საქართველოს პარლამენტის წევრის, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ირინე ფრუიძის მიერ წარმოდგენილი ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-05
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
წერილი
21856-3-9-3-201712281748
N 21856
28/12/2017
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით ღია და გამჭვირვალე მმართველობის
საპარლამენტო საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს.
მუდმივმოქმედი
გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში
შეტანა.
დანართი: „20“ ფურცელი
პატივისცემით,
ღია და გამჭვირვალე მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე
ირინე ფრუიძე
ანგარიში
საქართველოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის
წლიური ანგარიში
2017 წ.
Page 1 of 20
სარჩევი
1. შესავალი
3
2. საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება 3
3. საქართველოს ღია პარლამენტის მეორე სამოქმედო გეგმის განხორციელება
6
4. საბჭოს მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში
13
Page 2 of 20
1. შესავალი
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო (შემდგომში:
საბჭო), საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის #9/3 ბრძანებით, 2017 წლის 16
იანვარს შეიქმნა და იგი ინტერფრაქციულ პრინციპს ემყარება. საბჭო შედგება 11 წევრისგან,
რომელთაგან, პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, 6 უმრავლესობას, 2 უმცირესობას,
ხოლო 2 უმცირესობის გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენს. საბჭოს
საქმიანობის ძირითადი მიზანია საპარლამენტო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ღია
მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში საქართველოს პარლამენტის
სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი. საბჭოს
თავმჯდომარეობა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დაევალა პარლამენტის წევრს
ირინა ფრუიძეს.
საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში
საბჭოს მხარს უჭერს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარეობით, აერთიანებს 15 როგორც
ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას.
2. საქართველოს ღია პარლამენტის მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავება და
დამტკიცება
2017 წლის დასაწყისში, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა
საპარლამენტო საბჭომ, საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად შეიმუშავა ღია პარლამენტის
მეორე
სამოქმედო
გეგმა,
რომელიც
თავდაპირველად
2017-2018
წლებში
განსახორციელებელ საქმიანობას მოიცავდა, თუმცა ღია მმართველობის პარტნიორობის
სამდივნოს რეკომენდაციით, მოგვიანებით სამოქმედო გეგმა ორად გაიყო და 2017 წლის
გეგმა ცალკე დამტკიცდა. ეს ცვლილება ემსახურებოდა ახალი პრაქტიკის დამკვიდრებას,
რომლის თანახმად ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა ეროვნული სამოქმედო გეგმის
ნაწილი უნდა გახდეს და დამოუკიდებელ მონიტორინგს უნდა დაექვემდებაროს.
სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით, ღია პარლამენტის საბჭომ, საკონსულტაციო
ჯგუფთან ერთად 2017 წელს 4 გაფართოებული სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შედეგად, 2017
წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია ცვლილებების გარეშე დამტკიცდა 2017 წლის
18 სექტემბერის ბიუროს სხდომაზე. ასევე შეხვედრის მონაწილეების გადაწყვეტილებით,
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან
არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს დაემატა სახალხო დამცველის აპარატი.
Page 3 of 20
2017 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს 24 ვალდებულებას და ემყარება ღია მმართველობის
პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) ძირითად პრინციპებს: ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება, პარლამენტის
საქმიანობის გამჭვირვალობა, ტექნოლოგიები და ინოვაცია.
სამოქმედო გეგმა შედგება შემდეგი ვალდებულებებისგან:
1. მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა
1.1 პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა
1.2 საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის
უზრუნველყოფა
1.3 საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო
ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის
მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით
1.4 კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესისა და ფორმების
შემუშავება
1.5 სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის ადაპტირება და
პარლამენტის მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული
სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის
სერვისების
ხელმისაწვდომობა
1.6 ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ საზოგადოების ცნობიერების
ამაღლება
1.7 პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა შესვლის პროცედურებს გამარტივება
1.8 „საზოგადოებრივი
შემუშავება
ორგანიზაციების
განვითარების
სახელმწიფო
კონცეფციის“
2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
Page 4 of 20
2.1 პარლამენტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის
ნუსხის გაფართოება
2.2 კანონპროექტის განხილვისას, პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებების ხილვად
ფორმატში ასახვა და მათი დროული გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე
2.3 მაჟორიტარი დეპუტატების
პარლამენტის ვებ-გვერდზე
საქმიანობის
შესახებ
ინფორმაციის
გამოქვეყნება
2.4 საქართველოს პარლამენტის მიერ ანგარიშის მოსმენისა და საქართველოს პარლამენტის
მიერ ასარჩევი პირების საკომიტეტო მოსმენის თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე
დროულად განთავსება, შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო ოქმის მომზადება და
გამოქვეყნება
2.5 პარლამენტის კომიტეტების მიერ ერთი ან ორ წლიანი სამოქმედო გეგმების მომზადება
და გასაჯაროება ყოველი წლის დასაწყისში
3. პარლამენტის ანგარიშვალდებულება
3.1 საქართველოს პარლამენტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური
შეხვედრის ინსტიტუციონალიზაცია
3.2 პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავება
3.3. საქართველოს პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის შემუშავება
4. პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა
4.1 საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა
4.2 საჯარო ინფორმაციის ანგარიშების (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების“) მონიტორინგის
სისტემის შემუშავება
4.3 საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავება
4.4 განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება
4.5 კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის დასაბუთების
ვალდებულების განსაზღვრა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის
რეგულირების დახვეწა
4.6 მთავრობის მიერ ღია მმართველობა საქართველოს პარტნიორობის
ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა/მონიტორინგი
5. ტექნოლოგიები და ინოვაცია
5.1 საჯარო ინფორმაციის მოდულის შექმნა და პარლამენტის საქმიანობასთან
დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება (მათ შორის დოკუმენტების
ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება)
Page 5 of 20
5.2 პარლამენტის ვებ-გვერდის რესტრუქტურიზაცია
სამოქმედო გეგმის 24 ვალდებულებიდან 5 ინიციატივის ავტორია საქართველოს
პარლამენტი, ხოლო 19 ეკუთვნის ,,საქართველოს ღია პარლამენტის საკონსულტაციო
ჯგუფის“ წევრ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. თითოეული
ვალდებულება შემუშავდა ერთობლივი სამუშაო პროცესის შედეგად.
საქართველოს ღია პარლამენტის საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, რომელთა
ინიციატივებიც ასახულია 2017 წლის სამოქმედო გეგმაში, არიან: ევროკავშირი (EU),
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების
ინსტიტუტი (IDFI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების
სააგენტო (USAID) – (GGI), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI),
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტი (NDI), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), გერმანიის
საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ჯამპსტარტ ჯორჯია.
სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირის პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის
გაძლიერება საქართველოში“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით.
3. საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელება
სამოქმედო გეგმის ვალდებულებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, შეიქმნა 5
სამუშაო ჯგუფი:
Page 6 of 20
1. კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესისა
და
ფორმების შემუშავება და მიღება; კანონპროექტებზე კომენტარის (ელექტრონულად
და/ან წერილობით) უკუკავშირის მექანიზმის დანერგვა;
სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 1 გაფართოებული და რამდენიმე შიდა სამუშაო შეხვედრა.
2. განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება;
სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 1 გაფართოებული და რამდენიმე შიდა სამუშაო შეხვედრა.
3. ეთიკის კოდექსის შემუშავება;
სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 5 გაფართოებული და რამდენიმე შიდა სამუშაო შეხვედრა.
4. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის
შემუშავება;
სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 1 გაფართოებული და რამდენიმე შიდა სამუშაო შეხვედრა.
5. საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდის რესტრუქტურიზაცია;
სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 3 გაფართოებული სამუშაო შეხვედრა, მათ შორის ერთი, 2
დღიანი გასვლითი ვორკშოპი და რამდენიმე შიდა სამუშაო შეხვედრა.
2017 წლის სამოქმედო გეგმის 1.2. ვალდებულება - საბჭოს ინიციატივით, საქართველოს
პარლამენტის
კონსტიტუციის
გადასინჯვის პროექტის
საყოველთაო-სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისიამ
გაითვალისწინა
ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციები და საყოველთაო-სახალხო განხილვები ჩაატარა
განახლებული წესებით.
Page 7 of 20
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში
საჯარო შეხვედრები 2 ეტაპად გაიმართა. I ეტაპი მიმდინარეობდა: ქუთაისში,
ამბროლაურში, ჩოხატაურში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში,
მცხეთაში, რუსთავსა და თბილისში, ხოლო II ეტაპი: ზესტაფონში, სამტრედიაში,
სიღნაღში, ხულოში, კასპში, ოზურგეთში, მესტიაში, ყაზბეგში, მარტვილში და თბილისის
9 რაიონში - ჯამში 29 შეხვედრა. განხილვები ტარდებოდა თეატრებში, კულტურის
ცენტრებში, უნივერსიტეტებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებსა და სხვა
საჯარო სივრცეებში.
