„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-27
ბიუროს ნომერი 124
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 213 მუხლის მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,16. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება პირველი ინსტანციის
სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესით.“.
2. 2118 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით
პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო
სხდომაზე განიხილავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ
პაციენტის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ
პირებს,
რომელთა
მონაწილეობაც
აუცილებელია
ადმინისტრაციული
სამართალწარმოების განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საქმის
განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების
ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი, შესაბამისი
ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი/მსჯავრდებული და მისი
ადვოკატი. თუ პაციენტს/მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის აყვანის
შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს
ხარჯზე. საქმის განხილვაში მონაწილეობს აგრეთვე პაციენტის/მსჯავრდებულის
კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მისი არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში
ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს პირს „ფსიქიატრიული დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა
წრიდან). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის
სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური
მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით
პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით
სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული
საქმის
განხილვაში
იმყოფება
ან
სასამართლოს
გადაწყვეტილებით,
პაციენტის/მსჯავრდებულის
მონაწილეობა
შესაძლებელია
განხორციელდეს
დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“.
3. 2120 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება არსებითად საჩივრის
შეტანიდან ერთი კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2118 მუხლით გათვალისწინებული
წესით; ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს - პაციენტის ფსიქიკური
მდგომარეობის დადგენის მიზნით, საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით,
დანიშნოს დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. თუ ეს
ექსპერტიზა დანიშნულია სასამართლოს ინიციატივით, იგი ტარდება სახელმწიფოს
ხარჯზე; მხარის მოთხოვნით დანიშნული ექსპერტიზა ჩატარდება იმავე მხარის
ხარჯზე.“.
4. 2156 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს არსებითად საჩივრის
შეტანიდან ერთი კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2154 მუხლით დადგენილი წესით;
ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს - პაციენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობის დადგენის მიზნით, საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით,
დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა. თუ ეს ექსპერტიზა დანიშნულია სასამართლოს
ინიციატივით, იგი ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე; მხარის მოთხოვნით დანიშნული
ექსპერტიზა ჩატარდება იმავე მხარის ხარჯზე.“.
5. 34-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად
განიხილოს შემდეგი საქმეები:
ა) სააპელაციო საჩივრები, წარდგენილი გადაწყვეტილებებზე შემდეგ
საქმეებთან დაკავშირებით:
ა.ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დავებზე;
ა.ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ დავაზე;
ა.გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე;
ა.დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე;
ა.ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზე;
ა.ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავაზე;
ა.ზ) ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონიდან
გამომდინარე სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავაზე;
ა.თ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ დავაზე;
ა.ი) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავაზე;
ბ) კერძო საჩივრები;
გ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII1-VII14 თავებით
გათვალისწინებულ დავებზე.
6. 34-ე მუხლს 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 -14
ნაწილები:
„12. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება
მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ:
ა) სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს
გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი
თვალსაზრისით შემოწმებას;
ბ)
ცალსახაა,
რომ
სახეზეა
პირველი
ინსტანციის
სასამართლოს
გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
394-ე მუხლით განსაზღვრული გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები;
გ) მოპასუხემ ცნო სარჩელი.
13. ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს
მხარეებს. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ სააპელაციო
სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
14. თუ სააპელაციო საჩივარი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების
(განჩინების) არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ფაქტობრივი
დასაბუთებულობის შემოწმებას, მაგრამ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი
ახალი ფაქტები და მტკიცებულებები ან წარმოდგენილია სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელი ახალი ფაქტები და
მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მხარეთა წერილობითი
თანხმობით განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ
უნდა ეცნობოს მხარეებს.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები ცალსახად გვიჩვენებს სააპელაციო
სასამართლოებში
ადმინისტრაციული
კატეგორიის
საქმეთა
რაოდენობის
მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციას.
2017 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, სააპელაციო სასამართლოებში შემოსული ადმინისტრაციული
კატეგორიის სააპელაციო საჩივრების რაოდენობაზე ფიქსირდება 13.6%-იანი, ხოლო
კერძო საჩივრების რაოდენობრივ მაჩვენებელზე 38.5%-იანი ზრდა.
ბოლო სამი წლის მონაცემებით: 2016 წელს წინა წელთან შედარებით 11.5%-ით
მეტი, 2015 წელს 22.7%-ით მეტი, და 2014 წელს 8.3%-ით მეტი რაოდენობის
ადმინისტრაციული
კატეგორიის
საქმე
იქნა
შეტანილი
სააპელაციო
სასამართლოებში.
