„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.12.2017
ავტორი
მე-4 ეტაპის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/117/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-27
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8 2000 წელი. მუხლი 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „11. ეს კანონი ვრცელდება სასამართლოს შესაბამის მოხელეზე (მაგისტრზე) და ყველა უფლება, მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელსაც ეს კანონი ადგენს მოსამართლის მიმართ, ეხება სასამართლოს შესაბამის მოხელესაც (მაგისტრსაც).„. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და შესაბამისად, მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების ინტერესიდან გამომდინარე, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანად. მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი კატეგორიის საქმეთა რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 20 000 საქმეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემოსული ვალდებულებითი-სამართლებრივი კატეგორიის 31632 საქმიდან საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავების რაოდენობა, რომელთა მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 5000 ლარს, შეადგენს 18736 საქმეს, რაც საქმეთა საერთო რაოდენობის 59,2%-ს წარმოადგენს. ამასთან, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, ვინაიდან ასეთი ხელშეკრულებების თანახმად ხელშეკრულების შესრულების ადგილად განსაზღვრულია ქ. თბილისი. 2016 წლის I და II კვარტალში საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე იმ დავების რაოდენობა, რომელთა მოთხოვნის ოდენობაც არ აღემატება 5000 ლარს, 5826 საქმეს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის I და II კვარტალში მსგავსი კატეგორიის დავებზე შემოსულ საქმეთა რაოდენობამ წინა წელთან შედარებით მოიმატა არსებითად და შეადგინა 7128 საქმე. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ სახის დავებზე საქმეთა ზრდის ტენდენცია კვლავ ამ ტემპით გაგრძელდება. შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავების, რომელთა მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 5000 ლარს, განხილულ იქნეს სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) მიერ. აღნიშნული რეგულირების შემოღება ხელს შეუწყობს სასამართლოს განტვირთვასა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ვინაიდან სასამართლოს შესაბამისი მოხელე იძენს მართლმსაჯულების განხორციელების უფლებას, აუცილებელია, განისაზღვროს მისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიები, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სამართალწარმოების იგივე წესი, რაც გამოიყენება საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიმართ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ინსტიტუტისსასამართლოს შესაბამისი მოხელისთვის (მაგისტრისთვის) დამოუკიდებლლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიების შექმნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, კანონს ემატება „11 ‘’ მუხლი, რომლის თანახმად, ეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება სასამართლოს შესაბამის მოხელეზე (მაგისტრზე) და ყველა უფლება, მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელსაც ეს კანონი ადგენს მოსამართლის მიმართ, ეხება მაგისტრსაც. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, კანონპროექტი განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან: ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, აშშ-ს საელჩოს, „პროლოგის“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საერთაშორისო ექსპერტები: რენატე ვინტერი, თიმ ბალანდი, გერჰარდ რაისნერი. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია მე-4 ეტაპის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის