საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნინო გოგუაძის 2017 წლის 23-29 ნოემბერს ბელფასტში (ჩრდილოეთ ირლანდია, გაერთიანებული სამეფო) სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე
ნომერი
#20867/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-22
ბიუროს ნომერი 121

📜 ტექსტი

წერილი
N 20867 19/12/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით, სამუშაო ვიზიტის ანგარიშს, რომელიც გაიმართა 2017 წლის 23 – 29 ნოემბერს ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში. გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი: 2 გვერდი პატივისცემით, ნინო გოგუაძე თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის ვიზიტის ა ნ გ ა რ ი ში ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფო 23 – 29 ნოემბერი, 2017 მ/წ 23 – 29 ნოემბერს, გაერთიანებული სამეფო პარლამენტის წევრის - ჯეფრი დონალდსონის მიწვევით და ვესტმინსტერის ფონდის მხარდაჭერით, ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ბელფასტში ვიმყოფებოდი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს კონსერვატიულ პარტიას და ჩრდილოეთ ირლანდიის „DEMOCRATIC UNIONIST PARTY¨ პარტიას შორის ურთიერთობების განვითარება საპარლამენტო და პარტიათა შორის დონეზე. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გავმართე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრებთან, DUP - ის ლიდერებთან და ადგილობრივი ასამბლეის წევრებთან, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებთან. მათ შორის:  გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრებთან: ჯეფრი დონალდსონი, ემმა პენგელი, ნაიჯელ დოდსი. შეხვედრები შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულ საკითხებს: პარლამენტებს შორის თანამშრომლობის პროცესში DUP - ის როლის გააქტიურებას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დელეგაციების თანამშრომლობას და თემატურ საკითხებზე ერთობლივ მუშაობას. ასევე, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.  DUP - ის ლიდერებთან - არლინ ფოსტერი, პაულა ბრედლი, ჯორჯ დორიანი. შეხვედრებისას პარტიის თანამშრომლობის საქართველოს როგორიცაა წარმომადგენლებმა განვითარების კონსერვატიული კონფლიქტური საკითხებზე. პარტიის რეგიონების ისაუბრეს მათ პარტიებს შორის შორის, DUP – მხარდაჭერაზე ისეთ საკითხებში, პოლიტიკის შემუშავება, მიმართ ის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიმართ პოლიტიკის შემუშავება, პარტიის ახალგაზრდული ფრთის განვითარება, ქალთა ორგანიზაციის გაძლიერება.  ჩრდილოეთ ირლანდიის თანასწორობის კომისიის ხელმძღვანელთან - დოქტორ მაიკლ ვარდლოუ. შეხვედრებზე ვისაუბრეთ ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული გამოცდილების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ადგილობრივი დონეზე არსებული საკანონმდებლო რეგულაციების, ინკლუზიური პროგრამების, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული სერვისების შესახებ.  ჩრდილოეთ ირლანდიის ადამიანის უფლებათა კომისიის ხელმძღვანელი - ლეს ელემბისთან შეხვედრაზე განვიხილეთ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ პოლიტიკის შემუშავების და განვითარების პროცესი, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობა ამ საკითხებში. ვესტმინსტერის ფონდის პროექტი, რომელიც 2017 წლის იანვარში დაიწყო, DUP-ისა და საქართველოს კონსერვატიულ პარტიას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ემსახურება. პროექტი მოიცავს, როგორ პარტიის განვითარების, ასევე, საპარლამენტო დონეზე, კონსერვატიული პარტიის ფრაქციის „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერ პროექტებს. პროგრამის შემდეგი ეტაპი და DUP ის და ვესტმინსტერის ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში 2018 წლის თებერვალში განხორციელდება.