სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სამსახურის მიერ 2017 წლის განმავლობაში სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.01.2018
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ნომერი
#693/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-22
ბიუროს ნომერი 126

📜 ტექსტი

წერილი
*00646/10* № 00646/10 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სამსახურის მიერ 2017 წელს სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ზოგადად მისი პოლიტიკა, მიზნად ისახავს აუდიტის ობიექტისათვის სარეკომენდაციო ხასიათის ანგარიშების მომზადებას, რათა მათი საქმიანობა გახდეს გაცილებით პროდუქტიული, ეფექტიანი და საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან სახელმწიფო სახსრების ხარჯვა - რაციონალური. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში დგება იმ აუცილებლობის წინაშე, როდესაც საჭირო ხდება სხვადასხვა ორგანიზაციის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაციის გამოთხოვა სასამართლოს მეშვეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს სამსახურის მიერ 2017 წელს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ (თან ერთვის). დანართი: 2 ფურცელი პატივისცემით, ერეკლე მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორი