითარებას.
სამოქალაქო ავიაციის სფეროში ხელი შეეწყობა „ღია ცის“ პოლიტიკის გატარებას, რაც
უზრუნველყოფს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე, ახალი ფრენების
დამატებას და ყოველწლიურად მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკის შენარჩუნებას.
მოხდება „ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი
საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაცია, რაც უზრუნველყოფს საქართველოს
სამოქალაქო ავიაციის სფეროში ფრენის უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების, გარემოს დაცვის,
მომხმარებელთა
უფლებების
დაცვისა
და
სხვა
მიმართულებების
ევროპულ
დონეზე
განვითარებას და საქართველოს საავიაციო სივრცის ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში
ინტეგრაციას.
ხელი შეეწყობა მცირე ავიაციისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას მთიან
რეგიონებში, რაც ამ რეგიონების ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს.
საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებისა და გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით 2018
წლიდან დაიწყება ავტოსატრანსპრტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინპექტირების
რეფორმა.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მოხდება საქართველოს კანონმდებლობის
დაახლოება ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებთან, რაც ხელს
შეუწყობს სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების ზრდას.
2.9.4
ტურიზმი
ტურიზმის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყოველწლიურად
მზარდია ვიზიტორების ნაკადი და ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავლები. ტურიზმი ქვეყნის
ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა და მისი, როგორც პრიორიტეტული
დარგის,
შემდგომი
განვითარებისთვის
საქართველოს
მთავრობა
განახორციელებს
შემდეგ
ღონისძიებებს:
მოწესრიგდება და განვითარდება მცირე ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურა,
კეთილმოეწყობა კულტურულ ძეგლებთან და სხვა ღირსშესანიშნაობებთან მისასვლელი გზები,
რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის სტიმულირებას;
გააქტიურდება
მარკეტინგული
აქტივობები
მიზნობრივ
და
პოტენციურ
(მათ
შორის
მაღალმხარჯველ ევროპულ) ბაზრებზე, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცხოელი ტურისტისა და,
შესაბამისად, მეტი შემოსავლის მოზიდვას ქვეყანაში; ამასთან, მარკეტინგული მიდგომა იქნება
დივერსიფიცირებული სხვადასხვა ბაზარზე.
გააქტიურდება მარკეტინგული აქტივობები შიდა ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს შიდა
ტურიზმის განვითარებას;
მოხდება დაცული ტერიტორიების გაფართოება და ეკოტურიზმის ხელშეწყობა, რაც ჩვენი
31
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა;
ხელი შეეწყობა ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებას (მათ შორის, სათავგადასავლო,
სამედიცინო, ღვინის და სხვ.);
საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით, საკონვენციო ბიუროს საშუალებით მოხდება მეტი
მაღალმხარჯველი
ტურისტის
მოზიდვა
საქართველოში,
ასევე
ამ
მიმართულებით
ინვესტიციების წახალისება და ხელშეწყობა;
განსაკუთრებული
აქცენტი
გაკეთდება
მომსახურების
სფეროში
მომუშავე
პერსონალის
გადამზადებაზე, მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებამდე გაზრდის მიზნით;
ტურიზმის პოლიტიკაში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება საქართველოს
გადაქცევა ოთხი სეზონის ტურისტულ ქვეყნად, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი
შემოსავლების მიღებას და წლის განმავლობაში მათ სტაბილურ განაწილებას;
ზამთრის კურორტების შემდგომი განვითარება მოხდება გააზრებული განვითარებისა და
განაშენიანების გეგმების მიხედვით, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება კურორტების
ზაფხულის განმავლობაში დატვირთვის შესაძლებლობები;
ხელი შეეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
ტურისტული პროდუქტის შექმნისა და პოპულარიზაციის მიზნით;
გაუმჯობესდება მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების
მეთოდოლოგია.
2.9.5
კავშირგაბმულობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები
კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს სწრაფი ტემპებით განვითარების
უზრუნველყოფა
საქართველოს
მთავრობის
ერთ-ერთ
მთავარ
პრიორიტეტს
წარმოადგენს.
კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაუმჯობესება მნიშვნელოვან პოზიტიურ
ეფექტს ახდენს ქვეყნის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე.
კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს, შემდგომი განვითარების მიზნით:
ციფრული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, გაგრძელდება ფართოზოლოვანი ინტერნეტ
ინფრასტრუქტურის განვითარების, უკაბელო ფართოზოლოვანი ქსელების და მომსახურებების
შემდგომი განვითარების ღონისძიებები;
გაგრძელდება საქართველოს გავლით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ახალი საინფორმაციო
სივრცის ფორმირებაზე მუშაობა, რომელიც მდებარეობს ახალი აბრეშუმის გზის არეალში და
აერთიანებს ჩინეთიდან გერმანიამდე მდებარე ქვეყნების ოპტიკურ-ბოჭკოვან საკაბელო
მაგისტრალებს;
ხელი შეეწყობა ევროპა-აზიას შორის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლისა და
ტრანზიტის მოცულობის ზრდას;
გაგრძელდება
ასოცირების
შეთანხმებით
აღებული
ვალდებულებების
შესაბამისად,
კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს საკანონმდებლო-ნორმატიული
ბაზის ჰარმონიზება ევროკავშირის დირექტივებთან;
გაგრძელდება მუშაობა ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და მომსახურებების
32
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
კიბერუსაფრთხოების შემდგომი სრულყოფის და გაძლიერების მიმართულებით;
გაგრძელდება სახელმწიფო ელექტრონული სერვისების განვითარება;
განხორცილდება ელექტრონული კომერციის შემდგომი განვითარებისკენ მიმართული
ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ექსპორტის
ზრდას.
2.10
რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის რეგიონების
განვითარება და მათ შორის უთანასწორობის აღმოფხვრაა.
საქართველოს მთავრობას აქვს რეგიონალური განვითარების სტრატეგიული ხედვა, რომელიც
ეფუძნება ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების გათანაბრების
პოლიტიკის
მიდგომებს.
ეს
გულისხმობს
ინტეგრირებულ,
დარგთაშორის
და
ტერიტორიაზე
მორგებულ დაგეგმვას და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას.
თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის
გაზრდის
მიზნით
დოკუმენტი.
შემუშავდება
რეფორმის
დეცენტრალიზაციის
მთავარი
მიზანია
ახალი,
2018-2025
სუბსიდიარობის
წლების
პრინციპებზე
სტრატეგიის
დაყრდნობით
თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გაზრდა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების
მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა, თვითმმართველობის როლის გაზრდა
ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში და თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი
მატერიალური და ფინანსური რესურსებით.
აქტიურად გაგრძელდება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებისა და
სამოქმედო
გეგმების
განხორცილების
ხელშეწყობა,
რომელიც
შემუშავებულია
თითოეული
რეგიონისათვის. ზემოაღნიშნული მიდგომების შესაბამისად, მთავრობა შეიმუშავებს მომდევნო, 20182020 წლების რეგიონალური განვითარების პროგრამას, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის
რეგიონების დაბალანსებული ეკონომიკური ზრდის შემდგომი ხელშეწყობისკენ.
რეგიონალური განვითარება, თანამიმდევრული დეცენტრალიზაცია და ტერიტორიული ერთეულების
აქტიური როლი ადგილობრივი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაში კვლავ განიხილება
როგორც
უმნიშვნელოვანესი
ფაქტორი
საერთოეროვნული
წარმატების
მისაღწევად.
სწორედ
რეგიონებში წარმოებული საქონლისა და მომსახურების, მათი საინვესტიციო მიმზიდველობისა და
კონკურენტუნარიანობის ზრდას, თანამედროვე ფიზიკური და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის
შექმნას და განვითარებას შეუძლია ეკონომიკური ზრდისა და
თვისებრივი
გაუმჯობესება.
უზრუნველყოფილი
გათვალისწინება,
იქნება
ცალკეული
შესაბამისი
რეგიონალური
თვითმმართველობების
რეგიონის
მოქალაქეთა ცხოვრების დონის
პოლიტიკის
ჩართულობა
განვითარების
და
პრიორიტეტებისა
განხორციელებისას,
მათი
საჭიროებების
და
გამოვლენილი
პერსპექტიული მიმართულებების შესაბამისად.
33
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის შესაბამისად, მთავრობა აგრეთვე გააგრძელებს
მაღალმთიანი
რეგიონების
სოციალურ-ეკონომიკურ
მხარდაჭერას,
ადგილობრივი
წარმოების
განვითარების ხელშეწყობას, მაღალმთიან დასახლებებში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებაზე
და იქ მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობის დონის ამაღლებაზე ზრუნვას. გაგრძელდება მუშაობა
მთის
განვითარების
საფუძველზეც
სტრატეგიისა
განისაზღვრება
და
სახელმწიფო
საშუალოვადიან
პროგრამის
პერიოდში
შემუშავებისთვის,
დამატებით
რომლის
განსახორციელებელი
აუცილებელი ღონისძიებები, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები.
