ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (სოფიო ქაცარავა, გიორგი წერეთელი) ვიზიტის ანგარიში (ვენა, ავსტრია; 6-8 დეკემბერი, 2017წ)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#21665/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-27
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

წერილი
N 21665 27/12/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, წარმოგიდგენთ მ/წ 7-8 დეკემბერს ავსტრიაში ქ. ვენაში ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის ანგარიშს. გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 2 გვ. პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების მიზანი: მონაწილეობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ბიუროს სხდომაში (6 დეკემბერი) და ეუთოს მინისტერიალზე (7-8 დეკემბერი) დასწრება; დელეგაციის წევრები: ქ-ნი სოფიო ქაცარავა - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (დელეგაციის ხელმძღვანელი); ბ-ნი გიგი წერეთელი - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი (დელეგაციის წევრი). ქ-ნი მერი გოგოლაძე - საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი (დელეგაციის მდივანი). მივლინების ადგილი: ავსტრია, ქ. ვენა მივლინების თარიღი: 2017 წლის 6-8 დეკემბერი ა. წ. 6 დეკემბერს, ავსტრიაში, ქ. ვენაში, გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ბიუროს სხდომა. ბიუროს თავმჯდომარეობდა ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი გიგი წერეთელი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ბიუროს წევრები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, რომელიც ასამბლეაში - ეკონომიკური კომიტეტის მომხსენებლის და ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციებს იკავებს. ბიუროს სხდომაზე მონაწილეებს მიმართეს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზიდენტმა, ელჩმა კოიამ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგერმა. საკუთარი ანგარიშები წარადგინეს ბიუროს წევრებმა სხვადასხვა თემატურ საკითხებზე. ლორდ პიტერ ბოუნესმა ისაუბრა ასამბლეის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობაზე. ამავე თემაზე გამოვიდა სიტყვით სოფიო ქაცარავა, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე ასამბლეის უფრო ქმედითი საქმიანობისათვის უფრო პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების დასახვა და განხორციელებაა საჭირო. „თანამედროვე სამყარო, მისი კომპლექსური გამოწვევებით და უსაფრთხოების ყველა ასპექტში არსებული სირთულეებით, საჭიროებს გააზრებულ, ქმედით რეაგირებას“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა. სოფიო ქაცარავამ, ბიუროს ფორმატში ორმხრივი შეხვედრები გამართა, შეხვედრის მთავარი თემები შეეხებოდა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებებს და ეუთო-ს წევრი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებას ამ მიმართულებებით. ბიუროს შეხვედრის ფარგლებში გამოცხადდა 2018 წლის საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო თემა, რაც 2018 წლის ივლისში ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე ქ. ბერლინში, გერმანიაში წარსადგენი ანგარიშების ლაიტმოტივი იქნება. „პარლამენტების როლი“. თემის სახელწოდებაა ასამბლეის ბიუროს სხდომის დასრულების შემდგომ ეუთოს მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც ბიუროს წევრებიც დაესწრნენ. მინისტერიალზე ასამბლეის დელეგაციას გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა , რომელმაც სიტყვით მიმართა სხდომის მონაწილეებს და ისაუბრა დღევანდელ ვითარებაში ეუთოს როლის გაძლიერების აუცილებლობაზე. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ ეუთოს 57 წევრი ქვეყნისა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, სადაც სხვა აქტუალურ თემებთან ერთად ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და ამ კონტექსტში რუსეთის ქმედებების დაგმობაზე. განსაკუთრებით მკაფიო გზავნილები ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს და ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპის და ამერიკის საკითხებში. მინისტერიალის საბჭოზე, კანადის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, ჩეხეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მეგობართა ჯგუფების მიერ გავრცელდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, რომელიც მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური სწრაფვისადმი მხარდაჭერის პოზიციებს. ასევე მეგობრობის ჯგუფები დოკუმენტში აღიარებენ საქართველოს პროგრესს დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით, ინსტიტუციურ გამჭვირვალობასა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. მხარეები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მხარს უჭერენ ყველა ფორმატს, რაც მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სხდომა გაიმართება 2018 წლის 22-23 თებერვალს, ქ. ვენაში, ავსტრიაში. მივლინების ანგარიში მოამზადა მერი გოგოლაძემ - საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, დელეგაციის მდივანმა.