ინფორმაცია საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობის შესახებ
სისტემატურად მიეწოდებოდა საქართველოს მოსახლეობას მედიისა და პარლამენტის
ვებ-გვერდის მეშვეობით, ხოლო განრიგის ან სხვა ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია
ქვეყნდებოდა მყისიერად, როგორც პარლამენტის ვებგვერდზე ასევე სოციალურ
ქსელებში.
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულია კონსტიტუციის პროექტი და
განმარტებითი ბარათი სადაც ასახულია ყველა ცვლილება, განმარტებებით.
მოქალაქეებს მათი მოსაზრებები შეეძლოთ წერილობითი ფორმით გადაეცათ ადგილზე,
გამოეგზავნათ ელ-ფოსტის მეშვეობით ან/და ჩაებარებინათ კანცელარიაში.
განხილვის პერიოდში, 1 თვის მანძილზე, ბოლო დღემდე იყო შესაძლებელი
მოსაზრებების მოსმენა და მიღება. მიღებული მოსაზრებები აისახა შემაჯამებელ ოქმში,
რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა შეხვედრების დასრულებისთანავე.
თითოეული შეხვედრა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.
1.1; 1.3; 1.4; 1.2; 2.5; 3.1 და 4.6 ვალდებულებების განხორციელების მიზნით - მომზადდა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი სადაც
ასახულია ის ცვლილებები რომელთა შეტანაც დაგეგმილია 2017 წლის სამოქმედო გეგმის
მიხედვით. ცვლილებების პროექტში ასევე შეტანილია ღია და გამჭვირვალე
მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სახელის ცვლილება. აააააა
აააააა, საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - „ ღია
მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო“.
საქართველოს ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის 13 ვალდებულება
შესრულდა სრულად, 11 ნაწილობრივ.
ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმა
N
დაგეგმილი
შესრულები
ს ვადა
1. მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა
1
1.1. პეტიციის წარდგენის
ელექტრონული სისტემის დანერგვა
* პეტიციების განხილვის პროცესის
დახვეწის მიზნით რეგლამენტში
შესაბამისი ცვლილებების ინიცირება
* პლატფორმის ტექნიკური დავალების
ვალდებულება
დეკემბერი
2017
დეკემბერი
2017
არსებული მდგომარეობა
ცვლილებების პროექტი
მომზადებული და
ინიცირებულია
სტატუსი
ნაწილობრივ
შესრულებული
შესრულებული
შეუსრულებელი
Page 8 of 20
შემუშავება
2
3
4
5
6
1.2 საქართველოს კონსტიტუციის
გადასინჯვის პროცესში მოქალაქეთა
ჩართულობის უზრუნველყოფა
* პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების ტექსტის დახვეწა
ოქტომბერი
2017
* რეგლამენტის ცვლილების ტექსტის
მიღება
დეკემბერი
2017
1.3 საქართველოს პარლამენტისთვის
საკანონმდებლო წინადადებისა და
საკანონმდებლო ინიციატივის
ელექტრონული სახით წარდგენის და
მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის
მექანიზმის დანერგვა პარლამენტის
ვებგვერდის მეშვეობით
* პარლამენტის რეგლამენტში შესატანი
შესაბამისი ცვლილებების პროექტის
შემუშავება
* პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი
შესაბამისი ცვლილებების მიღება
1.4 კანონშემოქმედებით პროცესში
საჯარო კონსულტაციის ჩატარების
წესისა და ფორმების შემუშავება
* კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო
კონსულტაციების ჩატარების წესისა და
ფორმების შემუშავება
* უკუკავშირის მექანიზმის სახეებისა და
ფორმების შემუშავება და შესაბამისი
ინსტრუქციების დამტკიცება
1.5 სპეციალური საჭიროების მქონე
პირებისთვის პარლამენტის შენობის
ადაპტირება და პარლამენტის მიერ
მოქალაქეებისთვის გაწეული
სერვისების ხელმისაწვდომობა
სპეციალური საჭიროების მქონე
პირებისთვის
* პარლამენტის შენობის (თბილისი)
სპეციალური საჭიროების მქონე
პირებისთვის ადაპტირების პროექტის
შემუშავება
* შშმ პირთათვის მომსახურების
(განცხადების შეტანა, ინფორმაციის
მიწოდება და ა.შ.) მიწოდების და
შეხვედრებში მონაწილეობის შესახებ
კონცეფციის შემუშავება შშმ პირთა
ორგანიზაციების ჩართულობით და
უნივერსალური დიზაინის პრინციპის
გათვალისწინებით
* შესაბამისი ნორმატიული აქტების და
ინფრასტრუქტურის (ტექნოლოგიური)
მომზადება
1.6 ღია მმართველობის პარტნიორობის
(OGP) შესახებ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება
ნაწილობრივ
შესრულებული
ტექსტი მომზადებულია და
შეტანილია რეგლამენტის
ცვლილებების პროექტში
რეგლამენტის ცვლილებების
პროექტის ინიცირება
გაკეთდა
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
დეკემბერი
2017
პროექტი შემუშავებულია
შესრულებული
დეკემბერი
2017
რეგლამენტის ცვლილებების
პროექტი ინიცირებულია
ნაწილობრივ
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
დეკემბერი
2017
პროექტი შემუშავებული და
ინიცირებულია
შესრულებული
დეკემბერი
2017
პროექტი შემუშავებული და
ინიცირებულია
ნაწილობრივ
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
აგვისტო
2017
პროექტი მომზადებულია
შესრულებული
ოქტომბერი
2017
მიმდინარეობს კონცეფციის
შემუშავება
ნაწილობრივ
შესრულებული
დეკემბერი
2017
ინფრასტრუქტურა
ტექნოლოგიურად
მომზადებულია
ნაწილობრივ
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
Page 9 of 20
* შეხვედრების ორგანიზება
პარლამენტის წევრებისთვის, რომლის
ფარგლებშიც მოხდება საპარლამენტო
OGP-სა და გაეროს მდგრადი
განვითარების მიზნების, შესახებ
ცნობიერების ამაღლება.
7
1.7 პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა
შესვლის პროცედურებს გამარტივება
* პარლამენტის შენობაში შესვლის
წესების შესახებ მოკლე ინფორმაციის
მარტივი სახით, თვალსაჩინო
განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე
დეკემბერი
2017
შედგა ერთი შეხვედრა
პარლამენტის წევრებისა და
სამოქალაქო საზოგადოების
მონაწილეობით, სადაც
განხილული იყო ღია
პარლამენტის სამოქმედო
გეგმა
შესრულებული
სექტემბერი
2017
პარლამენტში ვიზიტის
შესახებ ინფორმაცია
ბანერის სახით
პარლამენტის ვებ-გვერდზე
თვალსაჩინო ადგილას არის
განთავსებული.
8
1.8 „საზოგადოებრივი ორგანიზაციების
განვითარების სახელმწიფო
კონცეფციის“ შემუშავება
* „საზოგადოებრივი ორგანიზაციების
დეკემბერი
2017
განვითარების სახელმწიფო
კონცეფციის“ დახვეწა
2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
9
10
11
2.1 პარლამენტის ვებგვერდზე
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი
საჯარო ინფორმაციის ნუსხის
გაფართოება
* პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი
ინფორმაციის შესახებ პარლამენტის
თავმჯდომარის ბრძანებაში
ცვლილებების შეტანა
ნაწილობრივ
შესრულებული
შესრულებული
შესრულებული
ტექსტი მომზადებულია
შესრულებული
შესრულებული
სექტემბერი
2017
პროაქტიულად
გამოსაქვეყნებელი
ინფორმაციის პარლამენტის
თავმჯდომარის ბრძანებაში
შეტანილია ცვლილებები
შესრულებული
* სტატისტიკურად დასამუშავებელი
ინფორმაციის ნუსხის განსაზღვრა
სექტემბერი
2017
ნუსხა განისაზღვრა
საკონსულტაციო ჯგუფის
და ღია პარლამენტის
მუდმივმოქმედი საბჭოს
მიერ
შესრულებული
* ვალდებულებით განსაზღვრული
ინფორმაცის პარლამენტის ვებ-გვერდზე
გამოქვეყნება
* ყოველწლიური სტატისტიკური
ინფორმაციის მომზადება და
გამოქვეყნება
2.2 კანონპროექტის განხილვისას,
პირველად ტექსტში შეტანილი
ცვლილებების ხილვად ფორმატში
ასახვა და მათი დროული გამოქვეყნება
პარლამენტის ვებგვერდზე
* კანონპროექტის პირველად ტექსტში
განხილვის შედეგად შეტანილი
ცვლილებების ხილვად ფორმატში
ასახვის კონცეფციის შემუშავება
* კანონპროექტის პირველად ტექსტში
განხილვის შედეგად შეტანილი
ცვლილებების ხილვად ფორმატში
ასახვა და ვებ-გვერდზე გამოქვეყნება
პერმანენტუ
ლი
/////////
პერმანენტუ
ლი
/////////
2.3 მაჟორიტარი დეპუტატების
შესრულებული
აგვისტო
2017
კონცეფცია შემუშავებულია
შესრულებული
პერმანენტუ
ლი
დაწყებულია
კანონპროექტების
ცვლილებების ხილვად
ფორმატში ატვირთვა ვებგვერდზე
შესრულებული
შესრულებული
Page 10 of 20
საქმიანობის შესახებ ინფორმაციის
გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე
* მაჟორიტარი დეპუტატების
ინდივიდუალურ გვერდებზე მათი
საქმიანობის შესახებ ინფორმაციის
გამოსაქვეყნებელი სივრცის შექმნა
* ვებგვერდზე მოცემულ მაჟორიტარ
დეპუტატთა ინდივიდუალურ
გვერდებზე მაჟორიტარული ბიუროს
მისამართის, მიღების საათებისა და
საკონტაქტო პირის მითითება
12
13
2.4 საქართველოს პარლამენტის მიერ
ანგარიშის მოსმენისა და საქართველოს
პარლამენტის მიერ ასარჩევი პირების
საკომიტეტო მოსმენის თაობაზე
ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად
განთავსება, შესაბამისი კომიტეტის
სხდომის ვიდეო ოქმის მომზადება და
გამოქვეყნება
* ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის
განთავსება, შესაბამისი განხილვის
ვიდეო-ოქმების განთავსება
პარლამენტის ვებგვერდზე
* ასარჩევი პირების მოსმენის თაობაზე
ინფორმაციის განთავსება, შესაბამისი
კომიტეტის სხდომის ვიდეო-ოქმების
განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე
2.5 პარლამენტის კომიტეტების მიერ
ერთი ან ორ წლიანი სამოქმედო გეგმის
მომზადება და გასაჯაროება ყოველი
წლის დასაწყისში
* კომიტეტების სამოქმედო გეგმის
ფორმატისა და შინაარსის განსაზღვრა
* ცვლილება კომიტეტების დებულებაში
ყოველწლიური სამოქმედო გეგმების
შემუშავების შესახებ
3. პარლამენტის ანგარიშვალდებულება
14
15
3.1 საქართველოს პარლამენტის და
საზოგადოებრივი ორგანიზაციების
ყოველწლიური შეხვედრის
ინსტიტუციონალიზაცია
* პარლამენტის რეგლამენტში
შესაბამისი ცვლილებების შეტანა
* პარლამენტის და საზოგადოებრივი
ორგანიზაციების ყოველწლიური
შეხვედრა
3.2 პარლამენტის საქმიანობის
ყოველწლიური ანგარიშის შემუშავება
* ანგარიშის შინაარსის ძირითადი
საკითხების განსაზღვრა
სექტემბერი
2017
სივრცე შეიქმნა
შესრულებული
სექტემბერი
2017
მაჟორიტარის
ინდივიდუალურ გვერდზე
მითითებულია საკონტაქტო
ინფორმაცია, გარდა ამისა
დაემატა მაჟორიტარი
დეპუტატების Facebook
გვერდების მისამართები.
შესრულებული
შესრულებული
პერმანენტუ
ლი
პერმანენტუ
ლი
ვალდებულების შესახებ
ცვლილება შეტანილია
პროაქტიულად
გამოსაქვეყნებელ ნუსხაში
ვალდებულების შესახებ
ცვლილება შეტანილია
პროაქტიულად
გამოსაქვეყნებელ ნუსხაში
შესრულებული
შესრულებული
შესრულებული
ოქტომბერი
2017
ოქტომბერი
2017
კომიტეტის სამოქმედო
გეგმის ფორმატი და
შინაარსი განისაზღვრა
კომიტეტების უმეტესობამ
ცვლილება ააააააა
აააააააააა
შესრულებული
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
დეკემბერი
2017
პერმანენტუ
ლი
ოქტომბერი
2017
რეგლამენტის ცვლილებების
პროექტი ინიცირებულია
2017 წლის შეხვედრა
დაგეგმვის პროცესშია
ანგარიშის შინაარსის
საკითხები განისაზღვრა
ნაწილობრივ
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
შესრულებული
Page 11 of 20
16
* პარლამენტის რეგლამენტში
შესაბამისი ცვლილებების შეტანა
დეკემბერი
2017
* შესაბამისი ინფორმაციის დამუშავების
სტანდარტების და ერთიანი ანგარიშის
ფორმის შემუშავება
3.3. საქართველოს პარლამენტის
თვითშეფასების ინსტრუმენტის
შემუშავება
* პარლამენტის თვითშეფასების
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის
ანალიზი
* პარლამენტის თვითშეფასების
ინსტრუმენტის შემუშავება
ოქტომბერი
2017
ანგარიშის მომზადების
შესახებ ინფორმაცია
განისაზღვრა და დამტკიცდა
პროაქტიულად
გამოსაქვეყნებელ ნუსხაში
ანგარიშის ერთიანი
სტანდარტის ფორმატი
შემუშავების პროცესშია
ნაწილობრივ
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
ნოემბერი
2017
მიმდინარეობს
მოლაპარაკება IPU-სთან
ნაწილობრივ
შესრულებული
დეკემბერი
2017
შემუშავების პროცესშია
ნაწილობრივ
შესრულებული
4. პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა
17
4.1 საგამოძიებო და სხვა დროებითი
კომისიების საქმიანობის
გამჭვირვალობის გაზრდა
* საგამოძიებო კომისიის საქმიანობის
შესახებ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის
ნუსხის განსაზღვრა და დამტკიცება;
* საგამოძიებო კომისიის საქმიანობის
შესახებ ინფორმაციის ვებ-გვერდზე
განთავსება;
18
19
4.2 საჯარო ინფორმაციის ანგარიშების
(ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების“)
მონიტორინგის სისტემის შემუშავება
* 10 დეკემბრის კონსოლიდირებული
ანგარიშის კომიტეტის სხდომებზე
განხილვის პროცედურის შესახებ
პარლამენტის რეგლამენტში შესატანი
ცვლილებების პროექტის მომზადება.
4.3 საქართველოს პარლამენტის წევრთა
ეთიკის კოდექსის შემუშავება
* აღსრულების მექანიზმების და
სანქციების შემუშავება
* კოდექსის ინიცირება და მიღება
20
21
4.4 განმარტებითი ბარათის
შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება
* განმარტებითი ბარათის
შინაარსობრივი მხარის
გასაუმჯობესებლად შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის
მომზადება
4.5 კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში
ცვლილებების შეტანის დასაბუთების
ვალდებულების განსაზღვრა და
კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვის რეგულირების დახვეწა
შესრულებული
ნოემბერი
2017
ინფორმაცია განისაზღვრა
და დამტკიცდა
პროაქტიულად
გამოსაქვეყნებელ ნუსხაში
პერმანენტუ
ლი
შესრულებული
შესრულებული
შესრულებული
დეკემბერი
2017
ივნისი 2017
ნოემბერი
2017
პროექტი მომზადებულია
ეთიკის კოდექსის პროექტი,
აღსრულების
მექანიზმებითა და
სანქციებით მომზადებულია
კოდექსი ინიცირებულია
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
შესრულებული
დეკემბერი
2017
განმარტებითი ბარათის
შინაარსი მომზადდა
შესრულებული
შესრულებული
Page 12 of 20
22
* რეგლამენტში შესატანი ცვლილების
პროექტის მომზადება
4.6 მთავრობის მიერ ღია მმართველობა
საქართველოს პარტნიორობის
ფარგლებში განხორციელებული
საქმიანობის
ზედამხედველობა/მონიტორინგი
* ზედამხედველობის მეთოდოლოგიის
შემუშავება
* პარლამენტის რეგლამენტში
შესაბამისი ცვლილებების შეტანა
დეკემბერი
2017
პროექტი მომზადებულია
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
დეკემბერი
2017
დეკემბერი
2017
მიმდინარეობს მუშაობა
მეთოლოგიის შემუშავებაზე
რეგლამენტის პროექტში
ცვლილება ინიცირებულია.
ასევე აღნიშნული
ცვლილება შესულია საბჭოს
დებულებაში.
ნაწილობრივ
შესრულებული
ნაწილობრივ
შესრულებული
5. ტექნოლოგიები და ინოვაცია
23
24
5.1. საჯარო ინფორმაციის მოდულის
შექმნა და პარლამენტის საქმიანობასთან
დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის
გამარტივება (მათ შორის დოკუმენტების
ადვილად დასამუშავებელ ფორმატში
განთავსება)
* საჯარო ინფორმაციის მოდულის
შექმნა
* დოკუმენტებისა და მონაცემთა
ბაზების პარლამენტის ვებგვერდზე
პროაქტიულად გამოქვეყნება, მათ
შორის ღია ფორმატში (Open Data)
5.2. პარლამენტის ვებგვერდის
რესტრუქტურიზაცია
* ვებგვერდის განახლებული
სტრუქტურის შემუშავება
შესრულებული
აგვისტო
2017
პერმანენტუ
ლი
მოდული შეიქმნა
შესრულებული
/////
შესრულებული
დეკემბერი
2017
სტრუქტურა შემუშავდა
შესრულებული
4. საბჭოს მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში
2017 წლის 4 აპრილს საქართველოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ღია მმართველობის პარტნიორობის
დირექტორის მოადგილეს, ჯო პოუელს და სამოქალაქო საზოგადოების
კოორდინატორს, პოლ მაასენს შეხვდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ღია და გამჭვირვალე პარტნიორობის აქტიური
მონაწილეა და იგი რეგიონში ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას წარმოადგენს. შეხვედრაზე
უცხოელი სტუმრები საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს
და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
2017 წლის 21 აპრილს ღია პარლამენტის საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე
საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის სტუდენტებსა და ლექტორებს შეხვდა. მან
ქვეყნის მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის მიღწევებზე ისაუბრა და ამ
მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაწეულ სამუშაოზე გაამახვილა
ყურადღება.
2017 წლის 19-20 მაისს, უკრაინაში, გაიმართა გლობალური საკანონმდებლო ღიაობის
კონფერენცია, რომელშიც საქართველოს პარლამენტიდან ღია და გამჭვირვალე
მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე,
Page 13 of 20
საბჭოს წევრები: გიორგი კახიანი, კახა კუჭავა, ოთარ კახიძე და საქართველოს
პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე მონაწილეობდნენ. გლობალური
საკანონმდებლო ღიაობის კონფერენციას უკრაინის უმაღლესი რადა მასპინძლობდა.
კონფერენციაზე განხილულ იქნა პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა, მოქალაქეთა
ნდობა, ეთიკის კოდექსი, პარლამენტის და ღია მმართველობის პარტნიორობა,
ტექნოლოგიები, სიახლეები და ინოვაციები. კონფერენციის ერთ-ერთ სესიაზე საბჭოს
თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ გააკეთა მოხსენება საქართველოს ღია პარლამენტის
სამოქმედო გეგმასა და საქართველოს მიერ OGP-ს თავმჯდომარეობის პერიოდისთვის
(2017-2018) განსაზღვრულ პრიორიტეტებზე.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიევში, ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ
შეხვედრებშიც მიიღეს მონაწილეობა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ერთი
სესია საქართველოს პარლამენტს დაეთმო. ღია და გამჭვირვალე მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ საქართველოს
პარლამენტის ღია მმართველობის პარტნიორობაში აქტიური ჩართულობისა და 2017-2018
წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა.
Page 14 of 20
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე,
„რეგიონული მრგვალი მაგიდა - პარლამენტი და მდგრადი განვითარების მიზნები“
კახაბერ კუჭავამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით მდგრადი
განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ისაუბრა.
2017 წლის მაისში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო
საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე ორგანიზაციის,
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი
დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)
მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
2017 წლის 12 ივნისს საქართველოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები NDI-ის დირექტორთა საბჭოს
თავმჯდომარეს, მადლენ ოლბრაიტს და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ. ღია და
გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ მათ საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა
გააცნო.
2017 წლის 5 ივლისს, მინსკში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში,
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გამართა კონფერენცია
სახელწოდებით: „საქართველოს პარლამენტის როლი OGP-ის სამოქმედო გეგმის
განხორციელებაში“.
Page 15 of 20
დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებს
და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელებს, „ღია მმართველობის
პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და
განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტის როლსა და მის ჩართულობაზე გაამახვილა.
ღონისძიებაზე საქართველოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გააკეთა
აააააა თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია,
დელეგაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და
განიხილეს მათი ქვეყნების მომავალი გეგმები, რომელთა მიზანია ღია მმართველობის
განვითარების ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში.
2017 წლის 19 სექტემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური
ასამბლეის ფარგლებში გამართულ რიგით 72 -ე სხდომაზე, საქართველოს პრემიერ
მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისგან
ღია მმართველობა პარტნიორობის თავმჯდომარეობა გადმოიბარა და ღია მმართველობის
პარტნიორობის ინიციატივას, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, 2017 წლის 1
ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს.
საქართველო „ღია მმართველობა პარტნიორობის“-ის რიგით მე-6 თავმჯდომარე
ქვეყანაა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა
წულუკიანი, რომელიც ღია მმართველობა პარტნიორობის მმართველ კომიტეტში
საქართველოს წარმოადგენს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი
მიხეილ ჯანელიძე.
17-23 ნოემბერს ღია მმართველობის გლობალური კვირეულის ფარგლებში ორგანიზებულ
ღია მმართველობის პარტნიორობის ამერიკის რეგიონულ შეხვედრას, რომელიც ჩატარდა
Page 16 of 20
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, ღია და გამჭვირვალე მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე დაესწრო.
კვირეულის ფარგლებში, ირინა ფრუიძემ გააკეთა მოხსენება საქართველოში
საკანონმდებლო ღიაობის მიღწევებისა და ღია და გამჭვირვალე მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის შესახებ. კონფერენციის
პარალელურად ირინა ფრუიძე ასევე შეხვდა ჩილეს და არგენტინის სენატების საგარეო
კომიტეტების თავმჯდომარეებს, წარმომადგენელთა პალატის წევრებს და პარაგვაის
სენატორს. შეხვედრებზე ღია მმართველობის საკითხების გარდა, განიხილეს
პარლამენტებს შორის თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
მხარდაჭერა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება.
2017 წლის 28 ნოემბერს, ღია მმართველობის გლობალური კვირეულის ფარგლებში,
საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა ღონისძიებას სახელწოდებით: „ხელმისაწვდომი
პარლამენტი ყველასათვის“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს
პარლამენტის წევრებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს
მთავრობის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრა გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან
ისაუბრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის პარლამენტის
Page 17 of 20
შენობის ხელმისაწვდომობა, რათა მოქალაქეებმა ისარგებლონ თანაბარი უფლებებითა და
შესაძლებლობებით და აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და
გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში
საქართველოს პარლამენტი სრულად ხელმისაწვდომი გახდება მობილობისა და
მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის.
თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით
დამკვიდრებული ახალი ნორმის თანახმად, სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ
ვალდებულებას, შექმნას პირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის, რითაც უზრუნველყოფილი იქნება
სპეციალური საჭიროების მქონე თითოეული ადამიანის სრულფასოვანი მონაწილეობა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
შეხვედრის მონაწილეებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ წარუდგინა ღია პარლამენტის
2017 წლის სამოქმედო გეგმა და გააცნო საბჭოს მიერ წლის განმავლობაში
განხორციელებული საქმიანობა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ რატი იონათამიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანის“
წარმომადგენელ მარიამ მიქიაშვილთან ერთად წარადგინა საქართველოს პარლამენტის
თბილისის შენობის ადაპტირების გეგმა, რომლის მიზანია პარლამენტის ტერიტორიაზე
მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირების გადაადგილება დაბრკოლების
გარეშე.
პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირების გეგმა შემუშავებულია საქართველოს
პარლამენტის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი“-ს დახმარებით. ინიციატივის
Page 18 of 20
მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP),
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.
გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიება
დისკუსიით და საზეიმო მიღებით დასრულდა.
2017 წლის 18-19 დეკემბერს, თბილისში ღია პარლამენტის საბჭოს სამუშაო ჯგუფის
ინიციატივით და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების
ოფისის (OSCE/ODIHR), ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მხარდაჭერით (IDFI)
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მიზანი იყო კანონშემოქმედებითი პროცესის გამჭვირვალობისა და
მოქალაქეთა მეტი ჩართულობის საკითხების განხილვა.
სამუშაო შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას
მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით
მიმართეს ასევე ODIHR-ის ასოცირებულმა ოფიცერმა სამართლებრივ საკითხებში იური
მარჩენკომ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საჯარო
ადმინისტრირების რეფორმების პროგრამის მენეჯერმა სოფი ჰუეტ-გერიშმა და UNDP-ს
დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ.
ღონისძიების განმავლობაში, მოწვეული ექსპერტების (მელანი სალი - ავსტრია, სანდრა
პერნარი - ხორვატია, ლია ჰანი - ესტონეთი) ხელმძღვანელობით, გაიმართა დისკუსია
პოლიტიკის შემუშავებასა და კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების
მონაწილეობის ძირითად ფორმებზე.
Page 19 of 20
Page 20 of 20