საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას 2017 წლის 19-20 დეკემბერს ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.01.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა
ნომერი
#807/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-22
ბიუროს ნომერი 126

📜 ტექსტი

წერილი
N 807 22/01/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით ანგარიშს 2017 წლის 19-20 დეკემბერს, განხორციელებული ჩემი სამუშაო ვიზიტის შესახებ. ნიდერლანდების სამეფოში გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი : 2 გვერდი თამარ ხულორდავა თავმჯდომარე
ანგარიში
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას სამუშაო ვიზიტის ანგარიში ნიდერლანდების სამეფო 2017 წლის 19-20 დეკემბერი 2017 წლის 19-20 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი ნიდერლანდების სამეფოში კერძოდ ჰააგში, სადაც საქართველოს, უკრაინისა და ჰოლანდიის პარლამენტარებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ შეხვედრებში მივიღე მონაწილეობა. ჰააგის დიალოგის პლატფორმის მიზანი იყო ქართველ, უკრაინელ და ჰოლანდიელ პოლიტიკოსებს შორის თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათ შორის კავშირების გაღრმავება. შეხვედრების დღის წესრიგი მოიცავდა დისკუსიებს ისეთ საკითხებზე როგორიც არის ევროკავშირთან საქართველოსა და უკრაინის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტის შედეგები, რეგიონალური უსაფრთხოება და კონფლიქტის მოგვარება, ყალბი ახალი ამბებისა და ანტი-დემოკრატიული პროპაგანდის გავრცელება, ანტი-კორუფციული რეფორმები, პოლიტიკური დიალოგი და დემოკრატიზაციის პროცესები. ჩემთან ერთად დიალოგში მონაწილეობა მიიღეს: თინათინ ბოკუჩავამ (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ანა ნაცვლიშვილმა (ადამიანის უფლებების იურისტი), ბაია პატარიამ (დირექტორი, კავშირი საფარი), ნატალია კაცერ- ბუჩკოსვკა (ნიდერლანდების სამეფოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, „სახალხო ფრონტი“), მარტა სუპრუნიმ (საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „სამოპომოჩი“), ოლეგ ვოლოშინიმ (საერთაშორისო მდივანი, „ოპოზიციური ბლოკი“), ტარას კაჩკამ (დირექტორის მოადგილე, რენენსანსის საერთაშორისო ფონდი), ჰან თენ ბროეკემ (თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, VVD), აჩრაფ ბოუალიმ (საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის პრესსპიკერი, D66), მარტენ გროთუიზენმა (სამართლიანობის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, გემბლინგის, საავტორო უფლებების, იმიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის პრესსპიკერი, D66), სვენ კუპმანსმა (პრესსპიკერი კონსტიტუციის, საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური პარტიების, შვილად აყვანის, ხელშეკრულებების, სამოქალაქო სამართლის, საავტორო უფლებების, გემბლინგისა და კერძო სამართლის საკითხებში, D66) და მარიტ ელისაბედ მეიჯმა (საგანგებო დესპანი მიგრაციის საკითხებში, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის ყოფილი წევრი, PvdA). ჰააგის დიალოგი, რომელიც ჩამოყალიბდა რეგულარული დიალოგის პლატფორმად ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას და კონსულტაციებს ისეთი მნიშვენლობის თემებზე რომლებიც გავლენას ახდენს რეგიონის სტაბილურობაზე და საერთო ევროპულ უსაფრთხოებაზე. თამარ ხულორდავა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე