საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას მიერ წარმოდგენილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეექვსე პლენარულ სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2017 წლის 29 ოქტომბერი-1 ნოემბერს ქ. კიევში მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა
ნომერი
#21748/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-05
ბიუროს ნომერი 125

📜 ტექსტი

წერილი
N 21748 27/12/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით ანგარიშს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეექვსე პლენარულ სესიაში. დანართი 5 ფურცელი პატივისცემით, თამარ ხულორდავა თავმჯდომარე
ანგარიში
ანგარიში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეექვსე პლენარულ სესიაში 2017 წლის, 29 ოქტომბერი - 1 ნოემბერი კიევი, უკრაინა 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათლით კიევში, უკრაინის უმაღლეს რადაში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეექვსე პლენარული სესია. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია (10 წევრი) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით. ღონისძიების დაწყებამდე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების დელეგაციებს შორის, წინასწარი პოლიტიკური კონსულტაციების მიზნით, გაიმართა მოსამზადებელი შეხვედრა. მეზობელი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები ევროპარლამენტთან ერთად შემუშავებულ რეზოლუციის საკითხებზე, გაეცნენ საგანგებო რეზოლუციის თემებს, იმსჯელეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სამომავლო სამუშაო მიმართულებებზე და შეაჯერეს პოზიციები განსხვავებულ პოლიტიკურ საკითხებზე. პირველ სამუშაო დღეს გაიმართა ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომა: 1. პოლიტიკური საკითხების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტი, 2. ეკონომიკური ინტეგრაციის, საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტი, 3. ენერგო უსაფრთხოების კომიტეტი, 4. სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტი. კომიტეტებმა სხდომებზე განიხილეს 2017 წლის განმავლობაში მომზადებული ანგარიშები მათი სფეროების მიხედვით და იმსჯელეს მომზადებული, მისაღები დოკუმენტის გარშემო, სხდომებზე ასევე მოწვეულნი იყვნენ უკრაინის სახელისუფლებლო წრეების წარმომადგენლები და ევროკომისიის წარმომადგენლი. პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდა თამარ ხულორდავა, სერგი კაპანაძე და ნინო წილოსანი, განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუცია. ამ დოკუმენტით, რომლის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, კიდევ ერთხელ გამოიხატა ევროკავშირის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოსადმი. პოლიტიკურმა კომიტეტმა მოისმინა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მოხსენება იმ განსაზღვრული 20 შედეგის შესახებ, რომელიც ევროკავშირმა და აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყნებმა საერთო სამუშაო პრიორიტეტად დაისახა 2020 წლისათვის. სხდომაზე ასევე გაიმართა მსჯელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანაში (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. თამარ ხულორდავამ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა, აღწერა პროცესი, რომლის მიზანია შერეულიდან სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის დამკვიდრება. კომიტეტმა დაამტკიცა ანგარიში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ევროკავშირსა და 1 აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ანგარიშში ხაზგასმულია დამოუკიდებელი მედიისა და თავისუფალი საზოგადოების როლი დემოკრატიის განვითარებაში. სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბექა ნაცვლიშვილი, აკაკი ზოიძე, სალომე სამადაშვილი. კომიტეტმა სხდომაზე განიხილა რეზოლუციის პროექტი „ქალების მდგომარეობის შესახებ შრომის ბაზარზე აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“. პარტნიორებმა დადებით შეაფასეს საქართველოს ძალისხმევა „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის კონვენციის’’ რატიფიცირებისთვის. სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო პარტნიორ ქვეყნებში ტუბერკულოზთან ბრძოლის გზებს. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტი 2018 წელს იმუშავებს თემაზე: არაფორმალური ურთიერთობები და დასაქმებულთა სოციალური დაცვა. ეკონომიკურმა კომიტეტმა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში ახალგაზრდების უმუშევრობის შემცირების თაობაზე იმსჯელა. კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა ირინა ფრუიძე, ლევან კობერიძე, სალომე სამადაშვილი. ეკონომიკური კომიტეტის რეზოლუცია, რომელიც ირინა ფრუიძისა და ევროპარლამენტარ, იაკუბ დალუნდეს თანაავტორობით შეიქმნა (მწვანეთა პარტია, შვედეთი) ევროპის ქვეყნებში დღეისათვის არსებულ მდგომარეობას ასახავს. ეკონომიკურმა კრიზისმა უმუშევრობის დონის ზოგად მატებასთან ერთად, ახალგაზრდობის უმუშევრობის ზრდაც გამოიწვია, რაც განსაკუთრებით საგრძნობია განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში. მაღალი უმუშევრობის დონე და რთული სოციალური მდგომარეობა ახალგაზრდებს აიძულებს განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობები საზღვარგზარეთ ეძებონ. პარტნიორებმა ახალგაზრდების უმუშევრობისა და შრომითი მიგრაციის შესამცირებლად ეფექტურ პოლიტიკურ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ამ გამოწვევების დაძლევის მიზნით, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მზაობა გამოიხატა. რეზოლუციის პროექტი კომიტეტმა მიიღო და საბოლოო დამტკიცებისთვის პლენარულ სხდომას გადაეცა. 