მოყვანილი საქმეთა რაოდენობის ზრდის შეუქცევადი ტენდენციის
გათვალისწინებით,
კანონპროექტის
მიღება
განპირობებულია
სააპელაციო
სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში საქმეთა ნაკადის
ოპტიმიზაციის აუცილებლობით.
სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ, როგორც წესი,
განსაკუთრებული სირთულით არ ხასიათდება შემდეგი ტიპის საქმეები:
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა, სააღსრულებო
ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის
ანაზღაურების შესახებ დავა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული
პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავა, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1-VII14 თავებით
გათვალისწინებული დავები.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
შესაძლებელი
ხდება,
სააპელაციო
სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეებს ჰქონდეთ
უფლებამოსილება - საქმის ინდივიდუალური შეფასებიდან გამომდინარე,
გადაწყვიტონ დასახელებული კატეგორიის საქმეების განხილვა უნდა მოხდეს
ერთპიროვნულად თუ კოლეგიურად.
საქმეთა ნაკადის ოპტიმიზაციის მიზნით, ასევე სასურველია გაიზარდოს იმ
საქმეთა კატეგორიები, რომელთა განხილვაც სააპელაციო სასამართლოებში ზეპირი
მოსმენის გარეშე იქნება შესაძლებელი. სასამართლო პრაქტიკის ანალიზი გვაძლევს
შესაძლებლობას გამოვყოთ შემთხვევები, როდესაც ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეთა
განხილვის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს დროითი რესურსის
დაზოგვას, ისე, რომ არ დაზარალდეს საქმის გარემოებების სრულად და
ობიექტურად შესწავლის ინტერესები. ასეთებია:
- როდესაც აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების)
მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას ითხოვს;
- როდესაც არ ხდება ახალი ფაქტების და მტკიცებულებების წარმოდგენა ან
დაუშვებლად ხდება მათი ცნობა;
- როდესაც მოპასუხე ცნობს სარჩელს;
- როდესაც ცალსახაა, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე
მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის განხილვა
დასახელებულ შემთხვევებში შესაძლებელი უნდა იყოს ზეპირი მოსმენის გამართვის
გარეშე.
მსგავსი მიდგომა გააჩნია არაერთ ევროპულ ქვეყანას (შვედეთი, ფინეთი,
ესტონეთი, ხორვატია, სლოვენია, ლიტვა), სადაც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა
ძირითადად დაკავშირებულია ახალი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი
გარემოებების ხელახლა დადგენის საჭიროებასთან და მოსამართლის მიერ ხდება
ზეპირი განხილვის საჭიროების შეფასება.
უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის:
შვედეთში სააპელაციო სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე ზეპირი
მოსმენის გარეშე, თუ: ა) მოპასუხემ ცნო სარჩელი; ბ) თუ აშკარაა, რომ საჩივარი
უსაფუძვლოა; გ) თუ მხარეებმა მოითხოვეს ან არ არიან წინააღმდეგნი, რომ
სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე; დ) თუ პირველი
ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში
სარჩელის ღირებულება არ აღემატებოდა ეროვნული დაზღვევის კანონით
დადგენილ საბაზისო ღირებულებას. გარდა ამისა, შესაძლებელია საქმის ზეპირი
მოსმენის გარეშე განხილვა მაშინაც, თუ აშკარაა, რომ ზეპირი მოსმენა არ არის
აუცილებელი (იხ: შვედეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 50-ე თავი, მე-13
მუხლი);
ესტონეთში სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმის ზეპირი მოსმენის
გარეშე განხილვა, თუ არც ერთი მხარე მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით
განხილვას; ასეთ შემთხვევებში, სასამართლო ნიშნავს ვადას, რომლის
განმავლობაშიც მხარეებს და სხვა პირებს საშუალება აქვთ წარუდგინონ
სასამართლოს შუამდგომლობები და მოსაზრებები. ამასთან, სასამართლო
უფლებამოსილია - დანიშნოს ზეპირი მოსმენაც, თუ მიიჩნევს, რომ ამის
აუცილებლობა არსებობს (იხ: ესტონეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 647-ე
მუხლი);
ფინეთში სააპელაციო სასამართლო საქმის იხილავს ზეპირი მოსმენით