რეგიონალური განვითარების დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული
კონფლიქტისპირა რეგიონების მოსახლეობის საჭიროებები და პრიორიტეტები.
უზრუნველყოფილი იქნება რეგიონალური განვითარების დაგეგმვის პროცესში ახალი მიდგომების
გამოყენება,
რომელიც
უზრუნველყოფს
რეგიონში
დარგთაშორისი
კომპლექსური
კავშირების
განვითარებასა და ადგილობრივ პირობებთან მაქსიმალურად მორგებული ეკონომიკური მოდელის
შემუშავებას.
ხელისუფლება მხარს დაუჭერს რეგიონალურ დონეზე სოციალური, კულტურული, გარემოსდაცვითი,
განათლების, ინოვაციების, კვლევის, ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროებში კერძო ბიზნესის
ჩართვას.
კიდევ უფრო დაიხვეწება რეგიონალური განვითარების დაფინანსების სისტემა, მათ შორის,
ხარჯსარგებლიანობის ანალიზის გამოყენების ფართოდ დანერგვის გზით.
გაუმჯობესდება რეგიონალური განვითარების ზედამხედველობისა და ანგარიშგების ინსტრუმენტები
და მექანიზმები.
დაიხვეწება რეგიონალური განვითარების სამართლებრივი ბაზა და ინსტიტუციური უზრუნველყოფის
მექანიზმები.
განხორციელდება ადგილობრივი ეკონომიკური და მატერიალური აქტივებისა და მათი პოტენციალის
სრულფასოვანი შესწავლა და სისტემატიზაცია მათი გონივრული მართვისა და გამოყენების
პოტენციალის ამაღლების მიზნით.
2.11
ბუნებრივი რესურსების მართვა
ბუნებრივი
რესურსების
რაციონალური
გამოყენება,
დღევანდელი
და
მომავალი
თაობების
ინტერესებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკური
ზრდისა და განვითარების საწინდარია. თავის მხრივ, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვა
ეკონომიკური
პოლიტიკის
ერთ-ერთ
მნიშვნელოვან
მიმართულებას
წარმოადგენს,
რაც
დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასთან და ეკონომიკური ზრდის
ხელშეწყობასთან. ბუნებრივი რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება, შესაძლებლობას მისცემს
ქვეყანას მიიღოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი, ამისთვის კი აუცილებელია, რესურსებით
34
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
სარგებლობის სრულყოფილი სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირება. აღნიშნული მიმართულებით,
მოხდება კანონმდებლობის დახვეწა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. მოწესრიგდება
სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის, მოპოვებისა და ამ სფეროში კონტროლის საკითხები,
დაინერგება ახალი სერვისები, რათა სტიმულირებულ იქნეს აღნიშნული სფეროთი კერძო სექტორის
მაქსიმალური
დაინტერესება
ლიცენზირების
პროცესში
და
მოხდეს
მიმზიდველი
გათვალისწინებული
იქნება
საინვესტიციო
გარემოს
ფორმირება.
ეკოლოგიური
ასპექტები.
ბუნებრივი
რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების, მდგრად
გამოყენება-ათვისებას.
35
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
3.
სოციალური განვითარება
3.1
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სოციალური
პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას,
რომლის შემდგომი სრულყოფა საქართველოში თითოეული ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას და
კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
3.1.1
ჯანმრთელობის დაცვა
ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამის ამოქმედებაა, რომელმაც სათავე დაუდო საქართველოს ყველა მოქალაქისათვის სამედიცინო
მომსახურებით უნივერსალურ მოცვას და სამედიცინო სერვისების მოხმარების საყოველთაო
ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან უკვე დაფინანსდა 3 მილიონზე მეტი შემთხვევა.
მთავრობა მომავალშიც შეინარჩუნებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, რომელმაც უზრუნველყო
უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ოჯახების გაღარიბების თავიდან აცილება, დაიხვეწება
არსებული სტანდარტიზებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი. საქართველოს ყველა
მოქალაქე კვლავაც
იქნება
დაცული
სამედიცინო
მომსახურებასთან
დაკავშირებული
მაღალი
ხარჯებისაგან, ამასთან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, განიხილება საჯარო
და კერძო თანამშრომლობის მოდელები და მექანიზმები, რათა დასაქმებულმა ადამიანებმა მეტი
წვლილი შეიტანონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში.
დაავადებათა პროფილაქტიკა (პრევენცია) ჯანდაცვის პოლიტიკისთვის იქნება პრიორიტეტული.
დაავადებაზე
რეაგირების
რეჟიმიდან
აქცენტი
გადატანილი
იქნება
როგორც
პრევენციულ
ღონისძიებებზე, ისე დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მისი გართულების თავიდან აცილებაზე.
განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო
ეტაპი.
კერძოდ, დაიხვეწება
პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მექანიზმები და გაიზრდება ოჯახის ექიმის როლი და
მნიშვნელობა, რის საფუძველზეც დაიზოგება როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის მიერ გაწეული
დანახარჯები.
გაგრძელდება
ჯანდაცვის
სპეციალიზებული
მიმართულებების
პროგრამული
დაფინანსება,
C
ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა
შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტს; გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების
ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას - ქვეყნის მასშტაბით
უკვე განხორციელდა დედათა და ბავშვთა (პერინატალური) სამედიცინო ცენტრების რეგიონალიზაცია
და მომავალში მოხდება მისი ინსტიტუციონალიზაცია ; გაგრძელდება აცრების ეროვნული კალენდრით
ბავშვთა იმუნიზაცია; ორსულებისა და ბავშვების უზრუნველყოფა მომავალი თაობის ჯანსაღი
36
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
განვითარებისთვის აუცილებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდებით.
საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტიან
მეთოდებს.
ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება დაეფუძნება თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებულ პრინციპებს:
მომსახურების ანაზღაურებისათვის გამოყენებული იქნება დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული
ჯგუფების და გლობალური ბიუჯეტების მეთოდი, რაც უზრუნველყოფს პროგრამულიი ფინანსური
რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებას.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების
სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის სოციალურად
დაუცველი ფენისათვის. მომავალში იგეგმება პროგრამის არეალის გაფართოება, რომლის შედეგადაც
მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს გაეზრდებათ ხელმისაწვდომობა ამბულატორიული მოხმარების
მედიკამენტებზე.
ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო
მონიტორინგის გაძლიერებისა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მეშვეობით.
ქვეყნის მასშტაბით დაიწყება ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის დანერგვა, რაც
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას.
გამოწვევების
შესაბამისი
გახდება
სალიცენზიო,
სანებართვო
და
მაღალი
რისკის
შემცველი
ამბულატორიული სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის პირობები.
ჯანდაცვის
ადამიანური
რესურსების
განვითარების
უზრუნველსაყოფად
განხორციელედება
სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმა, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო
განათლების სისტემის დახვეწის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს მაღალი კომპეტენციის მქონე
სამედიცინო პერსონალისმიერ ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას. აღნიშნული ერთი
მხრივ,
გააუმჯობესებს
დიაგნოსტიკური
პაციენტებისათვის
პროცესების
შედეგებს,
წარმატებული
ხოლო,
მეორე
პრევენციული
მხრივ,
და
სამკურნალო-
შეამცირებს
სამედიცინო
დაწესებულებების დანახარჯებს.
3.1.2
სოციალური დაცვა
ხელისუფლების შემდგომი მმართველობის სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითად პრინციპებს
წარმოადგენს: სიღატაკის შემცირება/პრევენცია, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა,
სამართლიანობა და გამჭვირვალობა, დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ხელშეწყობა.
მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური
მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ხარისხიან
37
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა.
გაფართოვდება
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა,
ხანდაზმულთა
და
მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ
მიმართული ღონისძიებები .
დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში
ღირსეული არსებობის გარანტია.
ხელისუფლება გააგრძელებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან
პოლიტიკას. გაგრძელდება დევნილი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების
მშენებლობა, ასევე „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში მოხდება დევნილი ოჯახებისთვის
საცხოვრებელი
სახლების
შეძენა.
ყველა
დევნილ
ოჯახს,
რომელსაც
საკუთრებაში
გადაეცა
საცხოვრებელი ფართი, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, მიეცემათ
შესაძლებლობა საკუთრებაში დაირეგისტრირონ საერთო სარგებლობის ფართებიც. გაგრძელდება
კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ
დაკავებული. დაიხურება ყველა ნგრევადი, სიცოცხლისათვის საშიში ობიექტი, რომელზეც არსებობს
შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. გაძლიერდება სახელმწიფოს მხრიდან დევნილებისთვის საარსებო
წყაროებზე წვდომის, მცირე სამეწარმეო საქმიანობისა და დევნილთა კოოპერაციის ხელშეწყობა.
ეკომიგრანტი ოჯახებისთვის დაგეგმილია 1000-მდე
სახლის შეძენა ქვეყნის მასშტაბით და
გაგრძელდება გასულ წლებში გადაცემული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების
ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესი.