30 ოქტომბერსვე, უკრაინის უმაღლეს რადაში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმდი დელეგაციის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე და სერგი კაპანაძე მონაწილეობდნენ. კომიტეტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა და 2015 წლის პარიზის კლიმატის ცვლილების ხელშეკრულების განხორცილების პროცესი განიხილა. მხარეებმა იმსჯელეს ევროპაში მიმდინარე და დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებზე, განახლებდი ენერგიების განვითარებასა და ენერგო მატარებელების დივერსიფიკაციის გზებზე. ევროკავშირის წარმომდგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანება, რომელიც ევროპული სტანდარტებისა და რეგულაციების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწვერიანება, საუბარი შეეცხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტია თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, რაც ითვალისწინებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, ევროპის კანონმდებლობასთან 2 დაახლოებას და თანამშრომლობის განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი აირისა და ნავთობის ძიება, მოპოვება, ტრანზიტი, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა. კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების თაამშრომლობის მნიშნელობას აღწერს და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთოხების გასაძლიერებლად სტრატეგიული დაახლოებისთვის სამომავო რეკომენდაციებს იძლევა. დოკუმენტი ხაზს უსვამს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში პარტნიორების მიერ ევროკავშირთან საკანონმდბელო დახლოების პროცესის დაჩქარებას. 31 ოქტომბერს, უკრაინის უმაღლეს რადაში გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა, რომელშიც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ მიიღო მონაწილეობა. ბიურომ შეაჯამა ასამბლეის პირველი სამუშაო დღის ღონისძიებები და განიხილა კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარმოდგენილი დაგეგმილი და საგანგებო რეზოლუციის პროექტები, იმსჯელა მათ მიზანშეწონილობასა და ასამბლეის მანდატთან შესაბამისობაზე. ბიურომ განიხილა კომიტეტების მიერ შეჯერებული სამომავლო რეზოლუციის თემები და როტაციის პრინციპის საფუძველზე დელეგაციებს შორის განაწილდა თემები თანაავტორებისთვის. საქართველოს პარლამენტის დელეგაციას პოლიტიკური კომიტეტის მიერ შერჩეული თემა „უსაფრთხოების რისკები და ევროკავშირის როლის ზრდა მათი მოგვარებისთვის’’ გადაეცა შესამუშავებლად. ბიურომ დაამტკიცა ასოცირებული ქვეყნების ახლადშექმნილი სამუშაო ჯგუფის (ჯგუფი შეიქმნა 2017 წლის, 23 მაისის ბიუროს სხდომაზე) თანათავმჯდომარეები. ევროპარლამენტიდან ჯგუფს უხელმძღვანელებენ კლერ მუდი (სოციალ-დემოკრატების ჯგუფი, გაერთიანებული სამეფო) და დარიუშ როზატი (ევროპის სახალხო პარტია, პოლონეთი), ხოლო აღმოსავლეთ კომპონენტიდან - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა. ასამბლეის ბიურომ აღმოსავლეთ პარტნიორების სამიტისთვის სპეციალური განცხადება შეიმუშავა, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ამბიციური დეკლარაციის შემუშავებისკენ და აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებთან დაახლოების მკაფიო პოლიტიკური გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს. ბიუროს განცხადება ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის წარმატებულ შედეგებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს ევროკავშირთან და სარგებლობენ თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმით; აღიარებს ასოცირებული ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს, მხარს უჭერს მათ ევროპულ არჩევანს და მიუთითებს, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, ყველა ევროპულ ქვეყანას უფლება აქვს მიმართოს ევროკავშირს წევრობისთვის; ადასტურებს, რომ დიფერენცირების პრინციპის საფუძველზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე დაწინაურებულ ქვეყნებთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება აუცილებელია; იძლევა რეკომენდაციას გაიზარდოს ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება ასოცირებული ქვეყნებისთვის, რათა ხელი შეეწყოს ამბიციური გეგმების განხორიცელებას ასოცირების დღის წესრიგისა და ასოცირების შეთანხმების საფუძველზე; გამოხატავს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და 3 გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საჭიროდ მიიჩნევს გაძლიერდეს კოლექტიური ზეწოლა რუსეთზე. სამშაბათს, 31 ოქტომბერს გაიამრთა ბელორუსის სამუშაო ჯგუფის სხდომა. მუდმივმოქედი სამუშაო ჯგუფი რეგულარულად იკრიბება და მსჯელობს ბელორუსის და ევროკაშირის ურთიერთობების პერსპექტივებზე. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ირინა ფრუიძე მონაწილეობდა. ბელორუსის თანაბარუფლებრივი მონაწილეობა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში კვლავ შეჩერებულია ბელორუსსა და ევროკავშირს შორის არსებული პოლიტიკური მიზეზების გამო. მიუხედავად ამისა ასამბლეა მუდმივად თვალს ადევნებს ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ბელორუსთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ყველა მიღებულ პოლიტიკურ დოკუმენტებში ფიგურირებს. საქართველო კვლავაც მხარს უჭერს ბელორუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო განზომილებაში თანაბარ საწყისებზე მონაწილეობას. 31 ოქტომბერს ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფმა ევროპარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორი დელეგაციების შემადგენლობით პირველი სხდომა გამართა. სხდომას თამარ ხულორდავა და დარიუშ როზატი თავმჯდომარეობდენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ახლად შექმნილი ჯგუფი დიფერენცირების პრინციპს ემყარება და ამ ქვეყნების ევროკავშირთან გამორჩეული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. პარტნიორებმა პირველ სხდომაზე მომავალი საქმიანობის ფორმატზე და სამუშაო მექანიზმებზე იმსჯელეს. ჯგუფის მიზანია ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ამ ქვეყნების დაწინაურებული პოზიციების განმტკიცებას მოემსახუროს და საპარლამენტო კონსულტაციების გზით ხელი შეუწყოს ასოცირების ხელშეკრულებების გამოყენებასა და შესრულებას. სამი ქვეყნის დელეგაცია მზად არის გამოცდილების გაზიარების მეშვეობით და ევროპარლამეტის უწყებებთან ახლო კონსულტაციით იმსჯელოს მიმდინარე ღონისძიებეზე და შეაჯეროს ერთობლივი პოზიციები დაახლოებისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, ახალი ჯგუფი ქმნის ახალ მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ევროინტეგრაციულ პროცესებს და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას შეუწყობს ხელს. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მოქმედებს არაფორმალური პლატფორმა - ქალთა ფორუმი. ფორუმი მეექვსე სესიის ფარგლებშიც შეიკრიბა და გამოხატა გენდერული თანასწორობის ფუნდამეტური ღირებულების გავრცელების ხელშეწრობისთვის მზაობა. ფორუმის მუშაობაში ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, ბექა ნაცვლიშვილი და თამარ ხულორდავა მონაწილეობდნენ. პარტნიორებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდარე პროცესებზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე ქალთა პოზიცისების გასაძლიერებლდ. 1 ნოემბერს გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა. პლენარულ სხდომაზე რეზოლუციის თანაავტორების მოხსენებების შემდგომ მიღებულ იქნა ასამბლეის 4 კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციები შემდეგ თემებზე:  ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდობის უმუშევრობის შემცირება  ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში მედიის თავისუფლების მდგომარეობა 4  2015 წლის პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმების განხორცილება ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად  ქალთა დასაქმების მდგომარეობა შრომით ბაზარზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მეექვსე პლენარულ სესიაზე ასამბლეამ საგანგებო რეზოლუციებიც დაამტკიცა. საგანგებო რეზოლუციებში აისახა აღმოსავლეთ ევროპაში არსებული რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და საგარეო საფრთხეები. ასამბლეამ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პოზიციები გაიზიარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ და საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე სათანადო რეაგირებისკენ. საგანგებო რეზოლუციები მიღებულ იქნა შემდეგ საკითხებზე:  ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება დნესტრისპირეთში, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირიმში, დონეცკის და ლუგანსკი ოლქების ნაწილებში;  ლეტალური ეფექტის მქონე იარაღის ავტონომიური სისტემების შესახებ;  აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ - ჰიბრიდული საფრთხეებისა და უსაფრთოხების რისკების ერთობლივად დაძლევა. 2018 წლის, თებერვალში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომა , ისევე როგორც ასოცირების სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა, ჩატარდება საქართველოში. მეშვიდე პლენარული სესია 2018 წელს ბრიუსელში ევროპარლამენტში დაიგეგმა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ინიციატივით, 2019 წელს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს. ანგარიში მოამზადა დელეგაციის მდივანმა თეკლე ბორაშვილმა 5