მხოლოდ მხარის მოთხოვნით; ამასთან, თუ სასამართლო მიიჩნევს, საქმე ბუნებით და
მხარეთათვის არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი, ზეპირი განხილვა არ ხდება (იხ:
ფინეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე თავი, მე-14 მუხლი);
ხორვატიაში მე-2 ინსტანციის სასამართლო საქმეს იხილავს პალატის სესიაზე;
თუ სასამართლო მიიჩნევს აუცილებლად, მას შეუძლია - პალატის სესიაზე მოიწვიოს
მხარეებიც (იხ: ხორვატიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 362-ე მუხლი);
სლოვენიაში მე-2 ინსტანციის სასამართლო საქმეს იხილავს ზეპირი მოსმენის
გარეშე; ამასთან, სავალდებულოა ზეპირი განხილვის დანიშვნა, თუ ფაქტების
სწორად დადგენისათვის მტკიცებულებათა ხელახალი შემოწმება უნდა მოხდეს (იხ:
სლოვენიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 347-ე მუხლი);
ლიტვაში სააპელაციო სასამართლოს შეუძლია - ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილოს საქმე, თუ პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო ვალდებული მიეღო სარჩელი/საჩივარი (ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო საქმის
წარმოებას წყვეტს), ან - თუ სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლო
გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (იხ: ლიტვის სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლი). ასევე, მოსარჩელის მოთხოვნით, სააპელაციო
სასამართლო იხილავს საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ სხვა მხარე არ არის
წინააღმდეგი (იხ: იმავე კოდექსის 322-ე მუხლი).
ასევე, კანონპროექტი შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს
პრეცედენტულ სამართალს, რომლის მიხედვით, მხარეებს აქვთ
საჯარო განხილვის უფლება, რადგან ეს იცავს მათ მართლმსაჯულების საიდუმლოდ
განხორციელებისგან საზოგადოებრივი განსჯის გარეშე. მართლმსაჯულების
თვალსაჩინოდ განხორციელების გზით, საჯარო მოსმენა ხელს უწყობს მე-6 მუხლის
პირველი პუნქტის მიზნის მიღწევას, კერძოდ, სამართლიან სასამართლო განხილვას.
(Malhous v. Czech Republlic [GC], §§ 55-56). მაშინ, როდესაც საჯარო მოსმენა არის 6.1.
მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპი, ასეთი მოსმენის ჩატარების
ვალდებულება არ არის აბსოლუტური ხასიათის(De Tomaso v. Italy [GC], § 163).
სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, მეორე
ინსტანციაში ზეპირი მოსმენის გარეშე შესაძლებელია
განხილული იყოს
სამართლებრივი საკითხები, ხოლო ფაქტების შემოწმება აუცილებლად საჭიროებს
ზეპირ მოსმენას. შესაბამისად, აპელაციაში დაშვების პროცედურები და
პროცედურები, რომლებიც მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს მოიცავს,
განსხვავებით შემთხვევებისგან, როდესაც ფაქტები არის კითხვის ნიშნის ქვეშ
დაყენებული, შესაძლებელია შესაბამისობაში იყოს მე-6 მუხლთან; (Miller v. Sweden,
§ 30). ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული უმაღლესი
სასამართლოების პროცედურების სპეციფიკა. (Fisher v. Austria) , § 44; Salomonsson v.
Sweden, § 36).,,მოსმენა არ არის აუცილებელი, როდესაც არ არის წარმოდგენილი
ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები, რომლებიც საჭიროებს
მოსმენას და
სასამართლოს შეუძლია საქმე გადაწყვიტოს სამართლიანად და რაციონალურად
მხარეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე.’’ (Döry v.
Sweden, § 37; Saccococcia v. Austria, § 73). სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ
,,მოსმენის არარსებობა შეიძლება გამართლებულ იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც
ვიწრო სამართლებრივი საკითხია ‘’(Allan Jacobsson Sweden (no. 2), § 49; Valova, Slezak
and slezak v. Slovakia §§ 65-68) ან საკითხი არ ხასიათდება განსაკუთრებული
სირთულით (Varela Assalino v.Portugal (dec.); Speil v.Austria (dec.)იგივე ეხება ძალიან
ტექნიკურ საკითხებსაც. სასამართლომ ყურადღება მიაქცია დავების ტექნიკურ
ბუნებას სოციალური დაცვის შეღავათებთან დაკავშირებით, რაც უკეთესად
განიხილება წერილობითი მასალების საფუძველზე, ვიდრე ზეპირი მოსმენით.
სასამართლომ არაერთგზის დაადგინა, რომ ამ სფეროში, ეფექტურობისა და
ეკონომიის პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია თავი შეიკავოს
მოსმენის ჩატარებისგან, რადგან სისტემატურად მოსმენების ჩატარებამ შეიძლება
დაბრკოლება შეუქმნას სოციალური დაცვის პროცედურების განსაკუთრებული
გულმოდგინებით განხორციელებას. (Schuler-Zgraggen v. Switzerland, § 58; Do ry v.
Sweden, § 41; and contrast Salomonsson v. Sweden, §§ 39-40).ამის საპირისპიროდ,
ზეპირი მოსმენის ჩატარება იქნება
აუცილებელი, როდესაც სასამართლოს
იურისდიქციის ქვეში არის მნიშვნელოვან ფაქტობრივი გარემოებები. (Fisher v.
Austria, § 44),ან საკითხები, რომლებიც გულისხმობს იმის დადგენას, სახელმწიფო
ორგანოებმა რამდენად სწორად დააადგინეს ფაქტები (Malhous v. the the Czech
Republic [GC], § 60), ასევე, გარემოებები, რომლებიც მოითხოვს სასამართლოსგან,
შეიქმნას პერსონალური შთაბეჭდილება აპლიკანტზე, მისცეს მას შესაძლებლობა,
ახსნას თავისი პერსონალური სიტუაცია, პირადად ან წარმომადგენელის მეშვეობით
(Miller v. Sweden, § 34; Andersson v Sweden, § 57) მაგალითად, როდესაც აპლიკანტს
უნდა მოუსმინონ მისი პერსონალური ტანჯვის საკითხებზე, რაც დაკავშირებულია
კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასთან (GOG v. Turkey [GC], § 51; Lorenzetti v.
Italy, § 33); – ან სადაც სასამართლოს სჭირდება კლარიფიკაცია კონკრეტულ
საკითხებზე (Fredin v. Sweden (no. 2), § 22; Lundevall v. Sweden, § 39)
ამასთან,
ცვლილებათა
მიზანია,
მოსამართლეს
უფლება
ჰქონდეს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1-VII14 თავებით გათვალისწინებული
დავები განიხილოს ერთპიროვნულად, ნაცვლად დღეისათვის მოქმედი წესისა,
რომელიც ითვალისწინებს კოლეგიურ განხილვას.
კანონპროექტის მიღების მიზეზია ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული
დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვის არსებული
წესის ნაკლოვანებათა აღმოფხვრა, მისი გაუმჯობესება განსაკუთრებულ შემთხვევაში
სასამართლო სხდომაში პაციენტის დისტანციური მონაწილეობის უზრუნველყოფის
შესაძლებლობის შემოღების გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია - განხორციელდეს სააპელაციო სასამართლოების
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში საქმეთა ნაკადის ოპტიმიზაცია, ამ პალატების
მოსამართლეთა მიერ ერთპიროვნულად განსახილველ საქმეთა კატეგორიების
გაფართოების, ასევე - ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეთა განხილვის შემთხვევების
გაზრდის გზით. ასევე, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით
პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვის არსებული წესის გაუმჯობესებადახვეწა, მისი დაჩქარება, განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაში
პაციენტის დისტანციური მონაწილეობის უზრუნველყოფის შესაძლებლობის
შემოღების გზით. აღნიშნული ცვლილებები მოემსახურება საქმისწარმოების
დაჩქარების, არსებული პროცედურის გამარტივებისა და მართლმსაჯულების
შეუფერხებლად განხორციელების ინტერესს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ა.გ.ა) კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის 34-ე მუხლის 11 ნაწილში დაგეგმილი ცვლილებებიდან გამომდინარე,
აუცილებელი ხდება იმავე კოდექსის 213 მუხლის მე-16 ნაწილიდან, 2120 მუხლის მე-4
ნაწილიდან და 2156 მუხლის მე-4 ნაწილიდან სიტყვის ,,კოლეგიურად“ ამოღება: ამ
ნორმების თანახმად, სააპელაციო სასამართლო კოლეგიურად იხილავს იმ
კატეგორიის საქმეებს, რომლებიც, 34-ე მუხლის 11 ნაწილის ცვლილებიდან
გამომდინარე, შეიძლება დაექვემდებაროს ერთპიროვნულად განხილვას;
ა.გ.ბ) კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 11 ნაწილი: დღეს მოქმედი
რედაქციით
გათვალისწინებულ
იმ
საქმეთა
კატეგორიებს,
რომელთა
ერთპიროვნულად განხილვაც დასაშვებია, ემატება შემდეგი კატეგორიის საქმეები:
- ყველა ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები. დღეს
მოქმედი ნორმით, ერთპიროვნულ განხილვას ექვემდებარება მხოლოდ საიჯარო
ურთიერთობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან
გამომდინარე დავები. არადა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ერთმანეთისაგან
თითქმის არ განსხვავდებიან საიჯარო ურთიერთობიდან და სხვა სახელშეკრულებო
ურთიერთობებიდან გამომიდნარე დავები;
- მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებულ დავა (VII1 თავი);
- ქალთა მიმართ ან/და ოჯახური ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებული
დავა (VII3 თავი);
- არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახარებასთან დაკავშირებული დავა
4
(VII თავი);
- საერთაშორისო დაცვის მოთხოვნებთან ან თავშესაფრის მიცემასთან
დაკავშირებული დავა (VII6 თავი);
- ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადებასთან
დაკავშირებული დავა (VII8 თავი);
- უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული დავები (VII10
თავი);
- საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისაგან პირის შესახებ
კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული დავა (VII11 თავი),
ასევე - საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მიზნებისათვის კომერციული ბანკისაგან პირის შესახებ
კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული დავა (VII12 თავი);
- ,,ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14
მუხლის
მე-3
პუნქტით
გათვალისწინებული
პირის
არანებაყოფლობით
იზოლაციასთან დაკავშირებით (VII13 თავი);
- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა;
- ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა;
- ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავა.
გარდა ამისა, სტილისტურად იხვეწება ნორმის ფორმულირებები: 34-ე მუხლის
1 ნაწილის დასაწყისში მითითებულია, რომ ერთპიროვნულად განიხილება
,,სააპელაციო საჩივარი“ და გაკეთებულია ჩამონათვალი, მათ შორის - ,,ზ“ ქვეპუნქტი,
სადაც მითითებულია ,,კერძო საჩივარზე“, ანუ - სააპელაციო საჩივარი იხილება
კერძო საჩივარზე, რაც ნონსენსია. ასევე - VII1-VII14 თავებით გათვალისწინებულ
დავებში, ზოგ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს წარედგინება საჩივარი (მაგ:
VII1 თავი და სხვ), ზოგან კი - სააპელაციო საჩივარი (მაგ: VII3 თავი და სხვ), რის გამოც
მითითება უნდა გაკეთდეს როგორც სააპელაციო საჩივრების, ისე - საჩივრების
ერთპიროვნულ განხილვაზე.
1
ა.გ.გ) კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, სააპელაციო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს შესაძლებლობა
ექნება საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე შემდეგ შემთხვევებში:
- თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს
გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი
თვალსაზრისით შემოწმებას;
- თუ ცალსახაა, რომ სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს
გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
394-ე მუხლით განსაზღვრული გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები;
- თუ მოპასუხემ ცნო სარჩელი.
ბუნებრივია, აღნიშნულის თაობაზე მხარეები წინასწარ უნდა იყვნენ
ინფორმირებული კანონით დადგენილი წესით. ასევე, თუ სააპელაციო საჩივარი
მოითხოვს
გასაჩივრებული
გადაწყვეტილების
(განჩინების)
არა
მარტო
სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მისი ფაქტობრივი საფუძვლიანობის
შემოწმებას, მაგრამ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი ფაქტები და
მტკიცებულებები ან წარმოდგენილია ამ კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად დაუშვებელი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, სააპელაციო
სასამართლოს შეუძლია მხარეთა წერილობითი თანხმობით განიხილოს საქმე
ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.
ხორციელდება
საქართველოს
ა.გ.დ)
კანონპროექტით
ცვლილება
18
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21 მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის
მიხედვითაც, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა პაციენტის/მსჯავრდებულის
სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია, მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური
მიზეზით, სასამართლოს გადაწვეტილებით, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული
დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვაში
პაციენტის/მსჯავრდებულის
მონაწილება
შესაძლებელია
განხორციელდეს
დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან:
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საერთო
სასამართლოების
მოსამართლეებთან,
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლეს
საბჭოსთან, კანონპროექტი განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან: ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, აშშ-ს საელჩოს, „პროლოგის“,
გერმანიის
საერთაშორისო
თანამშრომლობის
საზოგადოების
(GIZ)
წარმომადგენლებთან.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საერთაშორისო ექსპერტები: რენატე ვინტერი, თიმ ბალანდი, გერჰარდ
რაისნერი.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია მე-4 ეტაპის სასამართლო რეფორმის სამუშაო
ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს
საკითხთა კომიტეტი.
პარლამენტის
იურიდიულ
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 213. მეწარმის საქმიანობის შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი
1. მოსამართლე გადაწყვეტილებას მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე
იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.
2. მოსამართლე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად.
მოსამართლე უფლებამოსილია მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი
მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც შუამდგომლობის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა
ატყობინებს იმ მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, რომლის საქმიანობის შემოწმებასაც ითხოვს
მაკონტროლებელი ორგანო და უგზავნის შესაბამის მასალებს. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ
აუცილებელია
შუამდგომლობაში
მითითებული
გარემოებების
გამოკვლევა,
იგი
უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა „სამეწარმეო
საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა. სხდომის შესახებ მხარეებს უნდა ეცნობოს შუამდგომლობის
სასამართლოში წარდგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი
განიხილება ამ კოდექსის 201 მუხლით განსაზღვრული წესით. მეწარმე ან მისი წარმომადგენელი
უფლებამოსილია შემოწმების თაობაზე მისთვის შეტყობინებიდან და საქმის მასალების
გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლოს წერილობით წარუდგინოს თავისი
მოსაზრებები.
3. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები)
ასაბუთებს შუამდგომლობას, მისცეს წინადადება შუამდგომლობის შემტან მაკონტროლებელ
ორგანოს და მეწარმეს წარმოადგინონ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის
საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი.
4. შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისას საქმის განხილვა იწყება მოსამართლის
მოხსენებით, რომელიც აცხადებს, თუ რა შუამდგომლობა განიხილება, რის შემდეგაც იგი
მოისმენს მაკონტროლებელი ორგანოს დასაბუთებულ არგუმენტებს შემოწმების თაობაზე და
აძლევს მას შეკითხვებს. მეწარმეს ან მის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს მისცეს
განმარტებები და გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები. მოსამართლის ნებართვით მეწარმე ან
მისი კანონიერი წარმომადგენელი შეკითხვებს აძლევს მაკონტროლებელი ორგანოს
წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს მოსამართლისა და მეწარმის ან მისი
კანონიერი წარმომადგენლის შეკითხვებს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს
შუამდგომლობის განხილვის გადადებას.
5. (ამოღებულია).
6. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ
მოსამართლე გასცემს დასაბუთებულ ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე. თუ
მეწარმის შემოწმება უკვე დაწყებულია და სასამართლო უარს აცხადებს მეწარმის საქმიანობის
შემოწმებაზე, ბრძანებაში მიეთითება შემოწმების შეწყვეტისა და მეწარმისათვის მიყენებული
ზიანის (თუ ზიანი დადგა მაკონტროლებელი ორგანოს ბრალეული ქმედების შედეგად)
ანაზღაურების შესახებ.
7. მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მოსამართლის გვარი;
გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს;
დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, მისი არსი და მეწარმე, რომლის
შემოწმებაც ხდება;
ე) ბრძანების მოქმედებისა და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა, რომელიც არ უნდა
აღემატებოდეს 15 დღეს;
ვ) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ბრძანება;
ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
8. თუ სასამართლო არ ეთანხმება მეწარმის საქმიანობის შემოწმებას, ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მოსამართლის გვარი;
გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს;
დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთებით და მეწარმე, რომლის საქმიანობის შემოწმებაზედაც ითქვა უარი;
ე) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება;
ვ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.
9. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება
შუამდგომლობის წარმდგენ მაკონტროლებელ ორგანოს, მეორე – შესაბამის მეწარმეს ან მის
წარმომადგენელს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.
10. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე მეწარმე ან მისი
წარმომადგენელი 3 დღის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა
აღნიშნული გარემოება, უფლებამოსილია მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე
მოსამართლის ბრძანების გაუქმების შუამდგომლობით მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის
მოსამართლის ბრძანებითაც ხორციელდება მეწარმის საქმიანობის შემოწმება. შუამდგომლობა
განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით. შუამდგომლობის დაკმაყოფილება იწვევს
მოსამართლის ბრძანების გაუქმებას.
11. (ამოღებულია).
12. მოსამართლის ბრძანების მოქმედების და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 15 დღეს. გამონაკლის შემთხვევაში დასაბუთებული შუამდგომლობის
საფუძველზე დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 15 დღისა. ამასთანავე, თუ მეწარმის
წლიური ბრუნვა აღემატება 1 მილიონ ლარს, ზემოთ აღნიშნული 30-დღიანი ვადა შეიძლება
გაგრძელდეს დამატებით არა უმეტეს 40 დღით. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა
მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ მუხლით
დადგენილი წესით.
13. შუამდგომლობის წარმდგენი უფლებამოსილია სასამართლოში შუამდგომლობის
წარდგენიდან 24 საათში ან შუამდგომლობის სასამართლო სხდომაზე განხილვისას მოსამართლის
სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს იგი. იმავე საფუძვლით შუამდგომლობის
განმეორებით წარდგენა სასამართლოში არ დაიშვება.
14. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ.
ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით
დადგენილი წესით 48 საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციის
სასამართლოში.
15. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების
გამომცემ სასამართლოში მხარისათვის ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში.
მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო
ინსტანციის სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე
მხარეს.
16. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება კოლეგიალურად, პირველ
ინსტანციაში სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესით.
17. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით.
18. სააპელაციო
ექვემდებარება.
ინსტანციის
სასამართლოს
ბრძანება
საბოლოოა
და
გასაჩივრებას
არ
მუხლი 2118. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში
მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი
1. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში
მოთავსების საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან
24 საათის ვადაში.
2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში
მოთავსების საქმეს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს.
სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ პაციენტის/მსჯავრდებულის
მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც
აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისად ფსიქიატრიული
დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი,
შესაბამისი ექიმ- ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი/მსჯავრდებული და მისი
ადვოკატი. თუ პაციენტს/მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა,
სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქმის განხილვაში
მონაწილეობს აგრეთვე პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მისი
არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს პირს
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ
პირთა
წრიდან).
განსაკუთრებულ
შემთხვევაში,
როდესაც
პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან
სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების
მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო
სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება.
3. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, რა მიმართვა განიხილება,
ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. შესაბამისად
ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების
წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს
მოსამართლის, პაციენტის/მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის
ან/და ნათესავის შეკითხვებს. პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის ან
ნათესავის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების
საფუძველი.
4. მოსამართლე უფლებამოსილია გამოიძახოს და დაკითხოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის წევრები,
რომლის დასკვნის საფუძველზედაც ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ ან
პენიტენციურმა დაწესებულებამ სასამართლოს მიმართა, აგრეთვე სხვა პირი, რომლის ჩვენებაც
(ცნობები) ასაბუთებს მიმართვას. პაციენტს/მსჯავრდებულს, მის ადვოკატს, კანონიერ
წარმომადგენელს ან/და ნათესავს უფლება აქვს, მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა
ჩვენებებს საქმისთვის შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტს/მსჯავრდებულს, მის
ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ნათესავს ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მისცეს
განმარტებები და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები.
5. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული საფუძვლების შეფასების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ
ბრძანებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პაციენტის
სტაციონარში მოთავსების შესახებ არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების
ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა.
6. თუ არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის
სტაციონარში მოთავსების კანონით დადგენილი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს
დადგენილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში
მოთავსებაზე უარის შესახებ. ამ შემთხვევაში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების
მიზნით სტაციონარში მოთავსებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან.
7. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების
შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მიეთითება:
ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი;
ბ) მოსამართლის გვარი;
გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამ სასამართლოს შესაბამისი მიმართვა
წარუდგინა, ან პენიტენციური დაწესებულება, რომელმაც სასამართლოს მიმართა;
დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;
ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში
მოთავსების შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა
(თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი იდენტიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება
– „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული ადმინისტრაციული საქმის
სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი);
ვ) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში
მოთავსების შესახებ ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
ბრძანებაში, როგორც წესი, მიეთითება, რომ იგი მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი
მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რასაც ადგენს შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა
კომისია დასკვნის საფუძველზე;
ზ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება;
თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
8. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე
უარის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში მიეთითება:
ა) დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი;
ბ) მოსამართლის გვარი;
გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამ სასამართლოს შესაბამისი მიმართვა
წარუდგინა, ან პენიტენციური დაწესებულება, რომელმაც სასამართლოს მიმართა;
დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;
ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში
მოთავსებაზე უარის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და იმ პირის ვინაობა, რომელიც უნდა
მოთავსებულიყო სტაციონარში (თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი
იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის
დადგენილებაში აღინიშნება – „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული
ადმინისტრაციული საქმის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი);
ვ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს
დადგენილება;
ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
9. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) დგება სამ ცალად, რომელთაგან ერთი ეგზავნება
მიმართვის წარმდგენ ფსიქიატრიულ დაწესებულებას, მეორე – პაციენტს, მის კანონიერ
წარმომადგენელს ან ნათესავს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.
10. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს სასამართლოში მიმართვის
განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს თავისი მიმართვა.
11. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) ძალაში შედის მხარეებისათვის ბრძანების
(დადგენილების) გამოცხადებისთანავე.
მუხლი 2120. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში
მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება
1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან
დაკავშირებით
მოსამართლის
ბრძანება
(დადგენილება)
შეიძლება
ფსიქიატრიული
დაწესებულების
ადმინისტრაციამ
ან
პენიტენციურმა
დაწესებულებამ,
პაციენტმა/მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა ამ
მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.
2. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების შესახებ
შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამომცემ (გამომტან) სასამართლოში მხარისთვის
ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის
მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და
თანდართული მასალების ასლები გადაეგზავნება მეორე მხარესაც.
3. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება არ აჩერებს
მის მოქმედებას.
4. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება არსებითად, კოლეგიური წესით, საჩივრის
შეტანიდან ერთი კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2118 მუხლით გათვალისწინებული წესით;
ამასთანავე სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს უფლება აქვს პაციენტის
ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით
დანიშნოს დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დამატებითი სასამართლოფსიქიატრიული ექსპერტიზა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს პროცესის
მონაწილე ერთ-ერთი მხარე.
5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ
დადგენილებას – დადგენილებით.
6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ
ექვემდებარება.
მუხლი
2156. პაციენტის
არანებაყოფლობითი
ბრძანების/დადგენილების გასაჩივრება
იზოლაციის
შესახებ
მოსამართლის
1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება/დადგენილება
შეიძლება სააპელაციო სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივრონ
საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისმა ადგილობრივმა ერთეულმა, აგრეთვე პაციენტმა, მისმა
ადვოკატმა, მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა.
2. მოსამართლის ბრძანების/დადგენილების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანება ამ
ბრძანების/დადგენილების
გამომცემ/გამომტან
სასამართლოში
მხარისთვის
ბრძანების/დადგენილების ასლის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის
მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და
თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.
3. მოსამართლის ბრძანების/დადგენილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს
ამ ბრძანების/დადგენილების მოქმედებას.
4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს არსებითად, კოლეგიურად, მისი შეტანიდან 1
კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2154 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააპელაციო საჩივრის
განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის
დასადგენად საკუთარი ინიციატივით ან სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეთა მოთხოვნით
დამატებითი ექსპერტიზა დანიშნოს. დამატებითი ექსპერტიზა სახელმწიფოს ხარჯზე ტარდება,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის დანიშვნას სასამართლო პროცესის მონაწილე ერთ-ერთი
მხარე ითხოვს.
5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო
გასაჩივრებულ მოსამართლის დადგენილებას – დადგენილებით.
6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება/დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მუხლი 34. სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა
1. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია,
მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.
11. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება
ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი:
ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის თაობაზე;
გამოცემული
ინდივიდუალური
გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე;
დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე;
ე) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავაზე საიჯარო ურთიერთობის
თაობაზე;
ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე;
ზ) კერძო საჩივარზე; თ) ამ კოდექსის 2123 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ი) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის
მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებულ დავაზე;
ი1) კონვენციის დარღვევის ან/და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე
კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებულ
დავაზე;
კ) არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმეებზე.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2
ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ
ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი
დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის
განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს
გადაწყვეტილება არ მიუღია;
სასამართლოს
მანამდე
მსგავს
სამართლებრივ
საკითხზე
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ
საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან
განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის
ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის
შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
31. ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს
3 თვეს.
4. ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების
გამოტანის ვადაა 6 თვე.
[5. თუ საკასაციო სასამართლო საკონსულტაციო დასკვნისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოს მიმართავს, საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე ამ მუხლის 31 და მე-4
ნაწილებით გათვალისწინებული ვადების დინება ჩერდება. (ამოქმედდეს ადამიანის უფლებათა
და
ძირითად
თავისუფლებათა
ოქმის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე).
დაცვის
კონვენციის
მე-16