გაგრძელდება
დემოგრაფიული
გაძლიერდება
მოსახლეობის
მდგომარეობის
დაბერების
გაუმჯობესების
საკითხებზე
ხელშეწყობის
სახელმწიფო
ღონისძიებები,
პოლიტიკის
სხვადასხვა
მიმართულებები.
მოხდება
სასჯელის
სახელმწიფო
ლიბერალიზაცია
გააუმჯობესებს
ხელმისაწვდომობასა
და
მსუბუქი
ნარკოტიკების
ნარკოდამოკიდებული
ხარისხს.
პრევენციული
მოხმარებასთან
პირებისათვის
პროგრამებით
მიმართებით.
ჯანდაცვის
სახელმწიფო
სერვისების
უზრუნველყოფს
ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში ადამიანების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ჩაბმის თავიდან
არიდებას.
სახელმწიფო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით,
შეიმუშავებს რეგულაციებს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კუთხით,
განსაკუთრებით არასრულწლოვნებთან და დამოკიდებულ პირებთან მიმართებით. გამკაცრდება
სახელმწიფო
კონტროლი
რეგულაციების
შესრულებაზე.
გაძლიერდება
პრევენციული
საგანმანათლებლო კომპონენტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობის ფართო ფენების,
განსაკუთრებით ახალგაზრდების, აზარტულ თამაშებში ჩაბმა.
38
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
3.2
განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა
განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
დაგეგმილია
ისეთი საგანმანათლებლო სისტემის განვითარება, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების
შესაბამისად ბავშვების, სტუდენტის, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო თეორიული
ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებასთან ერთად, უზრუნველყოფს
ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სიღრმისეულად გააზრებას, მათი სამოქალაქო
ცნობიერების ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, განათლებისა და მეცნიერების კავშირის
გაძლიერებას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ქვეყნის
ეკონომიკური და საზოგადოებრივი წინსვლის საწინდარი იქნება.
საქართველოს ხელისუფლება გეგმავს განათლების და მეცნიერების სფეროს სისტემური ცვლილებების
განხორციელებას, რათა განათლებისა და მეცნიერების სისტემა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული,
ეკონომიკური
და
სოციალური
განვითარების
მყარი
საფუძველი.
განათლების
სისტემაში
საგანმანათლებლო პროცესის ფოკუსი და განათლების საფეხურის შესაბამისად მის ცენტრში იქნება
ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა და განათლების მიღების ზრდასრული მსურველი. ამ მიზნით
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
უზრუნველყოფილი
იქნება
უსაფრთხო,
ძალადობისაგან
თავისუფალი და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო.
მხარდაჭერილი იქნება ახალგაზრდული აქტივობები, უზრუნველყოფილი იქნება მთელი ცხოვრების
მანძილზე სწავლის (LLL) პრინციპის დაცვა. ამოქმედდება ევროპული მიდგომების შესაბამისად
მომზადებული ხარისხის უზრუნველყოფის მოდელი და ეროვნული კვალიფიკაციების სისტემა, რაც
ხელს შეუწყობს უწყვეტი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას და სტუდენტთა და დასაქმებულთა
მობილობას;
განათლების
სისტემა
იქნება
ხარისხზე,
ხელმისაწვდომობასა
და
ინკლუზიაზე
ორიენტირებული. განათლების ყველა დონეზე პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის სწავლება.
ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სისტემამ რეგიონში ლიდერის პოზიციები დაიკავოს და რეგიონულ საგანმანათლებლო
ცენტრად
ჩამოყალიბდეს.
3.2.1
ადრეული და სკოლამდელი განათლება
ადრეული და სკოლამდელი განათლების თანაბრად მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ყველა
საჯარო და კერძო ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებაში 2017 წლიდან ამოქმედდება ხარისხის
ერთიანი სახელმწიფო სტანდარტები: საგანმანათლებლო სტანდარტები, ინფრასტრუქტურისა და
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სტანდარტები, კვებისა და ჰიგიენის სტანდარტები. სკოლამდელი
განათლების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება და არაძალადობრივი
გარემო.
გაძლიერდება
სტანდარტის
შესრულების
კონტროლი.
ეროვნულ
დონეზე
შეიქმნება
სკოლამდელი განათლების განვითარებისა და მართვის მოდელი და მექანიზმები.
ამოქმედდება აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტი.
39
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, კვალიფიციური
კადრების მომზადება და პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა.
გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და
ახალი დაწესებულებების დაფუძნება.
წინასასკოლო
ასაკის
მოზარდებისთვის
მხარდაჭერილი
იქნება
სასკოლო
მზაობის
ჯგუფების
ფუნქციონირება როგორც საბავშვო ბაღების, ისე სკოლების ბაზაზე.
3.2.2
ზოგადი განათლება
ზოგადი განათლების მაღალი ხარისხი და საყოველთაო ხელმისაწვდომობა კვლავ პრიორიტეტი იქნება.
ამ მიზნით უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი და ინკლუზიური, თანამედროვე მოთხოვნების
შესაბამისი ცოდნის, უნარების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ფორმირებასა და
მოსწავლის წარმატებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის განვითარება. ხარისხის
მაღალი სტანდარტების მისაღწევად დაინერგება სკოლების და განათლების ხარისხის შეფასების ახალი,
სწავლების მაღალ შედეგებზე ორიენტირებული სტანდარტები და მექანიზმები.
მოსწავლეების მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების მიზნით, ზოგადი განათლების სისტემა
ორიენტირებული იქნება სააზროვნო, შემოქმედებითი და შრომითი უნარების განვითარებაზე, ჯანსაღი
ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში.
სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მრავალფეროვან აქტივობებს და პროექტებს, რომლებიც მათ
დაეხმარება ანალიტიკური, კრეატიული, შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნების განვითარებაში,
გუნდური მუშაობის, ლიდერობის, სამეწარმეო და ჯანსაღი ცხოვრების უნარების, ასევე სამოქალაქო და
სოციალური კომპეტენციების განვითარებაში.
განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების
შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული სასწავლო გეგმების, პროგრამების, შესაბამისი
მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების და სხვა საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და დანერგვა.
საშუალო
საფეხურზე
საბუნებისმეტყველო,
დაინერგება
ჰუმანიტარული,
დიფერენცირებული
სახელოვნებო,
მიდგომები
სახელობო
და
ტექნიკური
სასპორტო
და
სწავლების
გაძლიერების მიმართულებებით.
შეფასებისა და რევიზიის შედეგად განვითარდება როგორც დამამთავრებელი, ისე ერთიანი ეროვნული
გამოცდების სისტემა. საგამოცდო პროცესში გაიზრდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.
ხელისუფლება
იზრუნებს
პედაგოგის
პროფესიის
პრესტიჟის
ამაღლებაზე.
სახელმწიფო
უზრუნველყოფს მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. ქვეყნის
ეკონომიკური განვითარებისა და მათი პროფესიული მიღწევების შესაბამისად დაიგეგმება სახელფასო
პოლიტიკა.
სწავლა-სწავლების
პროცესისა
და
სკოლების
მართვის
გაუმჯობესების
მიზნით,
გაგრძელდება სკოლის დირექტორების, როგორც საგანმანათლებლო ლიდერების პროფესიული
განვითარების მასშტაბური პროგრამების განხორციელება.
40
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, პოზიტიური და მულტიკულტურული გარემოს
შექმნა, ბულინგის და ძალადობის პრევენციასა და მართვაზე ორიენტირებული სერვისების
განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ფსიქოლოგიური მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესებას.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინკლუზიური განათლების გაძლიერებას და სპეციალური
მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას.
სწავლა-სწავლების პროცესში გაძლიერდება თანამედროვე ტექნოლოგიების, აგრეთვე დისტანციური
სწავლების
როლი.
მნიშვნელოვნად
გაიზრდება
სკოლების
საინფორმაციო-ტექნოლოგიური
შესაძლებლობები. შეიქმნება მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები და დამხმარე სასწავლო
მასალები.
მნიშვნელოვანი
ინვესტიციები
ინფრასტრუქტურის
ჩაიდება
განვითარებასა
და
სასკოლო
ახალი
საგანმანათლებლო
სკოლების
მშენებლობაში.
დაფინანსებული პროგრამების პარალელურად, გაგრძელდება ათასწლეულის
და
სპორტული
სახელმწიფოს
მიერ
გამოწვევის კომპაქტის
დაფინანსებით შერჩეული 100-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო
ლაბორატორიებით უზრუნველყოფა, რაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 37 ათასზე მეტ
მოსწავლეს საერთაშორისო სტანდარტის სკოლებში სწავლის საშუალებას მისცემს, ასევე ევროკავშირისა
და ევროპის საბჭოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში თბილისის რიგ სკოლებში
ჩატარდება სარეაბილიტაციო და ენერგოეფექტურობის გაზრდაზე მიმართული სამუშაოები.
სოფლის მცირეკონტინგენტიანი და მაღალმთიანი სკოლების გაძლიერების მიზნით სახელმწიფო
უზრუნველყოფს
სპეციალური
პროგრამების
ამოქმედებას,
რომელიც
ორიენტირებული
იქნება
განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. შეიქმნება მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ
სკოლების სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად ჩამოყალიბებას.
3.2.3
პროფესიული განათლება
პროფესიული განათლების სისტემაში გაგრძელდება დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული,
სწავლების მიდგომის დანერგვა საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით. ამ მიდგომით, დამსაქმებლები
სრულფასოვნად ჩაერთვებიან პროფესიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, ასევე
სტუდენტების შერჩევისა და შეფასების პროცესებში. ამავდროულად გაგრძელდება მოქნილი,
მოდულური სწავლების მიდგომის დანერგვა, რაც მსურველებს საჭიროების შესაბამისად სრული
მოდულური პროგრამის, ან ცალკეული მოდულების გავლის შესაძლებლობას სთავაზობს. ეს
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდასრული მოქალაქეებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნების
შესაბამისად უნარების სწრაფად განახლების შესაძლებლობების შესაქმნელად.
დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარების პარალელურად, სამუშაო ადგილების შექმნის
სტიმულირებისა და კერძო სექტორის გაძლიერების მიზნით, ასევე პრიორიტეტი იქნება სამეწარმეო
განათლებაც. ამგვარად, მომზადდება მცოდნე კადრი, რომელიც დასაქმების გარდა, შეძლებს
სახელმწიფოს
თუ
ბიზნესსექტორის
მიერ
გატარებულ
სამეწარმეო
41
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
საქმიანობის
მხარდამჭერ
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
ღონისძიებებში მონაწილეობას და ბიზნესის დაწყებას საკუთარი პროფესიით.
პროფესიული განათლების ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, მეტი ყურადღება დაეთმობა ახალი
სისტემებისა და
მექანიზმების განვითარებას როგორც მოზარდებისა და ახალგაზრდების, ისე
ზრდასრულების
საგანმანათლებლო
საჭიროებების
დაკმაყოფილებისათვის.
კერძო
სექტორთან
თანამშრომლობით შეიქმნება ზრდასრულთა განათლების სისტემა. ამოქმედდება პროფესიული
მომზადება-გადამზადების მრავალფეროვანი პროგრამები.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, დაიწყება ზოგადი განათლების პროფესიულ
განათლებაში ინტეგრირების პროცესი და ხელი შეეწყობა პროფესიული და უმაღლესი განათლების
საფეხურებს
შორის
კავშირების
განვითარებას,
დაინერგება
წინმსწრები
და
არაფორმალური
განათლების აღიარების მექანიზმები, შემუშავდება ინტეგრირებული პროფესიული და ზოგადი
განათლების მიღების მეორე შანსის პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რაც მთელი ცხოვრების
მანძილზე სწავლის (LLL) პრინციპის გათვალისწინებით, მათთვის განათლებისა და დასაქმების ახალ
პერსპექტივებს გააჩენს.
პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე ამოქმედდება პროფესიული
განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მწყობრი სისტემა, წახალისებული იქნება
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება სწავლების პროცესში.
ამავდროულად განვითარდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა
და საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში მრავალფეროვანი გახდება პროფესიული განათლების
მიმწოდებელთა ქსელი. გაუმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გეოგრაფიული დაფარვა,
რათა უპასუხოს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა მზარდ მოთხოვნას. აშშ-ისა და
საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტით, 201619 წლებში 16 მლნ აშშ დოლარი მოხმარდება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი საერთაშორისო
სტანდარტის პროფესიული განათლების ახალი პროგრამების დანერგვას.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობის გაზრდის მიზნით აუცილებელია
პროფესიული განათლების იმიჯის, მიმზიდველობის გაუმჯობესება და პოპულარიზაცია. ამ მიზნით
გაგრძელდება ევროკავშირთან და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
3.2.4
უმაღლესი განათლება
დაინერგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის
ეფექტიანი
მოდელები.
ხარისხის
გაუმჯობესების
მიზნით
განხორციელდება
ხარისხის
უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა. უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების მექანიზმები
შესაბამისობაში მოვა შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან. განხორციელდება განვითარებაზე
ორიენტირებული შეფასებები და ხელი შეეწყობა დაწესებულებების ინსტიტუციურ გაძლიერებას.
ამოქმედდება ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და რეკომენდაციებთან (ESG) თავსებადი ავტორიზაციისა
და
აკრედიტაციის
სტანდარტები,
რაც
შედეგად
მოგვცემს
განვითარებაზე
ორიენტირებულ
ინსტიტუციებს და მკვეთრად გაუმჯობესებული ხარისხის პროგრამებს, რომლებიც შრომის ბაზრის
42
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
მოთხოვნებს დაუახლოვდება. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, მხარდაჭერილი
იქნება საერთაშორისო პარტნიორობები, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციების მოპოვება და
აღიარების მექანიზმების განვითარება. პრიორიტეტი მიენიჭება სწავლისა და მეცნიერული კვლევის
ინტეგრაციას.
შემუშავდება და დაინერგება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი, ეფექტიანი მოდელები,
რომლებიც ორიენტირებული იქნება იმ მიმართულებებისა და სპეციალობების გაძლიერებაზე, რაც
ქვეყნის განვითარების საჭიროებებთან, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის გაძლიერებასთან
არის დაკავშირებული .
დაინერგება ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მასწავლებელთა
მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით. სკოლებში ახალი და კვალიფიციური კადრების
მოზიდვის მიზნით უმაღლესდამთავრებულ პირთათვის გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების
აკრედიტებული 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ
დაფინანსდება.
მხარდაჭერილი იქნება სპეციალური პროგრამები საქართველოში და საზღვარგარეთ სამეცნიეროკვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებში წარმატებით მოღვაწე წამყვანი ქართველი მეცნიერების
უმაღლესი განათლების სისტემაში რეინტეგრაციის მიზნით.
სახელმწიფო განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს უმაღლესი განათლების პროცესში თანამედროვე
ტექნოლოგიების როლისა და მნიშვნელობის ზრდას, მათ შორის, დისტანციური განათლების
კომპონენტის გაძლიერებას.
საქართველოს რეგიონალურ საგანმანათლებლო ცენტრად პოზიციონირებისთვის, განხორციელდება
მიზნობრივი ღონისძიებები უცხოელი სტუდენტების საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში
მოსაზიდად.
3.2.5
მეცნიერება
განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები საქართველოს ძლიერ, რეგიონალურ სამეცნიერო
ცენტრად გადაქცევისთვის.
ქვეყნის ეკონომიკის, სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებისა და საზოგადოების საჭიროებების
გათვალისწინებით მოხდება პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებების იდენტიფიკაცია და მათი
გაძლიერების მხარდაჭერა.
ხელი
შეეწყობა
საზღვარგარეთ
სამეცნიერო
ცენტრებსა
და
უნივერსიტეტებთან
სამეცნიერო
თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, უცხოელი მეცნიერების სამეცნიერო
კვლევებს საქართველოში და ქართველი მეცნიერებისას - მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო
ცენტრებში, აგრეთვე ქართველი მეცნიერების მიერ უცხოელ მკვლევარებთან ერთობლივი კვლევითი
პროგრამების
განხორციელებას.
უზრუნველყოფილი
იქნება
ახალგაზრდების
მონაწილეობის
ხელშეწყობა მეცნიერებაში მიზნობრივი პროგრამების დანერგვით. გაძლიერდება თანამშრომლობა
43
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
სხვადასხვა სამეცნიერო ფონდებთან საზღვარგარეთ, დამატებითი დაფინანსების და ერთობლივი
პროექტების განხორციელების მიზნით.
გაძლიერდება მეცნიერების ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები.
სახელმწიფო მხარს დაუჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სამეცნიერო-კვლევით
დაწესებულებებში.
სახელმწიფო ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ქართველოლოგიური კათედრებისა და ქართველოლოგის
შემსწავლელი მეცნიერების გაძლიერებას.
სახელმწიფო
მხარს
დაუჭერს
ევროკომისიის
პროგრამის
,,Horizon-2020“-ის
ფარგლებში
თანამშრომლობას, რაც საერთაშორისო თანამშრომლობისა და დაფინანსების ახალ პერსპექტივებს
სთავაზობს ქართველ მეცნიერებს, ბიზნესმენებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
3.2.6
ახალგაზრდობის პოლიტიკა
ახალგაზრდობის პოლიტიკის ინტეგრაცია განათლებისა და მეცნიერების სისტემაში აისახება
განათლების ყველა საფეხურზე, შესაბამის პროგრამებსა და პროექტებში. ოპტიმიზირებული იქნება
როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსები და გაერთიანდება პარალელური პროგრამები.
ამგვარად გაზრდილი რესურსები უფრო ეფექტიანად იქნება მიმართული ახალგაზრდული პოლიტიკის
ამოცანების გადასაჭრელად. შედეგად, გაძლიერდება ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ,
კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და
კონკურენტუნარიანობის
ზრდას,
საკუთარი
პოტენციალის
სრულფასოვნად
რეალიზებისა
და
დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა
ახალგაზრდული საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას, ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს შორის
პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების
განხორციელებას.
ახალგაზრდების
ცნობიერების
ამაღლებისა
და
რესურსებთან
წვდომის
გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფილი იქნება საინფორმაციო მხარდაჭერა.
გაგრძელდება სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობა, გადაწყვეტილების
მიღების პროცესში მათი მონაწილეობისა და სამოქალაქო აქტივობების მხარდაჭერის მიმართულებით.
გაძლიერდება არაფორმალური განათლების, პროფესიული ორიენტაციის, დასაქმების და მობილობის
ხელშემწყობი, ასევე მათი ჯანმრთელობის, სპეციალურ მხარდაჭერასა და დაცვაზე ფოკუსირებული
პროგრამები და პროექტები.
გაიზრდება
ახალგაზრდულ
ინტელექტუალური
და
კომპონენტი.
მოსწავლეთა
ბანაკებზე
განსაკუთრებული
ხელმისაწვდომობა
ყურადღება
და
მიექცევა
გაძლიერდება
ზუსტ
და
საბუნებისმეტყველო, სახელოვნებო და სპორტულ მიმართულებებს. გაგრძელდება ჰობი-განათლებასა
და რეკრეაციაზე ფოკუსირებული პროექტების დაფინანსება. მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით
გააქტიურდება ზამთრის და ზაფხულის სამეცნიერო სკოლების საქმიანობა, საერთაშორისო სამეცნიერო
ცენტრებში სასწავლო ტურები.
44
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
ადგილობრივ
პოლიტიკის
თვითმმართველობებთან
განსაზღვრისა
და
თანამშრომლობით
შესაბამისი
გაუმჯობესდება
ახალგაზრდული
სერვისების
ახალგაზრდული
შექმნის
პროცესი.
პარალელურად, დაიწყება ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის მექანიზმებისა და
მოდელების დანერგვა.
განმტკიცდება
თანამშრომლობა
ხელშეწყობისა
და
არასამთავრობო
განვითარებისთვის,
მათ
სექტორთან
შორის,
ახალგაზრდული
სოციალური
მეწარმეობის
პროექტების
პროექტების
მხარდაჭერით.
გაიზრდება მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინკლუზიაზე ორიენტირებული
არაფორმალური განათლების პროგრამების მხარდაჭერა.
გაღრმავდება
თანამშრომლობა
ევროკავშირთან
ახალგაზრდობის
მობილობის,
უნარების
განვითარების და პოლიტიკის რეფორმების მიმართულებებით ევროკავშირის “Erasmus +”-ის
პროგრამის ფარგლებში, ხოლო ევროკავშირის EU4Youth პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა
ორიენტირებული იქნება ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტის განვითარების, მოხალისეობის
პოპულარიზებისა და ახალგაზრდებში დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. მათ
შორის, მოწყვლადი ჯგუფების ახალგაზრდებში.
3.3
კულტურა და სპორტი
სპორტის მიმართულების კულტურასთან ინტეგრაცია თანასწორ შესაძლებლობებს აჩენს ამ ორი
მნიშვნელოვანი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას. სპორტისა და
კულტურის შერწყმა ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ე.წ. საიმიჯო ხასიათის პროექტების
შინაარსის გაფართოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ახალი სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია კულტურული
და სპორტული კალენდრების ერთმანეთთან ჰარმონიზაცია და კოორდინაცია, რაც საერთაშორისო
ასპარეზზე თანმიმდევრული და ეფექტური პოზიცინირების საშუალებას მისცემს ქვეყანას და ხელს
შეუწყობს კულტურული და სპორტული ტურიზმის განვითარებას.
3.3.1
კულტურა
ევროპასთან ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „კულტურის
სტრატეგია 2025“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს კულტურის
სექტორში. საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველია,
რომელიც ევროკავშირის პროგრამის - „შემოქმედებითი ევროპის“ წევრი გახდა.
დაიხვეწება კულტურასა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა; შემუშავდება
კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსი, რომელიც გააუმჯობესებს კულტურული და
ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საკანონმდებლო საფუძვლებს; გაგრძელდება მუშაობა კულტურის
სფეროს დაფინანსების დივერსიფიკაციისთვის.
45
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
კულტურის მართვა უფრო ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური გახდება; გაიზრდება ექსპერტთა და
პროფესიონალთა
მონაწილეობა
გადაწყვეტილების
მიღებისა
და
დარგობრივი
სტრატეგიების
შემუშავების პროცესში.
გაიზრდება კულტურის ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით რეგიონების
მოსახლეობისათვის, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისათვის; ხელი შეეწყობა ეთნიკურ
უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და შშმ პირთა შემოქმედებითი
უნარების განვითარებას. მოხდება მოსახლეობის ფართო ფენების ცნობიერების ამაღლება, კულტურისა
და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობასა და როლის შესახებ; ხელი შეეწყობა მედიისა და
მაუწყებლის
პოტენციალის
გამოყენებას,
კულტურისა
და
შემოქმედებითი
სექტორის
პოპულარიზაციისა და განვითარებისათვის.
მოხდება კულტურის ინტეგრირება სხვა დარგების, განსაკუთრებით ეკონომიკური და რეგიონული
განვითარების
პოლიტიკაში;
გაძლიერდება
კომუნიკაცია
კულტურის
სფეროს
მუშაკებსა
და
ბიზნესსტრუქტურებს შორის, პარტნიორობა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის; ხელი შეეწყობა
კულტურის სფეროს პოტენციალის სამეწარმეო და ტურიზმის მიმართულებით ათვისებას, მათ შორის,
კულტურული
მარშრუტების,
ტრადიციული
მატერიალური
კულტურული
მემკვიდრეობის
რეწვის
დარგებისა
სხვა
რესურსების,
და
არამატერიალური
და
სოციალურ-ეკონომიკური
განვითარებისათვის მდგრად გამოყენებას.
სახელმწიფო ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის საჭირო სივრცეებსა
და დაწესებულებებს - ლაბორატორიებს, ინკუბატორებს; შემუშავდება შემოქმედებითი ინდუსტრიების
წახალისების მექანიზმები; რესურსების ანალიზის, ინფორმაციის შეგროვებისა და
კოორდინაციის
ახალი მექანიზმები, ელექტრონული მონაცემთა ბაზები და სხვ.
კულტურული
დიპლომატიის
მეშვეობით,
ხელი
შეეწყობა
ქართული
კულტურის
ინტერნაციონალიზაციასა და ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე; ხელი შეეწყობა
საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, კულტურათაშორის დიალოგს და
კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივ პროექტებს, ინსტიტუციურ,
ორგანიზაციულ და ინდივიდუალურ დონეზე.
გაგრძელდება სახელოვნებო განათლების განვითარების ხელშეწყობა, დარგის სპეციალისტების
კვალიფიკაციის ამაღლება და ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა. მომზადდება სახელოვნებო
განათლების მოდერნიზაციისთვის აუცილებელი დოკუმენტის პაკეტი (სტრატეგიული, სასწავლოშინაარსობრივი და საკანონმდებლო მიმართულებით). გაღრმავდება სახელოვნებო განათლების
ინტეგრირება საერთაშორისო სახელოვნებო-საგანმანათლებლო სივრცეში.
უზრუნველყოფილი
იქნება
ხელოვნების
სხვადასხვა
დარგის
პოპულარიზაცია
სკოლამდელ,
ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლესი განათლების დაწესებულებებში; პროფესიული
სახელოვნებო დარგების, ფესტივალების, კონკურსების ხელშეწყობა.
გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები.
46
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
3.3.2
სპორტი
ხელი შეეწყობა მასობრივი სპორტის განვითარებას, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების სპორტში
ჩაბმას. სახელმწიფო განახორციელებს ქმედით პოლიტიკას, რათა 15%-ით გაიზარდოს პროფესიულ
სპორტში ჩაბმულ, ხოლო 25%-ით
მასობრივ სპორტში ჩაბმულ პირთა რაოდენობა. შემუშავდება
მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბავშვებისა და მოზარდების ჩართვას. უზრუნველყოფილი
იქნება მწვრთნელებისათვის სასპორტო განათლების ხელმისაწვდომობა; გაგრძელდება მაღალმთიან
დასახლებებში მომუშავე მწვრთნელთა მხარდაჭერა.
აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და რაგბის კომბინირებული
მოედნები. რეგიონალურ ცენტრებში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი
მრავალფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეები; შეიქმნება სპორტული ინფრასტრუქტურის
მართვის ეფექტიანი მოდელი, რომელიც საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე იქნება
დაფუძნებული.
მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე სხვადასხვა
დონის საფეხბურთო კლუბებისა და პროგრამების დაფინანსება; ხელი შეეწყობა საფეხბურთო
გუნდების კერძო საკუთრებაში გადაცემას, ბავშვთა და ქალთა ფეხბურთის, ასევე ასაკობრივი
გუნდების (მათ შორის, ნაკრების) განვითარებას.
