საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას 2017 წლის 10-12 დეკემბერს ქ. ლონდონში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#21666/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-27
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

წერილი
N 21666 27/12/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, წარმოგიდგენთ მ/წ 10-12 დეკემბრის ქ. ლონდონში ჩემი ვიზიტის ანგარიშს. გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 4 გვ. პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების მიზანი: დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი ლონდონში, 2017 წლის 10-12 დეკემბერი. ვიზიტის ფარგლებში მეგობრობის ჯგუფებს შორის მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე, რაც სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ორივე მხარის მზადყოფნას გამოხატავს საპარლამენტო პარტნიორობის და მნიშვნელოვანი მიმართულებების გაძლიერებისთვის (იხილეთ კომუნიკეს ტექსტი დანართის სახით ინგლისურ და ქართულ ენაზე). ვიზიტს წინ უსწრებდა მეგობრობის ჯგუფებს შორის გაფორმებული ერთობლივი შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ. მსგავსი შეთანხმებები კარგ საშუალებას გვაძლევს პარლამენტებს შორის ინსტიტუციური თანამშრლომლობის განმტკიცებაში. ბრიტანეთის მოდელის საფუძველზე ვაგრძელებთ მსგავსი ფარმატების შექმნას სხვა პარლამენტებთან. დელეგაციის წევრები: ქ-ნი სოფიო ქაცარავა - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (დელეგაციის ხელმძღვანელი) ბ-ნი კახა კუჭავა - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი დიმიტრი ცქიტიშვილი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მივლინების ადგილი: დიდი ბრიტანეთი ქ. ლონდონი მივლინების თარიღი: 2017 წლის 10-12 დეკემბერი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ლონდონში ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ დიმიტრი ცქიტიშვილი და კახა კუჭავა. ვიზიტი განხორციელდა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო დიალოგის ფარგლებში. შეხვედრები გაიმართა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახლადდანიშნულ თავმჯდომარესთან ტომ ტუგენდჰატთან, რომელთანაც განიხილებოდა საქართველო-ბრიტანეთის ორმხრივი პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და ეკონომიკური კავშირები. ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნებზე და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე. ტომ ტუგენდჰადტმა არაერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის საგარეო კურსის მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, საკონსტიტუციო ცვლილებები და კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზები და ამოცანები. სოფიო ქაცარავამ ტომ ტუგენდჰადტი თბილისში ოფიციალურად მოიწვია. ლორდთა პალატაში საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ლორდ ჰოუელ გილფორდს სოფიო ქაცარავამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და ისუაბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტებზე და მიზნებზე, ასევე ბრიტანეთი - საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. საუბარი აგრეთვე შეეხებოდა ბრექსიტის შემდგომ ეკონომიკურ პარტნიორობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების სტაბილურ შენარჩუნებას. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის პარტიათა შორისი ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოღლისთან და წევრებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები და მეგობრობის ჯგუფების როლი ამ ურთიერთობების გაძლიერებასა და განვითარებაში, ასევე მეგობრობის ჯგუფების დღის წესრიგი და პრიორიტეტები. შეხვედრაზე ასევე, განხილებოდა სექტემბერში გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების საკითხები და მათი პრაქტიკაში გადატანის დეტალები, რაც საერთო ღირებულებებზე არსებული მიზნების მიღწევას მოიცავს. სოფიო ქაცარავამ ჯონათან ჯანოღლის მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის განსხვავებული ფორმატი შესთავაზა, რაც კომუნიკაციის გააქტიურებას და კონკრეტული კავშირების გაძლიერებას მოიცავს. მეგობრობის ჯგუფებს შორის მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე, რაც სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ორივე მხარის მზადყოფნას გამოხატავს საპარლამენტო პარტნიორობის და ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების გაძლიერებისთვის, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავდაცვა, კიბერუსაფრთხოება, კრიზისების მართვა, ტერორიზმთან ბრძოლა და ხალხთაშორისი კავშირების გამყარება. დოკუმენტში აღნიშნულია ასევე ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჯონათან ჯანოღლიმ საქართველო დელეგაციას დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გიდობა გაუწია და შემდგომ სამუშაო სადილზე უმასპინძლა. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა, შეხვედრა გამართა ასევე ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან და პროგრამების მენეჯერთან, სადაც ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერების მექანიზმები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე შეხვდე ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ხელმძღვანელს ანტონი სმიტს. მხარეებმა აღნიშნეს WFD-ის წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოს პარლამენტთან და ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. კონკრეტულად, სოფიო ქაცარავამ შესთავაზა WFD-ის ხელშეწყობით კიდევ უფრო გააქტიურდეს საპარლამენტო თანამშრომლობა უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტებს შორის, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო და პროდუქტიული იქნება. ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის ინიციტივით და ქართველი ხალხის სახელით ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, საელჩოს თანამშრომლები, ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლები და სევენოუქსის საეკლესიო საბჭოსა და კრების წევრები. სოფიო ქაცარავამ მიმართა დამსწრეებს, სადაც ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის საუკუნოვან და მჭიდრო ურთიერთობებზე, რაც მისი თქმით, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მჭიდრო ხდება. ისაუბრა ოლივერ უორდროპის მიერ გაწეულ სამსახურზე და ღვაწლზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველობრიტანეთის ურთიერთობებს და განავითარა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, კულტურული და ხალხთა შორის კავშირები. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საელჩოში მოეწყო სოფიო ქაცარავა ინიციატივით გადაღებული ფილმის ჩვენება „მეოთხედი საუკუნე, ბრიტანეთისაქართველო“, რომელსაც სტუდენტები, ბრიტანეთის ყოფილი ელჩები საქართველოში და ლონდონში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. აუდიტორიას სიტყვით მიმართეს სოფიო ქაცარავამ და თამარ ბერუჩაშვილმა, სადაც სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ბრიტანეთი-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს და აღნიშნა, რომ ეს ფილმი არის ერთგვარი სიმბოლო, თუ რა გზა განვლო საქართველომ თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დამოუკიდებლობიდან დღემდე. 27 დეკემბერი, 2017 წ