საქართველოს პარლამენტის წევრის, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ირინე ფრუიძის 2017 წლის 17-23 ნოემბერს არგენტინაში, ღია მმართველობა პარტნიორობის ამერიკის რეგიონალურ შეხვედრაზე ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-22
ბიუროს ნომერი 121
📜 ტექსტი
ანგარიში
21073-3-9-3-201712201747
N 21073
20/12/2017
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ირინა ფრუიძის ანგარიში
ღია მმართველობა პარტნიორობის ამერიკის რეგიონალური შეხვედრა
2017 წლის 17-23 ნოემბერი, არგენტინა, ბუენოს აირესი
2017 წლის 17-23 ნოემბერს, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ჩატარდა ღია
მმართველობის გლობალური კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული ღია
მმართველობის პარტნიორობის ამერიკის რეგიონული შეხვედრა.
კონფერენციის რამდენიმე სესია დაეთმო საპარლამენტო ღიაობას. ერთ-ერთ
სესიაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, გავაკეთე მოხსენება საქართველოში
საკანონმდებლო ღიაობის მიღწევებისა და ღია და გამჭვირვალე მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის შესახებ.
კონფერენციის პარალელურად შევხვდი ჩილეს და არგენტინის სენატების საგარეო
კომიტეტების თავმჯდომარეებს, წარმომადგენელთა პალატის წევრებს და
პარაგვაის სენატორს. შეხვედრებზე ღია მმართველობის საკითხების გარდა,
განვიხილეთ პარლამენტებს შორის თანამშრომლობა, საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ქვეყნებს შორის სავაჭროეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება.
ღია და გამჭვირვალე მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე
ირინე ფრუიძე