სპორტულ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაციით, შემუშავდება სპორტული
ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რაც ქვეყნის პოპულარიზაციასთან ერთად, განაპირობებს
ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.
გაუმჯობესდება სპორტის მართვის მოდელი, ჩამოყალიბდება თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემა.
47
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
4.
საგარეო ურთიერთობები, უსაფრთხოება და თავდაცვა
4.1
საგარეო ურთიერთობები
ქვეყნის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების საფუძველი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და
კეთილდღეობის
უზრუნველყოფაა.
ხელისუფლების
მიზანია
თანამედროვე,
დემოკრატიული,
სტაბილური, განვითარებული ევროპული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესის გაგრძელება და
მისი ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე აყვანა. ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო გზა ქვეყნის
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.
საქართველო რთულ და ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება. არსებული გლობალური და
რეგიონალური გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების
განმტკიცებისათვის საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და აშშ-თან, როგორც მთავარ სტრატეგიულ
პარტნიორთან,
თანამშრომლობის
შემდგომ
გაღრმავებას
ალტერნატივა
არ
აქვს.
აღნიშნული
მიმართულებებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური
განვითარების აუცილებელი კომპონენტის - სტაბილური და პროგნოზირებადი პოლიტიკურეკონომიკური გარემოს ფორმირების შესაძლებლობას იძლევა.
ქვეყანაში სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს ფორმირებისთვის აუცილებელია რუსეთიდან
მომავალი საფრთხეების მინიმიზაცია და რუსეთთან რაციონალური პოლიტიკის გატარება, ქვეყნის
დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,
სტრატეგიული ინტერესების დათმობის
გარეშე.
ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებისა და რუსეთთან რაციონალური
პოლიტიკის წარმართვის საფუძველზე უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბება ქვეყნის
საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
ვაჭრობით განპირობებული სარგებლის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების საწინდარია.
ყოველივე ეს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და, ზოგადად, ქვეყნის
გრძელვადიანი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია:
უსაფრთხოებისა
და
სუვერენიტეტის
განმტკიცება,
დეოკუპაცია
და
ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენა, რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების
გზით;
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია;
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;
მსოფლიო მასშტაბით საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაცია;
ქართულ დიასპორასთან კავშირების გამყარება და საქართველოს განვითარების პროცესში მათი
ჩართულობის ხელშეწყობა.
48
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
4.1.1
უსაფრთხოება და სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაციია და ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების
გზით
საქართველოს
მთავრობის
უმთავრესი
საგარეო
პოლიტიკური
პრიორიტეტია
საქართველოს
საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის
დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის
შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12
აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების
უზრუნველყოფისა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდის მიზნით.
საქართველო გააგრძელებს კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების
ფორმატში. მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება პროგრესის მიღწევისაკენ მოლაპარაკებების
დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითხებზე, როგორიცაა: ძალის არგამოყენება, ოკუპირებულ რეგიონებში
უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და
ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
განსაკუთრებული
ყურადღება
დაეთმობა
რუსეთ-საქართველოს
კონფლიქტის
ესკალაციის
პრევენციისათვის, ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და
ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციას.
გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე სრულად განხორციელების ხელშესაწყობად.
გაგრძელდება აქტიური მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის
საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებისათვის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები
მოსახლეობის, მათ შორის, განსაკუთრებით მოწყვლადი გალის და ახალგორის რაიონების მცხოვრებთა
უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
საქართველოს
მთავრობა
ოკუპირებული
რეგიონების
პოლიტიკის
ფარგლებში,
მიმართავს
ძალისხმევას
ე.წ.
დამოუკიდებლობის
საერთაშორისო
არაღიარების
თანამეგობრობისათვის
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის
მიწოდებასა და აღიარების შესაძლო რისკების პრევენციისკენ.
საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება საერთაშორისო ძალისხმევის
მობილიზება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილას
უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობისათვის. ქართული მხარის ძალისხმევით,
აღნიშნული საკითხი დგას და შენარჩუნდება საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ვიდრე
არ იქნება მიღწეული ამ ფუნდამენტური უფლების რეალიზება.
კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება
49
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
დაეთმობა ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის აღდგენას,
ომით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის პირდაპირი დიალოგის და შერიგების პროცესის
წახალისების,
ნდობის
აღდგენისკენ
მიმართული
კონკრეტული
პროექტების,
კონფლიქტით
დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირების, სახალხო დიპლომატიის და
საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.
საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ჯანდაცვის სერვისების და C ჰეპატიტის მკურნალობის
პროგრამის
ხელმისაწვდომობის
მოსახლეობისათვის.
უზრუნველყოფას
გაგრძელდება
აქტიური
ოკუპირებულ
მუშაობა
ტერიტორიებზე
განათლების
მცხოვრები
შესაძლებლობების
განვითარებისთვის და ხარისხიან განათლებაზე წვდომის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს
ხელისუფლება ასევე გააგრძელებს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას და
გადადგამს
ნაბიჯებს
მათი
ჰუმანიტარული
და
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
გაუმჯობესებისთვის. საქართველოს მთავრობა საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მცხოვრებლებს
შესთავაზებს იმ სარგებელსა და სიახლეებს, განვითარების და უკეთესი მომავლის პერსპექტივებს,
რომლებიც, თავის მხრივ, საქართველოს ევროპულ მომავალსა და განვითარებას უკავშირდება და
გამომდინარეობს ქვეყნის ევროკავშირსა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატებიდან.
4.1.2
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
ევროკავშირში ინტეგრაცია
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რომლის მიზანია ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია,
ეფუძნება და სრულად ასახავს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებას გახდეს
დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი.
ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური
ინტეგრაციის ჩარჩოს. მთავრობის ამოცანაა სრულად და ეფექტიანად იქნეს გამოყენებული ქვეყნის
ევროინტეგრაციით განპირობებული შესაძლებლობები.
გაგრძელდება
პოლიტიკური
დიალოგი
ევროკავშირსა
და
ევროკავშირის
წევრ
ქვეყნებთან
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ.
გაგრძელდება ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, რომელიც მოიცავს ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს. გაღრმავდება თანამშრომლობა
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ინსტიტუტების ფარგლებში.
გაგრძელდება
თანამშრომლობა
მობილურობის
გაზრდისა
და
ხალხთა
შორის
კონტაქტების
გაღრმავების მიმართულებით, შეიქმნება ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისათვის, რასაც
ხელს შეუწყობს 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედებული უვიზო მიმოსვლა.
სექტორალური ინტეგრაციის მიზნით გაგრძელდება ინსტიტუციური და დარგობრივი თანამშრომლობა
ევროკავშირთან.
50
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
გადაიდგმება
ნაბიჯები
ევროკავშირის
შიდა
ბაზართან
ფიზიკური
ინტეგრაციისათვის,
რაც
გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინტეგრაციას.
გაგრძელდება ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენტოებთან მაქსიმალური ინტეგრაცია და
გადაიდგმება
ნაბიჯები
ევროკავშირის
მოქმედ
პროგრამებში
საქართველოს
მონაწილეობის
ეფექტურობის გასაზრდელად.
გაღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის
(CSDP) ფარგლებში.
გაგრძელდება
სამოქალაქო
საზოგადოებასთან
თანამშრომლობა, რაც
ასოცირების
შეთანხმების
წარმატებით განხორციელების, ქვეყანაში ევროინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებრივი აზრის
შემდგომი
კონსოლიდაციის,
ასევე
არსებული
ცოდნისა
და
გამოცდილების
მობილიზების
საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკის
შესაძლებლობას იძლევა.
ნატოში ინტეგრაცია
ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია
უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ხელშემწყობ ფაქტორს ქვეყნის
უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის. საქართველო მიზანმიმართულად
გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პრაქტიკულად განხორციელდეს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის
სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი“.
საქართველო განაგრძობს ნატოში ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტების - წლიური ეროვნული
პროგრამის, ნატო-საქართველოს კომისიისა და ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ეფექტიანად
გამოყენებას,
და
წარმატებით
ახორციელებს
დემოკრატიული
განვითარებისა
და
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებს.
2016 წლის ივლისში გამართულ ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებულ
იქნა ინიციატივები ისეთი
მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება,
ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა,
კრიზისების მართვის შესაძლებლობების განვითარება და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროს
გაუმჯობესება.
ალიანსში გაწევრიანების დაჩქარების მიზნით:
არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებით (ნატო-საქართველოს კომისია, წლიური
ეროვნული
პროგრამა,
ნატო-საქართველოს
არსებითი
პაკეტი)
გაგრძელდება
ნატოს
წევრობისთვის მზადება;
გაგრძელდება ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ეფექტიანი განხორციელება, რომლის
მიზანია ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების და ალიანსთან თავსებადობის ამაღლება, რაც
დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადებაში. ასევე
მუშაობა
ვარშავის
სამიტზე
მიღებული
ახალი
51
ინიციატივების
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
გაგრძელდება
განხორციელების
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
მიმართულებით;
საქართველო
კვლავ
იქნება
ალიანსის
მნიშვნელოვანი
პარტნიორი
საერთაშორისო
უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში;
აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელიც აქტიურად
უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამოცანებს, ასევე ქვეყნის ტერიტორიულ
მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
4.1.3
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა
ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია საქართველოს, როგორც
საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული,
ტექნოლოგიური,
ტურისტული
და
საფინანსო
კვანძის
(ჰაბის)
პოპულარიზაცია,
რითაც
უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის სრულყოფილად
ათვისება, ეროვნული წარმოების განვითარება და ექსპორტის ზრდა, უცხოური ინვესტიციების
მოზიდვა, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო
ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობა.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ძალისხმევა და კიდევ უფრო მეტად ხელი შეეწყოს
საქართველოს გავლით ენერგოდერეფნების განვითარებას, ასევე ახალი სატრანსპორტო დერეფნების
დაფუძნებასა და გაფართოებას.
მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში
ინკლუზიური,
კონკურენტული
და
ეფექტიანი
რეგიონალური
პროექტების
განხორციელებას
ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია საქართველოსა და უცხო ქვეყნების რეგიონებს შორის საქმიანი
კავშირების დამყარების და თანამშრომლობის გაფართოების პროცესის ხელშეწყობა, რათა მოხდეს
მსოფლიოს ლიბერალურ ბაზრებთან ქვეყნის ინტეგრაცია. ამ კუთხით, მთავრობის პოლიტიკა
მიმართული
იქნება
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობების
ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერებისა და კომერციული ატაშეების სისტემის დანერგვისკენ.
4.1.4
მსოფლიო მასშტაბით საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაცია
საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარმოჩნდეს
როგორც სტაბილური და უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც დემოკრატიული განვითარებისა და
წარმატებული რეფორმების მხრივ რეგიონის ლიდერია. მსოფლიო მასშტაბით ქვეყნის პოზიტიური
იმიჯის ფორმირებისათვის იგეგმება საქართველოში გატარებული რეფორმებისა და მიღწევების
საზღვარგარეთ აქტიური პოპულარიზაცია და ამ მხრივ საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებისთვის
შესაბამისი გამოცდილების გაზიარება.
საქართველოს, როგორც უძველესი ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის მქონე ქვეყნად,
52
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
წარმოჩენისათვის საჭიროა აქტიური კულტურული დიპლომატიის წარმოება. მთავრობის პოლიტიკა
მიმართული იქნება საერთაშორისო კულტურულ ცხოვრებაში საქართველოს მეტი ჩართულობის
ხელშეწყობისაკენ. განხორციელება ძალისხმევა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში,
საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებისა და ერთობლივი
საერთაშორისო პროექტების ხელშეწყობის მიმართულებით.
გაგრძელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ქალაქებსა და რეგიონებს შორის კონტაქტების
დამყარებისა და გაღრმავების ხელშეწყობა. გაგრძელდება გაერთიანებული ერების განათლების,
კულტურის და მეცნიერების ორგანიზაციასთან (UNESCO) აქტიური თანამშრომლობის გზით
საქართველოს
კულტურული
და
ინტელექტუალური
პოტენციალის
განვითარებისა
და
პოპულარიზაციის ხელშეწყობა; მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების, როგორც ქვეყანაში ტურიზმის
განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორის, პოპულარიზაცია და ახალი ძეგლების ნომინირების
პროცესის ხელშეწყობა, ასევე გაგრძელდება თანამშრომლობა UNESCO–სთან საქართველოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული პრობლემატიკის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით.
4.1.5
ქართულ დიასპორასთან კავშირების გამყარება და საქართველოს განვითარების
პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობა
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი
საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ასევე საზღვარგარეთ
მცხოვრებ თანამემამულეებთან კონტაქტების განმტკიცება. ქართული დიასპორა უმნიშვნელოვანეს
როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
მთავრობის
მიზანია
სახელმწიფოსა
და
დიასპორას
შორის
ურთიერთობის
ინტენსიფიკაცია,
სისტემატიზაცია და არსებული პრობლემების ერთიანი ძალისხმევით მოგვარება.
ქვეყნისათვის
უაღრესად
მნიშვნელოვანია
ქართული
საზღვარგარეთ
დიასპორის
ეროვნული
იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს
დიასპორის ჩართულობას მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის პოპულარიზაციისა და საქართველოს
პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საკითხში.
მთავრობა აქტიურად იქნება ჩართული იმ ცალკეული სოციალური საკითხების გადაჭრის პროცესში,
რომლებიც აწუხებს ქართულ დიასპორას. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი დიასპორის
წარმომადგენლებისთვის ეფექტიანი იურიდიული და საკონსულტაციო მექანიზმის შეთავაზება და
ადგილზე დახმარება.
ამავდროულად, მთავრობის პოლიტიკა მიმართული იქნება იმისკენ, რომ განხორციელდეს უცხოეთში
მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მათი ოჯახის წევრების მაქსიმალური
ჩართულობა
ქვეყნის
განვითარების
პროცესში,
ასევე
ხელი
შეეწყოს
უცხოეთში
მცხოვრები
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებას.
53
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ორმხრივი დიპლომატია
საქართველოს მთავრობა კვლავ გააგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ
შტატებთან როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, კერძოდ:
გაღრმავდება
აშშ-თან
პარტნიორობა
საქართველოს
თავდაცვითი
შესაძლებლობებისა
და
შეიარაღებული ძალების ინსტიტუციური განვითარებისათვის;
გაღრმავდება აშშ-თან სამეცნიერო და განათლების სფეროში თანამშრომლობა; აქტიური მუშაობა
წარიმართება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში
ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების
ხელშეწყობის მიზნით. ასევე, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით გააქტიურდება
მკვლევართა და სტუდენტთა გაცვლა;
გაგრძელდება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების კუთხით საქმიანობა,
ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის (HLTID) ფორმატში, მათ შორის,
თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კუთხით.
საქართველოს
მთავარი
საგარეო-პოლიტიკური
ამოცანების
განხორციელების
თვალსაზრისით,
უმნიშვნელოვანესი იქნება დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიულ
დონეზე აყვანა და ტრადიციულ მოკავშირე ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობის
გაგრძელება და შემდგომი გაღრმავება. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მუშაობას საქართველოში
გატარებული
რეფორმების
საქართველოს
ევროპული
შედეგების
და
ევროპის
ქვეყნებში
ევროატლანტიკური
სრულფასოვნად
ინტეგრაციის
წარმოჩენისა
ხელშეწყობის
და
გაზრდის
უზრუნველყოფის მიმართულებით.
გასული
ხუთი
წლის
განმავლობაში
წარმატებით
მიმდინარეობდა
და
კვლავ
გაგრძელდება
ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განმტკიცება და კეთილმეზობლური ურთიერთობების
გაღრმავებას მეზობელ სახელმწიფოებთან თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან.
რუსეთის ფედერაციასთან, რაციონალური და დეესკალაციის პოლიტიკის ფარგლებში, გაგრძელდება
სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობა.
აღმოსავლეთის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში
მჭიდრო თანამშრომლობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც
ისტორიულად ჩამოყალიბებული აბრეშუმის გზისა და ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი
სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის. საქართველოსათვის პრიორიტეტულია სხვადასხვა
მიმართულებებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალის გამოყენება და რეგიონში საქართველოს
შესახებ ცნობადობის ამაღლება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი აბრეშუმის გზის
ფარგლებში
ინკლუზიური,
კონკურენტული
და
ეფექტიანი
რეგიონალური
პროექტების
განხორციელებას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების
მიმართულებით.
ახლო აღმოსავლეთისა და აზიის, აფრიკის კონტინენტისა და ოკეანეთის, ასევე ლათინური ამერიკისა
და კარიბის ზღვის აუზის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივ დონეზე გაღრმავდება პოლიტიკური,
54
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
ეკონომიკური,
კულტურული
და
სხვა
სექტორული
სახელშეკრულებო-სამართლებრივი
ურთიერთობები.
მრავალმხრივი დიპლომატია
საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ
ფარგლებში არსებულ ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის, ქვეყნის შიგნით
მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების წარმატების უზრუნველყოფის, ადამიანის უფლებათა
განმტკიცების,
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში
საერთაშორისო ორგანიზაციების როლის გაზრდის, ომით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის
ნდობის აღდგენისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის
მექანიზმების შექმნის მიმართულებებით.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის პერიოდში (2016-2018), საქართველო მაქსიმალურად
გამოიყენებს ამ მნიშვნელოვან ფორმატს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით
არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე დარღვევებზე საბჭოს ყურადღების გამახვილების მიზნით,
მათ შორის, კონკრეტული ინიციატივების გზით.
ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების
შექმნის ხელშეწყობის მიზნით, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო,
ევროპის საბჭო) შესაბამის ინსტიტუტებთან.
გაგრძელდება მუშაობა ეუთოს სამივე განზომილების: სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და
გარემოსდაცვითი და ადამიანური განზომილებების მიმართულებებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულ
საკითხებზე.
გაგრძელდება რეგიონალური სახის თანამშრომლობის განვითარება დემოკრატიისა და ეკონომიკური
განვითარების ორგანიზაციის - სუამის ფარგლებში. საქართველო, გააგრძელებს თანამშრომლობის
გაღრმავებას
სუამის
მნიშვნელოვანი
წევრ
საკითხების
სახელმწიფოებთან
საერთაშორისო
და
ამ
ფორმატის
გამოყენებით
ქვეყნისთვის
დღის
წესრიგში
დაყენებას.
გაგრძელდება
ურთიერთობების განვითარება არაბულ სახელმწიფოთა ისეთ რეგიონალურ ორგანიზაციებთან,
როგორიცაა არაბული სახელმწიფოების ლიგა (League of Arab States) და სპარსეთის ყურის
თანამშრომლობის საბჭო (GCC). ასევე გაღრმავდება თანამშრომლობა ფრანკოფონიის საერთაშორისო
ორგანიზაციასთან (OIF), პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობასთან (CPLP) და სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
სტრატეგიული კომუნიკაცია
საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიღწევისათვის აუცილებელია
აქტიური სტრატეგიული
კომუნიკაცია მთავრობის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ქვეყნის
საგარეო კურსის მიმართ მოსახლეობის მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნება.
კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით გაგრძელდება მოქალაქეებთან პირდაპირი და
55
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
უშუალო კონტაქტის დამყარება და მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ქვეყნის
შიდა და გარე აუდიტორიის პროაქტიული ინფორმირება.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მაღალი მხარდაჭერის შენარჩუნების
მიზნით:
გაგრძელდება მოსახლეობაზე ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და
შემცირება
ქმედითი
ღონისძიებების
განხორციელებით,
სტრატეგიული
კომუნიკაციის
ეფექტური იმპლემენტაციით, რაც არ გულისხმობს კონტრპროპაგანდის გამოყენებას;
გაგრძელდება
აქტიური
კამპანია,
საინფორმაციო
რომლის
მიზანია
საქართველოს
მოსახლეობისთვის ზუსტი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირისა
და ნატოს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული
გამოწვევებისა
და
შესაძლებლობების,
ასევე
ქვეყნის
მიერ
განხორციელებული
და
განსახორციელებელი რეფორმების თაობაზე;
გაგრძელდება
თანამშრომლობა
სამოქალაქო
სექტორთან
ერთობლივი
ძალისხმევის
კოორდინირების მიმართულებით;
გაგრძელდება
საზოგადოებრივი
ევროატლანტიკური
აზრის
ინტეგრაციის
კველევა
საკითხების
შესახებ
საქართველოს
ევროპული
და
მოსახლების
ცნობიერებისა
და
დამოკიდებულების შესასწავლად;
გაგრძელდება თანამშომლობა სტრატეგიული კომუნიკაციის სტრუქტურულ ერთეულებთან
ევროკავშირსა და ნატოში და მათ წევრ სახელმწიფოებში;
გაგრძელდება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2017-2020 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული სამოქმედო
გეგმის განხორციელება.
4.2
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება
საქართველოს სჭირდება დაბალანსებული, ადაპტირებადი, საკმარისი საბრძოლო ძალის მქონე,
მოქნილი, მდგრადი და მობილური შეიარაღებული ძალები, რომლებიც თავსებადია ნატოს
საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის, უზრუნველყოფს სამოქალაქო ხელისუფლების
მხარდაჭერას სტიქიური და ტექნოგენური უბედურების დროს, ადეკვატურად პასუხობს როგორც
საზღვრებიდან მომდინარე თავდასხმის საფრთხეებს, ისე პირდაპირ სამხედრო აგრესიას.
არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესამცირებლად მნიშვნელოვანია თავდაცვის სისტემის
სრული ტრანსფორმაცია და ისეთი თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნა, რომელიც ეკონომიკური
და დიპლომატიური შეკავების ფაქტორებთან თანაფარდ სამხედრო შესაძლებლობებს განავითარებს
და ამგვარად, საკმარისი შეკავების ფაქტორის შექმნით, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების
დაცვას შეძლებს. ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისკენ განუხრელი სწრაფვა სწორედ ამ მიზნის
თანაზომიერია.
ძლიერი
და
ეფექტიანი
თავდაცვის
სისტემის
ჩამოსაყალიბებლად,
საქართველოს
მთავრობა
დაამტკიცებს და განახორციელებს 4-წლიან პროგრამას, რომელიც გახდება ქვეყნის თავდაცვის
56
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
ახლებური ხედვის ცხოვრებაში გატარების სტრატეგიული გეგმა და საფუძვლად დაედება სამხედრო
ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესს. აღნიშნული პროგრამის განხორციელება
დაეფუძნება სამხედრო სფეროში დღემდე არსებულ მიღწევებს, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე
წარმატებულ პროგრამებს, ნატო-საქართველოს ერთობლივ პროექტებს, აგრეთვე სამხედრო ძალების
რეფორმირების პრინციპულად ახალ ხედვებს, რომლებიც განვითარდება შემდეგი 5 მიმართულებით.,
ესენია:
სტრატეგია და მართვა - თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის სისტემების ინტეგრირების ხარისხის
გაზრდა
რესურსების
პრიორიტეტული
მიმართულებებით
ეფექტიანად
მიმართვის
და
გადანაწილების მიზნით;
ძალების ოპტიმიზაცია - სამხედრო შესაძლებლობების დაბალანსებული ერთიანობის შექმნა, რაც
განაპირობებს ქვეყნის უსაფრთხოების ამოცანების შესრულებას;
ძალების მზადყოფნა
- კრიტიკულ ფაქტორებზე ფოკუსირება სისტემური განვითარების
მიმართულებით: პერსონალი, აღჭურვილობა, განათლება- წვრთნები და მდგრადობა;
ინსტიტუციური
რეფორმები
-
თავდაცვის
სამინისტროს
მექანიზმების
მართვის
თანამიმდევრული დახვეწა შეიარაღებული ძალების ოპერატიული მოთხოვნების ქმედითი
მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად;
საერთაშორისო ჩართულობა - სამხედრო შესაძლებლობების, აგრეთვე ნატოსა და პარტნიორი
ქვეყნების ძალებთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, საერთაშორისო პროგრამებსა და
აქტივობებში მონაწილეობა.
ხედვის წარმატებით რეალიზაციისათვის:
საბოლოოდ
გაიმიჯნება
კომპეტენციები გენერალურ შტაბსა და სამინისტროს შორის;
განხორციელდება თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის მართვის, კონტროლისა და
უწყებრივი კონსულტაციების სისტემის შემდგომი ინტეგრაცია, დახვეწა და ოპტიმიზაცია;
განხორციელდება
არსებული
რესურსების
მართვის
წესებისა
და
პროცედურების
ინსტიტუციონალიზაცია თავდაცვის რესურსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების
პრინციპებით გამოყენების უზრუნველსაყოფად;
გაუმჯობესდება შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები და მობილურობა;
უმნიშვნელოვანეს
პრიორიტეტად
დარჩება
საჰაერო
თავდაცვისა
და
ტანკსაწინააღმდეგო
შესაძლებლობების შემდგომი განვითარება.
შეჯერდება რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფცია;
განხორციელდება გზების იდენტიფიცირება კვალიფიციური პერსონალის მოზიდვისა და
შენარჩუნების მიზნით;
ნატოს
სტანდარტებთან
თავსებადობის
უზრუნველსაყოფად,
შემცირდება
პერსონალური
ხარჯების წილი თავდაცვის ბიუჯეტში და განხორციელდება, ზოგადად, თავდაცვის სამინისტროს
ხარჯების ოპტიმიზაცია; გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს შიგნით მკვეთრად გაიმიჯნება
უფლება-მოვალეობები და ფუნქციები;
უზრუნველყოფილი
იქნება
მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის
განახლება
და
ლოგისტიკის
სისტემის გამართვა; დაიწყება ერთიანი მატერიალურ-ტექნიკური და სამშენებლო ნორმების
დანერგვის პროცესი;
57
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა
განვითარდება
შეიარაღებული
ძალების
კიბერშესაძლებლობები
და
გაიზრდება
კიბერუსაფრთხოების ხარისხი;
გაიზრდება სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობები, რისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება
ქვეყნის საერთო ეროვნული რესურსებისა და შესაძლებლობების სწორი განაწილება;
შეიარაღებულ ძალებში განვითარდება სპეციალური დანიშნულების ძალების შესაძლებლობები;
გაგრძელდება სამხედრო პოლიციის რეფორმირება.
58
|
2 0 1 8 - 2 0 2 0
ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო
პ რ ო გ რ ა მ ა